Imedi /  13 იანვარი 2021, 18:25 / სანდო წყარო

გიორგი ამილახვარი: პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყანის წარმატებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ

გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

დაწესებულებებში კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წარმატებულია, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ კოვიდის დადასტურებიდან ყველა საჭირო კომპლექსური ღონისძიება გატარდა, ინფიცირებული პატიმრების იზოლაცია და მათი მკურნალობა პროტოკოლის წესის დაცვით მიმდინარეობს.

„ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია, თითქოსდა სისტემაში არის პრობლემა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ემსახურება მხოლოდ დაძაბულობის შექმნის მცდელობას.

ჩვენ გვინდა დავამშვიდოთ საზოგადოება, პატიმრის ოჯახის წევრები, რომ პროცესი არის აბსოლუტურად კონტროლქვეშ, სისტემატურად ტარდება PCR ტესტები, შესაბამისად, არანაირი შფოთვისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 12:01

საზოგადოება

New Europe: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების 90% გამოყო ქველმოქმედებისთვის, რითაც უარი თქვა მილიარდერის სტატუსზე და მასთან დაკავშირებულ ავტორიტეტზე

New Europe: ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების 90% გამოყო ქველმოქმედებისთვის, რითაც უარი თქვა მილიარდერის სტატუსზე და მასთან დაკავშირებულ ავტორიტეტზე

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 11:54

პოლიტიკა

New Europe: საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო

მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის ოპონენტების „ტრამპის სტილის“ პრეტენზიებისა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

ბიძინა ივანიშვილი

23 იანვარი 2021, 11:53

პოლიტიკა

New Europe: საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა

საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.

23 იანვარი 2021, 11:51

მსოფლიო

2020 წელს, აშშ-ში სახლების გაყიდვების მაჩვენებელმა ბოლო 14 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია

2020 წლის განმავლობაში, წინა წელთან შედარებით, აშშ-ში სახლების გაყიდვების მაჩვენებელი 0.7 პროცენტით გაიზარდა და წლიურმა მოცულობამ 6.48 მილიონი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებელი, 2006 წლის შემდეგ, ყველაზე მაღალია.

23 იანვარი 2021, 11:36

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 4,928 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,928 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,187,897 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,778 პაციენტი ემსხვერპლა, 942,107 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

23 იანვარი 2021, 11:29

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 198 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 198 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 165,909 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,034 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 154,535.

23 იანვარი 2021, 11:25

მსოფლიო

რუსეთში ნავალნის მომხრეებს აკავებენ

რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებს აკავებენ. ხელისუფლებამ ოპოზიციას მიტინგების ჩატარების უფლება არ მისცა. პოლიციამ ხაბაროვსკსა და ვლადივასტოკში არასანქცირებული აქციების მონაწილეები უკვე დააპატიმრა. ნავალნის მხარდამჭერებს აქციის ჩატარების საშუალებას არ აძლევენ მოსკოვშიც, რასაც დედაქალაქის მერი სერგეი სობიანინი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით ხსნის.

23 იანვარი 2021, 11:12

მსოფლიო

ამერიკის პირველი ლედი ჯარისკაცებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა

ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა. „ვერ გეტყვით, რომ ყველა ჩემი გამომცხვარია, მაგრამ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის,“-განაცხადა პირველმა ლედიმ. ინაუგურაციის დღეს ვაშინგტონის უსაფრთხოებას 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე იცავდა.

23 იანვარი 2021, 11:07

მსოფლიო

ინგლისში, სატვირთო ავტომობილში ნაპოვნი 40-მდე ცხედრის საქმეზე ოთხი პირი გაასამართლეს

ბრიტანეთში დააკავეს ოთხი ადამიანი, რომლთაც 39 ვიეტნამელი მიგრანტის მკვლელობა ედებათ ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, მომხდარში მთავარ როლს ორი პირი, 41 წლის რონან ჰიუზი და 43 წლის გიორგე ნიქა ასრულებდნენ, მათ 20-დან 27 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

23 იანვარი 2021, 10:58

სპორტი

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა

იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ ტეო ერნანდესი დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sempre Milan-ი ავრცელებს. „მილანის“ მარცხენა მცველმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში გაიმარჯვა და ეს პრიზი კარიერაში პირველად მიიღო.

23 იანვარი 2021, 10:48

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 694 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 694 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 47, იმერეთში - 183. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

23 იანვარი 2021, 10:46

სამართალი

შსს-მ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 111 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

23 იანვარი 2021, 10:45

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 448 თბილისში, 170 იმერეთში, 31 კი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ზალკალიანი

23 იანვარი 2021, 10:44

პოლიტიკა

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, დავით ზალკალიანს თანამდებობებზე დანიშვნას ულოცავს

წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს. „მინდა პატივისცემა დავადასტური თქვენი იმ დაუღალავი შრომის მიმართ, რომელსაც თქვენ გასწევთ როგორც თქვენი ერისთვის, ასევე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან პოზიტიური ურთიერთობებისა და პარტნიორობის გაძლიერების მიმართულებით“, - აღნიშნულია დიპლომატის მისალოც წერილში, სადაც ის მოლოდინს გამოთქვამს, რომ წმინდა საყდრის დიპლომატიური წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოს საგარეო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობას.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:38

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კორონავირუსი

23 იანვარი 2021, 10:37

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 252 972 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 240 629-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 038 მოქალაქე.

23 იანვარი 2021, 10:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 98 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 98 174 074 შემთხვევა გამოვლინდა, 2 107 281 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 54 115 919 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 24 818 779 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 414 004 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

23 იანვარი 2021, 10:13

რეგიონი

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა

სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვემო ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ახალი ფერმა ამოქმედდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეურარხში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, ანარ სადიკოვმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა ააშენა.

23 იანვარი 2021, 10:07

სამართალი

პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამშვიდობო მისია

23 იანვარი 2021, 10:06

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.