imedi /  03 თებერვალი 2021, 13:30 / სანდო წყარო

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო: პირბადეების გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას

იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი - თურქეთის რესპუბლიკა დაემატა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

კერძოდ, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, კატარის და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებთან ერთად, თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება თურქეთის მოქალაქე და რეზიდენტი არავაქცინირებული ვიზიტორებისთვისაც. აღნიშნული ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე მოქმედი რეჟიმი ნარჩუნდება სახმელეთო საზღვრებთან მიმართებაში. პრემიერ-მინისტრის დავალებით, მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრების გავლით ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმის ცვლილებაზე, პარალელურად გრძელდება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ვითარების დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღება.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის სტაბილიზაციის ტენდენციაზე ისაუბრა საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი, დღეს ქვეყნის მასშტაბით 4,3 %-ს შეადგენს, ბოლო 7 დღის საშუალო მაჩვენებელი - 3,87 %, ხოლო ბოლო 14 დღის - 4,6 %-ია. მისივე განმარტებით, სტაბილიზაციის თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბოლო 14 და 7 დღის მონაცემებს და შესაბამისი გადაწყვეტილებები ნებისმიერი შეზღუდვის დამატებით შემსუბუქების მიმართულებით, მათ შორის სწორედ მაშინ უნდა გადაიდგას, როცა აღნიშნული მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი პირბადის გამოყენებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ პირბადეების მაქსიმალურად გამოყენება, ინტენსიური ტესტირება და ვაქცინაცია იმ უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ერთობლიობაა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის გახსნას, სწრაფ აღდგენას და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში რაც შეიძლება მალე დაბრუნებას.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესში მაქსიმალურად თანმიმდევრული და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რათა მიღწეული შედეგები საფრთხის ქვეშ არ დადგეს და რისკი არ შეექმნას როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ისე ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივას. აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა და მისი შენარჩუნების შემთხვევაში, ეტაპობრივი გახსნა დაგეგმილზე უფრო ადრე დაიწყება. უპირველეს ყოვლისა ეს შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ეტაპობრივად ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და შემსუბუქდება სხვა შეზღუდვები.

საბჭომ იმსჯელა ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ თუ საოპერაციო საკითხებზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებსა და მწარმოებლებთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. როგორც ცნობილია, საქართველო თებერვლის ბოლომდე მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზებს. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალით დაიწყება. აღინიშნა, რომ პირველ ეტაპზე, აცრები მხოლოდ ჰოსპიტალურ სექტორში ჩატარდება. ამ დროისთვის საქართველოს სამ დიდ ქალაქში შერჩეულია 10 საავადმყოფო და დამატებით 5 სარეზერვო კლინიკა, სადაც აცრებს 40-მდე ბრიგადა ჩაატარებს. თითოეული ბრიგადა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებული 3 ადამიანისგან შედგება - ამცრელი, ექიმი და რეგისტრატორი, ვინც მონაცემებს იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ასახავს. თითოეული აცრის შემდეგ, ბენეფიციარს მეორე ინექციისთვის 3 კვირის შემდეგ დაიბარებენ. მიღებული ვაქცინა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სასაწყობო მეურნეობებში შეინახება, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი, ულტრა დაბალი ტემპერატურული რეჟიმი - მინუს 70-80 გრადუსი.

ამასთან, გრძელდება ინტენსიური მუშაობა, რათა ქვეყანაში ვაქცინის მომდევნო დოზები რაც შეიძლება მალე შემოვიდეს, ამის უმთავრესი წინაპირობა კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაქცინის საერთაშორისო აღიარებაა. შესაბამისად, გაგრძელდება პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფის - სამედიცინო პერსონალის აცრა; მათ მოჰყვებიან ხანდაზმულთა სახლების ბენეფიციარები და პერსონალი, ხოლო შემდეგ - ასაკობრივი გრადაციით განსაზღვრული პირები და სხვა ჯგუფები.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარების სამიზნე ნიშნული მოსახლეობის 60%-ია. აცრა ნებაყოფლობითია.

