25 იანვარი 2021, 11:10 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კოვიდინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში კორონავირუსი არცერთ ადამიანს არ დადასტურებია,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მეზობელ რეგიონებს: იმერეთში ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა გამოავლინეს, სამეგრელო-ზემო სვანთის ტერიტორიაზე კი კოორონავირუსი 32 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 298 ადამიანს დაუდასტურდა, 1 311 კი გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსის 253 816 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 243 396. გარდაიცვალა 3 071 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

დავით ზალკალიანი და მევლუთ ჩავუშოღლუ

03 მარტი 2021, 13:46

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს ხვდება

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარსა და კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს გულითადი დახვედრისთვის. ჩვენ უნდა განვიხილოთ ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოსა და თურქეთს შორის განვითარებადი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები“, - წერს ზალკალიანი.

03 მარტი 2021, 13:46

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სახელმწიფოს ინტერესებში არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ნუ ვეძებთ შავ კატას ბნელ ოთახში

„თავდამსხმელები დაკავებული არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, ამას არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი ღოღობერიძე

03 მარტი 2021, 13:36

საზოგადოება

ადამიანის გული რომ იკუმშება, ფილტვები რომ იკუმშება, ეს ენერგია მიღებული გვაქვს დედისგან - ექიმი გიორგი ღოღობერიძე

„ყველა ქალი, რომელიც ფეხმძიმდება და დედა ხდება, ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება. მთელ მსოფლიოში ყოველდღე კვდება 800 ქალი უშუალოდ ფეხმძიმობის ან მშობიარობის გამო. ფეხმძიმობის დროს არსებული ინფექციების, სისხლდენების, თქომბოზების, მაღალი წნევის გართულების შედეგად“, - ეს შეფასება ექიმ გიორგი ღოღობერიძეს ეკუთვნის, რომელმაც დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური ვიდეო-ბლოგი ჩაწერა.

მაურისია იბანეზი

03 მარტი 2021, 13:02

მსოფლიო

ესპანეთში ქალს 64 წლის ასაკში გაჩენილი შვილები ჩამოართვეს

გამოცემის ინფორმაციით, სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომელიც რეგიონულმა სასამართლომ 2020 წლის 22 აპრილს მიიღო. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ქალი შვილებზე სათანადოდ ვერ ზრუნავს. სასამართლოში განმარტავენ, რომ განაჩენი ექსპერტების შეფასებას ეყრდნობა და არა ქალის ასაკს ან მის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას.

03 მარტი 2021, 12:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

03 მარტი 2021, 12:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 452 პაციენტი გარდაიცვალა.

ზუზანა ჩაპუტოვა

03 მარტი 2021, 12:42

მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტმა რუსული ვაქცინის შეძენის გამო უკმაყოფილება გამოთქვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.

შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2021, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან

სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

03 მარტი 2021, 12:34

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე „ეუპენის“ წინააღმდეგ განაცხადშია

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაზებრიუკმა, ქართველი ტალანტი სათასო შეხვედრისთვის გაფართოებულ 24-კაციან სიაში შეიყვანა, შესაბამისად მაღალია იმის ალბათობა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 4-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს. ფეხბურთელმა ოფიციალური შეხვედრა უკანასკნელად 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვენის რაპიდის“ წინააღმდეგ ჩაატარა და სწორედ იმ შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა ხანგრძლივი უთამაშებლობის მიზეზი.

ნიკა ობოლაძე

03 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ოპოზიციის პროტესტი უფრო ფრთხილი იქნება

„მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ და ევროპის დაინტერესებასა და მათ მედიაციას ვიღებთ და ვხდებით ევროპის ნაწილი ფუნდამენტურად, თუ არა. ახლა კონსტიტუციაზე აპელირებით თუნდაც, ჩვენთვის არ არის მისაღები, რაიმე სივრცე დავტოვოთ ხელისუფლების სპეკულირებისთვის. ამიტომ, ჩვენი პროტესტი შემდგომში იქნება კიდევ უფრო ფრთხილი“, - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

03 მარტი 2021, 12:20

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება.

ვიქტორ ორბანი

03 მარტი 2021, 12:19

COVID19

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კოვიდვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა. უნგრეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ „ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა „ევროპელებისთვის ვაქცინების სწრაფად და ეფექტურად დარიგების ამოცანას“.

პაატა მაჯნგალაძე

03 მარტი 2021, 12:16

პოლიტიკა

ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის

„თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე და მისი აზრი იყო ყურადღების მიქცევა, ხმის გაგონება ხელისუფლებისთვის, გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე, საყვირის ხმის გაგონებაზე ხელისუფლებისთვის და ა.შ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 12:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მჭიდრო კოორდინაცია სჭირდება

„თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვენლოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და თანამშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

03 მარტი 2021, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,235 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,235 ადამიანს დაუდასტურდა, 185 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,364,705 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,397 პაციენტი ემსხვერპლა, 1,182,036 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 მარტი 2021, 11:55

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 726 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 237 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 726 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 11:53

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 172,816 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,202 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,906.

დედის დღე მილოცვა ევროკავშირა

03 მარტი 2021, 11:37

საზოგადოება

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს დედის დღეს ულოცავს

„დედის დღეს გილოცავთ - დავაფასოთ ის შეუნაცვლებელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

03 მარტი 2021, 11:33

საზოგადოება

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენი
ჯინ ფინიგანი

03 მარტი 2021, 11:24

საზოგადოება

ამერიკის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

ამერიკის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დედასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. „მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ.