imedi /  25 იანვარი 2021, 22:29 / სანდო წყარო

ანტონიო გუტერეში: კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს

ანტონიო გუტერეში

ანტონიო გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ კორონავირუსის მუტაციის ფონზე ვაქცინების გავრცელების შეყოვნებამ უფრო მეტი სიკვდილიანობა შეიძლება გამოიწვიოს.

„რეალური საფრთხე არსებობს, რომ ვირუსი უფრო გადამდებ და მომაკვდინებელ ვარიანტად იქცევა, რომელიც არსებული ვაქცინების მიმართ მდგრადი იქნება“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა „დავოსის დღის წესრიგის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას.

ანტონიო გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვაქცინების წარმოების მნიშვნელოვნად ზრდა არის საჭირო.

„ვაქცინები სწრაფად ჩნდება მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ხოლო ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ვერ იღებენ. თუ განვითარებული ქვეყნები ფიქრობენ, რომ უსაფრთხოდ იქნებიან მხოლოდ თავიანთი მოქალაქეების ვაქცინირებით, ძალიან ცდებიან“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ყველაზე დიდი კრიზისია ბოლო 100 წლის განმავლობაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

05 მარტი 2021, 13:30

COVID19

გააფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოს საჰაერო საზღვარზე შემოსვლა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:30

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: შსს აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

გურამ ნიკოლაშვილი

05 მარტი 2021, 13:27

ეკონომიკა

რას პასუხობს ეკონომიკის სამინისტრო EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებას. დეტალურად

ტელეკომპანია „იმედის“ წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა EMC-ს მიერ ნამახვანის ჰესის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში და ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს პასუხები „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შეაჯამა და პუნქტობრივად გამოაქვეყნა. მისი თქმით, სამინისტროს 20 გვერდიან პასუხში დეტალურადაა განმარტებული თითოეული საკითხი, რომელსაც EMC-ს ცხრა პუნქტიანი პუბლიკაცია ეხება.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:26

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობისთვის დაკავებულია და პასუხისგებაშია მიცემული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, „მინისტრის საათის" ფორმატში, ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებულ მთავარ გამოწვევებზე - ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტვაჭრობაზე ისაუბრა და დეპუტატებს ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო.

05 მარტი 2021, 13:22

საზოგადოება

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ქვეყანას კიდევ ერთი დაცული ტერიტორია შეემატება

კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ცივ-გომბორის აღკვეთილისთვის განსაზღვრულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი სახეობები. საქართველოს წითელი ნუსხის ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია მურა დათვი და გვხვდება კეთილშობილი ირემი.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:22

პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური: გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა

„გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მთავარი მიზანი გამოძიების ხარისხის გაზრდაა. რეფორმის შედეგად მივიღებთ გამომძიებელთა ახალ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე შემადგენლობას, ხოლო ოპერატიული კომპონენტი საქმიანობის ცალკე მიმართულებად განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების გამიჯვნის პროცესი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

05 მარტი 2021, 13:16

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა

„შემცირდა ისეთი კატეგორიის დანაშაულები, როგორიც არის: მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, შემცირებულია ბინების გაქურდვის ფაქტებიც. გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

05 მარტი 2021, 13:15

საზოგადოება

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩის მონაკვეთზე (N145-დან - N94-მდე) გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ნაწილზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, რის შემდეგაც გზის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება.

05 მარტი 2021, 13:14

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

როგორც მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელიც ქვეყანას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით აქვს და ასე, კომიტეტის გეგმას და ხედვას ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში.

05 მარტი 2021, 13:05

პოლიტიკა

პარლამენტი შშმ პირების შესახებ დოკუმენტს განიხილავს - როგორ იგეგმება შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება

ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებით, საქართველო ორ საკითხს უზრუნველყოფს: შშმ პირების ინდივიდუალური საჩივრების განხილვის უფლება მიეცემა გაეროს შშმ პირთა კომიტეტს და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე საქართველოშივე ვერ მოახერხებს საკუთარი ინდივიდუალური უფლების აღდგენას, მას საერთაშორისო დონეზე ექნება საშუალება, დაიბრუნოს და აღადგინოს საკუთარი უფლება.

05 მარტი 2021, 12:58

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,024 შემთხვევა გამოვლიდნა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 462 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,301,159 შემთხვევა გამოვლინდა, 88,285 ადამიანი კი გარდაიცვალა.

05 მარტი 2021, 12:51

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები ჯო ბაიდენს მოუწოდებენ, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს სანქციები დაუყოვნებლივ დაუწესოს

„რესპუბლიკელი“ სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართავენ და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-სთვის სანქციების დაწესებას მოითხოვენ.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:51

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ვახტანგ გომელაური არის თავის საქმის პროფესიონალი და კარგი მაგალითია თითოეული გმირი პოლიციელისთვის, თუ როგორი უნდა იყოს უწყების ხელმძღვანელი

„გომელაურთან დაკავშირებით, მე პირადად კითხვას არ დავსვამ, იცით რომ ჩვენ კოორდინაციაში ვართ და ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზოგადად ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ის ჩვენი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრია, რაც შეეხება მის ფუნქციას, ცალკე აღებულს აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და ვხედავთ თითოეული პოლიციელის თავდადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული“.

