imedi /  18 იანვარი 2021, 10:05 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრმა ვაქცინაციის სამოქმედო გეგმის შესახებ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

ვაქცინაციის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, - გეგმის საბოლოო დეტალებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გეგმა და ინფორმაცია იმ სამიზნე ჯგუფების შესახებ, რომელთა ვაქცინაცია პირველ რიგში განხორციელდება. გეგმა ასევე მოიცავს ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებს.

დოკუმენტი მომდევნო კვირას უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში განიხილება.

ამასთან, ისაუბრეს იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოში ვაქცინის შემოსვლის მიმართულებით იდგმება. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინა რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიკაცია და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა.

ყველა სიახლე

გიორგი ღოღობერიძე

03 მარტი 2021, 14:01

საზოგადოება

რა სასარგებლო თვისებების მატარებელია დედის ნერწყვი - უნდა გაასუფთავოს თუ არა საწოვარა დედამ პირის ღრუში

შვედებმა შეისწავლეს და ნახეს, რომ როდესაც დედის ნერწყვი ახალშობილის პირის ღრუში ხვდება მისთვის ძალიან სერიოზული სარგებლის მომტანია. იცით რატომ? დედის ნერწყვი შეიცავს უამრავ ანტისხეულს, რომელიც მიკრობების გამრავლების უნარს პირის ღრუში შლის, - ამის შესახებ ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორმა, ონკოლოგიის რეზიდენტმა, ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, დედის ნერწყვმა შეიძლება ახალშობილს ისეთი ალერგიული დავადების განვითარება შეუმციროს როგორიც არის ეგზემა და ბრონქული ასთმა.

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 13:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს ხვდება

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარსა და კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს გულითადი დახვედრისთვის. ჩვენ უნდა განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოსა და თურქეთს შორის განვითარებადი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები“, - წერს ზალკალიანი.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 13:46

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში

„თავდამსხმელები დაკავებული არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, ამას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ღოღობერიძე

03 მარტი 2021, 13:36

საზოგადოება

ადამიანის გული რომ იკუმშება, ფილტვები რომ იკუმშება, ეს ენერგია მიღებული გვაქვს დედისგან - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

„ყველა ქალის, რომელიც ფეხმძიმდება და დედა ხდება, ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება. მთელ მსოფლიოში ყოველდღე კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. ფეხმძიმობის დროს არსებული ინფექციების, სისხლდენების, თრომბოზების, მაღალი წნევის გართულების შედეგად“, - ეს შეფასება ექიმ გიორგი ღოღობერიძეს ეკუთვნის, რომელმაც დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო-ბლოგი ჩაწერა. ექიმი საზოგადოებას დედის დღეს ულოცავს და ცდილობს ახსნას, რითია გამოწვეული ის კავშირი, რაც დედასა და შვილს შორის მუდმივად არსებობს. როგორ რისკავს ქალი, როცა ფეხმძიმდება და შვილის გაჩენის გადაწყვეტილებას იღებს.

მაურისია იბანეზი

03 მარტი 2021, 13:02

მსოფლიო

ესპანეთში ქალს 64 წლის ასაკში გაჩენილი შვილები ჩამოართვეს

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომელიც რეგიონულმა სასამართლომ 2020 წლის 22 აპრილს მიიღო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ქალი შვილებზე სათანადოდ ვერ ზრუნავს. სასამართლოში განმარტავენ, რომ განაჩენი ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა და არა ქალის ასაკს ან მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

03 მარტი 2021, 12:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

03 მარტი 2021, 12:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 452 პაციენტი გარდაიცვალა.

ზუზანა ჩაპუტოვა

03 მარტი 2021, 12:42

მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტმა რუსული ვაქცინის შეძენის გამო უკმაყოფილება გამოთქვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.

შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2021, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან

სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

03 მარტი 2021, 12:34

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე „ეუპენის“ წინააღმდეგ განაცხადშია

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაზებრიუკმა, ქართველი ტალანტი სათასო შეხვედრისთვის გაფართოებულ 24-კაციან სიაში შეიყვანა, შესაბამისად მაღალია იმის ალბათობა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 4-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს. ფეხბურთელმა ოფიციალური შეხვედრა უკანასკნელად 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვენის რაპიდის“ წინააღმდეგ ჩაატარა და სწორედ იმ შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა ხანგრძლივი უთამაშებლობის მიზეზი.

ნიკა ობოლაძე

03 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ოპოზიციის პროტესტი უფრო ფრთხილი იქნება

„მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ და ევროპის დაინტერესებასა და მათ მედიაციას ვიღებთ და ვხდებით ევროპის ნაწილი ფუნდამენტურად, თუ არა. ახლა კონსტიტუციაზე აპელირებით თუნდაც, ჩვენთვის არ არის მისაღები, რაიმე სივრცე დავტოვოთ ხელისუფლების სპეკულირებისთვის. ამიტომ, ჩვენი პროტესტი შემდგომში იქნება კიდევ უფრო ფრთხილი“, - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

03 მარტი 2021, 12:20

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება.

ვიქტორ ორბანი

03 მარტი 2021, 12:19

COVID19

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კოვიდვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა. უნგრეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ „ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა „ევროპელებისთვის ვაქცინების სწრაფად და ეფექტურად დარიგების ამოცანას“.

პაატა მაჯნგალაძე

03 მარტი 2021, 12:16

პოლიტიკა

ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის

„თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე და მისი აზრი იყო ყურადღების მიქცევა, ხმის გაგონება ხელისუფლებისთვის, გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე, საყვირის ხმის გაგონებაზე ხელისუფლებისთვის და ა.შ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 12:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მჭიდრო კოორდინაცია სჭირდება

„თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვენლოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და თანამშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

03 მარტი 2021, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,235 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,235 ადამიანს დაუდასტურდა, 185 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,364,705 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,397 პაციენტი ემსხვერპლა, 1,182,036 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 მარტი 2021, 11:55

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 726 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 237 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 726 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 11:53

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 172,816 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,202 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,906.

დედის დღე მილოცვა ევროკავშირა

03 მარტი 2021, 11:37

საზოგადოება

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს დედის დღეს ულოცავს

„დედის დღეს გილოცავთ - დავაფასოთ ის შეუნაცვლებელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

03 მარტი 2021, 11:33

საზოგადოება

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.