Imedi /  10 იანვარი 2021, 22:11 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე: ვფიქრობ, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

იმდენად სერიოზული არხებია ჩართული მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში ერთ თვეში შემოვა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხს“ განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ამ პროცესში ძალიან ეხმარებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი და ორგანიზაციის ევროპის ბიუროს დირექტორი. პროცესში, ასევე, ჩართულნი არიან იმ ქვეყნების ელჩები, რომელი ქვეყნებიც ვაქცინის მწარმოებლები არიან.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ყველაზე მეტი ალბათობაა „ასტრაზენეკასა“ და ჩინური ვაქცინის შემოტანის. მისივე თმით, ორივე ვაქცინა ძალიან კარგია.

„მათ, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებთან შედარებით, აქვთ ის სერიოზული უპირატესობა, რომ არ საჭიროებენ შენახვას სპეციალური რეჟიმით. ეს ვაქცინები ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ინახება და ამიტომ მათი ტრანსპორტირება და მოხმარება გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე იმ ორი ვაქცინის. მათ საიმედოობისა და დაცვის ისეთივე პროცენტი უჩვენეს, დაახლოებით, 95 პროცენტამდე, როგორც „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“. თუ ამ ორი ვაქცინიდან რომელიმე შემოვა, მე პირადად მივესალმები ამას. ლაპარაკია, რაც შეიძლება ჩქარა შემოვიდეს. არავინ იცის, ზუსტად როდის შემოვა, მაგრამ ჩემი ვარაუდით, იმდენად სერიოზული არხებია ჩართული ამ მოლაპარაკებებში, რომ ვფიქრობ, ერთ თვეში შემოვა“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ყველა სიახლე

16 იანვარი 2021, 11:28

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 11:28

COVID19

დღე-ღამეში უკრაინაში 166 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1.14 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 847 391 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 542 ადამიანი გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა. ამ დრომდე, ტესტი 5.9 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

16 იანვარი 2021, 11:13

მსოფლიო

გერმანიაში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხეს გახსნიან

დრეზდენში კარანტინის რეჟიმის დამრღვევებისთვის ციხე გაიხსნება. გადაწყვეტილება საქსონიის ფედერალური მიწის მთავრობამ მიიღო. გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებას ლტოლვილთა მიმღები ცენტრის ბაზაზე გახსნიან, რომელიც დრეზდენში 2027 წელს აშენდა.

16 იანვარი 2021, 11:12

საზოგადოება

უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლები 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს აიღებენ

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლების უფროსი და წამყვანი სტატუსის მქონე სპეციალური მასწავლებლები სქემით განსაზღვრული სტატუსის შესაბამის დანამატის ოდენობას 2021 წლიდან მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჯარო სკოლებს იანვრიდან ყოველთვიურად დამატებითი დაფინანსება გამოეყოფა უფროსი და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე მასწავლებლის დანამატისთვის.

მაჰმუდ აბასი

16 იანვარი 2021, 11:06

მსოფლიო

პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

პალესტინაში ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. შესაბამის ბრძანებას პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა მოაწერა ხელი.

16 იანვარი 2021, 10:56

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 770 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 770 პირი, მათ შორის, თბილისში - 360, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 485 თბილისში, ხოლო 219 კი იმერეთში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 485 შემთხვევა, აჭარა - 84, იმერეთი - 219. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

16 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1236 ადამიანს დაუდასტურდა, 2189 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

16 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 23 ადამიანი გარდაიცვალა . პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 916 პირი ემსხვერპლა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 152 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

16 იანვარი 2021, 10:53

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 815 ფაქტი გამოვლინდა.

16 იანვარი 2021, 10:30

რეგიონი

ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ვერონა-შუა მთის მონასტრის გადასახვევის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

16 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

მედია: ისრაელმა ალ-აქსას მეჩეთში შესვლა შეზღუდა

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, აღმოსავლეთ ისრაელში, ალ-აქსას მეჩეთში შესვლა შეზღუდეს. როგორც მედია იუწყება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთში შესვლა პალესტილენელებს აუკრძალეს და ამის უფლება მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს.

16 იანვარი 2021, 10:29

COVID19

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ჩინური ვაქცინის რეგისტრაციას ითხოვს

უნგრეთი შესაძლოა ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც ჩინური ვაქცინის, CoronaVac-ის გამოყენებას დაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CGTN-ი ავრცელებს. კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის დარეგისტრირებისკენ ადგილობრივ რეგულატორებს ქვეყნის პრემიერმინისტრმა მოუწოდა. ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის გეგმის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინის ქონის შემთხვევაში უნგრეთში დღეში ნახევარი მილიონი ადამიანის აცრა გახდებოდა შესაძლებელი. „ჩვენა არ შეგვიძლია უფრო მეტი ადამიანის აცრა არა იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, არამედ იმიტომ, რომ საკმარისი ვაქცინა არ გვაქვს,“-აღნიშნა ორბანმა.

ნარენდრა მოდი

16 იანვარი 2021, 10:22

COVID19

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება

ინდოეთში ვაქცინაციის პირველ დღეს 300 000 ადამიანის აცრა იგეგმება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.

16 იანვარი 2021, 10:22

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

16 იანვარი 2021, 10:06

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 42 ადამიანი. უკვე დაფიქსირდა მიწისძვრის შემდგომი ბიძგებიც. ქალაქ მაჯინთან ახლოს, ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირებული მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლები უკვე ათასობით ადამიანმა დატოვა. დაშავებულია 637 ადამიანი.

მზექალა შანიძე

16 იანვარი 2021, 09:50

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს.

კორონავირუსი გერმანია

16 იანვარი 2021, 09:30

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 678 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 980 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ნიკა მელია

16 იანვარი 2021, 09:15

პოლიტიკა

ნიკა მელია: ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს

პრობლემები იყო ბევრი, არ მინდა ამაზე საუბარი. როგორც ბიძინა ივანიშვილზე არ მინდა საუბარი, ისე ვანო მერაბიშვილზე არ მინდა საუბარი, კარგს ვერაფერს ვიტყვი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

ფაისალ მეკდადი

16 იანვარი 2021, 09:01

მსოფლიო

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სირიის საგარეო საქმეთა ახალ მინისტრს, ფეისალ მიკდადს სანქციები დაუწესა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიკდადის მიმართ გავრცელდება შემზღუდავი ზომები, რომელიც 2011 წელს „სირიის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი რეპრესიების გამოა მიღებული“.