imedi /  10 იანვარი 2021, 12:21 / სანდო წყარო

კახეთში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში COVID-19- ით ინფიცირებულთა რაოდენობა 9,511- მდე გაიზარდა.

რეგიონში დღეს კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რეგიონში ეპიდემიოლოგიური სტატისტიკა ასეთია: ახმეტა-659, გურჯაანი-2,038, დედოფლისწყარო-702, თელავი-2,206, ლაგოდეხი-1,327, საგარეჯო-1,139, სიღნაღი-638 და ყვარელი-802.

სულ 1,992 მოქალაქე მკურნალობას, მათ შორის 1,851 ბინაზე, 2 კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 139 კოვიდ-კლინიკაში.

რეგიონის მასშტაბით ვირუსი ჯამში 7,408 პაციენტმა დაამარცა, ხოლო 83 მოქალაქე გარდაიცავალა.

საქართველოში კორონავირუსის 239 229 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 225 335, გარდაიცვალა 2 773 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია 452, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 894 ადამიანი. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 746 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

დავით ქართველიშვილი

27 ნოემბერი 2022, 12:00

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ძალისხმევაში - ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ: ეკლესიაში, სკოლებში, ტელევიზიით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში, ქუჩაში, ეზოში, ოჯახში

„არაფერს იშურებენ ადამიანის გულიდან ღმერთის განდევნის ყოველდღიურ ძალისხმევაში - ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ: ეკლესიაში, სკოლებში, ტელევიზიით, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებში, ქუჩაში, ეზოში, ოჯახში. მერე, როგორც გამოცდილი მეთევზეები, ანკესით ხელში ტკბებიან "ნადავლით" - რათა მისი ბოროტი შინაარსი ისევ მთავრობას, ეკლესიას, სკოლას და ოჯახს გადააბრალონ. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ტრადიციული „გენდერციდი“, „რწმენაციდი“ და „braincide“ - უსულო, უსქესო, უსამშობლო და ბოროტი ბიომასის საბოლოოდ ჩამოყალიბების მიზნით. რომელიც ყველანაირ „ციდზე“ წამსვლელი იქნება, რამეთუ ზუსტად ამ მიზნით იქმნება. ეს პროცესი არახალია, უბრალოდ ამჟამად თავის გადამწყვეტ სტადიაშია გადასული. თავის დროზე უფალს მიმართეს კითხვით - ამის უკან არსებულ ძალებს როგორ უნდა გავუმკლავდეთო? პასუხი იყო ძალიან მოკლე და კატეგორიული: მხოლოდ მარხვით და ლოცვით! დღეს ეს ღვაწლიც გმირობის ტოლფასია მართლმადიდებლურ საქართველოში. მაგრამ, ვისაც გმირობა არ აშინებს და შეუძლია თავისი წვლილიც შეიტანოს სატანის დამარცხებაში - ჩათვალეთ, რომ იგი ხვალიდან იწყება! ღმერთმა გაგაძლიეროთ მის აღსრულებაში!“ - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

27 ნოემბერი 2022, 11:52

COVID19

ჩინეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

აქციების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში ვრცელდება. დემონსტრანტები პრეზიდენტ სი ძინპინისა და კომუნისტური პარტიის გადადგომას ითხოვენ. ზოგი კი პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ ლოზუნგებს სკანდირებს.

გიორგი ბარამიძე

27 ნოემბერი 2022, 11:37

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის არჩევის პრინციპზე იმსჯელეს. ითქვა, რომ მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების დაზუსტება.

27 ნოემბერი 2022, 11:29

მსოფლიო

ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს

ორგანიზაციაში ოპერაციას უპრეცედენტოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, 8 ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან,ფულის გათეთრებასა და უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებულ მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა.

ლევან ნიკოლეიშვილი

27 ნოემბერი 2022, 11:21

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი, ეს ხალხი ძალიან საშიშია, ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები

ფსევდოლიბერალების ზღვარგადასული აგრესია, რაც გუშინ ჩვენმა საზოგადოებამ იხილა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადების შემდეგ, იყო ყოვლად ამაზრზენი და კიდევ ერთხელ დამაფიქრებელი, რომ ეს ხალხი ძალიან საშიშია. ეს ხალხია კრებსითი ხოშტარიები, რომლებიც ერთ ჯიბეში რუსულ რუბლებს აგროვებენ, შენ "რუსეთუმეობას" დაგაბრალებენ, სიტყვის თავისუფლებას ქადაგებენ და ყოველგვარ მიუღებელ აზრს ქოლავენ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას ფეისბუქპოსტთან დაკავშირებით.

27 ნოემბერი 2022, 11:17

სამართალი

ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავი გემები ტერიტორიული წყლების დაბინძურების გამო დააჯარიმეს

ლიბერიისა და კამერუნის დროშების ქვეშ მცურავი გემების კაპიტნებს, ზღვის სამეურნეო წყლებით დაბინძურების ფაქტზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ 65-65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.

