IMEDI /  23 იანვარი 2021, 23:43 / სანდო წყარო

ბიძინა კულუმბეგოვი: თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს

ბიძინა კულუმბეგოვი

ბიძინა კულუმბეგოვი

როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ წერტილოვან გახსნაზე, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.

კულუმბეგოვის თქმით, თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება

„მესმის, რომ სახელმწიფოს ეშინია, პანდემიის იმ ნიშნულთან არ დავბრუნდეთ, საიდანაც ძლივს გამოვედით, მაგრამ ვფიქრობ, არსებობს რაღაც ღონისძიებათა ჩამონათვალი, რომლის შეზღუდვა საზოგადოებაზე უფრო მეტ უარყოფით ზეგავლენას ახდენს, ვიდრე თვითონ პანდემიის საკითხი. ეს განსაკუთრებით ეხება საქალაქო ტრანსპორტის საკითხს და განათლების თემას. ამიტომ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ წერტილოვან დახურვაზე, ბევრი უნდა ვისაუბროთ მეტად წერტილოვან გახსნაზე. უნდა არსებობდეს უსაფრთხო ტრანსპორტის გახსნის გეგმა. ქალაქის მერია იქნება თუ ნებისმიერი სამსახური, უნდა დაჯდეს და შემოგვთავაზოს გეგმა – ჯერ ვთქვათ, ავტობუსი ამუშავდეს, მეტრო სულ ბოლოს ამუშავდეს. რისკები უნდა განაწილდეს, ყველა ავტობუსში უნდა იყოს სულ მცირე ერთი ადამიან, რომელიც გააკონტროლებს ავტობუსის 30-35%-ით დატვირთვას. ასე თუ არ მოვიქეცით, ვირუსი კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენთან ერთად. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ გაგვიჩნდა თავისუფალი ადგილები საავადმყოფოებში, ამიტომ, რაღაც ეტაპზე, შეიძლება, რომ პანდემია მიუშვა. ტრანსპორტის გავლენა შეიძლება იყოს 15%, ანუ გყავს 1 500 დაავდებული, შეიძლება გაგიხდეს 1 700, მაგრამ არ გაგიხდება 8 500. ამ ინფექციის 50% ის გადადება ხდება სახლში, სამსახურში, მეგობრების წრეში. ამიტომ ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი თავი, პირბადე, ჰიგიენა და სოციალური ქცევა უნდა შეცვალოთ და თუ ამას გავაკეთებთ, დანარჩენი ცხოვრების გამარტივება უფრო გაუადვილდება სახელმწიფოსაც და ჩვენც. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ჩვენს წილ პასუხისმგებლობაზე უფრო მეტი ვიფიქროთ. თუკი რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ, სახელმწიფოს სწრაფად მიეცემა საშუალება, შემზღუდავ ღონისძიებებს გადაიხედოს და უფრო სწრაფად მოხდეს ყველაფრის ამუშავება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდან. სრულად ნახეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 22:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების კუთხით რამდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ, მათ შორის საფრანგეთთან და ისრაელთან

ჩვენ არამხოლოდ გერმანიასთან, არამედ ბევრ ქვეყანასთან ვმუშაობთ ე.წ ცირკულარული მიგრაციის მიმართულებით, ჩვენი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმების შემადგენელი ნაწილი იქნება, რომ საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეები უკან დაბრუნდნენ.

03 მარტი 2021, 22:12

COVID19

ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები 21%-ით გაიზარდა

ბელგიაში კოვიდ19 -ის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვე გავიდა. ორი კვირაა, რაც ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების მატება არ წყდება. 21 % -ით გაიზარდა ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. კლინიკებში გადანაწილებულია 1903 პაციენტი. კრიტიკულია 425 ადამიანის მდგომარეობა. ბელგიაში საწოლფონდი 2000-ს შეადგენს. საავადმყოფოებს ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული აქვთ მითითება, რომლის თანახმადაც, საწოლების 35 პროცენტი კოვიდ19 -ით ინფიცირებულებისთვის უნდა შეინახონ.

03 მარტი 2021, 22:04

რეგიონი

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო აიკრძალა.

03 მარტი 2021, 21:56

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (ფოსტა), გუდაური(ფოსტა)–კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

03 მარტი 2021, 21:40

ტაბლოიდი

რაჭაში დაობლებული ბელები თავშესაფარში მეძუძურ დედას მიაშვილეს. ვიდეო🧸🐻

რაჭიდან ჩამოყვანილი 2 ბელი ზოოლოგიურ ცენტრში მცხოვრებ მეძუძურ დათვს მიაშვილეს. ამის შესახებ თავად ცენტრი Facebook-ზე წერს. დათვის ბელები, რომლებსაც დედა სავარაუდოდ ბრაკონიერებმა მოუკლეს, რამდენიმე დღის წინ იპოვეს, რის შემდეგაც ისინი თბილისში ჩამოიყვანეს.

ენტონი ბლინკენი

03 მარტი 2021, 21:26

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: აშშ ჩინეთს მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთს აშშ-ის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად მიიჩნევს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ პრიორიტეტებზე საუბრისას განაცხადა.

