imedi /  02 თებერვალი 2021, 18:57 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: შერჩეულია 10 საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც 40 ბრიგადის მიერ განხორციელდება აცრები

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

პრემიერ-მინისტრთან იყო შეხვედრა ვაქცინაციის გეგმასთან და იმუნიზაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ საქართველომ მიიღო დასტური COVAX პლატფორმიდან, რომ თებერვლის მეორე ნახევარში მიიღებს პირველ პარტიას Pfizer-ის წარმოების კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის, ეს გახლავთ 29 250 დოზა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისი თქმით, ვაქცინა ორჯერ კეთდება და პირველ ეტაპზე ის ეყოფა დაახლოებით 14 000 ადამიანს და ჩვენი იმუნიზაციის გეგმის მიხედვით ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ვინც პირველ ეტაპზე უნდა აიცრას გახლავთ მედიცინის მუშაკები,

მისივე განმარტებით, უკვე დაწყებულია მონაცემების შეგროვება და დღეს დილისთვის, შესაბამის პორტალზე უკვე ატვირთულია 27 000 ადამიანის მონაცემები.

„ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და მათ შორისაც ხდება პრიორიტეტიზაცია, რადგან მთლიანად საქართველოში მთლიანად 75 000 მედიცინის მუშაკი მუშაობს, აქედან ჩვენს გეგმაში სამიზნე გახლავთ 49 000 – 60%, რადგან მოგეხსენებათ ჩვენი სამიზნე ამ წლის განმავლობაში არის 60%. უკვე დაწყებულია მათი მონაცემების შეკრება დღეს დილით 27 000 მონაცემი იყო სპეციალურ პორტალზე ატვირთული, სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომლებიც მიცემული ინსტრუქციის მიხედვით თვითონ ახდენენ პრიორიტეტიზაციას, მაღალი პრიორიტეტის ანუ, ვინც უშუალოდ კოვიდავადმყოფებთან მუშაობენ, საშუალო და დაბალი პრიორიტეტის ადამიანები. შემდგომ პროცესი აეწყობა ისე, რომ ეს მონაცემთა ბაზა შედარდება კოვიდინფიცირებულთა მონაცემთა ბაზასთან და ვისაც გასული წლის განმავლობაში დადასტურებული ჰქონდა კოვიდინფექცია, მინისტრის ბრძანება გულისხმობს, რომ კოვიინფექციის დადასტურებიდან 3 თვის შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანების აცრა. კოვიდინფექცია არ წარმოადგენს წინააღმდეგ ჩვენებას აცრის, მაგრამ მწვავე ან ქვემწვავე პერიოდში, ანუ გადატანის შემდგომ დავთქვით, რომ 3 თვის განმავლობაში ნუ ავცრით ამ ადამიანებს. აქედან გამომდინარე ეს ადამიანებიც გამოაკლდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში, სადაც შესაბამისი პირობებია მოწყობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ.

„მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და ჩვენ ველოდებით, რომ შეირჩევა სწორედ ეს ჯგუფი, დაახლოებით 14 000 ადამიანი, ვინც პირველ ეტაპზე აიცრებიან. რადგან ეს არის Pfizer-ის ვაქცინა და ის საჭიროებს ულტრადაბალ ტემპერატურაზე შენახვას -70-80 გრადუსზე, ამის საშუალება დღეს ჩვენ გვაქვს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ამიტომ შემოსული ვაქცინა დასაწყობდება დაავადება კონტროლის ცენტრის თბილისის, სასაწყობე მეურნეობაში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში. ეს ვაქცინა, უკვე გალღობის შემდეგ, 5 დღის განმავლობაში, შეიძლება შეინახოს ჩვეულებრივ, მაცივრის ტემპერატურაზე, ამიტომ, ზუსტი გათვლები იქნება. ამ ეტაპზე აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. სამინისტროს მიერ შერჩეულია, დაახლოებით, 10-მდე საავადმყოფო და კიდევ 5 სარეზერვო საავადმყოფო თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მოხდება აცრები, დაახლოებით, 40 ბრიგადის მიერ. თითოეული ბრიგადა შედგება 3 ადამიანისგან - ამცრელი, ექიმი, ვინც ეკითხება პიროვნებას, სპეციალურად შემუშავებული კითხვარით და ასევე, რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში შეაქვს შემდგომ პიროვნების მონაცემები. თითოეული ბრიგადისთვის გათვლილია, რომ უნდა აიცრას 40-42 ადამიანი, შესაბამისად, დღის განმავლობაში, ვფიქრობთ, რომ აიცრება 1 000-მდე ადამიანი ამ 40 ბრიგადის მიერ და ამ 14 000 ადამიანის აცრას, 1 აცრას, დაახლოებით ვანგარიშობთ, დასჭირდება 2 კვირა. 3 კვირის შემდეგ, კიდევ, თითოეული ადამიანი დაბარებული იქნება - როგორც შეხსენება მიუვა SMS-ით, ასევე მიეცემა სპეციალური ფორმა, რომ 3 კვირის შემდეგ ისევ უნდა მოვიდეს და ვაქცინის მე-2 დოზა გაიკეთოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კოვიდის საწინააღმდეგო აცრები საქართველოში უკვე თებერვალში დაიწყება. გაგრძელდება, პირველ რიგში, ისევ პრიორიტეტული პირველი ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა, შემდეგ ამას უკვე მოჰყვება მოხუცთა სახლების ბინადრები და მათი მომვლელი პერსონალი და შემდეგ უკვე ასაკობრივი გრადაციაა - 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ მოსახლეობა, შემდეგ 55 წელს ზემოთ მოსახლეობა და ა.შ.“- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

07 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

საელჩო: აშშ-ის მხარდაჭერით, კრიმინალური პოლიციისთვის სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები დაიწყება

მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ მომდევნო თვიდან კრიმინალური პოლიციისთვის აშშ-ის მხარდაჭერით დაიწყება სექსუალური ძალადობის გამოძიების ტრენინგები, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ მეტრეველი

07 მარტი 2021, 12:20

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი მამუკა ხაზარაძეს: რომელ არაბულ თუ ახალტეკინურ ცხენსაც არ უნდა შემოახტე, ყველამ იცის ამ ქვეყანაში რა არაკაციც იყავი და ხარ

„სულ თავს ვიკავებდი, „ლელოზე“ ძალიან კრიტიკულად დამეწერა, რადგან ამ პარტიას ჩემი ზოგიერთი წესიერი ნაცნობიც უჭერდა მხარს, მაგრამ ყველაფერს აქვს ზღვარი. ამ ცნობილ მევახშეს ხმა არ ამოუღია, როდესაც ვალერი გელაშვილს სასიკვდილოდ იმეტებდნენ“.

07 მარტი 2021, 12:18

რეგიონი

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი დააყაჩაღეს

ზუგდიდში, კედიას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი "ლიბრე" დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა დილის 4 საათზე მოხდა, რა დროსაც უცნობი პირი მარკეტში შეიჭრა და გარკვეული რაოდენობის სიგარეტი გაიტაცა.

07 მარტი 2021, 12:06

რეგიონი

ქარელში, დევნილთა დასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში 6 ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

გიორგი ჩაკვეტაძე

07 მარტი 2021, 12:03

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით, ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია

გიორგი ჩაკვეტაძის კიდევ ერთი ტრავმა, ბელგიური მედიის ცნობით ქართველი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებულია. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური მედია პორტალი Voetbalnieuws-ი ავრცელებს.

07 მარტი 2021, 12:02

რეგიონი

კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალურ არხს წმენდენ

კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

07 მარტი 2021, 11:52

სპორტი

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა

ისრაელ ადესანია UFC-ში პირველად დამარცხდა. UFS-259-ის საშუალო წონით კატეგორიაში საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში, ისრაელ ადესანია პოლონელ იან ბლაჰოვიჩს „ლას ვეგასში“ დაუპირისპირდა და 5 რაუნდიანი ბრძოლის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით UFC-ში პირველად ხოლო კარიერაში მეორედ დამარცხდა.

07 მარტი 2021, 11:43

მსოფლიო

რომის პაპი ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს

რომის პაპი ფრანცისკე ჩრდილეთ ერაყში, ქალაქ მოსულში ჩავიდა. 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლებმა გაანადგურეს.

გოგი წულაია

07 მარტი 2021, 11:33

პოლიტიკა

გოგი წულაიამ „თავისუფალი საქართველო“ დატოვა

წულაია არ გამორიცხავს სხვა პარტიის რიგებში შევიდეს, ან თავად შექმნას პარტია. განცხადება „თავისუფალი საქართველოს“ დატოვების შესახებ გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ გამართა. მისი განცხადებით ამით, აფიქსირებს, რომ ქუთაისს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს.

07 მარტი 2021, 11:33

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,167 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,167 ადამიანს დაუდასტურდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,401,228 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 27,022 პაციენტი ემსხვერპლა, 1,196,520 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

07 მარტი 2021, 11:26

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 422 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 422 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 174,679 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,221 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 164,784.

07 მარტი 2021, 11:19

ეკონომიკა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ძველ თბილისში კერძო ინვესტიციით მაღალი კლასის სასტუმრო შენდება. მიუხედავად მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული არაორდინარული ვითარებისა, საქართველოში მოქმედმა საინვესტიციო კომპანია MCI PROJECT-სა და საერთაშორისო სასტუმროების ქსელ Wyndham-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, კომპანია MCI PROJECT გახდა უმაღლესი კლასის სასტუმრო ბრენდის REGISTRY COLLECTION-ის ოფიციალური წარმომადგენელი და ექსკლუზიური მფლობელი. აღნიშნული სტატუსის მიღება კომპანიის მენეჯმენტმა საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის შუამდგომლობით, ორწლიანი დეტალური და პროფესიონალური მოლაპარაკების შედეგად მოახერხა, ვინაიდან ბრენდი არაერთი მკაცრი კრიტერიუმის დაკმაყოფილებას ითხოვს. მათ შორისაა ინვესტიციის მოცულობა და მართვა.

07 მარტი 2021, 11:11

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილს: გინდა, დამარცვლით აგიხსნა, რატომ არ გამოგივა არაფერი და რატომ გაასხამს მორიგ ჯერზე ყალბ ამბავზე დაშენებული ტელე-ბაბლი

ლაშა ნაცვლიშვილი, ტელეკომპანია POSTV-ის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.

07 მარტი 2021, 11:08

COVID19

საქართველოში კოვიდგატანილი ადამიანების კვლევა იწყება

კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა 9 მარტიდან იწყება. კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ, კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი. კვლევა მხოლოდ თბილისში ჩატარდება და, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 500 მონაწილე შეირჩევა.

გელათი

07 მარტი 2021, 11:07

საზოგადოება

გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოწვევით საქართველოს პარლამენტში გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

07 მარტი 2021, 10:51

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

6 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.47 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 1.55 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.56%.

07 მარტი 2021, 10:50

COVID19

რამდენი მძიმე პაციენტია ამ ეტაპზე საქართველოში. 7 მარტის მონაცემები

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში - 103, აჭარაში - 26, იმერეთში - 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში - 49, აჭარაში- 3, იმერეთში - 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 - თბილისში, 24 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

07 მარტი 2021, 10:49

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა რეგიონებში. 7 მარტის მონაცემები

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 234 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 135 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი - 4, შიდა ქართლი - 23, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 12, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

07 მარტი 2021, 10:47

COVID19

რამდენ ადამიანს დაუდგინდა საქართველოში კორონავირუსი და რამდენი გამოჯანმრთელდა. 7 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 234 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 349 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 272 851 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 266 693, გარდაიცვალა 3 576 პაციენტი.

07 მარტი 2021, 10:46

COVID19

რამდენი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა საქართველოში დღე-ღამეში. 7 მარტის მონაცემები

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ვირუსს ჯამში 3 576 პირი ემსხვერპლა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 272 851-ს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 266 693-ს.