imedi /  01 თებერვალი 2021, 10:50 / სანდო წყარო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 685 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 779 ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 94 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 685 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ოპოზიციასა და მთავრობას დიალოგისკენ მოვუწოდებ

ჩემი ვიზიტი იმართება საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე. როდესაც გამწვავებული კრიზისია, რა თქმა უნდა, ეს აშფოთებს ევროკავშირსაც და - პირადად მეც, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

01 მარტი 2021, 10:57

პოლიტიკა

შარლ მიშელი: მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით

კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო ევროკავშირის მყარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:53

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 160 ადამიანს დაუდასტურდა, 409 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 27 0918 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 265 523 , გარდაიცვალა 3 520 პაციენტი.

კორონავირუსი

01 მარტი 2021, 10:51

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 10 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:50

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირს სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 10:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირს სურს დარჩეს საქართველოს გვერდით, მინდა კიდევ ერთხელ გამოგიცხადოთ ევროკავშირის მეგობრობის მესიჯი

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვარ აქ, საქართველოში, თქვენთან ერთად. ჩემი დღევანდელი შეხვედრა აქ, ისევე როგორც გუშინ მილდოვაში და ხვალ უკრაინაში - ეს არის პარტნიორობის მესიჯი ევროკავშირის მხრიდან რეგიონის ქვეყნებისთვის, - მის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:42

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელთან შეხვედრაზე: შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას სჭირდება შიდა სტაბილურობა ევროკავშირის გზაზე არსებული ყველა დივიდენდის მისაღებად

შარლ მიშელთან დეტალურად ვისაუბრე პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება შიდა სტაბილურობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელთან შეხვედრისას, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 10:41

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა

„დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული გზა, თავისი დემოკრატიული გზა გააგრძელოს და ამ გზაზე არაფერმა შეუშალოს ხელი. ეს როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ ის, რაც იყო და არის, საქართველო - ანუ სტაბილურობისა და დემოკრატიის კუნძული, ეს კიდევ გაძლიერდეს და გამყარდეს. ევროკავშირს, როგორც საქართველოს, სჭირდება ჩვენგან მეტი სტაბილურობა, მეტი დემოკრატია და მეტი ეკონომიკური განვითარება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ევროკავშირთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვიმუშაოთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

01 მარტი 2021, 10:34

საზოგადოება

როგორ გამოიყურებოდა თბილისის რკინიგზის სადგური1880-იან წლებში

საქართველოს ეროვნული არქივი თბილისი რკინიგზის სადგურის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც 1880-იან წლებშია გადაღებული. მათივე ინფორმაციით, ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში, დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში.

01 მარტი 2021, 10:32

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 114 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 114 067 979 შემთხვევა გამოვლინდა, 2 530 716 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 64 418 462 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 28 605 669 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 513 091 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ოქროს გლობუსი

01 მარტი 2021, 10:29

კულტურა

„ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

„ნომადლენდის“ რეჟისორი, ჩინელი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად აღიარეს. დრამატულ ფილმებში საუკეთესო მსახიობები ანდრა დეი („შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“) და ჩედვიკ ბოუზმენი („მა რეინი: ბლუზის დედა).

01 მარტი 2021, 10:24

თემა

„ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო“ - მკვლევრები დიდხანს კამათობდნენ იმაზე, თუ რომელმა ვანდალმა დაწერა ეს ფრაზა ედვარდ მუნკის ნახატზე „კივილი“

ნორვეგიის ეროვნულმა გალერეამ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ედვარდ მუნკის ნახატზე კივილი ფანქრით შესრულებულ წარწერას ეხებოდა. ფრაზა- ამის დახატვა მხოლოდ შეშლილს შეეძლო ტილოს ზედა მარცხენა კუთხეში იკითხება. მუნკმა ეს ნახატი 1893 წელს შექმნა. მისი შთაგონების წყაროდ ორ მეგობართან ერთად სეირნობის დროს ნანახი მზის ჩასვლა იქცა. დაღლილი მხატვარი ღობეს მიეყრდნო და დაინახა სისხლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ჩაბნელებულ ფიორდზე ეშვებოდნენ. ჩემმა მეგობრებმა გზა განაგრძეს, მე კი ვიდექი და შიშისგან ვკანკალებდი. ამ დროს ვიგრძენი უსასრულო კივილი, რომლითაც ბუნება იყო გაჟღენთილი, - ასე აღწერდა ტილოს შექმნის ისტორიას თავად მხატვარი.

01 მარტი 2021, 10:24

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 1-ელ მარტს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებ

01 მარტი 2021, 10:19

COVID19

ჩეხეთში მოსახლეობის იმუნიზაცია რუსული ვაქცინით დაიწყეს

ჩეხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის აცრა რუსული ვაქცინით, Sputnik V-ით დაიწყეს. რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანა ვერ დაელოდება, როდის დაამტკიცებს ევროკავშირი რუსულ ვაქცინას, - ამის შესახებ Aljazeera წერს.

01 მარტი 2021, 10:10

რეგიონი

ქვემო ქართლში საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს მელიორაცია სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, საირიგაციო სისტემებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

01 მარტი 2021, 10:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 1-ელ მარტს ქუთაისში წვიმას პროგნოზირებენ. დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ასევე წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, სადაც დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

01 მარტი 2021, 09:53

თავდაცვა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

01 მარტი 2021, 09:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს. დაფინანსების ოდენობა (წლიურად შეადგენს 2 250-ს, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარს) დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე

შარლ მიშელი
სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 09:25

პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრა იმართება

საქართველოს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო. პირისპირ შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბშილი და შარლ მიშელი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

01 მარტი 2021, 09:19

საზოგადოება

დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.