imedi /  05 იანვარი 2021, 14:44 / სანდო წყარო

იტალიაში სადღესასწაულო პერიოდში დაწესებული შეზღუდვები 15 იანვრამდე გახანგრძლივდა

იტალიის მთავრობა სადღესასწაულო პერიოდში დაწესებული კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების უმეტეს ნაწილს 15 იანვრამდე გაახანგრძლივებს.

მთავრობის ახალი განკარგულების თანახმად, ქვეყნის რეგიონებს შორის გადაადგილება კვლავ აკრძალული იქნება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ, დღეში მხოლოდ ერთხელ მოინახულონ მეგობრები, სტუმრად კი ერთდროულად არაუმეტეს ორი ზრდასრული ადამიანის მიღება დაიშვება. ბარები და რესტორნები მხოლოდ გატანაზე იმუშავებენ.

საშუალო სკოლები 11 იანვარს გაიხსნება, კლასში მოსწავლეების მხოლოდ 50% დაიშვება, ხოლო დანარჩენი 50% კი დისტანციურად. საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასები კი 7 იანვარს დაიწყებენ სწავლას.

რეგიონების ხელმძღვანელებს უფრო მკაცრი ზომების დაწესების უფლებამოსილება ენიჭებათ და ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად, ვენეტოსა და ფრიული ვენეცია ჯულიაში, საშუალო სკოლების მოსწავლეები სწავლას იანვრის ბოლოს განაახლებენ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 2 166 244 შემთხვევა დადასტურდა, 75 680 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 520 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 12:24

საზოგადოება

გმირთა მოედანზე ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გმირთა მოედანზე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2022, 12:21

პოლიტიკა

კახა კალაძე „TV პირველს“ მოსამართლე გვენეტაძის შესახებ: თქვენ, ჩამოყალიბდით, ეგ როდის მოხდა - 2018 წელს, თუ 2021 წელს

„გაერკვიეთ ჯერ, ყველაფერ ამაში და შემდეგ, უკვე მიაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას და ნუ შემოიფარგლებით სიცრუით და ტყუილით“, - ასე მიმართა თბილისის მერმა კახი კალაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში გასული უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ მომზადებული სიუჟეტის კომენტირება სთხოვა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 12:19

სამართალი

ვახტანგ გომელაური: დარიალის გამშვებ პუნქტზე გაძლიერებული ძალებით მუშაობენ მესაზღვრე-კონტროლიორები

იმის თქმა, რომ რუსეთში მობილიზაციის დაწყებიდან 250 ათასი ადამიანის შემოვიდა, ეს აბსოლუტურად არასწორია, ტყუილია და მაგდენი არ შემოსულა, საიდან მოგაქვთ ეს ციფრები, მე არ ვიცი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას შეეხებოდა.

27 სექტემბერი 2022, 12:16

მსოფლიო

იაპონიაში, მოკლული ყოფილი პრემიერის დაკრძალვის ცერემონია იმართება

იაპონიაში, ყოფილი პრემიერის, სინძო აბეს დაკრძალვის ცერემონია იმართება. ტოკიოში, ბუდოკანის დარბაზში მიმდინარე ცერემონიას, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, მსოფლიო ლიდერების ნაწილიც ესწრება. სულ 4,500-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი.

თამარ ჭიხორია

27 სექტემბერი 2022, 12:15

საზოგადოება

თოდუას კლინიკის კარდიოლოგის რეკომენდაციები მაღალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებს

ჰიპერტენზია – იგივე მაღალი არტერიული წნევა, ზოგადად, მხოლოდ ერთი კონკრეტული დაავადების მიერ არ არის გამოწვეული. არტერიული ჰიპერტენზია საკმაოდ საყურადღებო დაავადებაა, რომელიც საკმაოდ ნელა, ხშირად შეუმჩნევლადაც ვითარდება რამდენიმე წლის განმავლობაში.

27 სექტემბერი 2022, 12:14

ეკონომიკა

ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე

აქციის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს განსაკუთრებული პირობებით - ფიქსირებული 5%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით პირველი 3 თვის განმავლობაში (ეფექტური 18.5%-დან). შესაძლებელია ახალი სესხის აღება ან არსებული სესხის სხვა ბანკიდან გადმოტანა/თანხის დამატება, შემოსავლების დადასტურების პირობით.

კახა კალაძე

27 სექტემბერი 2022, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: მძიმეა დღევანდელი დღე, თუმცა ჩვენი გმირი მეომრების თავგანწირვა და საქართველოს ულამაზესი კუთხის - აფხაზეთის სიყვარული გვავალდებულებს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზ დებთან და ძმებთან

27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას, - ამის შესახებ თბილისის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა.

