imedi /  12 იანვარი 2021, 23:55 / სანდო წყარო

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, განსაკუთრებით, თენგიზ ცერცვაძეს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

ვისარგებლებ შემთხვევით და ექიმებს მადლობას გადავუხდი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო თენგიზ ცერცვაძეს, ჩემს მეგობარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, საუკეთესო ექიმსა და საუკეთესო ადამიანს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში საქართველოს მთავრობამ კარგად იმუშავა.

„პანდემია თავისთავად, გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის, ქვეყანა კრიზისულ სიტუაციაშია. თქვენ ნახეთ, ახალი ვალები ავიღეთ და სიტუაცია არ არის მარტივი. ამ კრიზისულ სიტუაციაში, მაინც შესაფასებელია „ქართული ოცნების“ გუნდი. გახსოვთ, პირველი ეტაპი, როდესაც სახელისუფლო ბერკეტებით დაიწყო მომართვა და ბრძოლა ვირუსის წინააღმდეგ, ლოკდაუნს ეძახიან – ყველა სახელმწიფომ ეს გამოიყენა, მათ რიცხვში გამოვიყენეთ ჩვენც.

თუ გახსოვთ, ყველაზე წარმატებული ქვეყნების რიგში ვიყავით. საუკეთესო თუ არა, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავით. იმის შემდგომ გახსოვთ, ილუზიაც და გამონათქვამებიც – ოპონენტები წამოვიდნენ, რომ ჩვენ, ქართველებს ისეთი იმუნიტეტი გვაქვს, ეს არ გვემართება, არ დაგვემართება და ხელისუფლება არაფერ შუაში არაა. ევროპამაც ეს გამკაცრებები მოხსნა და ამ ფონზე, ჩვენ აღარ შეგვეძლო, გაგვეგრძელებინა ამ ფორმით მართვა და პროცესი მივუშვით.

ოპოზიციამაც ივაჟკაცა, ძალიან წაეხმარა ამ პროცესის გართულებას, შეკრებები, რომელიც არ უნდა გაეკეთებინა, გააკეთა. შედეგმაც არ დააყოვნა. ქართველები ასეთი ვართ, როგორიც ვართ, მეც ტიპური ქართველი ვარ. დაუდევრები ვართ, ძალიან გვიან ვგებულობთ ინსტრუქციას და როდესაც გავუშვით, ბუნებრივად მოვიქეცით, ერთი პერიოდი ასი ათას მოსახლეზე ჩვენ ყველას გადავასწარით და ასი ათას სულ მოსახლეზე ჩვენ გავედით პირველ ადგილზე. აქაც მინდა, რომ პირველი ვარიანტი გაჩვენოთ – როდესაც ხელისუფლებით იმართებოდა პროცესი, ვიყავით საუკეთესოები და ახლა ნახეთ, როდესაც ასი ათასზე დაავადებულების რაოდენობით ევროპაშიც პირველ ადგილზე გავედით და რაღაც ეტაპზე მსოფლიოშიც. ყველაზე წარმატებული ევროპის ქვეყნები აიღეთ, რაც საჭიროებს ამ დროს პაციენტების მიხედვას სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სამინისტრო მაქვს მხედველობაში, არც ერთ წარმატებულ სახელმწიფოზე ნაკლებად არ იმართებოდა პროცესები ყველაზე პიკურ ცუდ სიტუაციაში.

პირველად პირდაპირი მნიშვნელობით მომართა ხელისუფლებამ და ლამის პირველები ვიყავით, მეორედ – როდესაც აბსოლუტურად მიშვებული იყო და საზოგადოებამაც ვაჩვენეთ ჩვენი დაუდევრობა, ისევ პაციენტების რაოდენობით ასი ათას სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე, არც ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნებზე ნაკლებად არ ყოფილა მენეჯმენტი და მიხედვა დაავადებული პაციენტების. აი, ეს არის ჯანდაცვისა და მისი მინისტრის ნაწილი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, მთელი მთავრობა ამაში მონაწილეობდა და აქაც კარგად ჩანს „ქართული ოცნების“ ხელწერა.

