პაატა იმნაძე: ვაქცინებთან დაკავშირებით ხალხის ნაწილს შეთქმულების თეორიების სჯერა, მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო

პაატა იმნაძე
ფოტო: IMEDI
ჩვენი კვლევებით 22 პროცენტამდე ამბობს, რომ ვაქცინას არასდროს არ გაიკეთებს, 20-მა პროცენტმა ჯერ არ იცის, რას იზამს, 55-დან 60 პროცენტამდე კი დაბეჯითებით ამბობს, რომ ვაქცინაციას ჩაიტარებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინასთან დაკავშირებით განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რის გამოც მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უნდობლობა აქვს. პაატა იმნაძე ფიქრობს, რომ მეტი ინფორმირებულობა და განმარტებაა საჭირო, რათა მოსახლეობამ აზრი შეიცვალოს.
„ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა იმდენი რამ ვრცელდება, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში. ხალხის ნაწილს ამ შეთქმულების თეორიების სჯერა. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ისევ და ისევ თქვენი დახმარებით, მეტი მუშაობაა საჭირო მოსახლეობასთან, მეტი განმარტება, ახსნა, თუ როგორი და რა ტიპის ვაქცინებია. ბუნებაში არ არსებობს ძალა, რომ ერენემ ვაქცინა უკან წავიდეს, ბირთვში შევიდეს და დეენემი შეცვალოს. ბიოლოგიის საფუძვლებს ხომ ყველა არ იცნობს, მაგრამ რაღაცნაირად, ეს ინფორმაცია მოსახლეობამდე უნდა მივიტანოთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 01:15
COVID19
მერკელი: ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები, სავარაუდოდ, ზაფხულამდე ხელმისაწვდომი გახდება.

26 თებერვალი 2021, 00:57
კულტურა
Disney-მ სერიალ „ლოკის“ პრემიერის თარიღი დაასახელა
სერიალი Marvel-ის ფილმის „თორი“ სპინოფი იქნება. სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. სერიალის რეჟისორი კეიტ ჰერონია. ლოკის როლს ტომ ჰიდლსტონი დაუბრუნდება. მასთან ერთად სერიალში ოუენ უილსონი, გუგუ მბატა-როუ, სოფია დი მარტინო, რიჩარდ ე. გრანტი და სხვები შეასრულებენ.

26 თებერვალი 2021, 00:52
მსოფლიო
აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს
აშშ სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მოუწოდებს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ჩაერიოს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 00:33
COVID19
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 403 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 261 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:31
ტაბლოიდი
აშშ-ში 3 წლის წინ დაკარგული ძაღლი პატრონს დაუბრუნდა
3 წლის შემდეგ ქალმა Facebook-ზე ცხოველთა ადგილობრივი თავშესაფრის ფოტოები ნახა, რომლებშიც მისი დაკარგული ძაღლი იყო აღბეჭდილი. როგორც გაირკვა, რამდენიმე კვირით ადრე უცნობმა ადამიანმა როკი ქუჩაში იპოვდა და თავშესაფარში წაიყვანა. იქ ვეტერინარებმა აღმოაჩინეს, რომ ძაღლი ავადაა და ადგომა არ შეუძლია.

26 თებერვალი 2021, 00:23
ეკონომიკა
2020 წელს საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა
2020 წელს, საქართველოდან 21,7 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 15,3 ტონით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემომოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია.

26 თებერვალი 2021, 00:20
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 421 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 421 407 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 508 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

26 თებერვალი 2021, 00:11
საზოგადოება
თბილისის მეტროს ელექტროსისტემის მოდერნიზაცია განხორციელდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, თბილისის მეტროში განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მეტროში გასულ წელს დასრულდა ელექტროსისტემის მოდერნიზაციის მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

26 თებერვალი 2021, 00:07
COVID19
ევროკავშირის სამიტი: ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს
ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ სერიოზული რჩება, რის გამოც მკაცრი შეზღუდვები უნდა შენარჩუნდეს. ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

26 თებერვალი 2021, 00:01
რეგიონი
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლია გიგაური სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

25 თებერვალი 2021, 23:45
COVID19
ოთარ ჩოკოშვილი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს
„ბევრი დაწესებულება გაიხსნა და კიდევ იგეგმება რეგულაციების შემსუბუქება, მოსალოდნელია გარკვეული ეპიდაფეთქებები დაფიქსირდეს. რეგულაციები არის კომპლექსური, მათი მოხსნა მხოლოდ კომპლექსურად იძლევა შედეგს, გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

25 თებერვალი 2021, 23:45
სპორტი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები 2021 და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია 2021 დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს ძალაში შევიდა ახალი მსფოლიო ანტი-დოპინგური კოდექსი (WADA Code 2021), რომელიც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ იქნა მიღებული.

25 თებერვალი 2021, 23:38
საზოგადოება
მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ რაღაცები და მე თუ გეტყვით, რომ მაბრალებთ, ეს თავდასხმად აღიქმება
ძალიან ხშირად მე თქვენთანაც მიკამათია, ამ კამათს თქვენი კოლეგები თავდასხმას არქმევენ ხოლმე, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად რაღაც დამაბრალოთ, მე კამათიც თუ არ შემიძლია თქვენთან, ეს არის ჩემი და თქვენი არასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

25 თებერვალი 2021, 23:28
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: სანქციებს პერსპექტივა არ აქვს
„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის... ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

25 თებერვალი 2021, 23:25
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება
შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, არაა წინადადება. რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს და ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკოსებმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა იფიქრონ.

25 თებერვალი 2021, 23:25
მსოფლიო
საფრანგეთის პრემიერი: ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.

25 თებერვალი 2021, 23:12
COVID19
თამარ გაბუნია: ვაქცინასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს
„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა“.

25 თებერვალი 2021, 23:07
პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

25 თებერვალი 2021, 22:58
საზოგადოება
მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა
ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

25 თებერვალი 2021, 22:49
საზოგადოება
კახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა
„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი“.