imedi /  27 იანვარი 2021, 11:26 / სანდო წყარო

სომხეთში კორონავირუსის 195 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 195 ადამიანს დაუდასტურდა, 4 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 166,427 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,056 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 156,053.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

02 მარტი 2021, 12:06

პოლიტიკა

რა ცვლილებები შევა საარჩევნო სისტემაში და როგორ დაკომპლექტდება ადმინისტრაციის ცენტრალური და საოლქო დონეები

აქართველოს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე. ამის შესახებ პარლამენტში, „მოქალაქეების“ ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან იოსელიანთან ერთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

02 მარტი 2021, 12:02

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე

ისევ პიკეტირება, ისევ ქუჩის აქციები, ისევ არეულობა და დესტრუქცია! აი, ეს არის ოპოზიციის ნამდვილი სახე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამოსულები დიალოგზე, კონსტრუქციულობაზე, მოლაპარაკებასა და ქვეყნის გადარჩენაზე ლაპარაკობდნენ და დღეს ისევ აქციებს მართავენ.

კარლ ჰარცელი

02 მარტი 2021, 11:56

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ძალიან მკაფიოდ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით, შეშფოთებული არიან ევროპაში და თავადაც, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ლევან იოსელიანი

02 მარტი 2021, 11:51

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: დღეს ისტორიული დღეა, „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც არჩევნებს მოქალაქეებისთვის უფრო სანდოსა და გასაგებს გახდის

დღეს ისტორიული დღეა, იმიტომ რომ ჩვენ საბოლოო ჯამში შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის და მიგვეღო დოკუმენტი, რომელიც სამომავლოდ საქართველოში არჩევნებს ცვლის, - ეს განცხადება პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა გააკეთა.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 11:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შეთანხმება შედგა მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, რიგგარეშე არჩევნებსა და პლებისციტზე საუბარი საერთოდ არ იქნება

გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება შედგა ერთადერთ საკითხზე, განახლდეს მოლაპარაკებები და რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს პოზიტიური შედეგით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით მათიკაშვილი

02 მარტი 2021, 11:49

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რიტორიკას შეინარჩუნებდა, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ

არსებობდა მოლოდინი, რომ ოპოზიცია კონსტრუქციულ რიტორიკას და მდგომარეობას შეინარჩუნებდა, დღეს დილას აბსოლუტურად განსხვავებული სურათი ვნახეთ, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

ვლადიმერ ბოჟაძე

02 მარტი 2021, 11:48

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: „პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს

„პროდასავლურმა“ ოპოზიციამ ევროკავშირის ძალისხმევა გათენებამდე წყალში ჩაყარა, კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე წერს. მისი თქმით, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ სილა გააწნა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და საქართველოს მოსახლეობას, ყველას ვისაც ამ ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარება უნდა.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 11:29

პოლიტიკა

რა სიახლეებს ითვალისწინებს საარჩევნო რეფორმა, რომელიც დღეს პარლამენტს წარედგინა. დეტალურად

დღეს პარლამენტს წარედგინება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ფუნდამენტურად დახვეწს საარჩევნო სისტემასა და საარჩევნო პროცედურებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა ბრიფინგი, სადაც ითქვა, რომ იქმნებოდა საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რაც იყო ამ ორ პარტიას შორის გაფორმებული მემორანდუმის პირველი ნაბიჯი. ამ მემორანდუმს შეუერთდნენ „ევროპული სოციალისტებიც.

ნინო წილოსანი

02 მარტი 2021, 11:27

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: რამდენიმე საათიც არ გასულა და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპს, რაზეც შეთანხმება იყო

„ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო, ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში. თუმცა ეს ვერ იქნება ჩვენი საქმიანობის ხელის შემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა, როდესაც თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს რადიკალური მოთხოვნები

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, აბსოლუტურად სხვა რეჟიმში გადაიყვანა ეს ურთიერთობა, როდესაც თქვა, რომ არ შეიძლება არსებობდეს გარკვეული რადიკალური მოთხოვნები შეიძლება არსებობდეს მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის ფორმატით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

02 მარტი 2021, 11:22

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველო დატოვა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან, ოპოზიციის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, შარლ მიშელისა და ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით, გაიმართა ოპოზიციასთან შეხვედრა.

შალვა პაპუაშვილი

02 მარტი 2021, 11:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით

მოლაპარაკებებისთვის სიტყვით მუდამ მზაობის შემდეგ, ოპოზიციამ გადაწყვიტა პარლამენტთან დიალოგზე მოსვლა საყვირებით, რუსეთების ძახილით, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

ირაკლი ქადაგიშვილი

02 მარტი 2021, 11:17

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება

როგორც წესი, სასტვენით და საფეხბურთო ატრიბუტებით დიალოგი არ დგება, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციები შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას არ ემსახურება.

ანზო ბიწაძე

02 მარტი 2021, 11:15

პოლიტიკა

ანზორ ბიწაძე: ადრე თუ გვიან შეთანხმება მოხდება და ბოლოს მაინც მოგვიწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს. „თუკი ხელისუფლება თვლის, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის, მაშინ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები, მიუშვას ხალხი ყუთებთან და იქ ყველაფერი გამოჩნდება“, - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

მამუკა მდინარაძე

02 მარტი 2021, 11:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუშინ, შარლ მიშელი ყველას არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში ყველა მხარეს შარლ მიშელი არწმუნებდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და დღეს ამის საპირისპიროდ, ოპოზიციის უკიდურესად დესტრუქციული მოქმედება ვნახეთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 11:09

საზოგადოება

სოფიო გორგოძემ განმარტა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება აბიტურიენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია არის სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი დაწყებულია და გაგრძელდება 31 მარტის 18:00 საათამდე. პირველი ეტაპი მოიცავს პირველ ეტაპზე პირადი მონაცემები შეყავთ აბიტურიენტებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ირჩევენ ქალაქს, სადაც სურთ ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარონ. ქალაქს შემდეგ ვეღარ შეცვლიან, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

02 მარტი 2021, 10:57

ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი: ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატორთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზას ესტუმრა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სოფო გორგოძე

02 მარტი 2021, 10:57

საზოგადოება

სოფიო გორგოძე: კოვიდინფიცირებული აბიტურიენტის გამოცდა, კლინიკის ნაცვლად შესაძლოა სხვა სივრცეში მოხდეს

გაწერილია პროცედურები და რეგულაციები, თუ როგორ უნდა მივიღოთ ყველა აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე COVID19-ის პანდემიის დროს, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.

მაიკ რაიანი

02 მარტი 2021, 10:52

COVID19

ჯანმო: ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ პანდემია მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

02 მარტი 2021, 10:50

მსოფლიო

ნიგერიაში სკოლიდან გატაცებული 300-ზე მეტი მოსწავლე გოგო გაათავისუფლეს

შეიარაღებულმა პირებმა ნიგერიიდან, ზამფარას შტატის სკოლიდან გატაცებული გოგონები გაათავისუფლეს, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ზამფარას შტატის გუბერნატორი სოციალურ ქსელ წერს. შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ზამფარას შტატის ქალაქ ჯანგებეში მდებარე სკოლიდან 317 მოსწავლე გოგონა გასული კვირას გაიტაცეს.