18 იანვარი 2021, 12:58 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ს მიაღწევს, მაისში ინფიცირების ყოველდღიური შემთხვევები 10-77-ის ფარგლებში შემცირდება

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 29-ს ჩამოსცდა. ეს პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი ინდიკატორია. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რუგულარულად ახლებს ქვეყნების მონაცემებს. ბოლო განახლება 15 იანვარს იყო, სადაც მათ აღნიშნეს ჩვენი დადებითი ტენდენცია. სასიამოვნოა, რომ ჩვენთან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით - პირბადის ტარების მაჩვენებელს. თუ ნოემბერ-დეკემბერში ერთ ინფიცირებულს ვავლენდით და 2-3-ს ვერა, ახლა, ყოველ ერთ გამოვლენილზე დაახლოებით, 1-1,5 არ ვლინდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 247 805 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 232 993-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 933 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 11:43

მსოფლიო

რომის პაპი ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

გოგი წულაია

07 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შევიდეს, ან თავად შექმნას პარტია. განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ დატოვების შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის წინ გამართა. მისი განცხადებით ამით, აფიქსირებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

07 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,167 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,167 ადამიანს დაუდასტურდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,401,228 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 27,022 პაციენტი ემსხვერპლა, 1,196,520 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

07 მარტი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,679 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,221 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,784.

07 მარტი 2021, 11:19

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.

07 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს: გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

07 მარტი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა იწყება

კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა 9 მარტიდან იწყება. კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.

გელათი

07 მარტი 2021, 11:07

საზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

07 მარტი 2021, 10:51

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.55 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.56%.

07 მარტი 2021, 10:50

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში. 7 მარტის მონაცემები

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

07 მარტი 2021, 10:49

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 7 მარტის მონაცემები

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

07 მარტი 2021, 10:47

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 7 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 234 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 693, გარდაიცვალა 3 576 პაციენტი.

07 მარტი 2021, 10:46

COVID19

რამდენი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში დღე-ღამეში. 7 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 693-ს.

07 მარტი 2021, 10:23

COVID19

გერმანიაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა 2,5 მილიონს გადააჭარბა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 8,103 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 96 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 2,500,182 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 71,900 ადამიანი გარდაიცვალა.

07 მარტი 2021, 10:09

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

07 მარტი 2021, 10:07

საზოგადოება

რა განრიგით შესრულდება თბილისსა და ბათუმს შორის ავიარეისები

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით ავიარეისები მარტში შესრულდება შემდეგი განრიგით: ორშაბათი: თბილისი - ბათუმი: 09:00; ბათუმი - თბილისი: 11:00...

07 მარტი 2021, 09:47

რეგიონი

ევროკავშირის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტში 50 ახალი პროექტი განხორციელდება

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სულ 223-მა აპლიკანტმა მიიღო, საბოლოოდ კი 50 საპროექტო განაცხადი შეირჩა. კონკურსის შედეგად გამოვლენილი ინიციატივები მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ივე თემში განხორციელდება. მათ შორისაა სათემო პროექტები ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის, კომერციული (ბიზნეს) ინიციატივები, არა-კომერციული ინიციატივები სოციალური მხადაჭერისა და თემის განვითარებისთვის.

07 მარტი 2021, 09:35

COVID19

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

8 მარტს, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო შემსუბუქდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

შალვა პაპუაშვილი

07 მარტი 2021, 09:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ - ამჯერად, არ მგონია, გამოუვიდეთ

როცა შეთანხმება ახლოსაა, მაგიდის ატრიალებას იწყებენ. პირველ ჯერზე საკუთარი პარტიის თავმჯდომარეც კი გააქციეს პარტიიდან, ეს ვისთან მქონია საქმეო. ამ ჯერზე, არ მგონია, გამოუვიდეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

07 მარტი 2021, 09:18

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.