გიორგი ბარამიძე

27 ნოემბერი 2022, 11:15

პოლიტიკა

გიორგი ბარამიძე: თავიდან ბოლომდე ვენდეთ საქართველოში კომპეტენტურ და პატივსაცემ არასამთავრობო ორგანიზაციებს. თუ მმართველი გუნდი ასევე ენდობა მათ მიერ შერჩეულ ომბუდსმენობის კანდიდატებს, მაშინ მოხდება შეთანხმება

„ნაციონალური მოძრაობა“ ისევე როგორც სხვა პატრიოტული პროდასავლური პარტიები, არ ვაპირებთ ჩვენი პარტიული კანდიდატის წამოყენებას, ან ჩვენი კუთხიდან ვიღაცის ლობირებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ ომბუდსმენის შერჩევის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

27 ნოემბერი 2022, 11:09

სამართალი

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის და გაუპატიურების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მათ 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

27 ნოემბერი 2022, 10:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს.

27 ნოემბერი 2022, 09:44

მსოფლიო

იტალიაში მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა

ათობით სახლი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. მაშველებმა უკვე აღმოაჩინეს ერთი ქალის ცხედარი, ამასთან, ისინი შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება, რადგან დიდია დაკარგულების რიცხვი.

აირინ კარა

27 ნოემბერი 2022, 09:03

კულტურა

მომღერალი და მსახიობი აირინ კარა გარდაიცვალა

კარას ყველაზე პოპულარული ნამუშევარია 1980 წლის ფილმი „დიდება“, რომელშიც მან მთავარი როლი ითამაშა და ამავე სახელწოდების სიმღერა შეასრულა. ფილმში „ცეცხლოვანი ცეკვა“ შესრულებული სიმღერისთვის Flashdance... What a Feeling კარამ „ოსკარი“ და „გრემი“ მიიღო.

27 ნოემბერი 2022, 08:31

ტექნოლოგიები

ილონ მასკის განცხადებით, Twitter-ზე ვერიფიკაციის სხვადასხვა ფერის ნიშნები გაჩნდება

მას შემდეგ რაც მასკმა Twitter-ი შეიძინა, კომპანიამ ვერიფიკაციის ნიშნების გაყიდვა დაიწყო, ამასთან, მომხმარებლებს არ ამოწმებდა. ამან დიდი რაოდენობით ყალბი ანგარიშის გაჩენა და კომპანიიდან რეკლამის გადინება გამოიწვია. ამის შემდეგ ნიშნების გაყიდვა შეჩერდა.

ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი

27 ნოემბერი 2022, 08:01

სპორტი

ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ეტაპზე უფროს სპორტულ წყვილებში მედალი პირველად მოიპოვეს🥉⛸️

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ცნობით, ორი ეტაპის საერთო შედეგის გათვალისწინებით კი წყვილმა 20 სარეიტინგო ქულა დააგროვა, რაც გრან პრის ფინალის საგზურისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა კარგი განაცხადია მომავალ საერთშორისო ტურნირებში წარმატებების მისაღწევად.

27 ნოემბერი 2022, 00:44

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში 12 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნეს

ჰარტფორდშირის საგრაფოში მცხოვრებმა 51 წლის ლიზ ელდრიჯმა ლეკვი 12 წლის წინ, თავის შვილს დაბადების დღეზე აჩუქა, როცა ის 12 წლის გახდა. თუმცა 2011 წლის თებერვალში ძაღლი დაიკარგა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2022, 00:22

საზოგადოება

თამარ გაბუნია: ჰოსპიტალური საწოლფონდის პრობლემა არ გვაქვს

ჩვენთვის დღეს ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, იყოს მზად პირველად ჯანდაცვის ქსელი - ოჯახის ექიმები, რადგან პირველი სიმძიმე და დარტყმა ასეთ დროს მოდის ოჯახის ექიმებზე , - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნია

26 ნოემბერი 2022, 23:38

საზოგადოება

თამარ გაბუნია: ვაქცინაცია, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რადგან მან მძიმე დაავადებისგან უნდა დაგვიცვას

„როდესაც გრიპის ვაქცინაციის პროგრამას ვგეგმავთ, პირველი აქცენტი არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებული აქვთ, ქრონიკული დაავადების ადამიანები და ორსულები. თუმცა, უკვე მესამე კვირაა მთლიანად გაიხსნა ვაქცინაციის პროგრამა, ნებისმიერი მსურველისთვის 30 ნოემბრამდე აცრა უფასოა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ნონა გაფრინდაშვილი

26 ნოემბერი 2022, 23:11

სპორტი

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა

„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის! აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრია ჯაღმაიძე

26 ნოემბერი 2022, 22:41

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში

გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა. როგორ მივედით აქამდე?!, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სარჯველაძე

26 ნოემბერი 2022, 22:13

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ყველა ხვდება, რომ მოუშუშებელია ჭრილობები, რომელიც აქვს საქართველოს სააკაშვილის მმართველობის შედეგად

მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სწორი და მკაფო პოზიცია დაიკავა პრეზიდენტმა, აბსოლუტურად მართებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მე მის პოზიციებს არ ვიზიარებ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თამარ გაბუნია

26 ნოემბერი 2022, 21:38

COVID19

თამარ გაბუნია: კოვიდი არ გამქრალა, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია - რამდენიმე კვირაა ვირუსის შემთხვევები 150-ს არ სცილდება

„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც“.