საქართველოს მასშტაბით, შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, გრძელდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან შემოწმდა 1719 ობიექტი, რომელთაგან აკრძალული მომსახურების, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 680 ფაქტი გამოავლინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 110 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21:00-დან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. ხოლო პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, გასული 24 საათის განმავლობაში 570 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 259 897 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 251 077 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 3 221 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 487 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 292 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 2 384 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ყველა სიახლე

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 16:42

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ერთადერთი გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებია

ქვეყანა გაყოფილია ორად, საზოგადოება დაპირისპირებულია და ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, მომავალში სახელმწიფოებრივი მშენებლობა რომ გავაგრძელოთ, რიგგარეშე არჩევნებია, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძე განაცხადა. მისი თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრა საინტერესო იყო.

გიგა ბოკერია

01 მარტი 2021, 16:41

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციისგან მოისმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-თან ერთად არის ევროკავშირი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოესმინა ერთი გზავნილი - კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში პოლიტიკური დევნა შეწყდება და დაჯდომა და საუბარი, როგორ მივდივართ ვადამდელ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

01 მარტი 2021, 16:38

სამართალი

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა

გარდაბანში, აფეთქების შედეგად, მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, 15 და 11 წლის მოზარდები სკოლიდან სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც, სახლისკენ მიმავალ გზაზე, მინდორში, აფეთქება მოხდა. შედეგად, 15 წლის მოზარდი დაიღუპა, მეორე ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ემანუელ მაკრონი

01 მარტი 2021, 16:35

COVID19

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კომენდანტის საათის შენარჩუნება კიდევ 4-6 კვირის განმავლობაშია საჭირო.

გიორგი ვაშაძე

01 მარტი 2021, 16:35

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ ვიყოთ კომპრომისულები

ორი დღის წინ ვთქვი, რომ რამდენიმე კვირის მანძილზე ველოდები, რომ შეთანხმება იქნება. ამ შეხვედრის შემდეგ ვიტყვი, რომ ვფიქრობ, ასეთი შეთანხმება იქნება მარტის ბოლომდე. რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ, - ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს კომპომისის მოძებნისკენ მოუწოდა.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 16:28

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელთან საფუძვლიანი საუბარი გვქონდა, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ევროკავშირის როლი პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში

ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით არის უკიდურესად მაღალი, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

01 მარტი 2021, 16:26

სპორტი

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ოფისში პოლიცია შევიდა - დაკავებულია რამდენიმე ადამიანი

„ვაწარმოებთ ოპერაციას ფინანსური დანაშაულის განყოფილების აგენტებთან ერთად”, - აცხადებს პოლიციის წარმომადგენელი, თუმცა დაკავებულთა რაოდენობასა და მათ ვინაობას არ ასახელებს. კლუბი ადასტურებს, რომ მათ ცენტრალურ ოფისში პოლიციაა შესული, თუმცა დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებენ. გასულ წელს კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონაში“ თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად მკვეთრად გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა სახელდებოდა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

შარლ მიშელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისი გახსნა

ახალი ოფისები განთავსებულია თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის 64 ბ ნომერში მდებარე თანამედროვე და ენერგოეფექტურ შენობაში. ოფისებში 60-ზე მეტი ადამიანი იმუშავებს. ინტერიერი გაფორმებულია საქართველოში წარმოებული ავეჯითა და ქართული დიზაინის ელემენტებით, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს.

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: დასავლეთი და ევროკავშირი არ აპირებენ, რომ ყურადღება მოადუნონ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლონ

ევროკავშირი საკუთარ ძალიან დიდ როლს ხედავს იმაში, რომ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი აუცილებელია გადაწყდეს ისე, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ გაიაზროს, რომ პირველი ტვირთი არის მასზე და შესთავაზოს ოპოზიციას კომპრომისები, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იაგო ხვიჩია

01 მარტი 2021, 16:17

პოლიტიკა

იაგო ხვიჩიამ განმარტა, რატომ არ ესწრებოდა შარლ მიშელთან შეხვედრას

„ზურაბ ჯაფარიძე „გირჩის“ სახელით იყო წარმომადგენელი, ისევე როგორც ლიტველ პარლამენტის წევრთან შეხვედრაზე. როგორც ჩანს, საზოგადოებაში ჯერ არ არის დალექილი ის ამბავი, რომ ზურა ჯაფარიძე „გირჩს“ აღარ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე ჩვენ მოგვიბოდიშეს და გვითხრეს, რომ სხვა შემთხვევაში ამას გაითვალისწინებენ. ეს არ იყო ოპოზიციაზე დამოკიდებული. ეს პროტოკოლი შეთანხმებული იყო სტუმართან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რას მოუყვებიან მას და ჩვენი პოზიციები საჯაროდ არის ცნობილი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

01 მარტი 2021, 15:53

საზოგადოება

მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია

ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.