„როგორ იყო ევროპაში მაღაზიები, ძალიან წარმატებულ და განვითარებულ ქვეყნებს შეგიძლიათ, შეეხოთ რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ელემენტარული პროდუქტის ყიდვა ჭირდა მაღაზიაში. ნახეთ, სოფლის მეურნეობის მინისტრი, მთელი ეკონომიკური ჯგუფი რა თქმა უნდა, ბიზნეს სამყაროსთან ერთად, როგორ კარგად მიდიოდა მენეჯმენტი. აბა ნახეთ, კრედიტები, რომლებიც სამწუხაროდ, დაგვჭირდა. ლამის პირველებმა დავალაგეთ საკრედიტო პორტფელი ის, რაც საჭიროებდა, დახმარებები რაც უნდა მიგვეღო, ყველაზე ადრე დაიწყეს, რაშიც ფინანსთა მინისტრის ძალიან დიდი დამსახურებაა და ეკონომიკურ ჯგუფისა და მთავრობის მეთაურის. ნახეთ, მსოფლიო ბანკის შეფასება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები, წაიკითხეთ, ნახეთ ეკონომიკურმა ჯგუფმა და მთელმა ხელისუფლებამ აქაც გაჭირვების პროცესშიც ძალიან წარმატებით გაართვა თავი მენეჯმენტს.

აბა, გაიხსენეთ, კრიზისული სიტუაცია, ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და უბედური 2008 წლის ომი, ნახეთ, როგორი მენეჯმენტი ჰქონდათ, ვინ სად გარბოდა, ვინ რას აკეთებდა თუ გახსოვთ, როგორ მიატოვეს ცხედრები, ვიდრე პატრიარქი არ ჩავიდა. ეს არის სხვაობა. კრიზისი რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენაა. კრიზისში უნდა აჩვენოს ხელისუფლებამ, რომ მას აქვს კრიზისული მენეჯმენტის საშუალება და გამოცდილება. ვფიქრობ, როგორც არ უნდა გააანალიზო, უბედურება კია, მაგრამ უბედურებაში მაქსიმალური გააკეთა და გააზრებულად მოიქცა ჩვენი მთავრობა. თუ ნახავთ პოსტკრიზისულ პერიოდს და იმას, როგორ გადაანაწილა მოზიდული ფინანსები საზოგადოებასა და ბიზნესზე ქართულმა ხელისუფლებამ, აქაც შექებას იმსახურებენ. ღმერთმა ქნას, ამ ვირუსს მოვერიოთ ამ გაზაფხულზე. ზოგადად, ძალიან დიდი გამოწვევა მიიღო მსოფლიომ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ყველა სიახლე

კამალა ჰარისი

27 იანვარი 2021, 01:58

COVID19

კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა მიიღო. კამალა ჰარისი Moderna-ს ვაქცინით აიცრა.

27 იანვარი 2021, 01:41

ეკონომიკა

როგორ აშენდა ენგურჰესი და რა მნიშვნელობა აქვს მას დღევანდელი საქართველოს ენერგომომარაგებაში - ტელეკომპანია „იმედის“ დოკუმენტური ფილმი

ენგურჰესი საქართველოს ყველა დროის ყველაზე დიდი, მონუმენტური და ტექნიკურად რთული ნაგებობაა, რომლის შექმნასაც 30 წლის ლოდინი დასჭირდა. ჰესის ორმაგი თაღოვანი კაშხალი დღემდე უნიკალური საინჟინრო-არქიტექტურული ქმნილებაა. ენგურის ჰიდროელექტროსადგური 1978 წელს გაიხსნა და მას 2010 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალი ჰქონდა.

27 იანვარი 2021, 01:39

მსოფლიო

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეაჩერა

ტეხასის შტატის ვიქტორიის საგრაფოს სასამართლომ დროებით შეაჩერა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება არალეგალური მიგრანტების დეპორტაციის პროცესის შეწყვეტის თაობაზე.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 01:04

პოლიტიკა

ბუბა ხოტივარი: არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“ - რევოლუცია ყველგან, ყველა ეპოქაში უბედურებით მთავრდება

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, აღარავინ ამბობს: „მეც იქ ვიყავი“. ყველა მალავს. ყველას რცხვენია იმ რევოლუციის. მხოლოდ რამდენიმე ღირსეული ადამიანი ვიცი, რომელმაც აღიარა, რომ შეცდა. არაფერს დაუნგრევია საქართველო ისე, როგორც - „ვარდების რევოლუციამ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

ლევან რატიანი

27 იანვარი 2021, 00:54

COVID19

ლევან რატიანი: ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ, ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ

ვაქცინას უცილებლად გავიკეთებ. ჩემი ოჯახის წევრებიც აუცილებლად გაიკეთებენ. ნებისმიერმა ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს ავტოაუტანლობა, ანუ ალერგიული რეაქციები, - ამის შესახებ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან რატიანმა „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალება უნდა გახდეს.

