imedi /  05 იანვარი 2021, 19:06 / სანდო წყარო

პენიტენციური სამსახურის ცნობით, ინფიცირებული ქალი პატიმრები უსიმპტომოები არიან და თავს კარგად გრძნობენ

კორონავირუსი

ქალი პატიმრები, რომლებსაც ინტენსიური PCR-ტესტირების შედეგად კორონავირუსი აღმოაჩნდათ, უსიმპტომოები არიან და თავს კარგად გრძნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR-ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.

2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთანავე, კვირაში ერთხელ გადიან PCR-ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან.

აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR-ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

23 იანვარი 2021, 10:48

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 694 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 10:46

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

23 იანვარი 2021, 10:45

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2021, 10:44

პოლიტიკა

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, დავით ზალკალიანს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს. „მინდა პატივისცემა დავადასტური თქვენი იმ დაუღალავი შრომის მიმართ, რომელსაც თქვენ გასწევთ როგორც თქვენი ერისთვის, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან პოზიტიური ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - აღნიშნულია დიპლომატის მისალოც წერილში, სადაც ის მოლოდინს გამოთქვამს, რომ წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს საგარეო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე.

23 იანვარი 2021, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 98 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 98 174 074 შემთხვევა გამოვლინდა, 2 107 281 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 54 115 919 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 818 779 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 414 004 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 იანვარი 2021, 10:13

რეგიონი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

23 იანვარი 2021, 10:07

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამშვიდობო მისია

23 იანვარი 2021, 10:06

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.

23 იანვარი 2021, 10:03

სამართალი

თბილისში კიბერდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

თბილისში, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის მოქალაქე - შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თორნიკე შენგელია

23 იანვარი 2021, 09:57

სპორტი

„ფენერბახჩესთან“ შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ რიგებში საუკეთესო იყო

საკალათბურთო „ევროლიგის“ მორიგი ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო, თუმცა მიუხედავად ამის მოსკოვის გუნდი სტამბოლის „ფენერბახჩესთან“ 83:89 დამარცხდა.

Johnson&Johnson-ის ვაქცინა

23 იანვარი 2021, 09:51

COVID19

ენტონი ფაუჩი: Johnson&Johnson-ის ვაქცინასთან დაკავშირებით სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება

Johnson&Johnson-ის ვაქცინის საკითხზე სიახლეები უახლოეს ორ კვირაში გვექნება, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

23 იანვარი 2021, 09:32

მსოფლიო

პეკინში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელმა ჯანმოს ნორმას 8-ჯერ გადააჭარბა

პეკინში მცირე მყარი ნაწილაკების PM 2,5 საშუალო დღიურმა კონცენტრაციამ, რაც სმოგის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, პეკინში 1 კუბურ მეტრზე 190 მიკროგრამი შეადგინა, მაშინ როდესაც ჯანმოს დადგენილი ნორმის მაქსიმალური მაჩვენებელი 25 მიკროგრამს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ პეკინის გარემოს დაცვის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

კორონავირუსი გერმანია

23 იანვარი 2021, 09:10

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 16 417 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 417 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 879 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

კორონავირუსი ბრაზილია

23 იანვარი 2021, 08:59

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 56 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 56 552 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1096 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

საფრანგეთი საქართველო

23 იანვარი 2021, 08:54

პოლიტიკა

ნატოში საფრანგეთის წარმომადგენლობა: საფრანგეთი მხარს უჭერს ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საჰაერო თავდაცვის ინიციატივით

ნატოსთან საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას საფრანგეთი მხარს უჭერს საჰაერო თავდაცვის ინიციატივით, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირდება.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:44

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი არჩევნების გზით ვერასოდეს დაბრუნდება, არც არეულობის შესაძლებლობას მისცემს ვინმე, მისი დრო დასრულდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს გამარჯვებაა, თუმცა ასე არ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია, რომ გამარჯვებული „ნაციონალური მოძრაობაა“.

არჩილ თალაკვაძე

23 იანვარი 2021, 08:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში თუ მის გარეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება, დესტაბილიზაციის შესაძლებლობები გამოიყენოს

დემოკრატია არის მონაწილეობა და ის, ვინც უარს აცხადებს მონაწილეობაზე, რა თქმა უნდა, დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მონაწილეობაზე უარს აცხადებს ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და ისინი ოპოზიციის მეორე ნაწილზე პოლიტიკურ შანტაჟს ახორციელებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

გიორგი გახარია

23 იანვარი 2021, 08:30

პოლიტიკა

გიორგი გახარია კამალა ჰარისს: ვიცე-პრეზიდენტად თქვენი არჩევა არის შთამბეჭდავი გზავნილი, რომ დღეს პლანეტაზე ყველა ქალს შეუძლია ნებისმიერი მიზნის მიღწევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს ინაუგურაციის მისალოც წერილს უგზავნის