01 თებერვალი 2021, 13:41 / სანდო წყარო

რა შეზღუდვები დარჩა ძალაში და რა მოიხსნა 1-ლი თებერვლიდან. სრულად

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა დაამტკიცა. მიღებული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზს ეფუძნება და მოიცავს ფრთხილ ნაბიჯებს, რათა შეზღუდვების შედეგად მიღწეული სტაბილიზაციის შემდეგ, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლები კვლავ მნიშვნელოვნად არ გაიზარდოს.

კერძოდ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდა:

1. 1-ლი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგა:

· მუნიციპალური ტრანსპორტის,

· სკოლების,

· მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;

2. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში

· 1-ლი თებერვლიდან განაახლა მუშაობა მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა;

· სკოლების და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია 1-ლი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;

3. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან

4. აჭარაში 1-ლი თებერვლიდან დაშვებულია კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში დარჩა ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.

5. სხვა რეგიონებში, რესტორნებმა და კვების ობიექტებმა, მათ შორის სასტუმროებმა, გააგრძელეს მუშაობა არსებულ რეჟიმში - გატანა-მიტანის სერვისით.

6. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან.

ამასთან,

· 1-ელ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

· გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.

· ძალაში დარჩა ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.

· ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.

· აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგების და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.

· შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესი ვალდებულია, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.

· ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, დადგენილია სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები - პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.

· ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებულია, უზრუნველყოს 2 კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.

· კვების ობიექტებისთვის სავალდებულოა 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება;

· ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.

· ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

· სახელმწიფოს დაფინანსებით, გაგრძელდა სიმპტომიანი პაციენტების და სისტემური ჯგუფების პროაქტიული ტესტირება, რაც ხელს უწყობს ინფიცირების შემთხვევების სწრაფ გამოვლენას და ეფექტურ მართვას.

15 თებერვლისთვის ეპიდემიოლოგიური ვითარება შეფასდება და 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებლის 4%-მდე შემცირების შემთხვევაში, შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქება გაგრძელდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდგომი ნაბიჯები დაეფუძნება ეპიდემიოლოგიური ვითარების მკაცრ მონიტორინგსა და დეტალურ ანალიზს, რომელიც ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

14 აპრილი 2021, 09:15

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია

ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

14 აპრილი 2021, 09:00

მსოფლიო

მედია: ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს გამოიყვანს

ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს, ამის შესახებ გამოცემა the times წერს. მანამდე, ავღანეთიდან 11 სექტემბრამდე სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

14 აპრილი 2021, 08:41

ეკონომიკა

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.

14 აპრილი 2021, 08:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსსა და მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2021, 08:08

პოლიტიკა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას განიხილავენ დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე.

14 აპრილი 2021, 07:58

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.