Imedi /  13 იანვარი 2021, 15:40 / სანდო წყარო

The Guardian: ინგლისის საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის საწოლების გამოსათავისუფლებლად ათასობით პაციენტს დროზე ადრე გაწერენ

სტაციონარებში განთავსებულ ათასობით პაციენტს გაწერა დროზე ადრე წერენ, რათა ისინი სასტუმროებში ან საკუთარ სახლებში გადაიყვანონ და სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი კოვიდინფიცირებულებისთვის საწოლები გამოთავისუფლდეს, - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინგლისში მოქმედი საავადმყოფოების დირექტორები პაციენტების დროზე ადრე გაწერას აპირებენ იმ მასშტაბით, რომელიც ისტორიას არ ახსოვს.

„ეს იმით არის განპირობებული, რომ საჭირო რესურსი გამოთავისუფლდეს ამ საგანგებო ვითარებაში და ეროვნული ჯანდაცვის სისტემა სრულად არ ჩამოიშალოს, - აცხადებს ჩვენი წყარო, რომელიც სისტემის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. რედაქციის მიერ მოპოვებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემას მოხუცებულთა სახლებისთვისაც მიუმართავს და უთხოვია, სტაციონარებიდან სახელდახელოდ გაწერილი კოვიდ ინფიცირებულები ტესტის უარყოფითი პასუხის მოთხოვნის გარეშე მიიღონ. ერთადერთი დათქმა იმაში მდგომარეობს, რომ მათთან გაგზავნილი პაციენტები იზოლაციაში 14 დღის განმავლობაში იქნებიან და სიმპტომები არ ექნებათ. ინიციატივას „სახლში ან სასტუმროში“ დაერქვა და ამჟამად სტაციონარებში მყოფ პაციენტებს დროზე ადრე წერენ. მათ სასტუმროებში დახმარებას მოხალისეთა ორგანიზაციები გაუწევენ, მაგ, წმ. იოანეს სახელობის სასწრაფო-სამედიცინო სამსახური ან ბრიტანული წითელი ჯვრის ორგანიზაცია, შეიარაღებული ძალების საველე სამედიცინო პერსონალი და ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც ეროვნული ჯანდაცვის სისტემიდან ამჟამად გამოთავისუფლებულია“,- წერს The Guardian-ი.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონის სასტუმროების გაერთიანებამ დაიწყო კოვიდდადებითი უსახლკარო პაციენტების მიღება. მათთან პაციენტები სამეფო კოლეჯის საავადმყოფოდან გადაჰყავთ, რომელიც სამხრეთ ლონდონში მდებარეობს. მათ ათავსებენ Best Western-ის ბრენდულ სასტუმროში. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეროვნული ჯანდაცვის სისტემის 20 სხვა ორგანიზაციასთან და ამ სქემით სავარაუდოდ, 5000 საწოლის მობილიზება მოხდება.

„მთავრობა ოჯახებისგან ელის მნიშვნელოვანი როლისა და ფუნქციის შესრულებას, რადგან მონიტორინგი და ახლობლებზე ზრუნვა საჭირო იქნება დღეებისა და კვირების განმავლობაში, რაც სხვა დროსა და ვითარებაში სტაციონარებში მოხდებოდა. სახლში ყოფნისას ჯანდაცვის პროფესიონალების დახმარება უზრუნველყოფილი იქნება შესაძლებლობის მიხედვით. „სახლში ან სასტუმროში“ გეგმა ამოქმედდა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოებმა გადატვირთვის საფრთხე დაინახეს, მით უმეტეს, მდგომარეობა ჯერ პიკური არ არის. 35 000-ზე მეტი კოვიდპაციენტი იმყოფება სტაციონარში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაჩვენებელი მზარდია. მხოლოდ გასულ კვირას 6213 პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ლიდერები შიშობენ, რომ ვირუსის ახალი შტამი, რომელმაც დრამატულად გაზარდა ინფიცირების ტემპი და მასშტაბი ლონდონსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში, ბევრ საავადმყოფოს ამყოფებს შესაძლებლობათა ზღვარზე. მოსალოდნელია, რომ იგივე მოვლენები განვითარდეს სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში“, - წერს გამოცემა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის განაცდური საათების რეკორდული მაჩვენებელი და მთავრობის მიერ ინიცირებული მასობრივი ვაქცინაციის პროცესში მედიკოსების მიერ შესრულებული როლი სისტემის ხელმძღვანელობას აფიქრებინებს, რომ სახლებსა და სასტუმროებში გაწერილ პაციენტებს დიდი ზრუნვის იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ძალიან ცოტა მედიკოსი შეძლებს ამ ფუნქციის შესრულებას.

