18 იანვარი 2021, 10:47 / სანდო წყარო

კორონავირუსის ახალი შტამი შვეიცარიაშიც გამოვლინდა

შვეიცარიაში, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამის გამოვლენაა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გრაუბიუნდენის კანტონში, სადაც ამ დრომდე კოვიდინფიცირების დაბალი დონე იყო, 19 იანვარს მოსახლეობის საყოველთაო ტესტირებას დაიწყებენ.

„ორ სასტუმროში ვირუსის ახალი შტამის ათამდე შემთხვევა გამოვლინდა. მოსახლეობისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად, ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით, უცნობია, ვირუსის რომელი ახალი სახეობა გამოვლინდა სასტუმროებში.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

26 თებერვალი 2021, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს დემოკრატიული პროცესების გვერდის ავლით ძალაუფლება დაიბრუნოს

ნიკა მელიასი, მისი პარტიისა და მის გარშემო შეკრებილი ადამიანების მიზანი არ არის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევა. პირიქით, მათი მიზანია კანონის ჩარჩოებიდან გასვლა, ქვეყნის შეჯანჯღარება, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა პაპუაშვილმ განაცხადა.

ქვემო არქევანში მდებარე დარბაზული ეკლესია, რომლის რეაბილიტაციაც 2020 წელს დასრულდა

26 თებერვალი 2021, 17:15

კულტურა

2020 წელს, ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, 90-ზე მეტი პროექტი განხორციელდა

​​​​​​​კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ფონდ „ქართუს“-თან თანამშრომლობის პორობებში, 2020 წელს შეუფერხებლად წარმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები.

მიხეილ ყაველაშვილი

26 თებერვალი 2021, 17:15

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ნიკა მელიას მოქმედების მოტივი პოლიტიკური ვნებათაღელვის გამოწვევაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მოქმედების მოტივი ის არის, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვიოს და თავისი როლი ამ მიმართულებით განავითაროს.

26 თებერვალი 2021, 16:53

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 219 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 219 ადამიანს გამოუვლინდა, 4 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 233,989 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,213 ადამიანი. ვირუსისგან 228,479 პაციენტი განიკურნა.

ლევან იოსელიანი

26 თებერვალი 2021, 16:47

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

„საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, პოლიტიკოსები იხილონ პარლამენტში და ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევა, სადაც მოქალაქეების 80 პროცენტმა თქვა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცი რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

26 თებერვალი 2021, 16:46

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

26 თებერვალი 2021, 16:44

სამართალი

შსს ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

ელენე ხოშტარია

26 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ხელისუფლებაზე წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა

სამწუხაროდ, წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს ორივე მექანიზმი გააგებინებს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც ლეგიტიმაცია არ გაქვს და ერთპარტიული პარლამენტია ქვეყანაში, ეს გაჯიუტება, ვაჭრობა და კუნთების თამაში ძალიან საშიში გზაა, რომელიც ქვეყანას არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციონერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 16:43

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდომებითაც არის განპირობებული ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში

ყველას, ვისაც დღეს საპროტესტო ტალღა აქვს, მინდა მივმართო ყოველგვარი ნიშნისმოგებისა და გაღიზიანების გარეშე, არჩევნები არ გაყალბებულა და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, დაავალოს საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს, რომ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:30

საზოგადოება

1-29 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

26 თებერვალი 2021, 16:29

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: ქართული ჟესტური ენის განვითარების პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

26 თებერვალი 2021, 16:23

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა ერგნეთში ჩაატარა

კომიტეტის წევრები ერგნეთში შეიკრიბნენ. სხდომის ჩასატარებლად ომის მუზეუმი სიმბოლურად იყო შერჩეული და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს უკავშირდებოდა. კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გატარებულ და გასატარებელ სამუშაოებზე და პროექტებზე იმსჯელეს და ორი სამინუსტროს - ინფრასტრუქტურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ანგარიში მოისმინეს. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:16

საზოგადოება

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები გამოცდების პირველად შედეგებს

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 16:10

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

26 თებერვალი 2021, 16:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა რწმუნებულ​ს შეხვდა

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.