imedi /  15 იანვარი 2021, 03:06 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსის 68 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 68 656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 151 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში კორონავირუსის 8 326 115 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 207 160 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2022, 18:17

ეკონომიკა

ევროკავშირი და CSRDG სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას მასპინძლობენ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავის გადასარჩენად ჩამოსვლას ცდილობენ ნიშნავს, რომ პუტინის ანტიქართული პოლიტიკა კრახით დასრულდა

მესაზღვრე არის ის ადამიანი, ოფიციალური პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ შემოუშვას და ვინ არ შემოუშვას საქართველოში. თუ დაინახავს რომ ეს არის მომატებული საფრთხე, რა თქმა უნდა სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 სექტემბერი 2022, 18:11

ეკონომიკა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

29 სექტემბერი 2022, 18:10

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ რაც, მიმდინარე კვირას ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა

​ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მისი მხრიდან და იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად ნორმალური და დიპლომატიური კონიუნქტურის ფარგლებში იყო - ოპოზიციისგან არაადეკვატური და გადაჭარბებული მოთხოვნების დაყენება არ გვიკვირს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს, თუმცა, მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ არაადეკვატურობით გამოირჩევა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 17:49

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტია ადრე თუ გვიან რომ დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო

„ნაცმოძრაობაში“ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი და ბელადზე ჩამოკიდებული პარტია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო, და დღეს საზოგადოება ამ პროცესს ადევნებს თვალყურს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძე

29 სექტემბერი 2022, 17:48

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

29 სექტემბერი 2022, 17:38

სამართალი

შსს-მ საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ბათუმიდან დაიწყო

შსს-ს ცნობით, კამპანიას „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

რატი იონათამიშვილი

29 სექტემბერი 2022, 17:37

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კეზერაშვილი ფაქტობრივად აღიარებს, რომ არის ოლიგარქი და პოლიტიკური რეკეტით, ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნ ფულს ახმარს რადიკალიზაციასა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში

კეზერაშვილი ფაქტობრივად აღიარებს, რომ არის ოლიგარქი და პოლიტიკური რეკეტით, ქართული ჯარის ძარცვით ნაშოვნ ფულს ახმარს რადიკალიზაციასა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანრი ოხანაშვილი

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან

კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 17:26

ტაბლოიდი

აშშ-ში დათვი ავტომობილში შეძვრა და სალონი გაანადგურა. ვიდეო

აშშ-ში, პენსილვანიაში, დათვი 49 წლის ქალის ავტომობილში შეძვრა და სალონი დაგლიჯა. როგორც ავტომობილის მძღოლი ამბობს, სახლთან გაჩენების შემდეგ, მანქანა არ დაუკეტავს, თუმცა, ზუსტად არ იცის, როგორ აღმოჩნდა მტაცებელი ცხოველი სალონში.

29 სექტემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იუოზას ოლეკასი: ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება - აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სისუსტე. ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა „ქრონიკასთან“ განაცხადა , - განაცხადა

პეტრას აუსტრევიჩიუსი

29 სექტემბერი 2022, 16:58

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ლუკაშენკო თვითგამოცხადებული პრეზიდენტია. ვის შეხვდა ის აფხაზეთში? ასევე თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენელს

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია არალეგიტიმური პირები არიან. ასე აფასებს ევროპარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 16:48

კულტურა

კულტურის სამინისტრომ მუნიციპალური და კერძო სამოყვარულო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პიტერ სტანო

29 სექტემბერი 2022, 16:36

პოლიტიკა

პიტერ სტანო: ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიაში არსებული კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფო მიდგომების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.