დენგ პრავატოდუმი

27 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

კანადაში პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილმა ქალმა ლატარეაში $60 მილიონი მოიგო

გასული წლის 1-ელ დეკემბერს წყვილი ბანკში წავიდა, სადაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ პრავატოდუმს გადასახადები უნდა გადაეხადა. მისი ქმარი კი ამ დროს ბილეთებს ამოწმებდა. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.

ჰარი პოტერი

27 იანვარი 2021, 00:52

კულტურა

HBO „ჰარი პოტერზე“ სერიალის გადაღებას გეგმავს⚡

ამ ეტაპზე კომპანია ფრანშიზის მესაკუთრე კინოსტუდიასთან Warner Bros. მოლაპარაკებებს აწარმოებს, სცენარისტებს ეძებს და მათთან სერიალისთვის იდეებს განიხილავს. თუმცა ჯერჯერობით არცერთი ოფიციალურ შეთანხმება ხელმოწერილი არ არის.

ზაზა შათირიშვილი

27 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: რევოლუციების ბედს წყვეტს სტატისტიკა, მაგრამ სტატისტიკას სჭირდება ქარიზმატული ლიდერი სწორი ლოზუნგით

„დადგა პოსტრევოლუციური პერიოდი, როდესაც პროგრესი და სამართლიანობა არა მარტო საქართველოში, სამუდამოდ დასცილდა ერთი მეორეს. ვინც არის პროგრესული, მას არ აქვს სამართლიანობის განცდა და ვინც ლაპარაკობს სამართლიანობაზე, ის არ არის პროგრესული. ეს კარგად ჩანს „ყვითელ ჟილეტებში“, კაპიტოლიუმის შტურმში და საქართველოში. დღეს ყოველგვარი რევოლუციური ჟესტი არის განწირული. დადგა პოსტრევოლუციური ეპოქა. რევოლუცია დამთავრდა“, - განაცხადა შათირიშვილმა.

ბუბა ხოტივარი

27 იანვარი 2021, 00:48

საზოგადოება

ბუბა ხოტივარი: 2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება

2012 წელს ქართველი ერი ბიძინა ივანიშვილის გარშემო შეიკრა, ვინაიდან ხედავდა, რომ ქვეყანა იღუპება. დღესაც იგივე მდგომარეობაა - არასოდეს არ ყოფილა საქართველო ასეთი შეკრული, როგორც დღეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა, ბუბა ხოტივარმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

27 იანვარი 2021, 00:37

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: საჭიროა გონივრული პოზიცია, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს

ჩვენ ვერ მივბრუნდებით იმ მაგიდასთან, საიდანაც არ გავსულვართ და სადაც ვართ, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტია 2 მილიონი ადამიანის არჩევანს წყალში ვერ გადაყრის, დანარჩენისთვის კი მზად არიან. ამასთან, სუბარის განცხადებით, ოპოზიცია ერთის მხრივ მანდატების შეწყვეტას ითხოვს, მეორეს მხრივ კი განგაშს ტეხს, მანდატების შეწყვეტაზე.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:37

COVID19

მაია ცქიტიშვილი: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელებასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას

ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ შევძელით ბოლო 2 თვის ძალიან კარგი შედეგი და დადებითობის მაჩვენებელი 4% ან ნაკლები იქნება, როგორც ეს აჭარაშია, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც მალე შევძლებთ სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში გაგრძელებას. შესაბამისად, შევძლებთ, ავამოქმედოთ მუნიციპალური ტრანსპორტი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:34

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი ბათუმის ინციდენტზე: როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, ეს ანტიჰუმანური, ტოტალიტარული აზროვნებაა

„ნაგვის ურნის თავზე დამხობა ერთი აქტივისტის მხრიდან ჩადენილი აქტი რომ ყოფილიყო, იქნებოდა მიუღებელი, შეურაცხმყოფელი ცალკეული ფაქტი და მორჩა. მაგრამ როდესაც ამას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აზიარებს, ახალისებს, მერე მისი მთავარი რუპორი გამოდის ეთერში და ამას ვითომ შემოვლით, მაგრამ რეალურად პირდაპირ ამბობს რომ ეს მასე „ეკუთვნოდა“, ეს საერთოდ ანტიჰუმანისტური, ტოტალიტარული აზროვნებაა. თვალი თვალის პრინციპით თუ წავედით, ახალი აღქმა უარყავით და ძველში დავრჩით, მაშინ ამ პრინციპით ცოცხალი ვერც ერთი ვერ დარჩება. ძალიან ცოტა გადარჩება იქიდან „თვალი თვალზე პრინციპი თუ დავამკვიდრეთ. ისეთები აქვთ ჩადენილი, რომ არ მოლანდებია იმ საწყალ კაცს, რომელიც შედიოდა საბჭოში“, - განაცხადა დავითულიანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