„თუმცა, ხელისუფლება აცხადებს, რომ პაციენტს არ გაწერენ, თუ ის რისკის ქვეშ იმყოფება. ამდენად, მათ მხოლოდ მსუბუქი ყურადღება დასჭირდებათ სახლში ან სასტუმროში. ეს სქემა იმ პაციენტებისთვის არის მოაზრებული, რომლებსაც სტაციონარში ყოფნა არ ესაჭიროებათ, მაგრამ პრინციპულია, რომ დაცულ გარემოში დარჩნენ - აცხადებს სისტემის ოფიციალური წარმომადგენელი. ინგლისის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, ისევე როგორც საავადმყოფოების დირექტორები განუზომელი წნეხის ქვეშ იმყოფებიან და ნიუანსებში იხილავენ „სახლში ან სასტუმროში“ გეგმის ყველა დეტალს. ჯანდაცვის სისტემიდან ჩვენი წყარო ასევე იუწყება, რომ ეს ინიციატივა ათასობით პაციენტს შეეხება და მასობრივი ხასიათი ექნება. ეს გეგმა მოიფიქრეს ამ საგანგებო ვითარებაში საჭირო რესურსის გამოსათავისუფლებლად და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურა ყველა სხვა რესურსი, მაგ. რეანიმაციული ადგილების გაორმაგება ან გასამმაგება ცნობილი მისიონერი ფლორანს ნაითინგეილის სახელობის საველე ჰოსპიტლების გამოყენებით“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონის სასტუმროების გაერთიანება აცხადებს, რომ მისი ობიექტები მინიმუმ 5000 საწოლს შესთავაზებს სტაციონარიდან დროზე ადრე გაწერილ პაციენტებს.

„აქედან 1500 საწოლი ლონდონშია კონცენტრირებული. გაერთიანების გენერალური დირექტორი მეიერ ნეუები აცხადებს, რომ შეეცდება მათი მართვის ქვეშ მყოფი ყველა ქსელის სასტუმროებში გამოათავისუფლოს საწოლები, რათა ამ კრიტიკულ დროს პოსტ-ჰოსპიტალური ჯაჭვი შეიკრას. ლონდონის სასტუმროების გაერთიანების პრესსპიკერის ინფორმაციით,
სტაციონარებიდან გაწერილი პაციენტები ამ ეტაპზე უკვე გამოჯანმრთელებული ან გამოჯანმრთელების პროცესში არიან. სამედიცინო თვალსაზრისით, მათი გაწერა დასაშვებია და მათ რაიმე სპეციალური სამედიცინო ზედამხედველობა ან სპეციალისტის ყურადღება არ ესაჭიროებათ, თუმცა მათი სახლებში დაბრუნება ჯერ ადრეა. ამ სქემით სტაციონარებში არსებული საწოლების და სამკურნალო პროფილის საკადრო რესურსის გამოთავისუფლება მოხდება, თან სასტუმროებისთვის რთული არ უნდა იყოს მათი დაბინავება. თუმცა, ამ გეგმამ წინააღმდეგობები წამოქმნა, რადგან პაციენტების ჯგუფები მის სამომავლო ეფექტსა და გავლენას უფრთხიან. პაციენტების ასოციაციის თავმჯდომარე ლუსი ვატსონი აცხადებს, რომ სიტუაცია საშიშია, რადგან ეროვნული ჯანდაცვის სისტემას არ გააჩნია კარგი არჩევანის შემოთავაზების შესაძლებლობა. საავადმყოფოებიდან პაციენტების დროზე ადრე გაწერა სავარაუდოდ ერთერთია იმ მწირი შესაძლებლობებიდან, რომელიც ამ მასშტაბის დილემისას შეუძლია შემოგვთავაზოს. პაციენტების დროზე ადრე გაწერამ შეიძლება პრობლემები წარმოქმნას, რაც ზიანის მომტანი იქნება პაციენტებისთვის და მათი საავადმყოფოებში შემოტრიალება საჭირო გახადოს. მოხალისეების მიერ სასტუმროებში ინფიცირებულებზე ზრუნვა არ არის სტაციონარული მკურნალობის ადეკვატური ალტერნატივა. თუმცა, როდესაც საავადმყოფოები გადავსებულია კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებით და მასიურად წარმოებს ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად, აშკარაა, რომ სისტემის წარმომადგენლებს სასოწარკვეთილი არჩევანის გაკეთება უწევთ“, - წერს გამოცემა.