03 მარტი 2021, 20:52

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ჯორჯ კენტი

03 მარტი 2021, 20:48

პოლიტიკა

ჯორჯ კენტი: მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 20:43

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ვაქცინების მიმართულებითაც გვექნება მნიშვნელოვანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგი

ჩვენ შევთანხმდით ბევრ შემდგომ ნაბიჯზე, როგორ შეუძლია თურქეთს, აღმოუჩინოს საქართველოს დახმარება, მათ შორის პანდემიასთან გამკლავებაში, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომელმაც მედიასთან თურქეთში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, შესაძლოა, საქართველომ თურქეთთან ვაქცინის მიმართულებითაც ითანამშრომლოს და ამ თვალსაზრისით უახლოეს პერიოდში ხელშესახები შედეგიც დადგეს.

ირაკლი ქადაგიშვილი

03 მარტი 2021, 20:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ

რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს ჩარჩო, კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ, ვერ გავალთ ჩვენ ამ ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

03 მარტი 2021, 20:17

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რა სინდისით საყვედურობენ სახელმწიფოს - საზოგადოებისა და ოპონენტების დაკვეთა იყო ჩინური და რუსული ვაქცინა არ შემოსულიყო ქვეყანაში

მისივე თქმით, საქართველო მაღალი სტანდარტული გზით წავიდა, რომ ევროპულ და ამერიკულ ვაქცინაზე გააკეთა აქცენტი და ამით, ოპონენტები უკმაყოფილებას არ უნდა გამოხატავდნენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც თავად ოპონენტებს ჰქონდათ პროტესტი ჩინურ და რუსულ ვაქცინაზე.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2021, 20:01

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომის შემთხვევაში, ხელახალი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ ამას სჭირდება დასაბუთება, ვინმეს სიტყვაზე ხომ არ ვენდობით

თუ აღმოჩნდება, რომ არჩევნები ჩატარდა ცუდად და იყო ერთპროცენტიანზე მეტი გადაცდომა, ვთქვით, რომ ასეთ შემთხვევაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის განცხადება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ შეიძლება იყოს საკმარისი პირობა ახალი არჩევნების ჩასატარებლად, არამედ საჭიროა შესაბამისი დასაბუთება.

გრიგორი კარასინი

03 მარტი 2021, 20:00

პოლიტიკა

გრიგორი კარასინი: რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება

რუსეთის ფედერაციის სენატორმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი გადაუწყვეტელი რჩება.

თენგიზ ცერცვაძე

03 მარტი 2021, 19:54

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: Novavax-თან ვაქცინის მილიონი დოზის მოწოდებაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია

საქართველო ივნისის ბოლოს Novavax-ის ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „რუსთავი-2“-ის თერში განაცხადა. ინფექციონისტის განმარტებით, ეს შეთანხმება უკვე მიღწეულია და ამას წინ არაფერი უდგას.

03 მარტი 2021, 19:44

COVID19

სლოვაკეთში კომენდანტის საათი გამოცხადდა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სლოვაკეთის მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2021, 19:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს

ოპოზიციის მხრიდან არ იყო თავდაპირველად სწორად გადადგმული ნაბიჯი, როცა აქციები განაახლეს მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, თითქოს, მოლაპარაკება სურდათ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკება და ამ პროცესში ჩართვა უალტერნატივოა.

03 მარტი 2021, 19:31

პოლიტიკა

ჩავუშოღლუ: დავით ზალკალიანთან ერთად საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავურეკეთ და მიწისძვრის შემდეგ ჩვენი სოლიდარობა გამოვუცხადეთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთში მომხდარ მიწისძვრას გამოეხმაურა.

ჯანლიუჯი ბუფონი

03 მარტი 2021, 19:24

სპორტი

როდის აპირებს ბუფონი კარიერის დასრულებას

„რა თქმა თავში სულ ეს მიტრიალებს. მაქსიმალური ზღვარი, ალბათ, 2023 წლის ივნისია, თუმცა არც ის არის გამორიცხული, 4 თვეში წავიდე. არ დაგიმალავთ, რომ იძულებითი იზოლაციის პირველ თვეებში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მეტ დროს ვატარებდი ოჯახთან, ვკითხულობდი. ამდენი დრო საკუთარი თავისა და ოჯახისთვის არასდროს დამითმია“, -აცხადებს 43 წლის ფეხბურთელი.

03 მარტი 2021, 19:13

მსოფლიო

ისრაელი საჰაერო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს

ისრაელი საჰაერო მიმოსვლას ნაწილობრივ აღადგენს. ამის შესახებ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა, მირი რეგევმა განაცხადა.

ნინო ანანიაშვილი

03 მარტი 2021, 19:13

მსოფლიო

ნოვოსიბირსკის თეატრმა ნინო ანანიაშვილის შემცვლელი იპოვა

ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიურმა თეატრმა ნინო ანანიაშვილის შემცვლელი იპოვა. ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, თეატრის საბალეტო დასს რუსეთის სახალხო არტისტი ფარუხ რუზიმატოვი უხელმძღვანელებს, რომელიც კოლექტივს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დღეს წარუდგინა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილი უხელმძღვანელებდა, იანვრის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ქართველ ბალერინას კონტრაქტი შეუწყვიტეს. თეატრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ანანიაშვილმა ინფორმაცია კოლექტივთან ოფიციალურ წარდგენამდე გაასაჯაროვა, რითაც დასის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.