imedi /  25 იანვარი 2021, 14:05 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 2 500-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 2 516 ადამიანს დაუდასტურდა, 63 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1 194 328ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 21 924 პაციენტი ემსხვერპლა, 953 297 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ლიზ ტრასი

21 იანვარი 2022, 12:01

მსოფლიო

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, უკრაინიდან უკან დაიხიოს, ვიდრე დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს აფრთხილებს, რომ დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები ერთად იბრძოლებენ დემოკრატიისთვის დიქტატურის წინააღმდეგ.

ნათია მეზვრიშვილი

21 იანვარი 2022, 11:47

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად დადანაშაულება იქცა

„დადანაშაულება იქცა ამ პარტიების პოლიტიკის კეთების ერთადერთ ინსტრუმენტად და ჩვენ ამას მიჩვეული ვართ. ამას არ ავყვებით. ჩვენი პარტია ისევ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობასა“ და ნებისმიერ სხვა პარტიასთან სისტემურ კოალიციას. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია.

21 იანვარი 2022, 11:39

საზოგადოება

„ჯეოქეისმა“ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდიდან დემოკრატიაზე გადასვლის გამოცდილების შესახებ ვებინარს უმასპინძლა

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ვებინარი თემაზე „აპარტეიდის დემოკრატიით შეცვლის სამხრეთ აფრიკული გამოცდილება: მიღწევები, მიმდინარე გამოწვევები და გაკვეთილები გლობალური საზოგადოებისთვის“ გაიმართა. ვებინარს საპატიო სტუმარი, როლფ მაიერი გაუძღვა. იგი ორგანიზაციის In Transformation Initiative (ITI) დამფუძნებელი დირექტორია, გახლდათ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, პოლიტიკოსი და მთავარი პირი იმ ისტორიული მოლაპარაკებების პროცესისა, რომელმაც დაასრულა აპარტეიდი.

მიხეილ სარჯველაძე

21 იანვარი 2022, 11:33

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ

ნათელია, რომ გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ ერთმანეთთან და ამას იყენებენ ხელისუფლების წინააღმდეგ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დავით ზალკალიანი

21 იანვარი 2022, 11:24

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები, რომ ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა კვლავინდებურად გაგრძელდება

კიდევ ერთხელ მივიღეთ ჩვენი ლიეტუველი პარტნიორების მხრიდან მყარი გარანტიები იმასთან დაკავშირებით, რომ, ევროკავშირში და ნატოში კვლავინდებურად გაგრძელდება საქართველოს მხარდაჭერა, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფეის მხარდაჭერა, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ლიეტუვას პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ.

