imedi /  06 იანვარი 2021, 14:10 / სანდო წყარო

უკრაინაში 228 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 6,911 ადამიანს დაუდასტურდა, 228 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,090,496 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 19,357 პაციენტი ემსხვერპლა, 761,898 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 იანვარი 2021, 14:59

COVID19

ივანე მაჭავარიანი: პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა

პანდემიის დაწყების პირველი დღეებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მებაჟე ოფიცრების მიერ გაწეული საქმიანობა, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართულ ონლაინ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახაბერ კუჭავა

26 იანვარი 2021, 14:52

პოლიტიკა

კახაბერ კუჭავა: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, ჩვენი დელეგაციის წევრებმა, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მუშაობას აგრძელებს. დღევანდელი სესიის დღის წესრიგის საკითხს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წარმოადგენდა, რომელზეც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ მოგებულ დავაზე ინფორმაციები წარმოადგინეს და რუსეთის მიმართ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

26 იანვარი 2021, 14:48

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვაზე განცხადებას ავრცელებს

წყლის გამანაწილებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თანამშრომლების ნაწილის გაფიცვას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „კომპანიის კონტრაქტორების ერთმა ნაწილმა ორი დღეა უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე. მათი ვალდებულებები განსაზღვრულია კონკრეტული ხელშეკრულებით, რომლის პირობებსაც არღვევენ თავიანთი ქმედებებით. ერთი მხრივ ისინი არ ასრულებენ მოვალეობებს, თანაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, მეორე მხრივ კი სხვებსაც ხელს უშლიან სამუშაოს შესრულებაში, რითაც აფერხებენ კომპანიის მიმდინარე საქმიანობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 14:41

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ირაკლი კობახიძეს ყველა ძალიან კარგად იცნობს, როგორც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალს

„გუშინდელი შეხვედრის დროსაც, პრეზიდენტმა ცალსახად აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს ირაკლი კობახიძის აქტიური მონაწილეობის. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან მთლიანად საქართველოს დელეგაციის მხარდაჭერა არის ძალიან მაღალი“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

თენგიზ ცერცვაძე

26 იანვარი 2021, 14:20

COVID19

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მალე ამოქმედდება პროგრამა, რითაც პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ნებისმიერი ადამიანი უფასო გამოკვლევას ჩაიტარებს

„პოსტკოვიდური კვლევის პარალელურად, შეიქმნება პროგრამა, რომელსაც ჯანდაცვის მინისტრი გამოაცხადებს, რითაც ყველა პოსტკოვიდური სინდრომის მქონე ადამიანს განურჩევლად იმისა, არის თუ არა კვლევაში ჩართული, ყველა მათგანს შესაძლებლობა ექნება მიმართოს კლინიკას, თან არამარტო თბილისში, არამედ ნებისმიერ რეგიონში და უფასოდ ჩაუტარდება ყველა საჭირო გამოკვლევა და თუ საჭიროა, მკურნალობა“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კარლოს ოლმეს ტრუხილიო

26 იანვარი 2021, 14:17

COVID19

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსით გარდაიცვალა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი, კარლოს ოლმეს ტრუხილიო კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრის ოჯახი ავრცელებს.

ოზურგეთი, საპროტესტო აქცია

26 იანვარი 2021, 14:11

რეგიონი

ოზურგეთში, მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს

ოზურგეთში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ადგილობრივები შეიკრიბნენ. მოსახლეობა ფერადი ლითონების გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას აპროტესტებს. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ საწარმო საფრთხეს უქმნის გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე ოზუგეთისთვის მნიშვნელოვან ანასეულის წყალმომარაგების პროექტსაც, რომელიც ბიუჯეტს 7 მილიონი ლარი დაუჯდა.

