imedi /  05 იანვარი 2021, 11:22 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 944 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 1 787 410 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 35 518 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2021, 20:07

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ცანცარები, როგორც ტელეფონით მართავდნენ ომს, ასე ჰქონდათ მტკიცებულებები, ომის არქივი შექმნილი, ანუ რეალურად არ ჰქონდათ

„სააკაშვილი მუდმივად შეშინებული კაცის პოზიციიდან ლაპარაკობს. რატომ და რისი ეშინია, ეს მან უნდა აგვიხსნას, იმიტომ რომ ფიქრობს, თუკი თავს დაგვესხმება, ამით საკუთარ სიმართლეს უკეთესად დაამტკიცებს“, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

ბათუმი

23 იანვარი 2021, 20:03

რეგიონი

„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები: კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას

„საზოგადოება ბათომი“ და „დაიცავი ბათუმის ბულვარის“ წევრები, კატეგორიულად ვემიჯნებით ძალადობას. აქვე ავღნიშნავთ, რომ ფაქტს არ აქვს კავშირი მის ორგანიზატორებთან“, - ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადება Facebook-ზე გამოქვეყნდა.

იულია ნავალნაია

23 იანვარი 2021, 19:46

მსოფლიო

მოსკოვში აქციაზე დაკავებული იულია ნავალნაია გაათავისუფლეს

მოსკოვში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსეი ნავალნის მეუღლე ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ამის შესახებ რადიო „ეხო მოსკვი“ იტყობინება. იულია ნავალნაია დღეს სამართალდამცველებმა პუშკინის მოედანზე მისვლისთანავე დააპატიმრეს. პოლიციის განყოფილებაში მან რამდენიმე საათი დაჰყო.

ჯო ბაიდენი

23 იანვარი 2021, 19:32

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დონალდ ტრამპის უშაქრო კოკა-კოლის წითელი ღილაკი გააუქმა

თეთრი სახლის ოვალური ოფისის მთავარი ე.წ. რეზოლუტის მაგიდიდან გაქრა წითელი ღილაკი, რომლის მეშვეობითაც დონალდ ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მოჰქონდათ, - ამის შესახებ The Hill წერს. ღილაკი მაგიდაზე დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაჩნდა. ღილაკზე დაჭერის შემდეგ თეთრი სახლის მომსახურე პერსონალს ტრამპისთვის დიეტური კოკა-კოლა მიჰქონდა.

ბათუმი

23 იანვარი 2021, 19:25

რეგიონი

ირაკლი ჩავლეიშვილი მასზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს

უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი ბათუმის ბულვარში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობას“ აკისრებს. „ბულვარის მიტაცება ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო წინა ხელისუფლების დროს და გრძელდება. მე მაშინაც ვაპროტესტებდი და ახლაც ვაპროტესტებ. ლევან ვარშალომიძე, ლევან ანთაძე, გიორგი კირთაძე ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს რა პირით მოდიან და აპროტესტებენ.

23 იანვარი 2021, 18:59

კულტურა

დღეს ეროვნული კინოცენტრი „სიმინდის კუნძულის“ ონლაინჩვენებას გამართავს

23 იანვარს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი გიორგი ოვაშვილის ფილმს, „სიმინდის კუნძული" ონლაინ აჩვენებს. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც მან მოიპოვა ფესტივალის მთავარი ჯილდო „ბროლის გლობუსი" და ეკუმენური ჟიურის პრიზი.

23 იანვარი 2021, 18:49

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში 9 317 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 2 092 062 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 96 658 420 ადამიანი დაინფიცირდა. მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 390 951 შემთხვევა გამოვლინდა, 9 317 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

თეა წულუკიანი

23 იანვარი 2021, 18:41

პოლიტიკა

თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ის კაცია, მეჯვრისხევის ქუჩაზე გორში რომ ხოხავდა

მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი, როგორიც დიდი იმედი მაქვს არასოდეს აღარ ეყოლება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ჯარისკაცებს მომავალში. ეს ისევ ის კაცია, რომელმაც ადამიანები, რომლებიც ბრძოლის ველზე დაეცნენ, ტერიტორიული მთლიანობისთვის და აგრესორთან ბრძოლაში, მიატოვა დაჭრილები, გარდაცვლილები და თავად გამოიქცა. ის საზღვარზე იდგა რიგში, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რომ არა ჩვენი ხანდაზმული პატრიარქი, ალბათ ჩვენ მიწასაც ვერ მივაბარებდით იმ ადამიანებს, ვინც გმირულად დაეცა,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

23 იანვარი 2021, 18:22

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 162 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 162 ადამიანს გამოუვლინდა, 705 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 8 კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 17:59

ტაბლოიდი

ბერნი სანდერსმა თავისი ცნობილი ფოტო ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის

ბერნი სანდერსმა, ფოტო, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე გადაუღეს და რომელმაც, ბოლო დღეებია, სოციალური ქსელის მომხმარებლები გაახალისა, ტანსაცმელზე დაიტანა და ქველმოქმედებისთვის ყიდის. სვიტერი, რომელზეც სანდერსია გამოსახული, სენატორმა ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. სამოსის ღირებულება 45 დოლარია და მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 100% ვერმონტში მცხოვრებ მოხუც და გაჭირვებულ ხალხს მოხმარდება.

ბულგარეთი

23 იანვარი 2021, 17:45

COVID19

4 თებერვლიდან ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ნაწილობრივ შეამსუბუქებს

ბულგარეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს 4 თებერვლიდან შეამსუბუქებს, თუმცა რესტორნები ინფექციის ახალი ვარიანტის გამო დახურული დარჩება. შეზღუდვები, რომლებმაც კოვიდინფექციის გავრცელება შეამცირდა, ნოემბრიდან არის ძალაში.

23 იანვარი 2021, 17:36

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, წალკასთან მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:27 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.

23 იანვარი 2021, 17:36

COVID19

Reuters: 6 იანვრის მოვლენების შემდეგ, კაპიტოლიუმში განთავსებული 200-მდე გვარდიელია ინფიცირებული

აშშ-ს გვარდიის 200-მდე წარმომადგენელს, რომლების 20 იანვარს, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ესწრებოდნენ, კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ვირუსი 150-დან 200-მდე სამხედროს დაუდგინდა. ასევე, წყაროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის რიგებში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელიან.

23 იანვარი 2021, 17:28

რეგიონი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმში ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა.

იულია ნავალნაია

23 იანვარი 2021, 17:26

მსოფლიო

მოსკოვში ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს

პოლიციამ პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის ცოლი დააკავა. იულია ნავალნაია მოსკოვში „დიდი დიმიტროვკას“ ქუჩაზე დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

ლარი კინგი

23 იანვარი 2021, 17:17

მსოფლიო

ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მის Twitter-ზე გავრცელდა. ის 23 იანვარს დილას გარდაიცვალა ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში. იანვრის დასაწყისში ის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს.

23 იანვარი 2021, 16:54

COVID19

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება

ჰონგ-კონგში პანდემიის განმავლობაში პირველად ნაწილობრივი ლოკდაუნი ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსული პანდემიის გამო დაწესებული ნაწილობრივი ლოკდაუნი დაახლოებით 10,000-მდე მცხოვრებელს შეეხება.

გიგი უგულავა

23 იანვარი 2021, 16:54

პოლიტიკა

გიგი უგულავა: მზად ვართ მეხუთე რაუნდში ვისაუბროთ, როდის და რა პირობებში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები

არსებითად ბოიკოტი გაგრძელდება. დიახ ერთ-ერთი მამოძრავებელი, საერთაშორისო წნეხი ხელისუფლებაზე ხორციელდება მაშინ, როდესაც ხედავენ, რომ საზოგადოება ითხოვს თავისუფლებას, სამართალსა და სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა. .

მიხაელ ზიბერტი

23 იანვარი 2021, 16:42

პოლიტიკა

რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთო-ს საკითხებში საგარეო ქმედებათა ევროპულ სამსახურს მიხეილ ზიბერტი უხელმძღვანელებს

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა. იქამდე, ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო.

23 იანვარი 2021, 16:41

რეგიონი

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე 89 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი კი დაშავდა.