IMEDI /  05 იანვარი 2021, 10:58 / სანდო წყარო

კორონავირუსის შედეგად საქართველოში კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის შედეგად საქართველოში კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 232 079 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 222 787, გარდაიცვალა 2 646 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 11:43

COVID19

ავსტრალიამ, შესაძლოა, 2021 წელს საზღვრები ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი არ გახსნას

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავსტრალიის მოსახლეობის უმეტესობა კორონაციირუსის ვაქცინით აიცრება, შესაძლოა, ქვეყანამ 2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები მაინც არ გახსნას. ამ ეტაპზე, ქვეყანა სწავლობს Pfizer-ის ვაქცინის დადებით და უარყოფით ზემოქმედებას, რადგან ნორვეგიაში, რამდენიმე აცრილი ადამიანი გარდაიცვალა.

18 იანვარი 2021, 11:40

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

18 იანვარი 2021, 11:32

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა

ჩვენი მცდელობაა, გავაერთიანოთ ოპოზიცია, რომელიც გარკვეულწილად დაიშალა და ბევრი პრობლემა გაჩნდა, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. ​მისი თქმით, „ქართულ ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას აქვთ შეუთავსებელი პოზიციები და მათ იპოვეს ის გამოსავალი, რაც შეათავსებს ამ პოზიციებს.

ლევან იოსელიანი

18 იანვარი 2021, 11:29

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები ერთგვარ პლებისციტად განვიხილოთ

„ჩვენ გვაქვს ინიციატივა „გირჩთან“ ერთად, თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, განვიხილოთ ერთგვარ პლებისციტად. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ დამარცხდება ამ არჩევნებზე, მან აიღოს ვალდებულება, რომ დანიშნოს ვადამდელი არჩევნები“, - განმარტა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.

18 იანვარი 2021, 11:25

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 174 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 174 513 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 723 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

18 იანვარი 2021, 11:24

საზოგადოება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ნაკადულის კალმახის პირველ ქვირითს უკვე თვალები გამოუჩნდა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თვალის სტადია არის კალმახის ემბრიონალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც თვალის პიგმანტაციასა და გულის პულსაციის დაწყებას გულისხმობს.

18 იანვარი 2021, 11:17

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა. „დიდ იტალიურ დერბიში“ ანგარიში მე-12 წუთზე არტურო ვიდალმა თავური დარტყმით გახსნა და ნერიაძურის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე კი, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიეღოს, „ინტერმა“ „იუვე“ 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაამარცხა. ნერიაძური 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა როსონერის თამაშით ნაკლები აქვს გამართული. „იუვენტუსი“ კი 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ბათუმი ნაღლისღება

18 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

პანდემიის გამო ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვაში განბანვის რიტუალი არ ჩატარდება

ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია იმართება. სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდნენ, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდებოდა.

18 იანვარი 2021, 11:08

COVID19

იტალიაში კოვიდინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 12 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემს 3 765-ით ჩამოუვარდება. ამასთან, დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების 377 შემთხვევა აღწერეს. გაცილებით მეტი ადამიანი, 475 ინფიცირებული ემსხვერპლა ვირუსს 16 იანვარს.

18 იანვარი 2021, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 643 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

18 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 9155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 958 მოქალაქე.

მარჯორი ტეილორ გრინი

18 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

18 იანვარი 2021, 10:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამი შვეიცარიაშიც გამოვლინდა

შვეიცარიაში, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა. გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.

18 იანვარი 2021, 10:44

რეგიონი

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

18 იანვარი 2021, 10:43

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია

დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

18 იანვარი 2021, 10:41

თემა

მართალია თუ არა, რომ WhatsApp-ს კონფიდენციალობის პრობლემა აქვს? რა უნდა ვიცოდეთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მესენჯერმაWhatsApp -მა მომსახურების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. მომხმარებლები მესენჯერის ჩამოტვირთვისას უკვე იღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ ახალ შეთავაზებაზე დათანხმებას ურჩევს. ამ დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, თუმცა 8 თებერვლისთვის სავალდებულო გახდება. განახლებული პოლიტიკა სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი მესენჯერის გამოყენებას ვეღარ შეძლებს.

18 იანვარი 2021, 10:38

თემა

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ჯეი ი. ლი

18 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.