პენიტენციური სამსახური: დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ დაწესებულებაში

ფოტო: Facebook
დღეისათვის კოვიდინფექცია დადასტურებულია მხოლოდ ერთ - ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ PCR ტესტირების შედეგად გამოვლინდა დაავადების 23 შემთხვევა. ინფიცირებულები იმყოფებიან მედიკოსების დაკვირვების ქვეშ. ყველა ინფიცირებული თავს კარგად გრძნობს და მათ არავითარი სიმპტომი არ აღენიშნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური განცხადება ავრცელებს.
მათი განმარტებით, მითითებული ინფორმაცია პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა დაუყოვნებლივ, ტესტირების შედეგების სრულად მიღებისთანავე. ინფორმაცია გასაჯაროვდა სწორედ ტესტირების პასუხების სრულად მიღების შემდეგ, როგორც იმთავითვე გეგმავდა სპეციალური პენიტენციური სამსახური, და ეს არ ყოფილა განპირობებული მედიის ინტერესით ან რაიმე სხვა მიზეზით.
„PCR ტესტირება, რომელმაც შესაძლებელი გახადა კოვიდდადებითი პატიმრების გამოვლენა, იყო გეგმური. კერძოდ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო და ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ, 2021 წლის 1-ლ იანვარს გამოაქვეყნა.
31 დეკემბერს №11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 22 მსჯავრდებულისთვის ჩატარებული PCR ტესტირების ყველა პასუხი უარყოფითი იყო. 2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება №5 პენიტენციურ (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩაუტარდა, სადაც გამოვლინდა უსიმპტომო პაციენტები. დღეისათვის, დამატებით გვაქვს ბათუმის პენიტენციურ დაწესებულებაში PCR ტესტირების პასუხები და ყველა მათგანი უარყოფითია;რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ქსნის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. პატიმარი გარდაიცვალა არა ციხეში, არამედ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც გადაიყვანეს რესპირატორული ინფექციის სიმპტომებით. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, რის გამოც სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი იმყოფება სამოქალაქო კლინიკაში, მიუხედავად იმისა, რომ დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. ამ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა დაუყოვნებლივ, 1-ლ იანვარს და ის დღესაც ხელმისაწვდომია ჩვენს ფეისბუკგვერდზე
გლდანის ციხეში პატიმრის ინფიცირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. პირი, რომელზედაც ადვოკატი საუბრობს, №8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 20 ნოემბრიდან იმყოფებოდა საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს ფსიქიატრის რეკომენდაციით გადაყვანილ იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაიყვანეს №18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც, პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე. შესაბამისად, გლდანის ციხის არცერთ პატიმართან მას კონტაქტი არ ჰქონია;ინფორმაცია, თითქოს №14 პენიტენციურ (გეგუთის) დაწესებულებაში კოვიდ-19 გავრცელდა და პენიტენციურ სამსახურს დაწესებულების პატიმრები სხვაგან გადაჰყავს, სრული სიცრუეა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს, როგორც ექვემდებარებოდა აქამდე. კონტროლის ყველა ის მექანიზმი, რაც ემსახურება კოვიდვირუსის პრევენციას, მის აღმოჩენას, გამოვლენას, ასევე, კონტროლს და ვითარების მართვას, კვლავ მოქმედებს ეფექტურად, როგორც აქამდე მოქმედებდა;ყველა პენიტენციური დაწესებულება მზადაა მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის, არსად არ არსებობს მედპერსონალის, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებების ან მედიკამენტების დეფიციტი;სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებდა და კვლავაც მოქმედებს სრული გამჭვირვალობის პრინციპით, დაუყოვნებლივ ავრცელებდა ინფორმაციას ყველა გატარებული ღონისძიების შესახებ და ასე იქნება მომავალშიც უწყება საზოგადოებას მიაწოდებს ყველა ინფორმაციას ტესტირებების და ტესტირების პასუხების შესახებ დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს ინფორმაცია მის ხელთ იქნება.
უწყება მოუწოდებს ყველა ორგანიზაციასა და პირს, დაეყრდნონ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას საპატიმროებში კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრისას, რათა უნებლიე ზიანი არ მიადგეს პატიმრების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ინტერესებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.
ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 09:15
პოლიტიკა
ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს
პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 09:01
მსოფლიო
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.

16 იანვარი 2021, 08:44
COVID19
მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კორონავირუსის გაჩენა ჩინურ ლაბორატორიებს დაუკავშირა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ მის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ჩინეთში ჯანმოს ექსპერტთა ჯგუფის წასვლას უკავშირდება.

16 იანვარი 2021, 08:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 16 იანვარს ქუთაისში წვიმა ელჭექით პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +11 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

16 იანვარი 2021, 08:21
COVID19
ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 69 168 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 08:18
მსოფლიო
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო თანამდებობა დატოვა
აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, ალექს აზარმა კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის გამო თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 08:09
სპორტი
რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა
იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული დაპირისპირება - რომაული დერბი „ლაციოს“ გამარჯვებით დასრულდა.

16 იანვარი 2021, 08:06
მსოფლიო
დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის Facebook-სა და Instagram-ზე წვდომა აღდგა. მანამდე დაბლოკილი გვერდები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი 16 იანვრიდან გახდა.

16 იანვარი 2021, 07:57
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ
„ქართული ოცნების“ წევრები დღეს პარტიის ახალ თავმჯდომარესა და პოლიტიკურ საბჭოს აირჩევენ. პარტიულ ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძეა წარდგენილი.

16 იანვარი 2021, 01:45
COVID19
გაეროს გენერალური მდივანი სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს
გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში სახელმწიფოებს ვაქცინების ჭარბი დოზების განაწილებისკენ მოუწოდებს.

16 იანვარი 2021, 01:10
სამართალი
კახეთის პოლიციამ 3 ადამიანის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს.

16 იანვარი 2021, 00:57
ტაბლოიდი
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა 🚗
ბრიტანელმა კაცმა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა 158-ე ცდაზე ჩააბარა. ამის შესახებ გამოცემა Times Now წერს.

16 იანვარი 2021, 00:53
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 271 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 288 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:45
მსოფლიო
მედია: დონალდ ტრამპი ვაშინგტონს ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს
დონალდ ტრამპი ვაშინგტონს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს დატოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 00:12
პოლიტიკა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში იმყოფებოდნენ
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი და კომიტეტის წევრები გელათში ვიზიტით იმყოფებოდნენ.

16 იანვარი 2021, 00:08
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 709 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 709 865 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 15 407 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

16 იანვარი 2021, 00:02
პოლიტიკა
თენგიზ ცერცვაძე: ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება
ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედება, თუმცა ტენდენციური ადამიანები ამბობენ, რომ ეს იყო დაკავშირებული მის პოლიტიკურ ამბიციებთან. ვერ დავიჯერებ, რომ 90-იან წლებში, როცა ივანიშვილი გაღატაკებულ საქართველოში ახორციელებდა ქველმოქმედებას, მაშინ პოლიტიკაზე ფიქრობდა. ეს გამორიცხულია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ POSTV-ს ეთერში განაცხადა.

16 იანვარი 2021, 00:00
მსოფლიო
The Hill: მაიკ პენსმა კამალა ჰარისს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თავის მემკვიდრესთან, კამალა ჰარისთან სატელეფონო საუბარი გამარტა და ინაუგურაციის საკითხებში თავისი დახმარება შესთავაზა. ამის შესახებ თავის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა The Hill-ი წერს.

16 იანვარი 2021, 00:00
COVID19
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება
აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აცრები მომდევნო კვირას დაიწყება. ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ მამედოვმა განაცხადა.

15 იანვარი 2021, 23:51
COVID19
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირების 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 491 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 127-ს ინფექცია აღმოაჩნდა, 6 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.