imedi /  27 იანვარი 2021, 17:22 / სანდო წყარო

დავით სერგეენკო ვაქცინაზე: სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულებისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობა გაწერილია ისე, როგორც სხვა ნებისმიერი წამლის შემთხვევაში

დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განმარტებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში სახელმწიფოს, სამედიცინო დაწესებულების და იმპორტიორის პასუხისმგებლობები გაწერილია იმგვარად, როგორც ნებისმიერი წამლის ან სამკურნალო მასალის ქვეყანაში რეგისტრირების დროს.

„იმპორტიორის პასუხისმგებლობა დგება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ ამა თუ იმ პროდუქტის შემოტანისას დარღვეული იყო რაიმე რეჟიმი. ამის კონტროლი სპეციალური ტექნოლოგიით ხდება, ამ შემთხვევაში ტემპერატურული ჩამწერით. მიღება- ჩაბარების დროს ხდება შემოწმება და თუ ერთ მომენტში მაინც აცდენილი იყო ტემპერატურულ ფარგლებს, ასეთ შემთხვევაში ეს იმპორტიორის პასუხისმგებლობაა, და მას უბრუნდება და დანახარჯებსაც ის აკომპენსირებს. სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობას რაც შეეხება, თუ ვაქცინაცია ჩატარდა ინსტრუქციების დარღვევით და ასეთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა რაიმე გვერდით მოვლენას, პასუხისმგებლობა სამედიცინო დაწესებულებას დაეკისრება. ხოლო თუ ვაქცინის ან სხვა რაიმე წამლის გამოყენების გამო ისეთი გვერდითი მოვლენა განვითარდა, რომელიც ამ ვაქცინაციის ინსტრუქციაში ეწერა, მაგრამ ეს არც იმპორტიორის ბრალია და არც სამედიცინო დაწესებულების, ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უმკურნალოს, მართოს და დააკომპენსიროს ეს გართულება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ყველა სიახლე

ამინდი

26 თებერვალი 2021, 08:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 26 თებერვალს ქუთაისში ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +9 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სად დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +7 გრადუსს, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

კორონავირუსი

26 თებერვალი 2021, 08:15

COVID19

ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია - 3475, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 1553 პაციენტი რჩება, კლინიკურ სასტუმროში 180 ადამიანი იმყოფება.

უნივერსიტეტი

26 თებერვალი 2021, 08:15

საზოგადოება

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან

უნივერსიტეტები და პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესის აუდიტორიებსა და ლაბორატორიებში განახლებისთვის ემზადებიან. ამასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით, უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლებთან ონლაინ-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საგანმანათლებლო სივრცეებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის აუცილებლობასა და მონიტორინგზე იმსჯელეს.

თენგიზ ცერცვაძე

26 თებერვალი 2021, 08:09

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: თუ გინდათ, შეინარჩუნოთ ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით

სპეციალისტები პირბადის ტარებასა და რეკომენდაციებზე უარის თქმას ყველაზე დიდი საფრთხედ მიიჩნევენ და მოსახლეობას აფრთხილებენ, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც ზაფხულში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის რისკის ქვეშ დადგება.

ერგნეთი

26 თებერვალი 2021, 07:57

რეგიონი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას ერგნეთში გამართავს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი დღეს გასვლით სხდომას სოფელ ერგნეთში გამართავს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე წარადგენენ ანგარიშს. ანგარიშში განხილული იქნება საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ანგელა მერკელი

26 თებერვალი 2021, 01:15

COVID19

მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.

ლოკი

26 თებერვალი 2021, 00:57

კულტურა

Disney-მ სერიალ „ლოკის“ პრემიერის თარიღი დაასახელა

სერიალი Marvel-ის ფილმის „თორი“ სპინოფი იქნება. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის რეჟისორი კეიტ ჰერონია. ლოკის როლს ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

26 თებერვალი 2021, 00:52

მსოფლიო

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს

აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 00:33

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 261 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:31

ტაბლოიდი

აშშ-ში 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა

3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.

26 თებერვალი 2021, 00:23

ეკონომიკა

2020 წელს საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წელს, საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15,3 ტონით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემომოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

26 თებერვალი 2021, 00:20

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 421 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 421 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 508 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:11

საზოგადოება

თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

26 თებერვალი 2021, 00:07

COVID19

ევროკავშირის სამიტი: ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს

ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სერიოზული რჩება, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 00:01

რეგიონი

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლია გიგაური სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ოთარ ჩოკოშვილი

25 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

„ბევრი დაწესებულება გაიხსნა და კიდევ იგეგმება რეგულაციების შემსუბუქება, მოსალოდნელია გარკვეული ეპიდაფეთქებები დაფიქსირდეს. რეგულაციები არის კომპლექსური, მათი მოხსნა მხოლოდ კომპლექსურად იძლევა შედეგს, გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

25 თებერვალი 2021, 23:45

სპორტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები 2021 და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია 2021 დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს ძალაში შევიდა ახალი მსფოლიო ანტი-დოპინგური კოდექსი (WADA Code 2021), რომელიც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ იქნა მიღებული.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 23:38

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ რაღაცები და მე თუ გეტყვით, რომ მაბრალებთ, ეს თავდასხმად აღიქმება

ძალიან ხშირად მე თქვენთანაც მიკამათია, ამ კამათს თქვენი კოლეგები თავდასხმას არქმევენ ხოლმე, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად რაღაც დამაბრალოთ, მე კამათიც თუ არ შემიძლია თქვენთან, ეს არის ჩემი და თქვენი არასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 23:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სანქციებს პერსპექტივა არ აქვს

„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის... ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ჟან კასტექსი

25 თებერვალი 2021, 23:25

მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერი: ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.