27 სექტემბერი 2022, 12:05

რეგიონი

ილია ბეგიაშვილი: კახეთში, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP-ის) პროექტების მონიტორინგის მიზნით, კახეთის რეგიონის 7 მუნიციპალიტეტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოინახულეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეებმა - მზია გიორგობიანმა და ილია ბეგიაშვილმა. სულ, კახეთის რეგიონში PIRDP-ის ფარგლებში, 54,293,782 ლარის 35 პროექტია დაფინანსებული.

27 სექტემბერი 2022, 12:01

პოლიტიკა

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია მიმდინარეობს

თბილისში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენცია „გლობალური მოვლენები, რომლებმაც შეცვალეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემები" მიმდინარეობს. კონფერენციას, რომელიც 25-29 სექტემბერს იმართება, საქართველოს პროკურატურა მასპინძლობს.

27 სექტემბერი 2022, 11:59

მსოფლიო

კუბაზე ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ახალ კოდექს „სამართლიანი, აუცილებელი და თანამედროვე კანონი“ უწოდა, რომელიც ყველას აძლევს უფლებებსა და გარანტიებს. „სიყვარული - ახლა ეს კანონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

27 სექტემბერი 2022, 11:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის (COEST) წევრებთან გამართა შეხვედრა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხო.

ნეკა დოროყაშვილი

27 სექტემბერი 2022, 11:51

სამართალი

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის კითხვებს უპასუხებს

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის კითხვებს უპასუხებს. პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. დოროყაშვილის განცხადებით, მის მიერ ფარულად გადაღებული აუდიო და ვიდეო მასალა ძალადობას ადასტურებს. ადვოკატები კი ამბობენ, რომ დოროყაშვილს ბასილაშვილის კარიერის განადგურება სურს და მტკიცებულებები არც ფსიქოლოგიურ და არც ფიზიკურ ძალადობას არ ადასტურებს.

27 სექტემბერი 2022, 11:47

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ავსტრიის პარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:38

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა - მაშინ 17 წლის ვიყავი და ძალიან კარგად მახსოვს, სრულიად საქართველოსთვის, რამხელა ტკივილი და ტრაგედია იყო

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2022, 11:35

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:35

სამართალი

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოხდარი დაპირისპირების ფაქტზე საქმე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ფაქტზე გამოძიება გუშინ დაიწყო.

27 სექტემბერი 2022, 11:35

ეკონომიკა

ქართული კომპანიები ტყავის საერთაშორისო გამოფენაზე Micam & Mipel Milano წარდგნენ

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში" ექსპორტის მიმართულების მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მილანის საერთაშორისო გამოფენაზე „Micam & Mipel Milano” დასწრება შეძლეს, სადაც ქართულმა პროდუქციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.

27 სექტემბერი 2022, 11:34

სამართალი

ვახტანგ გომელაური: რუსეთიდან შემოსულთა რიცხვმა 40-45%-ით მოიმატა, თუმცა შემოსულთა 60 პროცენტი საქართველოდან გადის

„ტყუილია, ამდენი არ შემოსულა. საიდან მოგაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5-6 ათასი შემომსვლელი [დღიურად] და ახლა გაიზარდა დაახლოებით 10 ათასამდე. სადღაც 40-45%-ით მოიმატა და არ არის 250 ათასი და 2 მილიონი. არ ვიცი საიდან მოგაქვთ ეს ციფრები. დაახლოებით 60% [საქართველოდან] გადის“, - განაცხადა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

27 სექტემბერი 2022, 11:23

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: დამაბრალეს, თითქოს ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად თათბირებს ვატარებდი, ეს აბსურდული ტყუილია

„ისეთი რაღაცები დამაბრალეს, სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა ახალი მოიგონეს. ეს აბსურდული ტყუილია. ასეთი რაღაც არასდროს არ ყოფილა“, - ასე ეხმიანება შინაგან საქმეთა მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გომელაური, ნინო გვენეტაძის გადასაყენებლად, თათბირებს ატარებდა.

გიგა ბოკერია

27 სექტემბერი 2022, 11:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას

„ბუნებრივია, ჩვენი მორალური ვალია გვახსოვდეს ადამიანები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და მთლიანობას და ის ადამიანები - დევნილები, ვისზეც გადატყდა ყველაზე მეტი წამება და გამოიარა გენოციდი“, - განაცხადა ბოკერიამ.