01 მარტი 2021, 15:53

სამართალი

ქარელში, მასწავლებელი მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით შიდა ქართლში მასწავლებელი დააკავეს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

01 მარტი 2021, 15:40

COVID19

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, ფინეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ნინო წილოსანი

01 მარტი 2021, 15:37

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას, ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ

ვიზიარებთ დეესკალაციის თხოვნას. ჩვენ პროცესის ერთ-ერთი მონაწილე ვართ და ამის გათვალისწინებით ყველაფერს ვაკეთებთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რომელმაც საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადება შეაფასა. პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გუნდი ვითარების დეესკალაციის თაობაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს იზიარებს.

01 მარტი 2021, 15:37

სამართალი

საქართველოს რკინიგზა: აალდა ძველი ვაგონცისტერნა, რომელშიც მაზუთის ნარჩენი იყო

საქართველოს რკინიგზა სამგორის რაიონში, მატარებლის გამოუსადეგარი ვაგონცისტერნის აალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. გამოუსადეგარი ვაგონცისტერნაში, რომელიც აალდა, მაზუთის ნარჩენი იყო.

შალვა პაპუაშვილი

01 მარტი 2021, 15:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რას გულისხმობს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი კერძო სკოლებსა და მშობლებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობას ეხება. როგორც ვნახე, კრიტიკული განწყობა ყოფილა პროექტის მიმართ, - წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 15:33

COVID19

თამარ გაბუნია: უხერხულია საუბარი, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო აპლიკაციის ფორმას სწორად ვერ ავსებს

„ის, რაც წერია მედიაში გავრცელებულ განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა COVAX-მა, რაც არ არის სწორი. ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები Pfizer-ისგან, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა, ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება დაზუსტებული ხელშეკრულებები. ყველაფერი არის მზად, რათა Pfizer-ისგან დასტურის მიღებისთანავე ჩვენ გვქონდეს საბოლოო შეთანხმება. COVAX-ი გააკეთებს განმარტებას, თუ რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

01 მარტი 2021, 15:18

სამართალი

სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. ვიდეო

თბილისში, სამგორის რაიონში ხანძარია. საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი დემონტაჟისთვის გამზადებულ ცალკე მდგომ ვაგონს გაუჩნდა, რომელიც რკინიგზის ჩიხში იდგა და საწვავის გადასაზიდად გამოიყენებოდა და ამ ეტაპზე ვაგონში საწვავი სავარაუდოდ, არ არის.

შარლ მიშელი და ქეთინო ხუროშვილი

01 მარტი 2021, 15:17

რეგიონი

ხურვალეთის მკვიდრი: შარლ მიშელს ვთხოვე დაგვეხმარონ, რომ მშვიდობა დამყარდეს

„ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი მოდიოდა ხურვალეთში. მანქანები რომ დავინახე გავხედე და გამომელაპარაკა. მკითხა რა გვჭირდება, როგორ ვცხოვრობთ. ვუთხარი რომ ნორმალურად ვცხოვრობთ პოლიციის იმედად, ისინი გვიცავენ. ვთხოვე დაგვეხმარონ, რომ მშვიდობა დამყარდეს და უსაფრთხოდ ვიყოთ, სხვა რა უნდა გვინდოდეს აქ. დაათვალიერა აქაურობა ზემოთაც იყო, სადაც რუსების საგუშაგოა“, - ამბობს ხორშვილი.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 15:17

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილის განცხადებით, ოპოზიცია ხვალ პარლამენტის შენობის პიკეტირებას და არა ბლოკირებას გეგმავს

ოპოზიციის მიერ ხვალ პარლამენტის შენობის ბლოკირება არ მოხდება. ნებისმიერ პარლამენტარს შეეძლება, პარლამენტის შენობაში თავისუფლად შევიდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, აკაკი მინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება და არა ბლოკირება მოხდება.