17 იანვარი 2021, 10:59 / სანდო წყარო

ამ ეტაპზე საქართველოში 789 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში - 368, აჭარაში - 62, იმერეთში - 189. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 7, იმერეთში - 27. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 - თბილისში, 303 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 7 545 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 219, აჭარაში - 106, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 16 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 294 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 13 918 პირი, აჭარაში - 1 942, იმერეთში - 2 799“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 805 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 232 993-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 933 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

03 მარტი 2021, 21:56

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

03 მარტი 2021, 21:40

ტაბლოიდი

რაჭაში დაობლებული ბელები თავშესაფარში მეძუძურ დედას მიაშვილეს. ვიდეო🧸🐻

რაჭიდან ჩამოყვანილი 2 ბელი ზოოლოგიურ ცენტრში მცხოვრებ მეძუძურ დათვს მიაშვილეს. ამის შესახებ თავად ცენტრი Facebook-ზე წერს. დათვის ბელები, რომლებსაც დედა სავარაუდოდ ბრაკონიერებმა მოუკლეს, რამდენიმე დღის წინ იპოვეს, რის შემდეგაც ისინი თბილისში ჩამოიყვანეს.

ენტონი ბლინკენი

03 მარტი 2021, 21:26

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ ჩინეთს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

03 მარტი 2021, 20:52

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჯორჯ კენტი

03 მარტი 2021, 20:48

პოლიტიკა

ჯორჯ კენტი: მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 20:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი

ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემდგომ ნაბიჯზე, როგორ შეუძლია თურქეთს, აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც მედიასთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველომ თურქეთთან ვაქცინის მიმართულებითაც ითანამშრომლოს და ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგიც დადგეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 20:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ

რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს ჩარჩო, კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ, ვერ გავალთ ჩვენ ამ ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

03 მარტი 2021, 20:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს - საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში

მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2021, 20:01

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომის შემთხვევაში, ხელახალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით

თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შეიძლება იყოს საკმარისი პირობა ახალი არჩევნების ჩასატარებლად, არამედ საჭიროა შესაბამისი დასაბუთება.

გრიგორი კარასინი

03 მარტი 2021, 20:00

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი: რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება

რუსეთის ფედერაციის სენატორმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

თენგიზ ცერცვაძე

03 მარტი 2021, 19:54

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია

საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „რუსთავი-2“-ის თერში განაცხადა. ინფექციონისტის განმარტებით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას.

03 მარტი 2021, 19:44

COVID19

სლოვაკეთში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სლოვაკეთის მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2021, 19:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს

ოპოზიციის მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს, მოლაპარაკება სურდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება და ამ პროცესში ჩართვა უალტერნატივოა.

03 მარტი 2021, 19:31

პოლიტიკა

ჩავუშოღლუ: დავით ზალკალიანთან ერთად საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავურეკეთ და მიწისძვრის შემდეგ ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.

ჯანლიუჯი ბუფონი

03 მარტი 2021, 19:24

სპორტი

როდის აპირებს ბუფონი კარიერის დასრულებას

„რა თქმა თავში სულ ეს მიტრიალებს. მაქსიმალური ზღვარი, ალბათ, 2023 წლის ივნისია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 4 თვეში წავიდე. არ დაგიმალავთ, რომ იძულებითი იზოლაციის პირველ თვეებში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან, ვკითხულობდი. ამდენი დრო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის არასდროს დამითმია“, -აცხადებს 43 წლის ფეხბურთელი.

03 მარტი 2021, 19:13

მსოფლიო

ისრაელი საჰაერო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს

ისრაელი საჰაერო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს. ამის შესახებ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა განაცხადა.

ნინო ანანიაშვილი

03 მარტი 2021, 19:13

მსოფლიო

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილის შემცვლელი იპოვა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიურმა თეატრმა ნინო ანანიაშვილის შემცვლელი იპოვა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის საბალეტო დასს რუსეთის სახალხო არტისტი ფარუხ რუზიმატოვი უხელმძღვანელებს, რომელიც კოლექტივს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს წარუდგინა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებდა, იანვრის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ქართველ ბალერინას კონტრაქტი შეუწყვიტეს. თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ანანიაშვილმა ინფორმაცია კოლექტივთან ოფიციალურ წარდგენამდე გაასაჯაროვა, რითაც დასის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.

ნინო ლაცაბიძე

03 მარტი 2021, 19:10

საზოგადოება

ნინო ლაცაბიძის თქმით, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებით კარგ შედეგს მივიღებთ

ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც შეიმჩნეოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში აპირებენ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად.

03 მარტი 2021, 18:48

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

03 მარტი 2021, 18:47

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს

სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების დისტრიბუციის ქსელის საქმიანობა აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერპოლი ავრცელებს.