imedi /  29 იანვარი 2021, 12:46 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: ყველა ქვეყნის მოქალაქეს კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით საქართველოში შემოსვლა შეეძლება

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საქართველოში შემოსვლა შეეძლება, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის ვიზიტორებს, რაც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენით, ყველა ქვეყნის მოქალაქეს უპირობოდ, საქართველოში შემოსვლა შეეძლება.

ვითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი მთავარი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად. რაც შეეხება არავაქცინირებულ ვიზიტორებს: ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ამერიკის შეერთებული შტატების, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ამავე ქვეყნებიდან და ტრანზიტულად ვინც შემოდის საქართველოში, ექნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოვიდნენ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მე-3 დღეს ჩაიტარონ PCR ტესტი“, - განაცხადა თურნავამ.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 00:01

რეგიონი

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ლია გიგაური სოფელ წერეთლის საჯარო სკოლას ეწვია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ოთარ ჩოკოშვილი

25 თებერვალი 2021, 23:45

COVID19

ოთარ ჩოკოშვილი: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

„ბევრი დაწესებულება გაიხსნა და კიდევ იგეგმება რეგულაციების შემსუბუქება, მოსალოდნელია გარკვეული ეპიდაფეთქებები დაფიქსირდეს. რეგულაციები არის კომპლექსური, მათი მოხსნა მხოლოდ კომპლექსურად იძლევა შედეგს, გარკვეული რეგულაციების შენარჩუნება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ ის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ეპიდემიოლოგმა.

25 თებერვალი 2021, 23:45

სპორტი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია დაამტკიცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს ანტი-დოპინგური წესები 2021 და დოპინგის სფეროში აკრძალული ნივთიერებებისა და მეთოდების სია 2021 დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 2021 წელს ძალაში შევიდა ახალი მსფოლიო ანტი-დოპინგური კოდექსი (WADA Code 2021), რომელიც მსოფლიო ანტი-დოპინგური სააგენტოს (WADA) მიერ იქნა მიღებული.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 23:38

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს: თქვენ შეგიძლიათ დამაბრალოთ რაღაცები და მე თუ გეტყვით, რომ მაბრალებთ, ეს თავდასხმად აღიქმება

ძალიან ხშირად მე თქვენთანაც მიკამათია, ამ კამათს თქვენი კოლეგები თავდასხმას არქმევენ ხოლმე, რაშიც კატეგორიულად არ ვეთანხმები. თუ თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად რაღაც დამაბრალოთ, მე კამათიც თუ არ შემიძლია თქვენთან, ეს არის ჩემი და თქვენი არასწორ მდგომარეობაში ჩაყენება, ეს აბსოლუტურად სხვა სფეროა“ - ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 23:28

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სანქციებს პერსპექტივა არ აქვს

„მელას რაც ესიზმრებოდა, ის ეჩვენებოდაო, თუ როგორც არის... ამასთან დაკავშირებით სანქციებს პერსპექტივა არ აქვს. ყველა ერთად რომ მოინდომოთ მთელმა გუნდმა, რომელიც ამ „ფეიკ ნიუსებს“ ამზადებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი

25 თებერვალი 2021, 23:25

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება

შენ წადი და მიშა უნდა მოვიდეს, არაა წინადადება. რიგგარეშე არჩევნების საფუძველი გუბაზ სანიკიძისა და თუნდაც სააკაშვილის განცხადება ვერ იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეებს, პირველ რიგში, საზოგადოების მოთხოვნა მიიყვანს და ამ ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში პოლიტიკოსებმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე არ უნდა იფიქრონ.

ჟან კასტექსი

25 თებერვალი 2021, 23:25

მსოფლიო

საფრანგეთის პრემიერი: ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესდა.

თამარ გაბუნია

25 თებერვალი 2021, 23:12

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინასთან დაკავშირებით კოვაქსპლატფორმის მეშვეობით ყოველდღიური პროგრესი გვაქვს

„ვფიქრობთ, რომ ჩვენ უკვე მალე გვექნება პასუხი, თუ როდის შევძლებთ ზუსტად მივიღოთ „ფაიზერის“ შეპირებული 29 000 დოზა ვაქცინა. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, პროგრესი არის სწრაფი, ველოდებით დოზებისა და ვადების დაზუსტებას, ეს უნდა მოხდეს არაუმეტეს მარტისა“.