The Guardian-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის საქველმოქმედო ორგანიზაციების ქოლგისებური ჯგუფის გენერალური დირექტორი და პროფესიით ექიმი შარლოტ ოგსტი აცხადებს, რომ კითხვები არსებობს იმის თაობაზე, თუ საიდან მოხდება ამ გაწერილი პაციენტების დამხმარე და მკურნალი კადრების უზრუნველყოფა და როგორ მოხდება ხარვეზების აღმოფხვრა, როდესაც ცხელი ხაზი 111 ან 999 დიდი შეფერხებებით მუშაობს.

„ჩვენი აზრით, ეს შემოთავაზება იმას ცხადყოფს, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ლიდერებს უწევთ შეუძლებელი გადაწყვეტილებების მიღება იმ უდიდესი წნეხის პირობებში, რომელიც სისტემაში არსებობს ამ ახალი ლოქდაუნის დროს. ახლა უკვე ძალიან გვიანია ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დაცვა და საყოველთაო ჯანდაცვის მიზნით მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ჯერემი ჰანტი, რომელიც ახლა თემთა პალატის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა, სამშაბათს აცხადებდა, რომ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა „სამმაგი დილემის“ წინაშე იმყოფება და სახიფათო მდგომარეობა იქმნება წლევანდელ ზამთარს, რადგან თებერვლამდე გაიწელება და აზვირთდება დატვირთვა. ეროვნული ჯანდაცვის სისტემის პროვაიდერების გენერალური დირექტორი კრის ჰოპსონი აცხადებს, რომ სატრასტო ორგანიზაციები გააფართოებენ შესაძლებლობებს, თუმცა „სათემო ორგანიზაციებთან და სოციალური ზრუნვის სფეროში მოქმედ პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობა იქნება საჭირო გაწერილი პაციენტების საჭიროებათა მაქსიმალური დაკმაყოფილებისთვის“. პარალელურად, ეროვნული ჯანდაცვის სისტემა მოხუცებულთა სახლებს სთხოვს კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მიღების დაწყებას უშუალოდ საავადმყოფოებიდან, თან ტესტის პასუხის მოთხოვნის გარეშე. პოლიტიკა შემდეგში მდგომარეობს: კოვიდინფიცირებული პაციენტების გაწერა მოხდეს საგანგებოდ მონიშნულ მოხუცებულთა სახლებში, სადაც ინფიცირების შესაძლებლობა შეზღუდულია და ამგვარად აღიკვეთოს გასული წლის გაზაფხულზე მოხუცებულთა სახლებში განვითარებული მოვლენები, რაც ნაწილობრივ სწორედ სტაციონარებიდან პაციენტების გაწერით იყო გამოწვეული. თავიდან გეგმა გულისხმობდა 500 ამგვარი ობიექტის მოძიებას, თუმცა ამჟამად მხოლოდ 2533 საწოლია ხელმისაწვდომი. ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დოკუმენტი, რომელიც ზოგიერთ ამგვარ დაწესებულებას დაეგზავნა, იუწყება, რომ „ჩვენი ამჟამინდელი მოწოდებაა ჯგუფის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ობიექტმა უშუალოდ სტაციონარებიდან მიიღოს დროზე ადრე გაწერილი პაციენტები... რადგან ამჯერად დანამდვილებით ვიცით, რომ ისინი ინფიცირების რისკის მატარებლები არ არიან და თქვენი მოხუცებულთა სახლების ამჟამინდელი ბინადრებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ“, - წერს The Guardian-ი.

