imedi /  12 იანვარი 2021, 00:54 / სანდო წყარო

ჯანმო: მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის, სუმია სვამინატანის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ კოლექტიურ იმუნიტეტს 2021 წელს ვერ მიაღწევს.

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო არა ერთი, არამედ რამდენიმე ვაქცინა გვექნებოდა და რომ მას ყველა ქვეყანა მიიღებდა, თუმცა მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ“, - აღნიშნა ჯანმოს მთავარმა მეცნიერმა.

სუმია სვამინატანის თქმით, მსოფლიო კოლექტიურ იმუნიზაციას 2021 წელს ვერ მიაღწევს.

„ზოგიერთ ქვეყანაში დაუცველი მოსახლეობა დარჩება. ამიტომაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები უნდა დავიცვათ მაშინ, როდესაც ვცაქცინაცია მოწყვლადი ჯგუფებისთვის ტარდება“, - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

საქართველოს პარლამენტი

25 იანვარი 2021, 11:21

პოლიტიკა

51 დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხს პარლამენტი საკომიტეტო განხილვაზე 27 იანვარს დაიწყებს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა 18:00 საათზეა ჩანიშნული. რეგლამენტის გათვალისწინებით პირველ რიგში შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. დანარჩენი დეპუტატების საკითხი კი კომიტეტზე 28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა კი საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება, რომელიც რეგლამენტის გათვალისწინებით თებერვლის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

ტოივო კლაარი

25 იანვარი 2021, 11:14

პოლიტიკა

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი თბილისს ეწვია და დღეიდან შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. კლაარი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება ქართულ მხარესთან ერთად სამხრეთ კავკასიაში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას. ევროპელი დიპლომატი საქართველოში ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

25 იანვარი 2021, 11:11

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 729 ფაქტი გამოავლინა

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 88 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

25 იანვარი 2021, 11:10

საზოგადოება

26 იანვარს, ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელი სამუშაოები იწყება

26 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, წყალგამტარი გვირაბი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია, რომლის საშუალებითაც 40 000-ზე მეტ აბონენტს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

25 იანვარი 2021, 11:10

COVID19

ბოლო 24 საათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსი არცერთ ადამიანს არ დადასტურებია,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

25 იანვარი 2021, 11:06

რეგიონი

მალხაზ თორია: მალე ზუგდიდს ექნება თეატრი, რომელიც მთელს საქართველოში საუკეთესო იქნება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კორონავირუსი

25 იანვარი 2021, 11:02

COVID19

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტი იმყოფება

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 7 323, საიდანაც 3 223 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 623, აჭარაში - 226, იმერეთში - 611. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 706 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 171. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 195 პირი, მათგან თბილისში - 145, აჭარაში- 1, იმერეთში - 25. 402 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 203 - თბილისში, 131 - აჭარაში, 20 - იმერეთში. 3 698 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

25 იანვარი 2021, 10:58

მსოფლიო

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარზე, რომელიც მრავალი წელია, ორ ქვეყანას შორის, დავის საგანია, სამხედრო შეტაკებები კვლავ განახლდა. დაპირისპირება სიკიმის შტატში, ნაკულას ტერიტორიაზე დაიწყო. ინდოეთისა და ჩინეთის სასაზღვრო ხაზი ყველაზე გრძელი სადავო ტერიტორიაა მსოფლიოში. ორივე მხარე ამ ტერიტორიას საკუთრად მიიჩნევს და მეორე სახელმწიფოსგან მის დათმობას მოითხოვს.

25 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 107 თბილისში, 44 იმერეთში, 18 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კაია კალასი

25 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

ესტონეთის მინისტრთა კაბინეტს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

ოპოზიციური „რეფორმების პარტია“ და მმართველი „ცენტრის პარტიის“ საბჭოები შეთანხმდნენ, რომ მინისტრთა კაბინეტს „რეფორმის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კაია კალასი უხელმძღვანელებს. კალასი ბლატიისპირეთის ქვეყნებში პირველი ქალი პრემიერი გახდება.

ავიაკატასტროფა

25 იანვარი 2021, 10:51

მსოფლიო

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას „პალმასის“ ფეხბურთელები ემსხვერპლნენ

ბრაზილიაში ავიაკატასტროფას საფეხბურთო კლუბ „პალმასის“ პრეზიდენტი და 4 ფეხბურთელი ემსხვერპლა. თვითმფრინავი აფრენიდან რამდენიმე წუთში პორტუ-ნასიუნალის აეროპორტთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ პელემ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

25 იანვარი 2021, 10:42

COVID19

ისრაელში 16-დან 18 წლამდე მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ვაქცინაცია დაიწყო

ისრაელში დაიწყეს იმ მოზარდების ვაქცინაცია, რომელთაც სკოლაში დასაბრუნებლად ან უნივერსიტეტში ჩასარიცხად, გამოცდების ჩაბარება უწევთ. გამოცდების შედეგები, რომელსაც ისრაელში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები აბარებენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებს უნივერსისტეტში სწავლის გაგრძელების კუთხით. შედეგებმა, შეიძლება, გავლენა იქონიოს მათ მომავალ სამხედრო კარიერაზეც.

კორონავირუსი

25 იანვარი 2021, 10:41

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

25 იანვარი 2021, 10:38

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ალექსანდრე გოგინავა

25 იანვარი 2021, 10:17

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ყველა რეგულაციის ერთბაშად მოხსნა გამართლებული არაა - შეიძლება, ამან ეპიდსიტუაცია გააუარესოს

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ეპიდსიტუაციას, გარკვეულწილად, შეზღუდვების ამოქმედებას უკავშირებს. მისი თქმით, ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ შემსუბუქდება, რადგან ეს შემთხვევათა მატებას გამოიწვევს.

25 იანვარი 2021, 10:13

COVID19

ავსტრიაში პირბადეების ნაცვლად რესპირატორებით ივლიან

მანამდე ახალი რეგულაციის შესახებ ავსტრიის ჯანდაცვის მინისტრმა ისაუბრა. რუდოლფ ანშობერის თქმით, მაღალი ხარისხის რესპირატორები პირბადეებზე გაცილებით ძვირია, თუმცა ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ მოსახლეობამ ისინი დაბალ ფასად მიიღოს. რესპირატორი ავსტრიაში სავარაუდოდ 1 ევრო ეღირება.

25 იანვარი 2021, 10:05

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 6 729 ადამიანი დაინფიცირდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 729 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 217 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2 141 665 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 52 087ადამიანი გარდაიცვალა.

25 იანვარი 2021, 09:49

რეგიონი

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრი შენდება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, ზუგდიდში ახალი თეატრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. ახალ თეატრში 570 მაყურებლისთვის განკუთვნილი დიდი დარბაზისა და 140-ადგილიანი მცირე დარბაზის გაკეთება იგეგმება

25 იანვარი 2021, 09:10

საზოგადოება

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან იყო. 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 04:12 საათზე დაფიქსირდა.

25 იანვარი 2021, 09:02

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 25 იანვარს ქუთაისში მზიან ამინდს პროგნოზირებენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით აქაც +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბათუმშიც. დღისით სინოპტიკოსები +16 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.