23 იანვარი 2021, 12:33 / სანდო წყარო

როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია ვაქცინების შესახებ - ევროკავშირის წარმომადგენლობის რეკომენდაციები

პანდემიის დაწყებისთანავე გაჩნდა დიდი რაოდენობით დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები ვაქცინების შესახებ. „ვაქცინაციის შიში“ უკვე დიდი ხანია არსებობს საინფორმაციო სივრცეში, რომელსაც წარმატებით იყენებენ სხვადასხვა წარმომავლობის დეზინფორმაციის გამავრცელებლები, - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ სტატიაში.

მასალას, რომელიც მკითხველს ყალბი და რეალური ამბების გარჩევაში დაეხმარება, „იმედინიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„2018 წელს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად, 2014 - 2017 წლებში Twitter-ზე ვაქცინების შესახებ გამოქვეყნებული შეტყობინებების 93 პროცენტზე მეტი ბოროტი განზრახვის მქონე ანგარიშებზე მოდის. აღნიშნული ანგარიშებიდან, რომელთაგან ზოგიერთი სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში მდებარე ავადცნობილ "ტროლების ფაბრიკას" უკავშირდებოდა, Twitter-ზე გავრცელდა როგორც ვაქცინაციის მხარდამჭერი, ასვე საწინააღმდეგო განცხადებები საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ეჭვის გაჩენის და ვაქცინაციის მიმართ ნდობის შერყევის მიზნით.

გლობალურმა პანდემიამ, რომელსაც თან ახლდა ის, რასაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ “ინფოდემია" უწოდა, ხელი შეუწყო ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის გავრცელებას. მართლაც, ვაქცინები და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები, ყველა სახის დეზინფორმაციისათვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.

ეს არის კომპლექსური თემები, რომლებიც გვიბიძგებს ინფორმაციის მოძიებისკენ (განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსის შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი), და ამავე დროს, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ემოციები, როგორიცაა ცნობისმოყვარეობა, შიში, შფოთი და მღელვარება. კვლევებმა აჩვენა, რომ „სიახლისა“ და ემოციების ნაზავი ხელს უწყობს სიცრუის სიმართლეზე 6-ჯერ უფრო სწრაფად გავრცელებას.

სწორედ ამიტომ არის ვაქცინაციის საწინააღმდეგო განცხადებები ასე მიმზიდველი დეზინფორმაციის შექმნასა და გავრცელებაში მონაწილე ბევრი მხარისთვის, მათ შორის უცხო ქვეყნებისთვისაც. ისინი გამოიყენება საზოგადოებაში უთანხმოების დასათესად, შიშისა და სოციალური პოლარიზაციის გასაძლიერებელად და, რაც მთავარია, ჯანდაცვისა და სახელისუფლებო ორგანოების, მეცნიერებისა და მედიის მიმართ ნდობის შესასუსტებლად.

ძალიან ხშირად, ვაქცინებთან დაკავშირებული ყალბი ინფორმაცია აგებულია “სიმართლის მარცვლის” გარშემო, რაც მათ უფრო სარწმუნოს და გადასამოწმებლად რთულს ხდის. მაგალითად, COVID-19-ის ვაქცინის ერთ-ერთი მწარმოებლის დისკრედიტაციის მიზნით, რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებულმა მედიამ გამოიყენა სიმართლის ნაწილი, კერძოდ, ის, რომ ვაქცინა შემუშავებულია შიმპანზეს ვირუსული ვექტორის გამოყენებით და მას “მაიმუნის ვაქცინა(link is external)” შეარქვა. ამ მეტსახელის შერქმევის მიზანს არა მხოლოდ ვაქცინის მწარმოებლის დაცინვა, არამედ ვაქცინის უსაფრთხოებასა და „სისუფთავეზე“ ეჭვის დათესვა წარმოადგენდა.

როგორ მოვიქცეთ?

ისევე, როგორც ვაქცინებს შეუძლიათ ვირუსების, მათ შორის COVID-19-ის, წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავება, ჩვენც შეგვიძლია შევიქმნათ იმუნიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ეს ჩვენ თვითონ შეგვიძლია გავაკეთოთ. ჰიგიენა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, გვეხმარება COVID-19-გან დაცვაში. ანალოგიურად, ინფორმაციულ ჰიგიენას შეუძლია შეანელოს საზიანო ყალბი ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში.

ინფორმაციული ჰიგიენის დასაცავად, გააკეთეთ პაუზა და ინფორმაციის გაზიარებამდე ან მასზე რეაგირებამდე - დაფიქრდით. ჰკითხეთ საკუთარ თავს:

სანდოა თუ არა ინფორმაცია. ხშირად ახალი ამბები საკმაოდ მოსაწყენია, გარდა იშვიათი შემთხვევებისა, როგორიცაა, მაგალითად ამბავი ორ ადამიანზე, რომლებმაც ყინულიანი წყლიდან ძაღლი ამოიყვანეს და გადაარჩინეს, თუმცა ის მგელი აღმოჩნდა! თუ ინფორმაციამ დაგაინტერესათ, გააკეთეთ პაუზა და შეამოწმეთ: ავრცელებს თუ არა ამ ინფორმაციას სხვა წყაროებიც; საიდან იცით, რომ ეს სიმართლეა? მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის გამოყენებული ფოტოები გრაფიკა, ემოჯიები, სათაურები - ცდილობენ თუ არა რაიმე განსაკუთრებული ემოციის გამოწვევას. თანაც გახსოვდეთ, დიდი რაოდენობით მიმდევარი არ ნიშნავს იმას, რომ სოციალური მედიის ანგარიში სანდო წყაროა.

