08 იანვარი 2021, 10:16 / სანდო წყარო

სამოქალაქო სექტორის კლინიკაში PCR ტესტირების შედეგად, 46 პატიმრიდან კორონავირუსი ოთხს დაუდასტურდა

6 იანვარს სამოქალაქო კლინიკაში მყოფ 46 პატიმარს PCR ტესტირება ჩაუტარდა. მათ შორის არიან როგორც საკარანტინო სივრცეში მყოფი ახალდაკავებული ბრალდებულები, ასევე კლინიკის სპეციალიზებულ ნაწილში მყოფი, სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შედეგად გადაყვანილი მსჯავრდებულები.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, 7 იანვარს მიღებული PCR ტესტების საფუძველზე 46-დან ოთხ პატიმარს დაუდასტურდა covid-19. ორი მათგანი არის N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული, ერთი არის N17 და ერთი - N8 დაწესებულების საკარანტინო სივრციდან კლინიკაში გადაყვანილი ახალდაკავებული ბრალდებული, რომელსაც N8 დაწესებულების დანარჩენ კონტინგენტთან კონტაქტი არ ჰქონია.

„ვირუსის პრევენციის მიზნით, პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, მოცემულ პირს N8 დაწესებულების საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ ჩაუტარდა PCR ტესტირება და დაუდასტურდა covid-19, რის შემდეგაც იგი სამოქალაქო კლინიკაში იქნა გადაყვანილი. 6 იანვარს კი განმეორებით ჩაუტარდა PCR ტესტირება და პასუხი კვლავ დადებითი იყო. ყველა ინფიცირებული პირის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას იღებენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. რაც შეეხება ინფიცირებული პირების კოტაქტებს, მოხდა მათი შემოწმება სწრაფი ანტიგენის ტესტებით და ყველა პასუხი იყო უარყოფითი“ - აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამსახური განმარტავს, რომ თითოეული პირი პენიტენციური დაწესებულებების მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში მათაც სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული მომსახურება გაეწევათ.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ თითოეული საეჭვო შემთხვევა აუცილებლად გადამოწმდება, ყველა პატიმარს სათანადო მომსახურება მიეწოდება და რომ ვითარება პენიტენციურ დაწესებულებებში კონტროლს ექვემდებარება და პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს შეშფოთების საფუძველი არ აქვთ.

ყველა სიახლე

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:37

COVID19

მაია ცქიტიშვილი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შევძელით ბოლო 2 თვის ძალიან კარგი შედეგი და დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, როგორც ეს აჭარაშია, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელებას. შესაბამისად, შევძლებთ, ავამოქმედოთ მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:34

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ბათუმის ინციდენტზე: როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, ეს ანტიჰუმანური, ტოტალიტარული აზროვნებაა

„ნაგვის ურნის თავზე დამხობა ერთი აქტივისტის მხრიდან ჩადენილი აქტი რომ ყოფილიყო, იქნებოდა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ცალკეული ფაქტი და მორჩა. მაგრამ როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, მერე მისი მთავარი რუპორი გამოდის ეთერში და ამას ვითომ შემოვლით, მაგრამ რეალურად პირდაპირ ამბობს რომ ეს მასე „ეკუთვნოდა“, ეს საერთოდ ანტიჰუმანისტური, ტოტალიტარული აზროვნებაა. თვალი თვალის პრინციპით თუ წავედით, ახალი აღქმა უარყავით და ძველში დავრჩით, მაშინ ამ პრინციპით ცოცხალი ვერც ერთი ვერ დარჩება. ძალიან ცოტა გადარჩება იქიდან „თვალი თვალზე პრინციპი თუ დავამკვიდრეთ. ისეთები აქვთ ჩადენილი, რომ არ მოლანდებია იმ საწყალ კაცს, რომელიც შედიოდა საბჭოში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 იანვარი 2021, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ცოცხებიდან ნაგვის ურნამდე რა შედეგებიც მოუტანა ქვეყანას ამ პარტიამ, აქედან მაინც გავაკეთოთ დასკვნები

ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიყენება ყველანაირი იარაღი, რათა ქვეყანა ქაოსურ და არაკონტროლირებად ვითარებაში გადაიყვანონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ახლა კანონთანაც და პოლიტიკურადაც მართლები ვართ, რადგან მათ ბოლომდე მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება მოეფიქრებინათ

რეგლამენტის თანახმად, 2 თებერვალი ბოლო ვადაა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ არის 2 თებერვალი ის ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაუუქმებს თუ არა მანდატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი და ნიკა ჩიტაძე

27 იანვარი 2021, 00:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა ჩიტაძეს: „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მთავარ სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მმართველი ძალის პროდასავლურობაზე მეტყველებდა ის, რომ 2004 წელს, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის გაფორმება, 2006 წელს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა , 2009 წელს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრობა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში

„მე არ დავდგებოდი სოციალური აფეთქების ან რევოლუციური სცენარის მხარეს. ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ყოველდღიური ძებნა, პანდემიასთან გამკლავება - ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ვცდილობთ ბიზნესსა და მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ვქმნით რეალურად ეპიდემიოლოგიური ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული ინფიცირების გავრცელების ტემპი. შესაბამისად, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვისწავლით პანდემიასთან ცხოვრებას წესების შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:16

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს პანდემიის შედეგად მიადგა

მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა პანდემიის შედეგად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:05

COVID19

მამუკა მდინარაძე: დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ

დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. იგი შეზუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ნორმალური პოლიტიკური გარემოებები და წესრიგი რომ გვქონდეს, რის შანსსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა, ერთად შევძლებდით განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმას

„დღეს რასაც ვხედავთ, ხელისუფლების ვნებით დაბრმავების გარდა არაფერი დარჩა. ემოციური ინტელექტი რომ გამოცლილი აქვს ამ პროცესს გამოჩნდა ამ კვლევებით (NDI) და ამას რომ ვერ გაითვალისწინებენ, ამით რაციონალური ინტელექტიც დაკარგული აქვთ. მართალი გითხრათ, არ მინდა ეს ასე იყოს, იმიტომ რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია“, - ამბობს დავითულიანი.

ნიკოლოზ მეტრეველი

27 იანვარი 2021, 00:03

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: აკაკი ბობოხიძეს წამოსცდა, ქვეყნის შიგნით ნაკლები მხარდაჭერა გვაქვსო, აბა სად აქვთ ეს მხარდაჭერა - სომალიში თუ ზიმბაბვეში?

დამისახელეთ თუნდაც 20 ახალი სახე, რომელიც ამ არჩევნებზე ოპოზიციამ წამოწია. ისევ ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობით ვერ გაძღა - პრეისტორიული გიორგი ბარამიძე, კორუმპირებული ბურჯანაძეების კლანი და ა.შ. ეს არის მათი სახე და ამის შედეგია, ის რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანა მათ ღირსეული განაჩენი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

27 იანვარი 2021, 00:00

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 100 მილიონს გადააჭარბა.

26 იანვარი 2021, 23:55

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინთან საუბარში უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა

თეთრი სახლი ჯო ბაიდენსა და ვლადიმდერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

პოლიციის მანქანა

26 იანვარი 2021, 23:53

სამართალი

თელავის მუნიციპალიტეტში 21 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახლობლები სუიციდის ვერსიას განიხილავენ. მათივე თქმით, ბიჭმა წერილი დაწერა, სადაც ეწერა, რომ თვითმკვლელობას აპირებდა. ამის მიზეზი კი აზარტული თამაშების შედეგად წაგებული თანხა გახდა.

ბექა დავითულიანი

26 იანვარი 2021, 23:48

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: საზოგადოებამ თქვა, რომ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება და ოპოზიციაც მრავალფეროვნად უნდა იყოს წარმოდგენილი

საზოგადოებამ თქვა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ხელისუფლება და ჩვენ გვსურს, რომ ოპოზიციაც მრავალფეროვნად იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 23:45

პოლიტიკა

კახა კუჭავას თქმით, სტრასბურგში უკვირთ თუ რატომ არ შედის ქართული ოპოზიცია პარლამენტში

„ასევე გამოთქვამენ მწუხარებას და გაუგებრობას, რომ ოპოზიციამ, რომელმაც ხელი მოაწერა და მიაღწია ამ შეთანხმებას, არ მიიღო მონაწილეობა და უარი თქვა კენჭისყრაზე. შემდეგ იყო არჩევნები, რომელიც ნამდვილად შეაფასა ყველამ, რომ შედგა, რომ ამ არჩევნებს არა თუ ლეგიტიმაციის პრობლემა არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ხარვეზები, კონკრეტულად PVT-ს ვგულისხმობ, იყო შეცდომა არასამთავრობო სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან. პირად საუბრებში ძალიან უკვირდათ, თ რატომ არ შემოდის ოპოზიცია პარლამენტში.

 სოზარ სუბარი

26 იანვარი 2021, 23:42

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მოვესწარი იმ დღეს, როდესაც NDI-ს ოპოზიცია უნდობლობას უცხადებს

„ხელისუფლება NDI-ს ანგარიშს ყოველთვის უწევდა ანგარიშს, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი, რომ როდესაც არჩევნების წინ NDI-ს გამოცხადებული რიცხვები და არჩევნების შედეგი 20%-ზე მეტად არ იქნება განსხვავებული, მაშინ გამოვუცხადებ უფრო მეტ ნდობას-მეთქი, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც საპირისპიროს ამბობდა ყოველთვის და ახლა რატომღაც ეჭვი შეიტანეს მეთოდოლოგიაში, კეთილსინდისიერებაშიც - ნუ კეთილსინდისიერებაზე აღარაფერს ვამბობ, რასაც ელჩებზე, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე ამბობდნენ, საერთოდ გავიდა ჩვენი ოპოზიცია ყველანაირ ზღვარს”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ნიკოლოზ მეტრეველი

26 იანვარი 2021, 23:39

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: რევოლუცია არასდროს ხდება, თუ ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

ეს ადამიანები ქვეყანაში სიტუაციის დამძიმებას ელოდებიან, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ცუდად, შიოდეს და ამ ნანგრევებზე მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ასე შეაფასა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებული რევოლუცია და „ცხელი გაზაფხული“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“.

კახა კუჭავა

26 იანვარი 2021, 23:37

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ ძალიან გამოიჩინა თავი ევროპული ქვეყნების საქართველოში მოღვაწე ელჩების პირდაპირი ლანძღვით

სამწუხაროდ, ოპოზიციამ ძალიან გამოიჩინა თავი ევროპული ქვეყნების საქართველოში მოღვაწე ელჩების პირდაპირი ლანძღვით, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

სოსო მანჯავიძე

26 იანვარი 2021, 23:26

პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: 2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ უნდა მოხდეს რევოლუცია

2012 წლის შემდეგ რეგულარულად, წელიწადში ორჯერ, ხან სამჯერ მიდის საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს რევოლუცია. ცალკე ამას გვიქადაგებს მიხეილ სააკაშვილი. მაქვს კითხვა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს - განუწყვეტლივ ამ რევოლუციის მოლოდინში ცხოვრება ხომ უშლის ხელს ნორმალურ ოპონირებას და ქვეყნის განვითარებას? - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, სოსო მანჯავიძემ განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ დაანონსებული „ცხელი გაზაფხულის“ საკითხს გამოეხმაურა.

26 იანვარი 2021, 23:25

მსოფლიო

G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.