შარლ მიშელი

25 თებერვალი 2021, 23:07

პოლიტიკა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს ვიზიტით ეწვევა

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

მაკა ბოჭორიშვილი

25 თებერვალი 2021, 22:58

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა

ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე

25 თებერვალი 2021, 22:49

საზოგადოება

კახა კალაძე: ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა

„ძალადობა არის დანაშაული და კიდევ უფრო ამაზრზენია ეს დანაშაული, თუ ის ოჯახის და ბავშვის თვალწინ ხდება. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, ვისთვისაც ძვირფასია ის ღირებულებები, რაზეც დგას დემოკრატიული ქვეყანა, მიუღებელია ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა. ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ ბევრ თემაზე, მაგრამ კამათს არ ექვემდებარება ის ფაქტი, რომ ძალადობა, აგრესია, ფიზიკური შეურაცხყოფა არის მიუღებელი“.

გიტანას ნაუსედა

25 თებერვალი 2021, 22:45

პოლიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტი: დღეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა აქვს, შეუერთდეს დემოკრატიულ ევროატლანტიკურ ოჯახს

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავს​ ეხმაურება.

ბიძინა კულუმბეგოვი

25 თებერვალი 2021, 22:38

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: „კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, ვაქცინაციის დაწყების თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

„კოვაქსს“ კარი უნდა „ავუტალახოთ“, თითოეულ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთ დღეში შეიძლება 15 ათასი ადამიანი ავცრათ, რომელსაც ვიცით რომ ვირუსი არ დაემართებათ და საავადმყოფოში მოხვედრა არ დასჭირდებათ. ამიტომ ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

25 თებერვალი 2021, 22:28

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან კიევსა და ალიანსს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კახა კალაძემ ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა

კახა კალაძე, რა თქმა უნდა, ესწრებოდა შეხვედრას და ჩვენ ვისაუბრეთ, მან იგივე პოზიცია დააფიქსირა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს დიალოგზე. მან ვრცლად ისაუბრა იმ სამშენებლო ამნისტიაზე, რაც 10 ათასობით მოქალაქეს, თბილისელს ძალიან გაახარებს, როდესაც ის მოქმედებაში მოვა, - ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე იმის შესახებ, ესწრებოდა თუ არა კახა კალაძე სხდომას და მას უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია ხომ არ გააჩნია დიალოგის შესახებ.

25 თებერვალი 2021, 22:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2.5 მილიონს გადააჭარბა.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას თავად ჰქონდა თავისი ბედის გადაწყვეტის ბერკეტი თუ გასაღები

როდესაც ადამიანი არღვევს გირაოს პირობებს და გადის კონსტიტუციური კანონისმიერი ჩარჩოებიდან, ამ ჩარჩოებში დაბრუნების ერთადერთი გზა არის მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - ეს ხდება საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, - შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

25 თებერვალი 2021, 22:09

პოლიტიკა

ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.

მამუკა მდინარაძე

25 თებერვალი 2021, 21:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ, რომ ქვეყანამ დემოკრატიული, სტაბილური განვითარება განაგრძოს

„უმრავლესობა არის იმ აზრზე, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენი მხრიდანა ხმოვანდებოდა, რაც საბედნიეროდ ემთხვევა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობრის ოფიციალურ პოზიციას, და ეს არის ის, რომ დიალოგს, მოლაპარაკებასა და არც კანონის უზენაესობას ალტერნატივა არ აქვს. ამით ყველაფერი ნათქვამია“.

მიხეილ სარჯველაძე

25 თებერვალი 2021, 21:44

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ვახო სანაიაზე თავდასხმის შესახებ: ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან და ქართული სახელმწიფოს იდეასთან

ნებიმიერი ძალადობა არის დაუშვებელი. ეს არ არის თავსებადი ჩვენ კულტურასთან, და ქართული სახელმწიფოს იდეასთან, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, მითუმეტეს, როდესაც ეს ეხება ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობას.