imedi /  07 იანვარი 2021, 22:02 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 12 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 194 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 296 102 შემთხვევა გამოვლინდა, 22 264 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 172 251 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ბორის ჯონსონი

27 იანვარი 2021, 20:00

COVID19

ბორის ჯონსონი: ინგლისში სკოლები მარტამდე არ გაიხსნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ინგლისში სკოლები მარტამდე არ გაიხსნება.

27 იანვარი 2021, 19:54

საზოგადოება

ლიეტუვაში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვის რესპუბლიკაში მოქმედი საქართველოს საელჩო, ლიეტუვაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ლიეტუვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებული კარანტინი 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

27 იანვარი 2021, 19:51

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე პრეზენტაცია გამართა

არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებულ მდგომარეობისა და სამსახურის მიერ ამ სფეროში იდენტიფიცირებული გამოწვევების შესახებ პრეზენტაცია გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელწმიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

27 იანვარი 2021, 19:41

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შემიძლია, მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილოს შეზღუდვების მოხსნა, მაგრამ ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება, უკონტროლო გავრცელება დაიწყოს

შემიძლია მთავრობას მივცე რეკომენდაცია, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ აი, გავიაროთ ასე დანის პირზე, ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს იმისი, რომ რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა, ეს შეზღუდვები მოვხსნათ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბეშვილი

27 იანვარი 2021, 19:34

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა გვაშორებს ნატოში ინტეგრაციასა და ჩვენ ევროპულ პერსპექტივას

ოპოზიციის ქმედება და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა ემთხვევა უცხო ქვეყნის ინტერესებს და რა თქმა უნდა, ამას ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებიც უყურებენ და ღრმად მწამს, რომ ისინიც კარგ ანალიზს უკეთებენ ამ პოლიტიკური ძალების ფაქტორების ანტისახელმწიფოებრივ, ანტიეროვნულ ქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მცდელობა დესტაბილიზაციისა ჩვენი ქვეყნის, გვაშორებს ნატოში ინტეგრაციასა და ჩვენ ევროპულ პერსპექტივას.

ნათია თურნავა

27 იანვარი 2021, 19:31

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ

არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი - წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებისა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ბილ გეითსი

27 იანვარი 2021, 19:27

COVID19

ბილ გეითსი: შემდეგი პანდემია ათჯერ უარესი შეიძლება იყოს, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად არ ვართ

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ვაქცინის ნაციონალიზმის წინააღმდეგია და პანდემიასთან ბრძოლაში დაუდევარი მიდგომა დაუშვებელია.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 19:25

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილი იყო არა მარტო ჩვენი გუნდის, არამედ ზოგადად ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი

„1-ელი ოქტომბრის გარდა, ყველა არჩევნები, რომელიც მოიგო ჩვენმა გუნდმა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად გვესმის, როდესაც ასეთი მასშტაბური ლიდერი მიდის პოლიტიდან და ტოვებს გუნდს, ეს არის ჩვენთვის გამოწვევა. მეორეს მხრივ, ეს არის ჩვენი გუნდის გამოცდა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

27 იანვარი 2021, 19:22

ეკონომიკა

არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება

არასასურსათო სავაჭრო სექტორში შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა და დასაშვები გახდება გასახდელების გამოყენება. ამის შესახებ დღეს, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა და რომელთა მიზანია, დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 იანვარი 2021, 19:16

თავდაცვა

ირაკლი ღარიბაშვილი: რა უფლება აქვს მოღალატე სააკაშვილს, ან ბოკერიას, ან ნებისმიერ სხვას, რომ ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება

ჩვენ არ დავუშვებთ ქვეყანაში არც არეულობას და არც დესტაბილიზაციას. ეს ქაოსი უნდა დასრულდეს. არ შეიძლება მუდმივად გაგრძელდეს ეს გაუგებარი აჟიოტაჟი, გაუგებარი ქაოსი, ხმაური და აბსოლუტურად დღისწესრიგის გარეშე, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო იმედის ეთერში გადაცემა „კვირის პოლიტიკაში“ ისაუბრა.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:58

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა, არ შეიძლება საზოგადოების ნდობის განიავება და ისინი პარლამენტში უნდა შემოვიდნენ

ვფიქრობ, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა გაითავისონ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ მინიჭებული აქვთ საზოგადოების მხრიდან, მაგრამ არ არიან პარლამენტში შემოსული, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა გაითავისოს პასუხისმგებლობა და ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.

27 იანვარი 2021, 18:49

COVID19

ჯანმო: ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 95 991 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 95 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

გურიის სამხარეო ადმინისტრაცია

27 იანვარი 2021, 18:49

რეგიონი

გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის - „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“, დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

გურიის რეგიონში საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები, პრეილისა (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

27 იანვარი 2021, 18:35

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმის დაავადება კვლავ ვრცელდება და კვლავ გადამდებია - ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ანტისემიტიზმი კვლავ ვრცელდება და ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ აღმოუჩენიათ.

27 იანვარი 2021, 18:33

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციას სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ფინანსური მხარდაჭერით, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სატვირთო და საწვავმზიდი სატრანსპორტო საშუალებები გადმოეცა, - ამის შესახებ ინფოამაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:31

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ველოდებით, რომ პირველი კვარტალის ბოლოს საქართველოს ექნება ვაქცინა და დავიწყებთ ვაქცინაციას

შედგენილია ვაქცინაციის გეგმა, მომზადებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რადგან სხვადასხვა ვაქცინას სხვადასხვა გარემო პირობები სჭირდება იმისთვის, რომ მოიხდეს მისი ტრანსპორტირება და შენახვა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

27 იანვარი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, ოპოზიცია შემოვა თუ არა პარლამენტში ჩვენ საარჩევნო რეფორმას გავატარებთ

საერთო ჯამში დიალოგმა გარკვეული შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ საუბარი საარჩევნო სისტემასა და პროცედურების რეფორმასთან დაკავშირებით ამ მაგიდის გარშემო შედგა და გარკვეულწილად არსებობს საერთო მოსაზრება, როგორ უნდა იყოს მოწყობილი საარჩევნო სისტემა თუ პროცედურები, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 იანვარი 2021, 18:21

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა

„მაშინ, როდესაც მთელი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე ვიშოვოთ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა, ყველა ზომას მივმართავთ, ათასნაირ გზებს ვეძებთ და გამოიკვეთა იმის ალბათობა, რომ ვაქცინის საკმარისი რაოდენობა ქვეყანაში შემოვიდეს და ამ დროს კი, თუ შემოსული ვაქცინები მოსახლეობამ არ გამოიყენა, მაშინ მთელი ძალისხმევა იქნება ფუჭი“.

ლევან ხაბეიშვილი შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 18:20

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს დაუჭირა მხარი.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 18:10

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა რაც შეიძლებას სწრაფად შემოვიდეს

დღეს, დგება გასხვავებული ეტაპი COVID-19-თან ბრძოლის გზაზე. პრევენციული ზომები მსოფლიოში უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ევრსოაბჭოზეც აქტუალური ხდება ვაქცინაციის თემა, აქტუალური იყო საქართველოს პარლამენტშიც. საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლებას სწრაფად შემოვიდეს მაღალი ხარისხის ვაქცინა, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.