27 იანვარი 2021, 00:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ცოცხებიდან ნაგვის ურნამდე რა შედეგებიც მოუტანა ქვეყანას ამ პარტიამ, აქედან მაინც გავაკეთოთ დასკვნები

ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიყენება ყველანაირი იარაღი, რათა ქვეყანა ქაოსურ და არაკონტროლირებად ვითარებაში გადაიყვანონ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ახლა კანონთანაც და პოლიტიკურადაც მართლები ვართ, რადგან მათ ბოლომდე მივეცით საშუალება, გადაწყვეტილება მოეფიქრებინათ

რეგლამენტის თანახმად, 2 თებერვალი ბოლო ვადაა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის საკითხი უნდა განვიხილოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. მან განმარტა, თუ რატომ არის 2 თებერვალი ის ბოლო ვადა, როდესაც პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გაუუქმებს თუ არა მანდატებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი და ნიკა ჩიტაძე

27 იანვარი 2021, 00:22

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა ჩიტაძეს: „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური რომ ყოფილიყო, 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მთავარ სტრატეგიული პარტნიორების რჩევას ყურს დაუგდებდა

პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, მმართველი ძალის პროდასავლურობაზე მეტყველებდა ის, რომ 2004 წელს, ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის გაფორმება, 2006 წელს ნატო-საქართველოს კომისიის შექმნის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერა , 2009 წელს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრობა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:18

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან ბრძოლაში

„მე არ დავდგებოდი სოციალური აფეთქების ან რევოლუციური სცენარის მხარეს. ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ყოველდღიური ძებნა, პანდემიასთან გამკლავება - ყველაფერი ეს მოგვცემს საშუალებას სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩვენ ვცდილობთ ბიზნესსა და მოქალაქეებს ავუხსნათ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი ერთობლივი ქმედებებით ვქმნით რეალურად ეპიდემიოლოგიური ვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თითოეულ ჩვენგანზე არის დამოკიდებული ინფიცირების გავრცელების ტემპი. შესაბამისად, თუ ჩვენ ყველანი ერთად ვისწავლით პანდემიასთან ცხოვრებას წესების შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მაია ცქიტიშვილი

27 იანვარი 2021, 00:16

ეკონომიკა

მაია ცქიტიშვილი: მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს პანდემიის შედეგად მიადგა

მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა პანდემიის შედეგად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 00:05

COVID19

მამუკა მდინარაძე: დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ

დღეს აპროტესტებენ შეზღუდვებს, ოღონდ იმ შეზღუდვებს, რომლის საჭიროებასა და აუცილებლობაზე ერთი-ორი თვის წინ საუბრობდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა. იგი შეზუდვების მოხსნის მოთხოვნით გამართულ აქციებს გამოეხმაურა.

ბექა დავითულიანი

27 იანვარი 2021, 00:04

პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: ნორმალური პოლიტიკური გარემოებები და წესრიგი რომ გვქონდეს, რის შანსსაც მრავალპარტიული პარლამენტი იძლევა, ერთად შევძლებდით განვითარებისკენ ნაბიჯის გადადგმას

„დღეს რასაც ვხედავთ, ხელისუფლების ვნებით დაბრმავების გარდა არაფერი დარჩა. ემოციური ინტელექტი რომ გამოცლილი აქვს ამ პროცესს გამოჩნდა ამ კვლევებით (NDI) და ამას რომ ვერ გაითვალისწინებენ, ამით რაციონალური ინტელექტიც დაკარგული აქვთ. მართალი გითხრათ, არ მინდა ეს ასე იყოს, იმიტომ რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლების ნაწილია“, - ამბობს დავითულიანი.

ნიკოლოზ მეტრეველი

27 იანვარი 2021, 00:03

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: აკაკი ბობოხიძეს წამოსცდა, ქვეყნის შიგნით ნაკლები მხარდაჭერა გვაქვსო, აბა სად აქვთ ეს მხარდაჭერა - სომალიში თუ ზიმბაბვეში?

დამისახელეთ თუნდაც 20 ახალი სახე, რომელიც ამ არჩევნებზე ოპოზიციამ წამოწია. ისევ ის ხალხია, რომელიც ქართველ ხალხზე ძალადობით ვერ გაძღა - პრეისტორიული გიორგი ბარამიძე, კორუმპირებული ბურჯანაძეების კლანი და ა.შ. ეს არის მათი სახე და ამის შედეგია, ის რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუტანა მათ ღირსეული განაჩენი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.