www.imedi.ge /  12 იანვარი 2021, 15:09 / სანდო წყარო

ევროკავშირში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობას დაჩქარებულ პროცედურაზე შეაფასებენ

ვაქცინა ასტრაქზენეკა

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), ევროკავშირში AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის გამოყენებაზე განცხადებას დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში, 29 იანვრამდე განიხილავს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ევროპულ ბაზარზე გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დაუშვებენ, მათ შორის თუ პრეპარატის უპირატესობები მისი გამოყენების რისკებზე მაღალი იქნება.

პრეპარატის დაშვების შემთხვევაში, ის უკვე მესამე ვაქცინა იქნება, რომელსაც ევროკავშირში გამოიყენებენ, BioNTech/Pfizer-ისა და Moderna-ს პრეპარატების შემდეგ. თუმცა, EMA-ს განხილვის შემდეგ, მან ევროკომისიის ნებართვაც უნდა მიიღოს.

AstraZeneca-ს გამოყენება დიდ ბრიტანეთში მთავრობამ 2020 წლის დეკემბერში დაუშვა. პირველი ბრიტანელი, რომელიც პრეპარატით აიცრა, 82 წლის ბრაიან პინკერი გახდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 18:44

პოლიტიკა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

დღეს ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას ვიცე-პრემიერად და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა იმედი, რომ ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა კიდევ უფრო გაძლიერდება.

იენს სტოლტენბერგი და სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 18:39

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია - ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას

„საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია და ველი ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას. ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“ - წერს სტოლტენბერგი.

დიმიტრი პესკოვი

22 იანვარი 2021, 18:36

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 23 იანვრისთვის დაგეგმილი ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო აქცია უკანონოა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:25

სამართალი

პროკურორი: მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგში ჩვენი პოზიციის მართებულობა დადასტურდა, 2014-2020 წლებშია მოპოვებული

მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლითაც სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის მართებულობა დადასტურდა, მოპოვებულია 2014-2020 წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:21

სამართალი

პროკურორი:​ ც​ალსახადაა დადგენილი, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ

როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 18:14

მსოფლიო

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიადის გაუქმების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:10

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: ბრალდებულების ქმედებებს ინფორმაციის გადამალვა ერთგვარ ნარატივად გასდევდა

გასაჯაროებულ მასალებში ცალსახად ჩანს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული ძალიან წუხს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანოს თავისი კომპიუტერის ამოღების ნება დართო, ვინაიდან იქ იყო უამრავი საარქივო მასალა და დოკუმენტი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 18:07

სამართალი

მიხეილ სადრაძე დავით გარეჯის საქმეზე: ბრალდებულები ადასტურებენ, რომ 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ

ბრალდებულები, ვიდრე მათი დაკავება მოხდებოდა, არაერთხელ გამოიკითხნენ საგამოძიებო ორგანოს მიერ და ისინი ადასტურებენ, რომ ეს რუკა, 200 ათასიანი, ერთ-ერთი ყველაზე რელევანტური რუკა მათ ჰქონდათ და ჰქონდათ 90-იან წლებში, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის სამუშაო ოთახში დედნის სახით მოვიპოვეთ 200 ათასიანი რუკა.

22 იანვარი 2021, 18:01

COVID19

ნიდერლანდებში გამგზავრების მსურველთათვის, საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23 იანვრის 00:01 საათიდან ნიდერლანდებში საჰაერო გზით შემსვლელმა მგზავრებმა, ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფით პასუხთან ერთად, თან უნდა იქონიონ ჩასხდომამდე ბოლო 4 საათში გაკეთებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხიც, - ამის შესახებ ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მიხეილ სადრაძე

22 იანვარი 2021, 17:51

სამართალი

დავით გარეჯის საქმის პროკურორი: გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება

პროკურატურის მიერ გუშინ გასაჯაროებული ჩანაწერებით ბრალდებულის აღიარება დასტურდება. ​​ის ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღიარებს, რომ ყველა სადავო მონაკვეთზე, ჯამში დაახლოებით 3500 ჰექტარზე - საზღვარი საქართველოს საზიანოდ განზრახ შეათანხმა და ეს ზემდგომი, მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად ხდებოდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

22 იანვარი 2021, 17:47

რეგიონი

ფოთში, ნავმისადგომების ტვირთბრუნვა 7 მილიონი ტონით გაიზრდება და დამატებით 10 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება

მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ფოთში, შავი ზღვის სანაპიროზე არსებულ ნავმისადგომებთან, საწარმოებთან და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასთან დამაკავშირებელი შემოვლითი-სატრანზიტო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

22 იანვარი 2021, 17:28

სამართალი

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს

მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მიუხედავად პანდემიისა, კრიზისისა და კონფლიქტისა ჩვენს რეგიონში, საქართველომ შეინარჩუნა სტაბილურობა არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ მის გარშემო, რეგიონში

ახალი არსებითი პაკეტი გახლავთ დემონსტრაცია და კიდევ ერთი მაჩვენებელი ჩვენი თანამშრომლობის გაზრდისა. ის მორგებულია უსაფრთხოების გამოწვევებზე. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი. ჩვენ ვენდობით ნატო-ს მოხსენებას, საქართველომ აჩვენა თავისი ერთგულება ინტეგრაციის მიღწევის თვალსაზრისით და ამ გზაზე საქართველო მედეგია, რათა მეტი სოლიდარობა და უფრო მეტი გამბედაობა ჰქონდეს ალიანსთან ურთიერთობაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ლევან ბეჟაშვილი

22 იანვარი 2021, 17:26

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა

„მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

სერგი კაპანაძე

22 იანვარი 2021, 17:14

პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ელისაშვილი სად შევა, სად მივა და რას იტყვის, ჩვენთვის არაფერს ცვლის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მანდატების შეჩერების პროცესის გაჭიანურებაზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდსა და მომავალ სამოქმედო გეგმებზე საუბრობს.

ზინედინ ზიდანი

22 იანვარი 2021, 17:10

COVID19

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს. მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.

22 იანვარი 2021, 17:10

რეგიონი

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

მცხეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ოთხი ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სოფელ ბიწმენდს, ძველ ქანდას, აღდგომლიანთკარსა და ვაზიანს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი საბავშვო ბაღები შეემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მასშტაბური პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსდა.

22 იანვარი 2021, 17:09

პოლიტიკა

მალხაზ კურტაევი, რომელიც დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობას სთხოვდა, ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა

დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, რომელმაც ერთი თვის წინ დე ფაქტო ცხინვალს მოქალაქეობა სთხოვა, ცოტახნის წინ ოკუპირებული ტერიტორია დატოვა და ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ის ერედვში პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მალხაზ კურტაევის მეუღლე ხურვალეთში ცხოვრობს, მისი ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ.

სალომე ზურაბიშვილი

22 იანვარი 2021, 16:58

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთს ჩვენ ძალიან ახლოს ვიცნობთ - ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ძალიან მნიშვნელოვანია

ცხადია, ჩვენ არ ვართ ბირთვული შეთანხმების შესახებ დისკუსიების ნაწილი, ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ისეთ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვართ, თანაც, ასეთ პერიოდში, ყველაფერი, რაც რეგიონში მილიტარიზაციასა და ჩვენ გარშემო მყოფ დიდ ძალებს შეაჩერებს, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 იანვარი 2021, 16:53

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრინციპული საკითხია, რომ პოლიტიკოსებმა პოლიტპატიმრებზე აღარ ვილაპარაკოთ

„ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტარს, პოლიტიკოსს, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე აღარ უნდა ესაუბრონ, რადგან ეს არაა პოლიტიკოსის საქმე.