imedi /  22 იანვარი 2021, 11:00 / სანდო წყარო

ამ ეტაპზე საქართველოში 733 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 733 პირი, მათ შორის, თბილისში - 317, აჭარაში - 55, იმერეთში - 185. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 218 პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 3, იმერეთში - 26. 479 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 227 - თბილისში, 175 - აჭარაში, 22 - იმერეთში. 6 343 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 523 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 204, აჭარაში - 115, ხოლო იმერეთში - 9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 743 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 231 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 11 602 პირი, აჭარაში - 1 501, იმერეთში - 2 108“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 251 974 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 238 737-ს შეადგენს. გარდაიცვალა 3 022 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

გიორგი ვაშაძე

05 მარტი 2021, 15:02

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე: სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ

„ჩვენ ყოველთვის ერთგული ვართ ჩვენი გაცემული პირობის. ვინ რა ცვლილებებს შეიტანს გეგმებში ეს ჰკითხეთ სხვას. სხვა პარტიის ლიდერების განცხადებებს ნაკლებად ვუსმენ. ჩვენ ზოგიერთ პოლიტიკურ ძალასთან თუ პირებთან მეტ ენერგიას ვხედავთ და რა თქმა უნდა, ვიფიქრებთ თანამშრომლობის მექანიზმებზე“.

ფრიდონ ინჯია

05 მარტი 2021, 15:01

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია ვახტანგ გომელაურს პოლიციელთა შეურაცხყოფაზე კანონის გამკაცრების წინადადებით მიმართავს

დეპუტატი ფრიდონ ინჯია შს მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან დაინტერესდა, ხომ არ ფიქრობს, რომ საჭიროა კანონის გამკაცრება პოლიციელთა შეურაცხყოფაზე, ასევე მედია საშუალებებით მომდინარე ცილისწამებაზე. ინჯიამ გომელაურს მიმართა, რომ ქვეყანაში დაუმორჩილებლობა ნორმად და გმირობად იქცა.

კახა კახიშვილი

05 მარტი 2021, 14:58

პოლიტიკა

კახა კახიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ პოლიციელების, სპეცრაზმელების და ოპერატიული მუშაკების დეკლარაციების ნაწილი დაშტრიხული ფორმით გამოქვეყნდეს. ამის შესახებ კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. როგორც კახიშვილმა განმარტა, ღია სივრცეში დეკლარაციების სრულად გამოქვეყნება ამ ადამიანებს საფრთხეს უქმნის.

05 მარტი 2021, 14:57

რეგიონი

ნათია თურნავამ ცაგერის მოსახლეობას „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ხელშეკრულების პირობები განუმარტა

მოსახლეობა ძირითადად ინტერესდება ხელშეკრულების პირობებით. მათი ნაწილი ამბობს, რომ ზოგადად არ არიან ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი, თუმცა ამბობენ, რომ ინფორმაციის ნაკლებობა აქვთ, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 14:45

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ვახტანგ გომელაურს: მინდა თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის

მე არ მაქვს კითხვა, მე მინდა საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრეს, თქვენი დიდი სისტემის თითოეულ თანამშრომელსა და პირადად თქვენ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავის თქვენ ადგილას და მითქვამს, რომ არა, მე ამას ასე ადამიანურად, ჰუმანურად და მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი", - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თეა წულუკიანი

05 მარტი 2021, 14:40

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მინისტრი

„ვახტანგ გომელაური არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და წარმატებული მინისტრი“. ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა პარლამენტში განუცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენდნენ.

ალეკო ელისაშვილი

05 მარტი 2021, 14:27

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს: ბადრი ესებუას ხომ არაფერი შემოუთვლია

„გვაინტერესებს, სად არის ბადრი ესებუა?! საქართველოს ტერიტორიაზეა, საქართველოს ტერიტორია დატოვა თუ როგორ არის ის კაცი და სად არის?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

05 მარტი 2021, 14:22

კულტურა

თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების თეატრს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თეა წულუკიანი თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებს შეხვდა.

05 მარტი 2021, 14:16

COVID19

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღი დაასახელა

კორონავირუსის პანდემია მთელი 2021 წელი გაგრძელდება და მისი დასრულება 2022 წლის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი, - ასეთი ვადები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში დაასახელა. მისივე ვარაუდით, 2021 წლის განმავლობაში ვირუსი უკან არ დაიხევს, თუმცა სიტუაცია უფრო მართვადი გახდება. როგორც კლუგე აცხადებს, 1 წლის შემდეგ კაცობრიობამ კორონავირუსზე უფრო მეტი იცის და მასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაჩნდა, მათ შორის დიაგნოსტიკა და ვაქცინები.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 14:01

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: განსაკუთრებულ დავალებათა და სტრატეგიული მილსადენების დაცვისა დეპარტამენტების გაძლიერება აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მიმართულებით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:56

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

გიგი უგულავა

05 მარტი 2021, 13:55

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილს და შევჯერდით, რომ არასწორია პლებისციტის იდეის დამუნათება

„მე არ მომწონს პლებისციტის იდეის დამუნათება, რადგან პლებისციტის იდეაც გამარჯვებაა ამ ვითარებაში და ნებისმიერ სხვა ვითარებაში. მას ბევრი პლუსი აქვს, სულ მცირე ის, რომ პლებისციტით შენ მიდიხარ სრულად პროპორციული სქემით და რიგგარეშეზე 120/30-ით ტარდება. მოგეხსენებათ, თუ რამე არის ბიძინა ივანიშვილის, არის ეს 30 მაჟორიტარი, რომელიც ფორად აწაპნა 8 მარტის შეთანხმების შემდეგ და ეს ფორა უნდა, რომ ჰქონდეს 2024 წლამდე“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:54

საზოგადოება

ვახტანგ გომელაური: 2020 წელს ყველა მეხანძრე-მაშველს ხელფასი გაეზარდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: 112-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:50

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა, უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა ახალციხის და დავით გარეჯის ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებით. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის “ფარგლებში ისაუბრა.

არჩილ თალაკვაძე

05 მარტი 2021, 13:47

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა

საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება - ეს არის ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:45

სამართალი

ვახტანგ გომელაური: არასრულწლოვნის გაუპატიურებისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთაც განისაზღვრა და გამკაცრდა სასჯელი

საკანონმდებლო ორგანოში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ვახტანგ გომელაურმა სისტემის რეფორმის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების გეგმებსა და ამ მიმართულებით 2020 წელს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე ისაუბრა.

05 მარტი 2021, 13:43

პოლიტიკა

პარლამენტმა გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მოახდინა

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 13:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ნამახვანიჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერს შეუძლია გამოითხოვოს

„ნამახვანი ჰესის“ ხელშეკრულება საჯაროა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია გამოითხოვოს. ეს დოკუმენტი აქამდეც უკვე არაერთგზის გვაქვს მიწოდებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:39

COVID19

ვახტანგ გომელაური: კორონავირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები აჩვენეს - ეს ეხება, როგორც შიდა უწყებრივ, ასევე უწყებათშორის თანამშრომლობას

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და ამ კუთხით განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა.