http://imedi.ge/ /  17 იანვარი 2021, 10:21 / სანდო წყარო

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დასრულებულია

საქართველოს მთავრობა

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

ყველა სიახლე

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:50

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

05 მარტი 2021, 13:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება - ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:45

სამართალი

ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთაც განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

05 მარტი 2021, 13:43

პოლიტიკა

პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:39

COVID19

ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს - ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ასევე უწყებათშორის თანამშრომლობას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:38

რეგიონი

ვახტანგ გომელაური: 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:36

სამართალი

ვახტანგ გომელაური: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს - 2020 წელს დაკავებულია 152 კიბერდამნაშავე

„ევროპოლთან და ინტერპოლთან თანამშრომლობით, ჩვენმა პოლიციელებმა უპრეცედენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა. მასში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულია კრიმინალური ქსელის 20 წევრი, მათ შორის, ქართველებიც, რომლებიც, მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონ ევროს ათეთრებდნენ. ამ ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ჩვენი მხრიდან ამ ოპერაციაში ჩართული იყო ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა“.

რატი იონათამიშვილი

05 მარტი 2021, 13:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ფაკულტატორული ოქმის რატიფიცირებით საქართველო ხდება იმ პროგრესული სახელმწიფოების ოჯახის ნაწილი, სადაც მაქსიმალურად არის დაცული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმის რატიფიცირების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირეს. რატიფიცირებული საერთაშორისო დოკუმენტის მნიშვნელობაზე პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განცხადება გააკეთა.

ეკატერინე დგებუაძე

05 მარტი 2021, 13:34

საზოგადოება

სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო

გრიფირების პროცესი სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე - სრულად ელექტრონულად მიმდინარეობს, რაც სახელმძღვანელოების შეფასების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:33

პოლიტიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით

როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს“, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.

05 მარტი 2021, 13:30

COVID19

გააფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:30

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

გურამ ნიკოლაშვილი

05 მარტი 2021, 13:27

ეკონომიკა

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას. დეტალურად

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს პასუხები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შეაჯამა და პუნქტობრივად გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ს ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:26

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, „მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

05 მარტი 2021, 13:22

საზოგადოება

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:22

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:16

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა

„შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

05 მარტი 2021, 13:15

საზოგადოება

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

05 მარტი 2021, 13:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.