11 იანვარი 2021, 10:55 / სანდო წყარო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 551 ადამიანს დაუდასტურდა, 880 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 551 ადამიანს დაუდასტურდა, 880 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 239 780 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 226 215, გარდაიცვალა 2 796 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 452, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 894 ადამიანი. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 746 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

თამარ ტალიაშვილი

26 იანვარი 2021, 23:02

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვნად გაიმყარა პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარე პლენარული სესია ძალიან კარგი გამოვლინება და მაგალითია იმისა, რომ საქართველომ ძალიან სერიოზულად, მნიშვნელოვნად გაიმყარა თავისი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე და მათ შორის, ევროპის საბჭოს ქვეყნებს შორის, - ასე აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი, თამარ ტალიაშვილი.

ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი

26 იანვარი 2021, 22:59

მსოფლიო

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

26 იანვარი 2021, 22:58

მსოფლიო

ინდონეზიაში, ვულკანის გააქტიურების გამო ევაკუირებულ მოსახლეობას სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს

ინდონეზიის მთავრობის ინფორმაციით, კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვინციისა და ჯოკიაკარტის საზღვარზე მდებარე აქტიური სტრატოვულკანიდან, მერაპის მთიდან (იგივე ცეცხლოვანი მთა) ლავის ამოფრქვევის საშიშროება აღარ არსებობს და მოსახლეობას შეუძლია, საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდეს.

ლაშა ნაცვლიშვილი

26 იანვარი 2021, 22:46

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ოპოზიციის კატასტროფა მისხალ-მისხალ აღნუსხა NDI-მ

ოპოზიციის კატასტროფა მისხალ-მისხალ აღნუსხა NDI-მ. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ შედეგების მიზეზი მოსმენებია, ანუ ხალხს უსმენენო. ძნელია, არ დაეთანხმო. „ოცნება“ მართლა უსმენს თავის ხალხს და ხალხი ამას აფასებს, - ამის შესახებ Facebook-ზე „ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი წერს.

26 იანვარი 2021, 22:40

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 36 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 435 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 591 ადამიანი გარდაიცვალა.

26 იანვარი 2021, 22:36

მსოფლიო

Washington Post-ის ახალი ამბების რედაქციის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს

Washington Post-ის აღმასრულებელი რედაქტორი, მარტი ბარონი, რომელიც გაზეთის ახალი ამბების განყოფილებას ბოლო 8 წელია ხელმძღვანელობს, თანამდებობას ტოვებს. „მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია ვიცით, რომ ეს დღე დადგებოდა, ეს არ ამცირებს ემოციას, რომელიც მარტი ბარონის პენსიაზე გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გაგებისას გვეუფლება. რამდენიმე წუთის წინ, მარტიმ ნიუსრუმს გულწრფელი შეტყობინება გამოუგზავნა“

ავივ კოხავი

26 იანვარი 2021, 22:26

მსოფლიო

ისრაელის გენშტაბის ხელმძღვანელი: სამხედროებს ოპერატიული გეგმების მომზადება დავავალე იმ შემთხვევისთვის, თუ ირანზე იერიშის მიტანა საჭირო გახდება

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენშტაბის ხელმძღვანელმა, ავივ კოხავიმ განაცხადა, რომ სამხედროებს ოპერატიული გეგმების მომზადება დაავალა იმ შემთხვევისთვის, თუ ირანზე იერიშის მიტანა საჭირო გახდება.

სინინატ ვონგვაჯირაპაკდი

26 იანვარი 2021, 22:04

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ თავისი ფავორიტი მეორე დედოფლად გამოაცხადა

ტაილანდის მეფემ, მაჰა ვაჩირალონგკორნმა თავისი ფავორიტი სინინატ ვონგვაჯირაპაკდი მეორე დედოფლად გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა Bild-ი წერს.

26 იანვარი 2021, 22:01

COVID19

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 779 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 133 ინფიცირებული გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 1 197 107 შემთხვევა გამოვლინდა, 965 835 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 22 057 ადამიანი გარდაიცვალა.

