imedi /  12 იანვარი 2021, 21:18 / სანდო წყარო

თენგიზ ცერცვაძე თამარ ჟამურაშვილს: რა უფლებით ერევით ტელეფონით COVID-19-ით პაციენტების მართვაში და ამხედრებთ მათ ქართველი ექიმების წინააღმდეგ?

თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე Facebook-პოსტში გერმანიაში მოღვაწე ქართველ ექიმს, თამარ ჟამურაშვილს აკრიტიკებს და მას ქართველი ექიმების წინააღმდეგ პაციენტების ამხედრებაში ადანაშაულებს.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში თამარ ჟამურაშვილი, რომელიც გერმანიაში საქმიანობს, ჩამოყალიბდა ტიპიურ „ჰეითერად”. ის სისტემატურად ცდილობს საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია წარმოაჩინოს უკიდურესად მუქ ფერებში, სრულიად დაუსაბუთებლად აკრიტიკებს ყველას და ყველაფერს, ცოცხალი თავით არ უნდა თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და დაინახოს, რომ საქართველო პიკის პერიოდშიც კი ბევრ სხვა ქვეყანაზე გაცილებით უფრო წარმატებულად მართავდა პანდემიას და ყველა მიმართულებით, მათ შორის ვაქცინების საკითხშიც ოპტიმალური გზით მიდის. ბოლო პერიოდში თამარ ჟამურაშვილი უკვე გადავიდა ცინიზმზე და შეურაცხყოფაზე, ქვეყანას ცინიკურად ურჩევს, რომ სთხოვონ „გუდვილს“ (?!) გამოათავისუფლონ პროდუქტების მაცივრები ვაქცინების შესანახად. ლაპარაკობს რაღაც ხვრინვის აპარატებზე, რაღაც გამოგონილ ხარვეზებზე ავადმყოფების მართვაში და სხვ. ჩვენ კოლეგიალობის გამო მაქსიმალურად ვცდილობდით, თავი შეგვეკავებინა მის უკიდურესად არაკორექტულ პასაჟებზე პასუხისგან, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი და იძულებული ვართ ვუპასუხოთ.

ქალბატონო თამარ, რა უფლებით ერევით ქართველ კოლეგებთან და სტრუქტურებთან შეუთანხმებლად ტელეფონით COVID-19-ით პაციენტების მართვაში და ამხედრებთ მათ ქართველი ჯანდაცვის მუშაკების წინააღმდეგ. ეს ხომ დასჯადი ქმედებაა (როგორც ქართული, ისე გერმანული კანონმდებლობით)! თქვენს ბოლო პოსტში აღნიშნავთ, რომ ამა თუ იმ მედიკამენტის ან ვაქცინის ავკარგიანობის დასადგენად არსებობს FDA და EMA. აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, მაგრამ მაშინ მინდა გკითხოთ - რატომ ატეხეთ ერთი ამბავი და ლამის სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაგვითვალეთ ქვეყანაში „რემდესივირის“ შემოტანა, რომელსაც დიდიხანია აქვს FDA-ის რეკომენდაციაც, ამერიკის და ევროპის პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული „გაიდლაინის“ რეკომენდაციაც და ფართოდ გამოიყენება მთელ ამერიკაში და დანარჩენ მსოფლიოში. იცით თუ არა, რომ ამით „დათვური სამსახური“ გაუწიეთ და სერიოზული ზიანი მიაყენეთ იმ COVID-პაციენტებს, რომლებსაც სჭირდებოდათ და არ მიიღეს „რემდესივირი“ - იმათ, ვისაც ჰგონია, რომ რადგან გერმანიაში მუშაობთ, რაღაც სხვაზე მეტი იცით.

თქვენ ჩემს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებას ირონიულად უწოდებთ „მისტერიულს“ და დაუჯერებლად თვლით, როგორ შეიძლებოდა ლიმფომით და სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფში (საუბარი ჩემზეა) დაავადება „რთული იმუნური ფაზის გარეშე დამთავრებულიყო“. Charité-ს კლინიკის ექიმმა იმდენი კი უნდა იცოდეს, რომ სერიოზული იმუნოდეფიციტით ავადმყოფებში რთული იმუნური ფაზის განვითარება ნაკლებსავარაუდოა. პირიქით - ასეთ ავადმყოფებში მოსალოდნელია არა იმუნური ფაზის, არამედ ვირუსული ფაზის დამძიმება, შესაძლოა ლეტალური შედეგითაც, მაგრამ, სავარაუდოდ, სწორედ თქვენს მიერ შერისხული „რემდესივირის“ დროულად გაკეთებამ გადამარჩინა, რადგან ეს მედიკამენტი სწორედ ვირუსის რეპლიკაციას თრგუნავს.