დავით სონღულაშვილი

05 მარტი 2021, 12:44

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი: ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებული შედეგი ძალიან კარგი მესიჯია ინვესტორებისთვის

​​​​​​​ჰერითიჯის ფონდის მიერ გამოქვეყნებული შედეგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პანდემიის პერიოდში, ჩვენმა ქვეყანამ, სწორი მოქმედებებით, შეძლო პოზიციების შენარჩუნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:41

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი არის წარსულის პოლიტიკოსი, რომლის მმართველობაც ქვეყანამ სახადივით გადაიტანა

მე ვფიქრობ, რომ წარსულ პოლიტიკოსებზე და მათ შორის ისეთზე, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, მე მგონი ვცოდავთ ყველანი ერთად და ბევრ ყურადღებას ვამახვილებთ, ეს ადამიანი არის იმ ძალიან ცუდი წარსულის სიმბოლო, რომელიც ამ ქვეყანამ, როგორც სახადი ისე გადაიტანა, ჩვეულებრივი სახადი გადაიტანა ამ ქვეყანამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და მისი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრის შემოქმედი იყო, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

მიხეილ სარჯველაძე

05 მარტი 2021, 12:36

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის მხრიდან პლებისციტის მოთხოვნა პროცესის ლოგიკური გაგრძელება არ არის

„მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება. მოლაპარაკებას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვადასტურებთ და მნიშვენელოვანია, რომ ეს პროცესი აუცილებად წარიმართება, მაგრამ კონკრეტულად, მოლაპარაკების ეს ფორმატი როდის იქნება, ამაზე წინასწარი საუბარი ძნელია.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციას ვთხოვთ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებში შევძლებთ შეთანხმების მიღწევას

არავინ მოსულა მოლაპარაკებების მაგიდასთან, მობრძანდნენ, ვეპატიჟებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ეს არის კომპრომისული ნაბიჯები.

05 მარტი 2021, 12:24

ეკონომიკა

„კრწანისი ვილა რეზიდენსის“ სამშენებლო პროექტს „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს, პროექტის მხარდამჭერია თიბისი

საცხოვრებელ კომპლექს „კრწანისი ვილა რეზიდენსსა“ და სამშენებლო კომპანია „დომუს ქონსთრაქშენს“ შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპლექსის ახალი სივრცის - „კრწანისი რესორტ რეზიდენსის“ IV ფაზის სამშენებლო ნაწილს, „დომუს ქონსთრაქშენი“ განახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია თიბისი.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:23

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პლებისციტის საკითხი არ განიხილება

„ოპოზიციაში პლებისციტის საკითხთან დაკავშირებით არის განხეთქილება, თუმცა მათი ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი ისე ამბობს პლებისციტზე, თითქოს ვინმე აქედან ეხვეწება. წარმოუდგენელი ამბავია ვ ვირტუალურ კამათში შევიდნენ ეს ადამიანები ერთმანეთთან და არა ჩვენთან, პლებისციტზე საუბარი წარმოუდგენელია. არ შეიძლება პლებისციტით განსაზღვრო არჩევნების საკითხი, იყოს თუ არა. ჩემი აზრით არასერიოზული მოთხოვნაა და წინადადებაა. არანაირი რაციონალიზმი ამაში არ დევს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 12:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ ოპოზიცია მოახერხებს ერთი სახელმწიფოებრივი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც, ვფიქრობთ შეთანხმებას მივაღწევთ

„ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, ეს ვადა არ არის დათქმული, მაგრამ არსებობს პირობითი ვადა იმისთვის, რომ მხარეებმა შეთანხმება მოახერხონ. ჩვენ შეგვიძლია მთელი რიგი გადადგმული ნაბიჯები დავასახელოთ, მათ შორის: საარჩევნო რეფორმა, საგამოძიებო კომისია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი იმ შემთხვევაში, თუ 1%-იან გადახრას მაინც ვინმე იპოვის „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ და ა.შ. ეს არ არის პატარა ჩამონათვალი, სამწუხაროდ, ჯერ არც ერთი ნაბიჯი, მიუხედავად მათი განცხადებებისა, ჩვენ ოპოზიციისგან არ გვინახავს. ჩვენ ველოდებით უახლოეს დღეებში, რომ ისინი ჩამოყალიბდებიან გარკვეულ საკითხებზე, რაც მათი მხრიდანაც კომპრომისად ჩაითვლება. იმ შემთხვევაში, თუ ისინი მოახერხებენ ერთი ნაბიჯის გადმოდგმას მაინც და ეს ნაბიჯი რაციონალური და ამავდროუდად სახელმწიფოებრივიც იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა მდინარაძემ.