imedi /  05 იანვარი 2021, 13:47 / სანდო წყარო

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ქვეყანაში დადასტურებული ახალი შტამი, ინტენსიური ტესტირებისა და ვაქცინაციის ეტაპისთვის მზადების პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე დეტალურად იმსჯელეს საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ გასული დღეების განმავლობაში, ტესტირება მცირე რაოდენობით ჩატარდა, შემთხვევების გამოვლენაც იყო დაბალი და შესაბამისად, დღეს გამოვლენილი 2 316 შემთხვევა უკავშირდება იმ ინფიცირებულებს, ვინც გასული 3 დღის განმავლობაში არ გამოვლინდა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის ახალ შტამს, რომლის 1 შემთხვევა დადასტურდა საქართველოში. აღინიშნა, რომ ის კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე არსებული ცნობილი შტამი, თუმცა ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი შტამი შედარებით სწრაფი გავრცელებით ხასიათდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.

სხდომაზე ასევე განიხილეს ინტენსიური ტესტირების პროცესის მიმდინარეობა და საუბარი შეეხო, იმ დამატებით ნაბიჯებს, რაც მათ შორის, სისტემური მიზნობრივი ჯგუფების გაფართოების კუთხით იდგმება, რათა აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იყოს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე სამუშაოებსა და ამ თემაზე პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. აღინიშნა, რომ სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით, აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ, ვაქცინის პირველი დოზები, რაც შეიძლება ადრე მიიღოს.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობას და ყველა რეკომენდაციის დაცვას - მათ შორის სოციალურ დისტანციას და პირბადეების ტარებას.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 232 079 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 222 787 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 2 646 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 377 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4 012 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 03:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განკარგულებით, აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში ბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლითაც მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიღებული განკარგულებები გააუქმა.

ჯო ბაიდენი

21 იანვარი 2021, 02:37

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპმა ძალიან დიდსულოვანი წერილი დამიტოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლამდე მისმა წინამორბედმა მას ძალიან დიდსულოვანი წერილი დაუტოვა.

ჯო ბაიდენი და ანგელა მერკელი

21 იანვარი 2021, 02:07

მსოფლიო

ანგელა მერკელი: ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის ინაუგურაცია ამერიკული დემოკრატიის ნამდვილი ზეიმი იყო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს ინაუგურაცია მიულოცა.

21 იანვარი 2021, 01:50

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 496 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 496 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 12 933 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი

21 იანვარი 2021, 01:10

მსოფლიო

ჯო ბაიდენი და ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ. ვიდეო

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი თეთრ სახლში მივიდნენ.

დიდი თითი ტკივილი

21 იანვარი 2021, 00:58

ტაბლოიდი

პროფესიონალმა გეიმერმა თითის ტრავმის გამო კარიერა 25 წლისამ დაასრულა

პაპარატო, რომელიც ინტერნეტში ZooMaa-ს სახელით არის ცნობილი, Call of Duty-ს პროფესიონალურ დონეზე 8 წლის განმავლობაში თამაშობდა, თუმცა ბოლო დროს, წარსულში მიღებული ტრავმის გამწვავების გამო თამაშზე უარის თქმა მოუწია.

გიორგი ვოლსკი

21 იანვარი 2021, 00:56

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას

ოპოზიცია არის დაპირისპირებული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დღეს მხოლოდ იმ მოტივით არის გაერთიანებული, რომ როგორმე კრიზისული სიტუაცია შეიქმნას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის რიგებში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ამომრჩევლის მიმართ პასუხისმგებლობა იგრძნეს.

იდრის ელბა

21 იანვარი 2021, 00:47

კულტურა

იდრის ელბამ კომპოზიციაზე Paradise Circus - Gospel 21 გადაღებული ვიდეორგოლი წარადგინა

მუსიკალური სამყარო ელბასთვის ახალი სფერო არ არის. ის ფესტივალზე Glastonbury მადონას კონცერტამდე გამოდიოდა, ჩაწერილი აქვს კომპოზიციების ისეთ შემსრულებლებთან, როგორებიც არიან Macklemore & Ryan Lewis, ჯეიმს ბლეიკი, ჯონ ნიუმანი და Wiley.

ჯენიფერ ლოპესი

21 იანვარი 2021, 00:33

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესი მაიამის სანაპიროზე პაპარაცების სამიზნე გახდა

ჰოლივუდის მსახიობი და მუსიკოსი ჯენიფერ ლოპესი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ამის შესახებ Daily Mail წერს. გამოცემა პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს, სადაც 51 წლის ჯენიფერ ლოპესი თეთრ საცურაო კოსტუმშია წარმოდგენილი. ფოტოებმა მუსიკოსის ფანების აღფრთოვანება გამოიწვია.

21 იანვარი 2021, 00:18

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი 91 ადამიანს აღმოაჩნდა აღმოაჩნდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყების დღემდე, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 875 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 154 პაციენტი, 8701 კი გამოჯანმრთელდა.

21 იანვარი 2021, 00:13

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 524 ადამიანი გარდაიცვალა.

არჩილ თალაკვაძე

21 იანვარი 2021, 00:12

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

არჩილ თალაკვაძე ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ twitter-ში წერს. „ვულოცავ პრეზიდენტ, ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისს ინაუგურაციას. ამერიკისთვის ისტორიული დღეა. ჩვენ მოუთმელად ველით გავაგრძელოთ ძლიერი პარტნიორობა თქვენთან და თქვენს ადმინისტრაციასთან“, - წერს თალაკვაძე.

21 იანვარი 2021, 00:09

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 820 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 38 905 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 820 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 00:05

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 159 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

21 იანვარი 2021, 00:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

20 იანვარი 2021, 23:58

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 41 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 576 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 464 ადამიანი გარდაიცვალა.

სალომე ზურაბიშვილი

20 იანვარი 2021, 23:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს ეწვია. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 22 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ასევე, ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რის შემდეგაც მედიისათვის ონლაინფორმატში ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

იაგო ხვიჩია

20 იანვარი 2021, 23:40

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ჩემზე ადრე შევლენ პარლამენტში

ჩემი აზრით, ოპოზიციის დიდი ნაწილი იპრანჭება და ისინი ჩემზე ადრე შევლენ საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მათი თქმით, ყველას უნდა, რომ ის შევიდე პარლამენტში, ალეკო ელისაშვილიც შევიდეს, სხვებიც შევიდნენ და მერე შეჰყვნენ მათ.

გიორგი გახარია

20 იანვარი 2021, 23:34

პოლიტიკა

გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავს

"კამალა ჰარისს ვულოცავ ისტორიულ მიღწევას და აშშ-ის ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნას. შეერთებული შტატები საქართველოს განსაკუთრებული მეგობარია და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით",- აცხადებს გიორგი გახარია.

დავით ზალკალიანი და ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 23:14

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.