გამოცემის ცნობით, თუ კლინიცისტები პაციენტს ახალ სიმპტომებს არ დაუდგენენ და იზოლაციის პერიოდი ამეწურებათ, სტაციონარებიდან მათი დროზე ადრე გაწერა შესაძლებელი იქნება პირდაპირ მოხუცებულთა სახლებში და ამისთვის ბოლო 48 საათში ტესტის ჩატარება ან უარყოფითი პასუხი არ იქნება საჭირო.

The Guardian-ი აღნიშნავს, რომ ამ თემაზე კომენტარებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური ზრუნვის სამინისტროსაც მიმართა, თუმცა ამაოდ.

https://www.theguardian.com/society/2021/jan/12/hospital-patients-to-be-sent-to-hotels-to-free-up-beds-for-critical-covid-patients?CMP=fb_gu&utm_medium=Social&utm_source=Facebook#Echobox=1610493203

ყველა სიახლე

18 იანვარი 2021, 11:24

საზოგადოება

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი ნაკადულის კალმახის პირველი ქვირითი უკვე თვალების სტადიაზეა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახორციელებს პროექტს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, მდინარის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. თვალის სტადია არის კალმახის ემბრიონალური განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, რომელიც თვალის პიგმანტაციასა და გულის პულსაციის დაწყებას გულისხმობს.

18 იანვარი 2021, 11:17

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-18 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „ინტერმა“ „იუვენტუსი“ 2:0 დაამარცხა. „დიდ იტალიურ დერბიში“ ანგარიში მე-12 წუთზე არტურო ვიდალმა თავური დარტყმით გახსნა და ნერიაძურის შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა. 52-ე წუთზე კი, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა ნიკოლო ბარელამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ისე რომ საკუთარ კარში ბურთი არ მიეღოს, „ინტერმა“ „იუვე“ 2010 წლის აპრილის შემდეგ პირველად დაამარცხა. ნერიაძური 40 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ მხოლოდ ბურთების უარესი შეფარდებით ჩამორჩება, თუმცა როსონერის თამაშით ნაკლები აქვს გამართული. „იუვენტუსი“ კი 33 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ბათუმი ნაღლისღება

18 იანვარი 2021, 11:12

რეგიონი

პანდემიის გამო ნათლისღების ღამეს აჭარაში ზღვაში განბანვის რიტუალი არ ჩატარდება

ზღვაში შესვლის რიტუალი ბათუმში წლებია იმართება. სასულიერო პირები და მრევლი სანაპიროზე გადიოდნენ, წყლის კურთხევის შემდეგ კი წყალში შესვლის რიტუალი სრულდებოდა.

18 იანვარი 2021, 11:08

COVID19

იტალიაში კოვიდინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი შემცირდა

ბოლო ორი დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და ვირუსით გარდაცვალების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ინფიცირების 12 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემს 3 765-ით ჩამოუვარდება. ამასთან, დღე-ღამეში ვირუსით გარდაცვალების 377 შემთხვევა აღწერეს. გაცილებით მეტი ადამიანი, 475 ინფიცირებული ემსხვერპლა ვირუსს 16 იანვარს.

18 იანვარი 2021, 11:00

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 107 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:55

COVID19

საქართველოში კორონავირუსის მხოლოდ 110 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 643 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

18 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 25 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 9155 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 234 636-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 958 მოქალაქე.

მარჯორი ტეილორ გრინი

18 იანვარი 2021, 10:53

მსოფლიო

Twitter-მა რესპუბლიკელი კონგრესმენის მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა

კომპანიაში აცხადებენ, რომ ანგარიში დროებით დაიბლოკა, ამის მიზეზი კი ტეილორ გრინის მიერ Twitter-ის საჯარო პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევა გახდა. კერძოდ, ჯორჯიის შტატის ახლად არჩეული კონგრესმენი შტატის მთავრობას აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.

18 იანვარი 2021, 10:47

COVID19

კორონავირუსის ახალი შტამი შვეიცარიაშიც გამოვლინდა

შვეიცარიაში, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა. გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.