21 იანვარი 2022, 11:22

თემა

ფაქტები და მითები ომიკრონის შესახებ

მითი:COVID-19-ის ომიკრონ ვარიანტი მსუბუქი დაავადებაა. ფაქტი:ომიკრონ ვარიანტი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვვს, თუმცა, იგი საშიშ ვირუსად რჩება არავაქცინირებულთათვის. -ომიკრონი განსაკუთრებულად დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია. მითი:ვინაიდან ომიკრონი ნაკლებად მძიმე ვარიანტია, იგი გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირებას და ჩვენი ჯანდაცვის სისტემები შეძლებენ მას გაუმკლავდნენ. ფაქტი:ომიკრონი ჯანდაცვის სისტემებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. -ომიკრონს გავრცელების მაღალი კოეფიციენტი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი დელტასთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, შემთხვევების სწრაფი ზრდა გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის ზრდას, რაც ზეწოლას მოახდენს ჯანდაცვის სისტემებზე და გაძნელდება როგორც COVID-19-ით ინფიცირებული, ასევე სხვა დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობა. მითი:ვაქცინა არ მუშაობს ომიკრონის წინააღმდეგ. ფაქტი:ვაქცინაცია წარმოადგენს საუკეთესო დაცვას ომიკრონისგან. -მოსალოდნელია, რომ ვაქცინა დაგვიცავს ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილისაგან, ისევე, როგორც ეს დელტა ვარიანტის შემთხვევაშიმოხდა. ვაქცინაცია იწვევს ორგანიზმის იმუნურ პასუხს ვირუსზე, რომელიც არა მხოლოდ გვიცავს ცირკულაციაში ამჟამად არსებული ვარიანტებისგან - მათ შორის ომიკრონისგან - არამედ, სავარაუდოდ, COVID-19-ის მომავალი მუტაციებით გამოწვეული მძიმე დაავადებისაგანაც. მითი:ომიკრონი საფრთხეს არ წარმოადგენს არავაქცინირებული ადამიანებისთვის. ფაქტი:არავაქცინირებული ადამიანები ყველაზე მაღალი რისკის წინაშე იმყოფებიან. -ახალ შემთხვევათა დიდი რაოდენობა იწვევს მზარდ ჰოსპიტალიზაციას იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონი დომინანტური ვარიანტია, აქ ჰოსპიტალიზებულთა უმრავლესობა არ არის აცრილი COVID-19-ის წინააღმდეგ. მითი:ომიკრონი ზოგად გაციებასჰგავს. ფაქტი:ომიკრონი ზოგად გაციებაზე ბევრად საშიში დაავადებაა. -ომიკრონს გაციებასთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს. ომიკრონ ვარიანტით ინფიცირებულ ადამიანებს ურთულდებათ დაავადება და კვდებიან კიდეც. იგი ასევე ზრდის პოსტ-კოვიდური სიმპტომის განვითარების რისკს. მითი:თუ COVID-19-ით ერთხელ მაინც ყოფილხართ ინფიცირებული, მაშინ ომიკრონისგან დაცული ხართ. ფაქტი:ომიკრონი ზრდის COVID-19-ით რეინფიცირების რისკს. -იმის მიუხევადავად უკვე ინფიცირებული ყოფილხართ თუ არა COVID-19-ის აქამდე არსებული ვარიანტებით, ვაქცინაციის ჩატარება აუცილებელია, რადგან მაღალია ომიკრონით ინფიცირების რისკი. მითი:ბუსტერი არაეფექტურია ომიკრონით გამოწვეული მძიმე დაავადების წინააღმდეგ. ფაქტი:ბუსტერ დოზით ვაქცინაცია ამცირებს ომიკრონისა და COVID-19-ის ყველა სხვა ვარიანტისგან გამოწვეული მძიმე დაავადებისა და სიკვდილის რისკს. -COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისაგან გამომუშავებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ბუსტერ დოზა აძლიერებს იმუნიტეტს და გვიცავს ამჟამად ცირკულაციაში არსებული ვარიანტებისა და მომავალი მუტაციებისაგან. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფებისთვის (60+ ასაკის ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები და სამედიცინო პერსონალი.) მითი:პირბადის ტარებას აზრი არა აქვს, რადგან ქსოვილში არსებული ნაპრალები ზომით ვირუსზე დიდია. ფაქტი:პირბადის ტარება ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ. -არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ გამოყენებული უსაფრთხოების ზომები (პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, ხალხმრავალი ადგილებისაგან თავის არიდება, დაცემინება და დახველება მოხრილ იდაყვში და კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა) ეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგაც. მითი:ომიკრონ ვარიანტის გავრცელებასთან ერთად პანდემიის დასასრული ახლოვდება. ფაქტი:პანდემიის დასასრული ახლოს არ არის. -მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი პანდემიის დასასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მომენტისთვის ჯანმოს ევროპის რეგიონში ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა ოდნავ შემცირებულია, საქმე გვაქვს COVID-19 შემთხვევების ძლიერ ზრდასთან. მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, COVID-19-ის არსებული შემთხვევების უმეტესობა ჯერ კიდევ დელტა ვარიანტითაა გამოწვეული, რომელიც, როგორც ცნობილია, იწვევს დაავადების მძიმე ფორმებსა და სიკვდილს. იმ ქვეყნებში, სადაც ომიკრონიგახდაანხდება დომინანტური ვარიანტი, ადგილი აქვს COVID-19-ისშემთხვევების გაორმაგებას ყოველი 1,5-დან 3 დღეში ერთხელ - შედეგად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც სწრაფად იზრდება. პანდემიის დასასრულებლად აუცილებელია, რომ მივაღწიოთ ვაქცინაციის უფრო მაღალ დონეს რისკ-ჯგუფებში ჯანმოს ევროპის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. საქმე ეხება ვაქცინის თანასწორ გადანაწილებას როგორც ქვეყნებს შორის, ისევე ქვეყნების შიგნით და ეს უნდა გულისხმობდეს ყველა მოწყვლადი ჯგუფისა და სამედიცინო პერსონალის პრიორიტეტულად ვაქცინაციას. წყარო: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზციის ევროპის რეგიონული ბიურო

გიორგი ვოლსკი

21 იანვარი 2022, 11:22

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა

გახარიამ თავიდანვე ისეთი ნაბიჯები გადადგა, როგორიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობდა, - ამისშესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით და კოორდინირებულად მოქმედებს.

გიორგი გახარია

21 იანვარი 2022, 11:22

პოლიტიკა

გიორგი გახარია თანაგუნდელებს წავკისში, საკუთარ სახლში ხვდება

როგორც პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. გიორგი გახარიას გუნდის წევრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას უარყოფენ. საპირისპიროს აცხადებენ მმართველ პარტიაში. „ქართულ ოცნებაში“ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის გარიგებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედებენ. ამის მაგალითად კი წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებს ასახელებენ.

21 იანვარი 2022, 11:10

თემა

იქნება თუ არა მალე „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა? ვინ მუშაობს მასზე და როდის უნდა ველოდოთ ახალ პრეპარატს?

მსოფლიოში „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელების ფონზე სულ უფრო მეტი ექსპერტი საუბრობს იმ ვაქცინების მოდიფიცირების აუცილებლობაზე, რომლებიც მასობრივი იმუნიზაციისთვის ამ დროისთვის გამოიყენება. რომელი მწარმოებელი ატარებს უკვე მსგავს კვლევას და როდის იქნება „ომიკრონის“ საწინააღმდეგო პირველი „ვაქცინა“ ხელმისაწვდომი, ამ თემაზე ინფორმაცია Deutsche Welle-მ მოიძია.

21 იანვარი 2022, 11:03

რეგიონი

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი სერტიფიცირებულია

მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება წარმატებით გაიარა. ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

21 იანვარი 2022, 10:54

თემა

გამოჩნდა თუ არა კორონავირუსის მორიგი ახალი შტამი? რატომ არის ჯანმო მშვიდად?

რამდენიმე დღის წინ ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებები შეშფოთებით წერდნენ, რომ საფრანგეთის სამხრეთში Sars-Cov-2-ის ახალი და სავარაუდოდ, ძალიან საშიში ვარიანტი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია ეფუძნებოდა მარსელელი ექიმების სამეცნიერო სტატიის პრეპრინტს, რომელიც შემდეგ ათობით სატელევიზიო და რადიო არხმა, გაზეთმა და ონლაინ გამოცემამ (მათ შორის, საკმაოდ ავტორიტეტულებმაც) გაავრცელეს. აქ იყო საუბარი კვლევის საშიშ დეტალებზე, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გენომში ატიპური კომბინირებული მუტაციები დაფიქსირდა. ამ პუბლიკაციების მიხედვით, ვირუსი-მუტანტი, სახელწოდებით IHU, ევროპაში კამერუნიდან შევიდა და შესაძლოა, ომიკრონზე უფრო გადამდებიც კი იყოს. BBC-მ გაარკვია, რა არის ამ სიახლეში სიმართლე და რა - არა.

21 იანვარი 2022, 10:53

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 7 059 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 059-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 643 528 აცრა გაკეთდა.

21 იანვარი 2022, 10:52

ეკონომიკა

კერძო სექტორის მხარდასაჭერად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია UNWTO ტურიზმის ონლაინ აკადემიასთან თანამშრომლობას იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ონლაინ აკადემიის კურსებს სთავაზობს.

21 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 992 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 992 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 286 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 992 პირი, მათ შორის, თბილისში - 419, აჭარაში - 131, იმერეთში - 249. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 286 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 50, იმერეთში - 20.

21 იანვარი 2022, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 15,55%-ია

21 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 15,55%, ბოლო 14 დღის - 11,39%, ბოლო 7 დღის - 12,76%

21 იანვარი 2022, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 5052 თბილისში, 851 აჭარაში, 861 კი იმერეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, აჭარასა და იმერეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარა - 851, იმერეთი - 861, ქვემო ქართლი - 351, შიდა ქართლი - 538, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი -277, მცხეთა-მთიანეთი - 176, სამცხე-ჯავახეთი - 165, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -43.

21 იანვარი 2022, 10:49

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 49 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

21 იანვარი 2022, 10:46

პოლიტიკა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მოადგილეები წარადგინა

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, თანამშრომლებს მერის მოადგილის ორ ვაკანტურ პოზიციაზე, ნათია გოლიაძე და ნიკა ბოლქვაძე წარუდგინა.

21 იანვარი 2022, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5173 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 030 710 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 951 428, გარდაიცვალა 14 631პაციენტი.

21 იანვარი 2022, 10:21

საზოგადოება

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, პრემიერის ინიციატივით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში, ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის დავალებით მზადდება რეკომენდაციების აღსრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.