ალბათ გახსოვთ, უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებთან პირდაპირი ტელეხიდის დროს დაგისვით კითხვა, თუ რით შეგიძლიათ ახსნათ, რომ საქართველოს გერმანიასთან შედარებით COVID-19-ით გარდაცვალების ორჯერ უფრო დაბალი პროცენტი აქვს (ახლაც ასეა). თქვენი პასუხი გამაოგნებელი იყო. „ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გერმანიაში ECMO-ს აპარატები გვაქვსო?!“ (ამის ჩანაწერი არსებობს). სრული ნონსენსია. ECMO, როგორც მოგეხსენებათ, ექსტრაკორპორალური მემბრანული ოქსიგენაციის აპარატია. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ „ხელოვნური ფილტვი“. როგორ შეიძლება ქვეყანაში ასეთი მაღალტექნოლოგიური აპარატურის ქონა სიკვდილობის ორჯერ გაზრდის მიზეზი იყოს. მაშინ რაღად გინდათ ეს აპარატები? გადაყარეთ და იქნებ გარდაცვალების პროცენტი ორჯერ შემცირდეს.
თქვენ სისტემატურად გვაკრიტიკებდით, რომ ჩვენი ჰოსპიტალიზაციის და გაწერის კრიტერიუმები ყოვლად უვარგისი იყო, რადგან დეტალურად არ იყო გაწერილი. სინამდვილეში გერმანიის ნაციონალურ „გაიდლაინში“ ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები საერთოდ არ არის (მხოლოდ რამოდენიმე ზოგადი წინადადებით არის წარმოდგენილი), ხოლო საქართველო თავისი „უვარგისი“ პროტოკოლით და ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმებით სარეკორდოდ მაღალი გადატვირთვის პირობებშიც კი სხვა ქვეყნებზე გაცილებით უკეთ უმკლავდებოდა პაციენტთა გაზრდილი ნაკადების მართვას, რაზეც ცალსახად მეტყველებს გარდაცვალების ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი (1,16%) და ჰოსპიტალს გარეთ გარდაცვლილთა მინიმალური რიცხვი (სულ 33 პაციენტი).

თქვენ სისტემატურად გვსაყვედურობდით, რომ ქვეყანამ არაფერი გააკეთა გაზაფხულ-ზაფხულშიდა სრულიად მოუმზადებელი შეხვდა შემოდგომა-ზამთრის პიკს. სინამდვილეში ქვეყანამ მობილიზაცია გაუკეთა 7 ათასამდე COVID საწოლს (მაგალითისთვის 10 მილიონიანმა ლოს-ანჯელესის ოლქმა მხოლოდ 8 ათასამდე საწოლის მობილიზება შეძლო), 72 COVID სასტუმროს 5 ათასამდე ადგილით, გამართულად მუშაობს 64 ე.წ. „ონლაინ კლინიკა“ და 2 ათასზე მეტი ოჯახის ექიმი. ასევე მუშაობს უნიკალური „ონლაინ-კლინიკა“ სამინისტროში 300 ექიმით, რომელიც 7/24 საათის რეჟიმში ახდენს სხვა „ონლაინ-კლინიკების“ მონიტორინგს და კონტროლს, აგრეთვე იღებს ზარებს ყველა იმ პაციენტისგან, რომლებმაც ვერ მოახერხეს კომუნიკაცია სასწრაფოებთან ან თავის ოჯახის ექიმთან. საქართველოში არავის გაუცია განკარგულება, რომ 65 წელზე მეტი ავადმყოფები არ წაეყვანათ კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო ან უარი ეთქვათ კლინიკებში უიმედო პაციენტების გადაყვანაზე. ჩვენთან ავადმყოფები 8-8 საათს არ ატარებდნენ სასწრაფოებში (კლინიკებში რიგების გამო). არ იყო სასწრაფოების ისეთი მწვავე დეფიციტი, როგორიც მაგალითად ამერიკასა და ინგლისში. 2-2 რეფრიჟერატორი არ იდგა მიცვალებულებით გადატვირთულ მორგებთან მათ განსატვირთად. არავის გაუცია განკარგულება, რომ ჟანგბადის მარაგის ნაკლებობის გამო ჟანგბადი მიეცათ მხოლოდ იმ ავადმყოფებისთვის, ვისთანაც სატურაცია 90%-ზე დაბალი იქნებოდა. არცერთი ავადმყოფი არ დაზარალებულა ხელოვნური სინთქვის აპარატის, ჟანგბადის მარაგის ან მედიკამენტების ნაკლებობის გამო. საქართველოში არასდროს გადავადებულა ე.წ. სასწრაფო დაყოვნებული ოპერაციები. მოკლედ, ჩვენთან თქვენი დიდი სურვილის მიუხედავად კლინიკური სექტორი არათუ არ ჩამოშლილა, არამედ ცალკეული შეფერხებებისა და ხარვეზების მიუხედავად ღირსეულად გამოვიდა ურთულესი სიტუაციიდან, მაშინაც კი, როცა საქართველოში 1 მილიონ მოსახლეზე გადათვლით COVID-19-ით ავადმყოფების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდებოდა. აი, ევროპის და ამერიკის ბევრ ქვეყანაში კი, მათივე ლიდერების (მათ შორის ქ-ნი მერკელის) განცხადებებით, კლინიკური სექტორი ჩამოშლის პირასაა.