ვინ არის სტატიის ავტორი? შეგიძლიათ მისი ძველი ნამუშევრები მოიძიოთ?

ნამდვილ ჟურნალისტს და ექსპერტს ყოველთვის აქვს სამსახურეობრივი ისტორია, რომლის მოძიება საკმაოდ ადვილია. Facebook-ის მეგობარი ყოველთვის არ არის ექსპერტი კონკრეტულ საკითხში და თუ ექპერტს გადააწყდებით, დარწმუნდით, რომ მას შესაბამის სფეროში აქვს ცოდნა.

რა არის განცხადებების წყარო?

დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად ყალბ, ანონიმურ „შიდა“ წყაროებს იმოწმებენ, რომლებიც ხშირად არც კი არსებობს! (ამის ყველაზე კარგი მაგალითია ე.წ. Q-anon კონსპირაცია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეს ანონიმური წყაროები ისეთ ზოგად განცხადებებს აკეთებენ, რომელთა გადამოწმება შეუძლებელია. ისეთი განცხადებები, როგორიცაა „ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, „ისე არ არს, როგორც გვეჩვენება“, „მათ არ უნდათ, რომ თქვენ სიმართლე იცოდეთ“, „არსებობს საიდუმლო დღის წესრიგი“ - დეზინფორმაციაზე მიუთითებს. ვაქცინების შემთხვევაში, ვაქცინების მწარმოებლებისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობის შერყევის მიზნით, დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხშირად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები“ და "მეინსტრიმული მედია" დამამცირებელი ფორმით.

სანდოა თუ არა მედია საშუალება

სანდო და პროფესიონალური მედია შეთქმულების თეორიებს არაა აყოლილი. ის ცალმხრივ მოსაზრებებს მიჯნავს ახალი ამბებისგან და მათ მხოლოდ შეხედულებებისა და კომენტარების ნაწილში აქვეყნებს. ავტორიტეტული მედია დადგენილ სტანდარტებს იცავს: სტატიას ერთზე მეტი წყარო უნდა ჰქონდეს და ასახავდეს სხვადასხვა შეხედულებებს მოცემულ საკითხზე დაბალანსებული ინფორმაციის მოსაწოდებლად. თუ რამეში ეჭვი შეგეპარათ, გაეცანით მედია საშუალების შესახებ ინფორმაციას გრაფებში „ჩვენს შესახებ“ და „დაგვიკავშირდით“. თუ აღნიშნული მედია ნამდვილად სანდო წყაროა, მის გვერდზე იპოვით იქ მომუშავე ჟურნალისტების ჩამონათვალს და ინფორმაციას ორგანიზაციისა და მისი დაფინანსების წყაროების შესახებ“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 16:53

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 219 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 219 ადამიანს გამოუვლინდა, 4 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 233,989 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,213 ადამიანი. ვირუსისგან 228,479 პაციენტი განიკურნა.

ლევან იოსელიანი

26 თებერვალი 2021, 16:47

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ხალხი განუწყვეტელი აქციებით დაიღალა

„საქართველოს მოქალაქეებს უნდათ, პოლიტიკოსები იხილონ პარლამენტში და ამას ადასტურებს NDI-ს ბოლო კვლევა, სადაც მოქალაქეების 80 პროცენტმა თქვა, რომ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცი რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

26 თებერვალი 2021, 16:46

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

26 თებერვალი 2021, 16:44

სამართალი

შსს ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

ელენე ხოშტარია

26 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ხელისუფლებაზე წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა

სამწუხაროდ, წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს ორივე მექანიზმი გააგებინებს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც ლეგიტიმაცია არ გაქვს და ერთპარტიული პარლამენტია ქვეყანაში, ეს გაჯიუტება, ვაჭრობა და კუნთების თამაში ძალიან საშიში გზაა, რომელიც ქვეყანას არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციონერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 16:43

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდომებითაც არის განპირობებული ოკუპაციაც და რუსეთის გავლენაც რეგიონში

ყველას, ვისაც დღეს საპროტესტო ტალღა აქვს, მინდა მივმართო ყოველგვარი ნიშნისმოგებისა და გაღიზიანების გარეშე, არჩევნები არ გაყალბებულა და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, დაავალოს საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს, რომ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:30

საზოგადოება

1-29 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

26 თებერვალი 2021, 16:29

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: ქართული ჟესტური ენის განვითარების პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

26 თებერვალი 2021, 16:23

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა ერგნეთში ჩაატარა

კომიტეტის წევრები ერგნეთში შეიკრიბნენ. სხდომის ჩასატარებლად ომის მუზეუმი სიმბოლურად იყო შერჩეული და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს უკავშირდებოდა. კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გატარებულ და გასატარებელ სამუშაოებზე და პროექტებზე იმსჯელეს და ორი სამინუსტროს - ინფრასტრუქტურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ანგარიში მოისმინეს. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

26 თებერვალი 2021, 16:16

საზოგადოება

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები გამოცდების პირველად შედეგებს

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 16:10

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

26 თებერვალი 2021, 16:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა რწმუნებულ​ს შეხვდა

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ისარგებლებს გირაოს შეთავაზებით, მიუხედავად სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება

ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი სასჯელი, მათ შორის გირაო და ელექტრონული სამაჯური, ისევ გირაო, მას შემდეგ რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის ტარების წესი, თუმცა როდესაც მან ეს გირაო არ გადაიხადა, სახელმწიფო იძულებული იყო მისი პატიმრობა განეხორციელებინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 15:49

საზოგადოება

რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი. დეტალურად

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან: გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)...

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია

„ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.