თამარ ტალიაშვილი

26 იანვარი 2021, 21:59

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: საქართველოს თავმჯდომარეობის დროს ინიცირებული საკითხების პრიორიტეტად შენარჩუნება ხაზს უსვამს, რომ ჩვენი ქვეყნის ინიციატივები მხარდაჭერილია ევროსაბჭოს მიერ

ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გააკეთა - მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანიის პრიორიტეტებს შორის რჩება ის საკითხები, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა.

ევროპის უნივერსიტეტი

26 იანვარი 2021, 21:55

საზოგადოება

ევროპის უნივერსიტეტში ინდოეთის რესპუბლიკის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

„პანდემიიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ვერ აღინიშნა მასშტაბურად დღევანდელი დღე, 26 იანვარი, რომელიც დიდი მნიშვნელობის დღეა ინდოეთის ისტორიაში, ვინაიდან 1950 წლის 26 იანვარს მიიღეს კონსტიტუცია, თუმცა ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით მცირე მასშტაბით მაინც აღვნიშნეთ, დანარჩენ სტუდენტებს კი შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ ედევნებინათ თვალი ღონისძიებისთვის", - განაცხადა ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.

ენტონი ბლინკენი

26 იანვარი 2021, 21:48

მსოფლიო

სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაამტკიცა. ენტონი ბლინკენის კანდიდატურას მხარი 78-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო 22 სენატორი წინააღმდეგ წავიდა.

26 იანვარი 2021, 21:36

მსოფლიო

IMF: პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მთავარი ეკონომისტის, გიტა გოპინატის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, 2020-2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება.

26 იანვარი 2021, 21:09

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 1 631 ადამიანი ემსხვერპლა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 089 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 631 ადამიანი გარდაიცვალა.

26 იანვარი 2021, 21:08

რეგიონი

40 წლის შემდეგ პირველად, ბორჯომის სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ბორჯომის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. ამ ეტაპზე, შიდა სივრცეში ინვენტარის განთავსება მიმდინარეობს, - ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. პროექტის შედეგად, კეთილმოეწყო ყველა ოთახი, სრულად შეიცვალა საკონცერტო დარბაზის შიდა ინტერიერი, პირველადი იერსახე დაუბრუნდა ფასადს და სრულად განახლდა შიდა საკომუნიკაციო ქსელი.

კორონავირუსი

26 იანვარი 2021, 21:04

COVID19

ბელგიაში 10 წლამდე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 84%-ით იმატა

ექსპერტები ხელისუფლებას სკოლების დახურვისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაა აუცილებელი. ბოლო 10 დღის განმავლობაში ბელგიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დღიურმა მაჩვენებელმა იმატა. ამ დროისათვის, კლინიკებში 1 958 პაციენტი მკურნალობს, მათგან 324-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

26 იანვარი 2021, 20:47

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 134 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 იანვარი 2021, 20:46

საზოგადოება

უკრაინული ავიაკომპანია SkyUp-ი კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ფრენებს 4 თებერვლიდან განაახლებს

4 თებერვლიდან SkyUp Airlines-ი განაახლებს რეგულარულ ფრენებს კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო გზაზე და ფრენებს ყოველ ხუთშაბათს და კვირას შეასრულებს. აღნიშნული რეისებით ასევე შესაძლებელია ტრანზიტული ბილეთების შეძენაც იმ მიმართულებით, სადაც SkyUp Airlines-ი ასრულებს ფრენებს.

ლევან ბეჟაშვილი

26 იანვარი 2021, 20:34

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი მელია-ხვიჩიას დაპირისპირებაზე: მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს

მგონია, რომ ამ თემის სერიოზულად განვრცობა არ ღირს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა თავის თანაპარტიელ ნიკა მელიასა და „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

26 იანვარი 2021, 20:31

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

ინდონეზიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა.