imedi /  25 იანვარი 2021, 19:48 / სანდო წყარო

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება

ინგლისში სკოლები, სულ მცირე, მარტის დასაწყისამდე სრულად არ გაიხსნება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთიდს პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს.

ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომებს 15 თებერვალს გადახედავენ. ბორის ჯონსონის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ მთავრობა მტკიცებულებებს შეისწავლის, შესაძლებელია თუ არა შეზღუდვების შემსუბუქება.

ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანმა ასევე დაადასტურა, რომ სკოლებს გახსნის შესახებ, სულ მცირე, ორი კვირით ადრე შეატყობინებენ, რაც ნიშნავს, რომ ეს პროცესი მარტამდე არ დაიწყება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 3 647 463 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 97 939 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 16:46

პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში ავსტრიის ელჩს ტომას მუჰლმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილმა და ტომას ჰუმლანმა უსაფრთხოების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და რეგიონული საფრთხეები მიმოიხილეს.

26 თებერვალი 2021, 16:44

სამართალი

შსს ზუგდიდში „ოქროს ბირჟაზე“ განხორციელებული თავდასხმის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „ოქროს ბირჟაზე“ სავარაუდო თავდამსხმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

ელენე ხოშტარია

26 თებერვალი 2021, 16:43

პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: ხელისუფლებაზე წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა

სამწუხაროდ, წნეხის ერთადერთი გზა არის პარტნიორებთან მუშაობა და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობა. დარწმუნებული ვარ, ეს ორივე მექანიზმი გააგებინებს „ქართულ ოცნებას“, რომ როდესაც ლეგიტიმაცია არ გაქვს და ერთპარტიული პარლამენტია ქვეყანაში, ეს გაჯიუტება, ვაჭრობა და კუნთების თამაში ძალიან საშიში გზაა, რომელიც ქვეყანას არაფერს მოუტანს, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ ეთერში ოპოზიციონერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 16:43

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: აქციებს ხელმძღვანელობენ ადამიანები, რომელთა დანაშაულებრივი შეცდმებითაც არის განპირობებული ოკუპაციაცა და რუსეთის გავლენაც რეგიონში

ყველას ვისაც დღეს საპროტესტო ტალღა აქვს, მინდა მივმართო ყოველგვარი ნიშნისმოგებისა და გაღიზიანების გარეშე, არჩევნები არ გაყალბებულა და თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ გაყალბდა, დაავალოს საკუთარ პოლიტიკურ რჩეულს, რომ მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:32

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელია გისოსებს მიღმა მოახვედრა

„რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, რასაკვირველია პროკურატურა თანმიმდევრულია. ჩემი აზრით პოლიტიკურად არ იქნებოდა ურიგო მელია იყოს გარეთ და ამის გარშემო არ იყოს ამდენი საუბარი, მაგრამ არსებობს მეორე რეალობა, რომელიც მელიამ შექმნა თავად დაწყებული პარლამენტზე შეტევით და დამთავრებული გირაოს პირობების დარღვევაზე, სამაჯურის მოხსნაზე, პირდაპირ შეურაცხყოფაზე სახელმწიფოსა და სასამართლოსი და მისმა ადვოკატებმაც საკმაოდ სერიოზული მცდელობა არ დააკლეს ამას“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:30

საზოგადოება

1-29 მარტს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე მოემსახურება

1-29 მარტს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 25 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ეკატერინე დგებუაძე

26 თებერვალი 2021, 16:29

პოლიტიკა

ეკატერინე დგებუაძე: ქართული ჟესტური ენის განვითარების პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით განსაზღვრულ შესასრულებელი ვალდებულების შესრულების შესახებ ისაუბრა.

26 თებერვალი 2021, 16:23

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტმა პირველი გასვლითი სხდომა ერგნეთში ჩაატარა

კომიტეტის წევრები ერგნეთში შეიკრიბნენ. სხდომის ჩასატარებლად ომის მუზეუმი სიმბოლურად იყო შერჩეული და საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს უკავშირდებოდა. კომიტეტის სხდომაზე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გატარებულ და გასატარებელ სამუშაოებზე და პროექტებზე იმსჯელეს და ორი სამინუსტროს - ინფრასტრუქტურისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ანგარიში მოისმინეს. ასევე, განიხილეს სამომავლო გეგმებიც.

გიორგი ვოლსკი

26 თებერვალი 2021, 16:16

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სამწუხაროა, რომ სააკაშვილი განაგებს იმ სიტუაციას, რომელიც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში სუფევს

„ზუსტად თუ დავითვლით არის სადღაც მე-16 განცხადება, როდესაც სააკაშვილი ჩამოსვლას აანონსებს. ცოტა რთულია იმ ქონებისა და საკუთრების დატოვება, რაც თუნდაც უკრაინაში ან თუნდაც აშშ-ში გააჩნია რასაკვირველია, მაგრამ მეორე მხრივ თემა რომ სხვისი ხელით როგორც თვითონ ამბობს ხელი გაანძრიეთ და ჩამოვა ეს არის მთავარი ფორმულა რომელსაც გვთავაზობს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

26 თებერვალი 2021, 16:16

საზოგადოება

სად და როგორ შეიტყობენ აბიტურიენტები გამოცდების პირველად შედეგებს

ნაშრომების გასწორების პროცესის დასრულების შემდგომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები - აბიტურიენტების მიერ თითოეულ საგანში მიღებული ნედლი ქულა.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 16:10

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოს შეუძლია, მთიანი ყარაბაღის აღდგენის საერთო პლატფორმას შეუერთდეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ნინო ბურჯანაძე

26 თებერვალი 2021, 16:06

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე გერმანიის ელჩს კატეგორიულად არ ეთანხმება

ჰუბერტ ქნირშს კატეგორიულად არ ვეთანხმები, - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებას, სადაც ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში აშკარაა საფრთხე, პარტიებმა თავი პირველ ადგილზე დააყენონ, ეს ნათელია, როდესაც კენჭს იყრიან პარლამენტში, მაგრამ არ იღებენ პასუხისმგებლობის ტვირთს.

26 თებერვალი 2021, 16:05

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ესპანეთის საქმეთა რწმუნებულ​ს შეხვდა

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე, კერძოდ კი პოლიტიკის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის დინამიკაზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დიპლომატიისა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერების მნიშვნელობას.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:58

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა. როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, ნიკა მელია ისარგებლებს გირაოს შეთავაზებით, მიუხედავად სააკაშვილის თუ სხვა ლიდერების კატეგორიული განცხადებებისა, რომ ეს არ მოხდება

ნიკა მელიას მანამდეც ჰქონდა შეფარდებული ბევრი შეღავათიანი სასჯელი, მათ შორის გირაო და ელექტრონული სამაჯური, ისევ გირაო, მას შემდეგ რაც ცინიკურად დაარღვია სამაჯურის ტარების წესი, თუმცა როდესაც მან ეს გირაო არ გადაიხადა, სახელმწიფო იძულებული იყო მისი პატიმრობა განეხორციელებინა, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 15:49

საზოგადოება

რა შემთხვევაში გაუქმდება აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი. დეტალურად

აბიტურიენტის სარეგისტრაციო განაცხადი გაუქმდება ან რანჟირების დოკუმენტის შედგენისას მისი შედეგები არ იქნება განხილული, თუ მან: გამოცდამდე დაწერა განცხადება და მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება (განცხადებას თან უნდა დაერთოს აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი)...

სოზარ სუბარი

26 თებერვალი 2021, 15:40

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენ მოლაპარაკების მაგიდა არ დაგვიტოვებია

„ულტიმატუმი, რომ არჩევნები ჩატარდეს იქამდე, ვიდრე ყველა მოთამაშე არ იქნება კმაყოფილი, მსოფლიოში არსად მომხდარა და არც საქართველოში მოხდება. სხვა ყველა ტიპის მოლაპარაკებაზე მზად ვიყავით და მზად ვართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვახო სანაია

26 თებერვალი 2021, 15:40

სამართალი

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მას საქმის მასალები გადაეცა, რომლის გაცნობის შემდეგაც უფრო დეტალურად ისაუბრებს. დაკავებულების ვერსიით, დაპირისპირება გიგაურსა და სანაიას შორის მოხდა, ხოლო დანარჩენი ორი პირი მათ გაშველებას ცდილობდა.

26 თებერვალი 2021, 15:38

რეგიონი

თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა

,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ“ - ამ სახელწოდებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.