imedi /  21 იანვარი 2021, 18:47 / სანდო წყარო

თამარ გაბუნია: ქვეყანაში ვაქცინაციის გეგმის არსებობა ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნია

თამარ გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის გეგმის ძირითადი ამოცანაა, ვაქცინაციამ წლის ბოლომდე 60% პროცენტი მოიცვას. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ვაქცინის დანერგვის გეგმის არსებობა ქვეყანაში არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინა მივიღოთ, რადგან გეგმის არსებობა ასახავს ქვეყნის მზაობას და ახლა მთავარია ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და შეფერხებების გარეშე წარიმართოს და ის ვაქცინა, რომელსაც ველოდებით, სრულად მივიღოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მთავრობამ კორონავირუსის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა.

დღეს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა შემოვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 16:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ნიკანორ მელიას ციხე, როგორც ერთ პიროვნებას ბენეფიტს არ მოუტანს, მისი დაკავება იყო ერთადერთი სამართლებრივი გზა

ნიკანორ მელიას დაკავების ღონისძიება ეს იყო ერთადერთი სწორი სამართლებრივი გზა, როდესაც პოლიციამ შესანიშნავი პროფესიონალიზმით, მშვიდობიანად ჩაატარა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

05 მარტი 2021, 16:34

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მზად ვართ, „ზემო ნამახვანის“ პროექტირებასა და შესწავლაში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობა, მათთვის სანდო ექსპერტების დონეზე უზრუნველვყოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის“ პროექტზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს. ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ცაგერში იმყოფებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავენ.

ვახტან გომელაური

05 მარტი 2021, 16:33

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში, მე მხარს დავუჭერდი, რომ უფრო მეტად და მეტად მკაცრი იყოს სასჯელი ზუსტად ნარკორეალიზატორებისთვის

შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" ფორმატში მოხსენებით წარდგენის შემდეგ, დეპუტატების დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით აქტიურად არის ჩართული ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში.

„ევროვიზია 2021“

05 მარტი 2021, 16:29

კულტურა

სომხეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს

სომხეთი „ევროვიზია 2021“-ში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „არმენპრესი“ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. „ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, დროის უქონლობა და სხვა ობიექტური მიზეზები არ გვაძლევს კონკურსში მონაწილეობის მიღების საშუალებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

05 მარტი 2021, 16:22

კულტურა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს ფიპრესის ჯილდო გადაეცა

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულების გამოვლენამდე რამდენიმე წუთით ადრე, კინოკრიტიკოსთა საერთაშრისო ასოციაციამ (ფიპრესი) მისი რჩეული ფილმები 4 სექციაში დაასახელა. მთავარ კონკურსში ფიპრესის ჯილდო გადაეცა ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, - ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ბენი განცი

05 მარტი 2021, 16:12

მსოფლიო

ბენი განცი: ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმის გეგმებს ანახლებს და მზად არის, დამოუკიდებლად იმოქმედოს.

05 მარტი 2021, 15:57

რეგიონი

ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი. ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია, არ ვასრულებთ შეხვედრებს, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

რომის პაპი ფრანცისკე

05 მარტი 2021, 15:54

მსოფლიო

რომის პაპი ისტორიული ვიზიტით ერაყში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე ისტორიული ვიზიტით ერაყში პირველად ჩავიდა. როგორც BBC იუწყება, კორონავირუსული პანდემიის დაწყებიდან ეს პაპის პირველი საგარეო ვიზიტია. რომის პაპი ქრისტიანული საზოგადოების დამშვიდებას და რელიგიური დიალოგის ხელშეწყობას შეეცდება, ფრანცისკე ერაყელი შიიტების ლიდერს შეხვდება, ასევე პაპი ქალაქ ერბილის სტადიონზე წირვას ჩაატარებს.

დიმიტრი ხუნდაძე და ანა ნაცვლიშვილი

05 მარტი 2021, 15:53

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ანა ნაცვლიშვილს პასუხობს

„საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კოვიდინფექციის მართვის პროცესში არამხოლოდ საზედამხედველო საქმიანობას ეწევა, არამედ უშუალოდ მონაწილეობს ყველა პროცესში პანდემიის გამოცხადების დღიდან. რადგან კომიტეტის პირდაპირი ვალდებულებაა საკანონმდებლო საქმიანობა, ყველა მისი საკანონმდებლო ინიციატივა შუქდება და ის არ უნდა იყოს შეუმჩნეველი, მის მოსაძიებლად მხოლოდ სურვილია საჭირო“.