მიხეილ სარჯველაძე ჰუბერტ ქნირში

26 იანვარი 2021, 14:06

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

ბიძინა ივანიშვილი

26 იანვარი 2021, 14:06

პოლიტიკა

Times-ი: ბიძინა ივანიშვილის ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებამ წერტილი დაუსვა ინდივიდუალისტი პოლიტიკოსის, სააკაშვილის მმართველობას, რომელმაც 2008 წელს ომის შედეგად ტერიტორიის 20% დაკარგა

ავტორი მიხეილ სააკაშვილს ინდივიდუალისტ პოლიტიკოსად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მის პირობებში საქართველომ 2008 წელს რუსეთთან გამანადგურებელი ომის შედეგად დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. სტატიაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა ემთხვევა საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან მომენტს.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 13:52

პოლიტიკა

კახა კუჭავა: საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველია

როგორც კახა კუჭავამ განმარტა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, დარღვევა მუხლისა, რომელიც უკავშირდებოდა წამების აკრძალვას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, გადაადგილების თავისუფლება და ვალდებულება, ეთანამშრომლა სასამართლოსთან.

შოთა ბურჯანაძე

26 იანვარი 2021, 13:50

ეკონომიკა

ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ეპიდემიოლოგებს ხვდებიან

ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ეპიდემიოლოგებიც ესწრებიან. ეკონომიკურ გუნდთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრამდე ბიზნესის წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით ტურიზმის სექტორი, მათ შორის რესტორნები და სასტუმროები მზად არიან ყველა რეკომენდაციის და რეგულაციის დაცვით განაახლონ მუშაობა.

თენგიზ ცერცვაძე

26 იანვარი 2021, 13:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პოსტკოვიდური კვლევა 500 ადამიანზე იწყება

ამ კვლევის შედეგი იქნება ძალიან სერიოზული. ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

26 იანვარი 2021, 13:50

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები

საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ყველა ძალისხმევისა, რათა სრულყოფილად და ეფექტურად აღსრულდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - ორივე სახელმწიფოთაშორისი გადაწყვეტილების აღსრულება ევროსაბჭოს თითოეული წევრის საერთო პასუხისმგებლობაა,- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სტრასბურგში, ზამთრის სესიაზე განაცხადა.

26 იანვარი 2021, 13:45

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა.

26 იანვარი 2021, 13:43

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: დიდი იმედი გვაქვს, რომ იუნისეფთან თანამშრომლობა მომავალშიც ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც აქამდე იყო

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) ხელმძღვანელს, ხასან ხალილს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის იმპლემენტაციაზე ისაუბრეს.

ამირან გამყრელიძე

26 იანვარი 2021, 13:38

COVID19

ამირან გამყრელიძე: მოქალაქეთა 50-60 პროცენტი COVID-ის ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა

ადამიანების რაოდენობა, რომელიც COVID ვაქცინის გასაკეთებლად მზადაა, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გივი მიქანაძე

26 იანვარი 2021, 13:36

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს

ირაკლი კობახიძის ხელახალი არჩევა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად, ხაზს უსვამს საქართველოს ავტორიტეტს, საქართველოს იმიჯს და უშუალოდ ირაკლი კობახიძის ავტორიტეტს ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციაში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 იანვარი 2021, 13:24

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: ქვეყანაში არ შემოვა ვაქცინა, რომელსაც მაღალი სანდოობა არ ექნება

ვაქცინას ველოდებით თებერვლის ბოლოს, ინტენსიური კომუნიკაცია მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ,საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სწორად დაგეგმისთვის, სამედიცინო დაწესებულებებში გაგზავნილია მოთხოვნა, რომ დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ თანამშრომლების შესახებ.

ეკატერინე ტიკარაძე

26 იანვარი 2021, 13:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა არაა საკმარისი, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3 069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3 700-მდე ადგილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 იანვარი 2021, 13:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია

ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია. ბოლო 3-4 დღეა ეს მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6%-ს შორის. ბოლო 7 დღის 6%-ია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დადებითობის დინამიკა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.