imedi /  23 იანვარი 2021, 11:36 / სანდო წყარო

უკრაინაში კორონავირუსის 4,928 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 4,928 ადამიანს დაუდასტურდა, 116 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,187,897 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21,778 პაციენტი ემსხვერპლა, 942,107 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

03 მარტი 2021, 09:34

COVID19

ტეხასის შტატში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება

აშშ-ში, ტეხასის შტატში 10 მარტიდან პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდება. ამის შესახებ განცხადება შტატის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა გაავრცელა. „ახლა დროა, ტეხასი 100 პროცენტით გავხსნათ“, – განაცხადა ებოტმა.

03 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 3 მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 2 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ, ღამით კი + 3 გრადუსი დაფიქსირდება.

ილონ მასკი

03 მარტი 2021, 08:58

ტექნოლოგიები

ილონ მასკი ტეხასში ქალაქის აშენებას გეგმავს

ამერიკელი მეწარმე, კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ ტეხასის შტატში ახალ ქალაქს ააშენებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი

03 მარტი 2021, 08:42

კულტურა

გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმებმა მუშაობა განაახლა

გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმებმა მუშაობა განაახლა​. დამთვარიელებლებს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მასპინძლობენ.

ბანი უეილერი

03 მარტი 2021, 08:34

კულტურა

ცნობილი მუსიკოსი ბანი უეილერი გარდაიცვალა

იამაიკაზე „რეგის“ ცნობილი შემსრულებელი ბანი უეილერი 73 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian იტყობინება. ბანი უეილერი გასული საუკუნის 60-იან წლებში საკულტო ჯგუფ The Wailers-ში რეგის მეფე ბობ მარლისთან ერთად გამოდიოდა, ჯგუფიდან წასვლის შემდეგ კი სოლო კარიერა დაიწყო.ბანი უეილერი „გრემის“პრესტიჟული ჯილდოს სამგზის მფლობელი იყო

ახალციხე

03 მარტი 2021, 08:23

კულტურა

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლისა და გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება

ახალციხეში გიორგი ბრწყინვალის ძეგლისა და სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის განთავსება იგეგმება. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციისთვის გამოცხადებული კონკურსები უკვე დასრულდა. წარმოდგენილი ნამუშევრები ახალციხის საკრებულოში გამოიფინა, რომლის დათვალიერება 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.გამარჯვებულს საკონკურსო კომისია 10 მარტს გამოავლენს.

03 მარტი 2021, 08:16

საზოგადოება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

03 მარტი 2021, 08:12

პოლიტიკა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გახსნა.

03 მარტი 2021, 08:06

სამართალი

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გორში „ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 07:55

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

​​​​​​​​საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი პირისპირ და გაფართოებული ფორმატით შეხვედრას გამართავს თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

03 მარტი 2021, 01:02

მსოფლიო

ოფიციალურმა მოსკოვმა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მტრული და ანტირუსული ქმედება უწოდა.

03 მარტი 2021, 00:54

ტაბლოიდი

ირინა შეიკმა ვარცხნილობა შეიცვალა

ირინა შეიკმა იმიჯი შეიცვალა. ჟურნალ Vogue Thailand-ის გარეკანზე ის მოკლე ვარცხნილობით გამოჩნდა. ერთ-ერთ ფოტოზე 35 წლის სუპერმოდელი Chanel-ის ლოგოტიპთან შიშველი პოზირებს, სხვა ფოტოებში კი მას ულამაზესი საღამოს კაბები აცვია. ფოტოსესია ცნობილმა იტალიელმა ფოტოგრაფებმა ლუკა და ალესანდრო მორელიმ მოაწყვეს.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 მარტი 2021, 00:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა პარტნიორი ქვეყანა მოგვიწოდებს დიალოგისკენ, რატომღაც ოპოზიციის ერთ ნაწილს ეს არ ესმის ან არ სურს, რომ გაიგოს

ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ ის, რაც რუსეთს აწყობს, ჩვენი ხელით ქვეყანაში არ მოვაწყოთ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ისაუბრა. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, შარლ მიშელის ვიზიტმა ეს დაადასტურა, რომ ევროკაშირი ძალიან დიდი ყურადღებას ანიჭებს საქართველოს, როგორც მის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენსა და სანდო პარტნიორს რეგიონში.

დიეგო მარადონა პორშე აუქციონი

03 მარტი 2021, 00:46

ტაბლოიდი

დიეგო მარადონას „პორშეს“ აუქციონზე გაყიდიან

პორშე 911-ს 180 000 - 240 000 დოლარად აფასებენ. მანქანა მარადონას 1992 წლის ნოემბერში აჩუქეს, როცა ის ესპანურ „სევილიაში“ თამაშობდა. აუქციონი პარიზში, 3-10 მარტს გაიმართება.

გია აბაშიძე

03 მარტი 2021, 00:37

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ოპოზიციის ქცევაში რაციონალური მარცვლის მოძებნა ძალიან რთული გახდა - რაც დრო გადის, უფრო მიერეკებიან დესტრუქციული ქმედებებისკენ

ოპოზიციამ თავადაც იცის, რომ ურეიტინგოა. ისინი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც, გამოაცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ განაცხადა.

ალ პაჩინო

03 მარტი 2021, 00:36

ტაბლოიდი

ალ პაჩინოს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ჩაეძინა🥱

80 წლის მსახიობი შოუს სახლიდან უყურებდა და ერთ მომენტში როგორც ჩანს მას ჩაეძინა. საბედნიეროდ, მან ნომინაციაში გამარჯვებულის დასახელების დროს გაიღვიძა. ჯილდო კი ჯოშ ოკონორს შეხვდა, სერიალიდან „გვირგვინი“.

პელე

03 მარტი 2021, 00:31

COVID19

პელე: დღეს დაუვიწყარი დღეა - ვაქცინა გავიკეთე

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.

ლევან ნიკოლეიშვილი

03 მარტი 2021, 00:27

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილის თქმით, თუ ოპოზიცია სააკაშვილის მონობისგან გათავისუფლდება, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების შანსი აქვთ

„თუ ისინი ამ მონობისგან გათავისუფლდებიან, მათ აქვთ შანსი, რომ კვლავ დაუბრუნდნენ პოლიტიკოსის სახელს და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ ცხოვრებას. მეორე გამოსავალი მათთვის არის, რომ ისინი გადაიჩეხებიან უფსკრულში, ადგილობრივ არჩევნებზე მიიღებენ უარეს შედეგს და მათ ყვირილს „გაყალბდას“ შესახებ უკვე აღარავის დაიჯერებს “, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

03 მარტი 2021, 00:15

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 280 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 280 653 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 6 630 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ნიკოლოზ სამხარაძე

03 მარტი 2021, 00:12

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: იგეგმება ვიზიტები ვაშინგტონსა და ბრიუსელში, ჩვენი პარტნიორები სრულად ინფორმირებულები იქნებიან იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება

„ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ეს კომუნიკაცია. მე პირადად სხვადასხვა ჩემს ევროპელ კოლეგას ვესაუბრები ყოველდღიურ რეჟიმში და ვაცნობ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად რეგიონში არსებულ ვითარებას. იმიტომ რომ რეგიონში არსებული ვითარება აისახება, რა თქმა უნდა, საქართველოს უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ უკანასკნელი მოვლენების შემდეგ რუსეთის პოზიციები რეგიონში აშკარად გაძლიერებულია, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის საქართველს. ამასთან ერთად იგეგმება ვიზიტებიც, როგორც ვაშინგტონში, ასევე ბრიუსელში. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, იქნებიან სრულად ინფორმირებულები იმ მოვლენების შესახებ, რომელიც საქართველოში ვითარდება“, - განაცხადა სამხარაძემ.