http://imedi.ge/ /  14 იანვარი 2021, 12:16 / სანდო წყარო

აშშ-ში ჩასულებმა COVID-19-ის ტესტის უარყოფითი შედეგი, ან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი უნდა წარადგინონ

ამერიკის საელჩო

„თუ უცხო ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში მიემგზავრებით უნდა წარადგინოთ COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგის ან COVID-19-სგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელი საბუთი“, - ამ ინფორმაციას ამერიკის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. საჭირო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2021, 11:31

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი - 1983 წელს დაბადებული ზ.ო. ქარელის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინსტრო ავრცელებს.

პაატა იმნაძე

19 იანვარი 2021, 11:30

COVID19

პაატა იმნაძე: საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის მოთხოვნები შეასრულა და ყველანაირი ვაქცინის მისაღებად მზად ვართ

„კოვაქს“ პლატფორმასთან მოლაპარაკების პარალელურად ასევე გრძელდება ორმხრივი მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან. რა რაოდენობის ჩამოვა, ჯერ არ ვიცით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა შესაძლებლობები ექნება „კოვაქს“ პლატფორმას“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

19 იანვარი 2021, 11:29

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში 1000-მდე პაციენტი გარდაიცვალა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათი გერმანიაში კორონავირუსით 989 ადამიანი გარდაიცვალა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში ინფიცირების 11 369 შემთხვევა გამოვლინდა. სულ გერმანიაში კოვიდ-19 2 052 028 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც დაახლობით 1 700 000 გამოჯანმრთელდა.

19 იანვარი 2021, 11:18

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1993 წელს დაბადებული ფ.მ. და 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალისტებს, ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგისთვის, თოვლმავალი გადაეცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები კობი-გუდაურის სამხედრო გზაზე ზვავსაშიში ფერდობების მონიტორინგს თანამედროვე, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით - თოვლმავალით (ბურანი) განახორციელებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

19 იანვარი 2021, 11:05

რეგიონი

ქვეშეთი-კობის გზა და 9 კმ-იანი გვირაბი წელიწადის ნებისმიერ დროს უწყვეტ გადაადგილებას უზრუნველყოფს

ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარი უკვე საქართველოშია.

19 იანვარი 2021, 10:56

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 494 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 550 ადამიანს დაუდასტურდა, 494 კი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 398 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 166 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 232 PCR ტესტით. საქართველოში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 235130, გარდაიცვალა 2 973 პაციენტი.

19 იანვარი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 550 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 647 შემთხვევა, აჭარა - 58, იმერეთი - 249, ქვემო ქართლი - 93, შიდა ქართლი - 95, გურია - 53, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 145, კახეთი - 106, მცხეთა-მთიანეთი - 41, სამცხე-ჯავახეთი - 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

19 იანვარი 2021, 10:54

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში კიდევ 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 15 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 249 465 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 235 130-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 973 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

19 იანვარი 2021, 10:51

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა

საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვამდე ორი დღით ადრე დონალდ ტრამპმა პანდემიის გამო ევროპიდან აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.

19 იანვარი 2021, 10:48

რეგიონი

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ახალქალაქი-კარწახის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჯარიმა

19 იანვარი 2021, 10:45

სამართალი

კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის კიდევ 822 ფაქტი გამოვლინდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოვლინდა.

19 იანვარი 2021, 10:37

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაილი ჯუნ უილიამსი

19 იანვარი 2021, 10:30

მსოფლიო

დაკავებულია ქალი, რომელმაც ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა

ქალი, რომელმაც, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვერსიით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის კაბინეტიდან ლეპტოპი მოიპარა, დაკავებულია. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი წერს.

გიორგი გახარია

19 იანვარი 2021, 10:22

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან შეხვედრა გამართა

შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი იყო.

19 იანვარი 2021, 10:22

რეგიონი

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1კმ-40კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის 1კმ-40კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

19 იანვარი 2021, 09:41

კულტურა

ორბელიანების სასახლის ეზოში ქუჩის მუსიკოსების კონცერტი გაიმართება

საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ირინე შენგელიას განცხადებით, ახალგაზრდა ხელოვანების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პრეზიდენტის სტრატეგიის ნაწილია, მით უფრო, პანდემიის პერიოდში, როცა მათ მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევათ.

19 იანვარი 2021, 09:25

სამართალი

პოლიციამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, მასთან სტუმრად მყოფ ნაცნობს - 1994 წელს დაბადებულ გ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით ზალკალიანი

19 იანვარი 2021, 09:06

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის მხარდასაჭერად გამართული ღონისძიების ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

19 იანვარი 2021, 08:46

საზოგადოება

დღეს საქართველოს უმეტეს რეგიონში თოვლია მოსალოდნელი

ასევე თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, სადაც -3 გრადუსი და მცირე ნალექია იქნება. ღამის განმავლობაში -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, -4 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -16 გრადუსი იქნება.