ქალბატონო თამარ, გერმანია საქართველოზე შეუდარებლად უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოა, შეუდარებლად უფრო ძლიერი და მდგრადი ჯანდაცვის სისტემით და თან ის ყველაზე წარმატებულ ქვეყანად ითვლება COVID-19-თან ბრძოლაში ევროპასა და ამერიკაში. ახლა მაინც ხომ ვერ აგვიხსნით, რატომ არის საქართველოში გარდაცვალების პროცენტი 1.16%, ხოლო გერმანიაში - 2,17%? რატომ არის საქართველოში ჰოსპიტალსგარეთ (ბინაზე ან COVID სასტუმროში) გარდაცვლილთა რიცხვი ასეთი მცირე (სულ 33 გარდაცვლილი), ხოლო გერმანიაში - გაცილებით მეტი (ინგლისზე და სხვა ქვეყნებზე აღარაფერს ვამბობ)? რატომ არის, რომ გერმანიაში ბოლო პერიოდში მოსახლეობის 1 მილიონზე გადაანგარიშებით კვდება უფრო მეტი პაციენტი, ვიდრე საქართველოში და ა.შ.? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენი გადმოსახედიდან „თქვენ კარგად მუშაობთ, ხოლო ჩვენ საქართველოში არაფერს ვაკეთებთ“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

ყველა სიახლე

კამალა ჰარისი

27 იანვარი 2021, 01:58

COVID19

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41

ეკონომიკა

როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი

ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.

27 იანვარი 2021, 01:39

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეაჩერა

ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

ლევან რატიანი

27 იანვარი 2021, 00:54

COVID19

ლევან რატიანი: ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ

ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ. ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები, - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალება უნდა გახდეს.

დენგ პრავატოდუმი

27 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

კანადაში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ქალმა ლატარეაში $60 მილიონი მოიგო

გასული წლის 1-ელ დეკემბერს წყვილი ბანკში წავიდა, სადაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ პრავატოდუმს გადასახადები უნდა გადაეხადა. მისი ქმარი კი ამ დროს ბილეთებს ამოწმებდა. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.

ჰარი პოტერი

27 იანვარი 2021, 00:52

კულტურა

HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს⚡

ამ ეტაპზე კომპანია ფრანშიზის მესაკუთრე კინოსტუდიასთან Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს, სცენარისტებს ეძებს და მათთან სერიალისთვის იდეებს განიხილავს. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალურ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

ზაზა შათირიშვილი

27 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით

„დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც პროგრესი და სამართლიანობა არა მარტო საქართველოში, სამუდამოდ დასცილდა ერთი მეორეს. ვინც არის პროგრესული, მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ვინც ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ის არ არის პროგრესული. ეს კარგად ჩანს „ყვითელ ჟილეტებში“, კაპიტოლიუმის შტურმში და საქართველოში. დღეს ყოველგვარი რევოლუციური ჟესტი არის განწირული. დადგა პოსტრევოლუციური ეპოქა. რევოლუცია დამთავრდა“, - განაცხადა შათირიშვილმა.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 00:48

საზოგადოება

ბუბა ხოტივარი: 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება

2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

27 იანვარი 2021, 00:37

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საჭიროა გონივრული პოზიცია, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზად არიან. ამასთან, სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:37

COVID19

მაია ცქიტიშვილი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შევძელით ბოლო 2 თვის ძალიან კარგი შედეგი და დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, როგორც ეს აჭარაშია, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელებას. შესაბამისად, შევძლებთ, ავამოქმედოთ მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:34

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ბათუმის ინციდენტზე: როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, ეს ანტიჰუმანური, ტოტალიტარული აზროვნებაა

„ნაგვის ურნის თავზე დამხობა ერთი აქტივისტის მხრიდან ჩადენილი აქტი რომ ყოფილიყო, იქნებოდა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ცალკეული ფაქტი და მორჩა. მაგრამ როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, მერე მისი მთავარი რუპორი გამოდის ეთერში და ამას ვითომ შემოვლით, მაგრამ რეალურად პირდაპირ ამბობს რომ ეს მასე „ეკუთვნოდა“, ეს საერთოდ ანტიჰუმანისტური, ტოტალიტარული აზროვნებაა. თვალი თვალის პრინციპით თუ წავედით, ახალი აღქმა უარყავით და ძველში დავრჩით, მაშინ ამ პრინციპით ცოცხალი ვერც ერთი ვერ დარჩება. ძალიან ცოტა გადარჩება იქიდან „თვალი თვალზე პრინციპი თუ დავამკვიდრეთ. ისეთები აქვთ ჩადენილი, რომ არ მოლანდებია იმ საწყალ კაცს, რომელიც შედიოდა საბჭოში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 იანვარი 2021, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ცოცხებიდან ნაგვის ურნამდე რა შედეგებიც მოუტანა ქვეყანას ამ პარტიამ, აქედან მაინც გავაკეთოთ დასკვნები

ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიყენება ყველანაირი იარაღი, რათა ქვეყანა ქაოსურ და არაკონტროლირებად ვითარებაში გადაიყვანონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ახლა კანონთანაც და პოლიტიკურადაც მართლები ვართ, რადგან მათ ბოლომდე მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება მოეფიქრებინათ

რეგლამენტის თანახმად, 2 თებერვალი ბოლო ვადაა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ არის 2 თებერვალი ის ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაუუქმებს თუ არა მანდატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი და ნიკა ჩიტაძე

27 იანვარი 2021, 00:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა ჩიტაძეს: „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მთავარ სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მმართველი ძალის პროდასავლურობაზე მეტყველებდა ის, რომ 2004 წელს, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის გაფორმება, 2006 წელს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა , 2009 წელს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრობა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში

„მე არ დავდგებოდი სოციალური აფეთქების ან რევოლუციური სცენარის მხარეს. ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ყოველდღიური ძებნა, პანდემიასთან გამკლავება - ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ვცდილობთ ბიზნესსა და მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ვქმნით რეალურად ეპიდემიოლოგიური ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული ინფიცირების გავრცელების ტემპი. შესაბამისად, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვისწავლით პანდემიასთან ცხოვრებას წესების შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:16

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს პანდემიის შედეგად მიადგა

მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა პანდემიის შედეგად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:05

COVID19

მამუკა მდინარაძე: დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ

დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. იგი შეზუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ნორმალური პოლიტიკური გარემოებები და წესრიგი რომ გვქონდეს, რის შანსსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა, ერთად შევძლებდით განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმას

„დღეს რასაც ვხედავთ, ხელისუფლების ვნებით დაბრმავების გარდა არაფერი დარჩა. ემოციური ინტელექტი რომ გამოცლილი აქვს ამ პროცესს გამოჩნდა ამ კვლევებით (NDI) და ამას რომ ვერ გაითვალისწინებენ, ამით რაციონალური ინტელექტიც დაკარგული აქვთ. მართალი გითხრათ, არ მინდა ეს ასე იყოს, იმიტომ რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია“, - ამბობს დავითულიანი.

ნიკოლოზ მეტრეველი

27 იანვარი 2021, 00:03

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: აკაკი ბობოხიძეს წამოსცდა, ქვეყნის შიგნით ნაკლები მხარდაჭერა გვაქვსო, აბა სად აქვთ ეს მხარდაჭერა - სომალიში თუ ზიმბაბვეში?

დამისახელეთ თუნდაც 20 ახალი სახე, რომელიც ამ არჩევნებზე ოპოზიციამ წამოწია. ისევ ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობით ვერ გაძღა - პრეისტორიული გიორგი ბარამიძე, კორუმპირებული ბურჯანაძეების კლანი და ა.შ. ეს არის მათი სახე და ამის შედეგია, ის რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანა მათ ღირსეული განაჩენი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.