18 იანვარი 2021, 10:44

რეგიონი

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

ხაშურში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფელ ცხრამუხაში, დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქრო და 28 ერთეული დაუფირნიშებელი ნაძვის სახეობის უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი გამოავლინეს.

18 იანვარი 2021, 10:43

პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: ამომრჩეველთა სიების სიზუსტის მიმართ ნდობა მაღალია

დოკუმენტში, ისევე, როგორც ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის 2020 წლის პირველი ნოემბრის ანგარიშში, დადებითად არის შეფასებული იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ამომრჩეველთა სიის დახვეწის მიზნით განხორციელებული საქმიანობა.

18 იანვარი 2021, 10:41

თემა

მართალია თუ არა, რომ WhatsApp-ს კონფიდენციალობის პრობლემა აქვს? რა უნდა ვიცოდეთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა მესენჯერმა- WhatsApp -მა მომსახურების პირობები და კონფიდენციალობის პოლიტიკა განაახლა. მომხმარებლები მესენჯერის ჩამოტვირთვისას უკვე იღებენ შეტყობინებას, რომელიც მათ ახალ შეთავაზებაზე დათანხმებას ურჩევს. ამ დროისთვის აღნიშნული გადაწყვეტილება ნებაყოფლობითია, თუმცა 8 თებერვლისთვის სავალდებულო გახდება. განახლებული პოლიტიკა სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი მესენჯერის გამოყენებას ვეღარ შეძლებს.

18 იანვარი 2021, 10:38

თემა

ჯულიან ასანჟს აშშ-ს (ჯერ) არ გადასცემენ. ბრიტანეთის სასამართლოს აზრით, ამერიკელები მას თვითმკვლელობისგან ვერ დაიცავენ

ბრიტანეთის სასამართლომ აშშ-ის ხელისუფლებას WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციაზე უარი განუცხადა. ამ უკანასკნელს ამერიკის ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო გამოქვეყნებაში ადანაშაულებს. ყველა ბრალდების გათვალისწინებით, ასანჟს 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. თუმცა მოსამართლე ვანესა ბარაიტზერმა ჩათვალა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელს შეუძლია ამერიკის ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. ამავდროულად, გამომძიებლის მომხრეები თვლიან, რომ ასანჟის დევნა თავიდანვე პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

კორონავირუსი

18 იანვარი 2021, 10:30

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 95 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 95 042 229 შემთხვევა გამოვლინდა, 2 030 805 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 52 318 440 - გამოჯანმრთელდა.

ჯეი ი. ლი

18 იანვარი 2021, 10:29

მსოფლიო

Samsung-ის ხელმძღვანელს სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ტექონოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის ხელმძღვანელს ჯეი ი. ლის კორეის სასამართლომ 2.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მან 43 მილიარდი ვონი ($38 მილიონი დოლარი) გადასცა არაკომერციულ ფონდს, რომელიც კორეის პრეზიდენტთან პაკ კინ ჰესთან არის დაკავშირებული.

18 იანვარი 2021, 10:05

COVID19

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

18 იანვარი 2021, 09:59

სპორტი

საკლუბო კარიერის განმავლობაში პირველად, ლიონელ მესი მოედნიდან გააძევეს

საკლუბო კარიერაში პირველად, „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ წითელი ბარათი მიიღო. ესპანეთის სუპერთასის ფინალში ის მოედნიდან უხეშობისთვის გააძევეს. ფინალური შეხვედრა კატალონიელებმა „ატლეტიკოსთან“ 2:3 დათმეს.

18 იანვარი 2021, 09:51

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

18 იანვარი 2021, 09:25

სამართალი

პოლიციამ ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ნარკორეალიზატორთა ორგანიზებულ ჯგუფს და ერთ-ერთი სოციალური აპლიკაციის მეშვეობით, ე.წ. დადების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

დავით ზალკალიანი

18 იანვარი 2021, 09:05

პოლიტიკა

ესპანეთში საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დღეს იწყება

დავით ზალკალიანი ესპანეთში სამუშაო ვიზიტს და ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სესიაში, სადაც ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატურას შეარჩევენ.