05 მარტი 2021, 15:40

პოლიტიკა

ოპოზიციის ნაწილი კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური საკონსტიტუციო ცვლილებები, ბევრი ადამიანის, საქართველოს მოქალაქეების ჩართულობით, რომ შევქმნათ ისეთი ინსტიტუციები, რომელსაც ნდობა ექნება ხალხის მხრიდან. გვჭირდება მეტი თვითმმართველობა, მეტი ძალაუფლება გადაეცეს მოქალაქეებს“.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 15:37

კულტურა

თეა წულუკიანი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს

მრჩება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლიდან დღემდე გელათის სამონასტრო კომპლექსზე გარკვეული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, - ამის შესახებ განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გელათის მონასტერთან დაკავშირებით არსებულ კითხვებზე ადეკვატური და კომპეტენტური პასუხის გაცემა მოუწევს.

ლევან დავითაშვილი

05 მარტი 2021, 15:36

რეგიონი

ლევან დავითაშვილი ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრაზე: ვფიქრობ, ხალხმა მიიღო ის ინფორმაცია, რაც მათ აინტერესებდათ

მათივე განმარტებით, ჰესი საფრთხის შემცველი არ არის და მისი ნგრევის შანსი არ არსებობს. ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ენწრგოდამოუკიდებლობა და მსგავსი პროექტების განხორციელება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინისტრები რიონის ხეობის მცველებთან შესახვედრად სოფელ ნამოხვანში გაემგზავრნენ, სადაც 132 დღეა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები კარავში ღამეებს ათენებენ.

ელენე ხოშტარია

05 მარტი 2021, 15:34

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: პლებისციტი ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე

„მოლაპარაკებებში არის თუ არა პლებისციტი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან - არის. ამაზე ნამსჯელია, ყველა შეჯერდა ამაზე, როგორც კომპრომისზე. თავის დროზე მე ამის დიდი მომწონებელი არ ვიყავი, მაგრამ რადგან ერთიან პოზიციად ჩამოყალიბდა ეს ნამდვილად არის გზა რიგგარეშე არჩევნებამდე. დანარჩენზე საუბარი სპეკულაციაა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

იაგო ხვიჩია

05 მარტი 2021, 15:29

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, მე ვფიქრობ, რომ მისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო

მიხეილ სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული პლებისციტის ამბავი, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილისთვისაც თავის დროზე, გულის სიღრმეში პლებისციტი მისაღები იყო. ეს იციან ჩვენმა კოლეგა ოპოზიციონერებმაც და შეიძლება ამიტომაც არიან უფრო თამამად, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

05 მარტი 2021, 15:27

ეკონომიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციების რეიტინგში საქართველოს მოწინავე ადგილი დადებითად მოქმედებს პოტენციურ ინვესტორებზე

ის, რომ მსოფლიოს გავლენიანი ორგანიზაციებს რეიტინგებში საქართველო მოწინავე ადგლებზეა, არის უმნიშვნელოვანესი და პოტენციურ ინვესტორებზე დადებითად მოქმედებს“ - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

თამარ ბარკალაია

05 მარტი 2021, 15:15

საზოგადოება

თამარ ბარკალაია: შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით, დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ,,შეზღუდული შესაძლებლობების მონე პირთა უფლებების კონვენცია“ ადამიანის უფლებების ყოვლისმომცველი ხელშეკრულებაა, კონვენციას და მის ფაკულტატურ ოქმს საქართველომ ხელი 2009 წელს მოაწერა, ასევე, რატიფიცირებული იქნა კონვენციაც, თუმცა ოქმის რატიფიცირება არ მომხადარა.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 15:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რომ მათ სკოლასა და კლასში რაღაც ცუდი ხდება

რეაგირება მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სიცოცხლე არ დაიკარგოს. მასწავლებლებმა და სკოლის დირექტორებმა თვალი არ უნდა დახუჭონ იმაზე, რომ მათ სკოლასა და კლასში რაღაც ცუდი ხდება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი შაქარაშვილი

05 მარტი 2021, 15:09

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოცხადდება

მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენს 5 დაკავებულის მიმართ გამოაცხადებს, მათგან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდება.

გიორგი ვაშაძე

05 მარტი 2021, 15:02

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ

„ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში ეს ჰკითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირთან მეტ ენერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე“.

ფრიდონ ინჯია

05 მარტი 2021, 15:01

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრების წინადადებით მიმართავს

დეპუტატი ფრიდონ ინჯია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება პოლიციელთა შეურაცხყოფაზე, ასევე მედია საშუალებებით მომდინარე ცილისწამებაზე. ინჯიამ გომელაურს მიმართა, რომ ქვეყანაში დაუმორჩილებლობა ნორმად და გმირობად იქცა.