imedi /  04 თებერვალი 2021, 18:39 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: წელიწადი და ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება, შევეგუოთ ამას

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, რისკი ყველა შემსუბუქებას მოჰყვება, თუკი საზოგადოება კვლავ არ შეიქმნის ილუზიას, რომ კორონავირუსი დამარცხდა. გამყრელიძე იმასაც ამბობს, რომ პატარა საქართველოსთვის ინფიცირების 400-500 შემთხვევა მნიშვნელოვანია.

„უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მოზომილად. ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, რაც გახლავთ მთავარი დამცავი საშუალება. ჩვენ წელიწადი და კიდევ ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება - გავითავისოთ ეს! სანამ მოსახლეობის 70% არ აიცრება და ვირუსზე მოქმედების ეფექტური წამალი არ დამტკიცდება, პირბადე, ხელების ხშირი დაბანა და დისტანციის დაცვა აუცილებელი იქნება. ამას უნდა შევეგუოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

კადრი ფილმიდან „და ჩვენ ვიცეკვეთ“

26 თებერვალი 2021, 12:49

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ Chlotrudis Awards-ზე სამ ნომინაციაში იბრძოლებს

„და ჩვენ ვიცეკვეთ“, დამოუკიდებელი კინოს დაჯილდოების Chlotrudis Awards-ის სამი ნომინაცია მიიღო. ქართული სურათი საუკეთესო ფილმის, საუკეთესო კაცი მსახიობისა (ლევან გელბახიანი) და საუკეთესო მუსიკის(ზვიად მღებრიშვილი) კატეგორიებში იბრძოლებს.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:45

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენგან განსხვავებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების დიალოგისა და მოლაპარაკებების გადაწყვეტის გზით რადიკალური ოპოზიცია არასდროს მოდის

მმართველი გუნდი ყოველთვის მოწოდებულია, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი დიალოგის გზით, მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდეს, რაზეც რადიკალური ოპოზიცია არ მოდის და ყოველთვის ცდილობს, პროცესების რადიკალიზება მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 12:44

თავდაცვა

კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეების მიღებას აცხადებს

ლიცეუმის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, ასევე, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

რატი იონათამიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:42

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აქციებზე: ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება

ჩვენს ქვეყანაში აზრის გამოხატვა არის თავისუფალი და ეს სტანდარტი დაცული იქნება. რაც შეეხება შინაარსსა და მოთხოვნებს ვფიქრობ, რომ ეს არის ნამდვილად უსაფუძვლო და აბსურდული, რომელსაც მხარდაჭერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს და ეს რასაკვირველია ასე იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი დიდი ხანია არის ის, რომ უფრო მეტი რადიკალიზაცია და დაძაბულობა, ასევე ძალადობის ინსცენირება შემოიტანოს არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

26 თებერვალი 2021, 12:38

ტაბლოიდი

კახა კალაძე მასზე შექმნილ მიმს აქვეყნებს

თბილისის მერი მასზე შექმნილ მიმს აქვეყნებს. ამ ფორმით კახა კალაძემ თოვლის დროს ქალაქში მარილის მოყრის თემაზე იხუმრა.

ირაკლი ქადაგიშვილი

26 თებერვალი 2021, 12:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: აქცია დღეს აღარავის უკვირს, მით უმეტეს, თუ ის ცარიელ ადგილზე ტარდება

„არანაირი დიდი მოლოდინი არ მაქვს, აქცია არავის აღარ უკვირს დღეს, მით უმეტეს აქცია, რომელიც ცარიელ ადგილზე ტარდება. მელია თვითონ, ძალით ჰყავთ ციხეში ჩასმული იმიტომ, რომ რამენაირად მოახერხონ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის აწევა. ესაა მელიასა და მელიას გარშემო შეკრებილი პოლიტიკოსების მიზანი, მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს კანონისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. რას ნიშნავს სიტუაცია დაიძაბება? კიდევ ერთხელ დაიწყებენ შტურმის მიტანას?ესაა მათი საბოლოო მიზანი და პოლიტიკური არსენალი?“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

26 თებერვალი 2021, 12:31

მსოფლიო

სომხეთის პარლამენტთან პოლიციაა მობილიზებული

დღეს დილიდან სომხეთის პარლამენტთან პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია აქვეყნებს. დღეს, ადგილობრივი დროით 13:00-ზე საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მომხრეებმა ბაგრამიანის გამზირზე კარვები გაშალეს.

26 თებერვალი 2021, 12:24

COVID19

რუსეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 85,000-ს გადააჭარბა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,086 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 428 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,223,186 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,304 ადამიანი გარდაიცვალა.

26 თებერვალი 2021, 12:23

საზოგადოება

1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება.

ელისაბედ მეორე

26 თებერვალი 2021, 12:21

COVID19

ელისაბედ მეორე: ვაქცინის გაკეთების შემდეგ თქვენ დაცული ხართ

დედოფალმა ვაქცინის პირველი დოზა იანვარში გაიკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, 94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრეს. გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაცია დაჩქარებული ტემპით ტარდება.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 12:20

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ვფიქრობ, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, რომელთათვის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დგას

მჯერა, რომ მოლაპარაკების რესურსი ყოველთვის არსებობს, სკეპტიკოსების გადმოსახედიდანაც კი. როგორც ცნობილი გამონათქვამი გვეუბნება, ყველა კრიზისის შუაგულში დიდი შესაძლებლობა დევს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციაში მოინახებიან ძალები, ვისთვისაც ქვეყნის ინტერესები, ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას.

აკაკი ბობოხიძე

26 თებერვალი 2021, 12:19

პოლიტიკა

აკაკი ბობოხიძე: დღევანდელი პროტესტი არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება

„რუსთაველის მეტროსთან შევიკრიბეთ „ევროპული საქართველოს“ დასავლეთის ნაწილი, რომელიც უკვე შემოსულია თბილისში, დანარჩენი ნაწილი კი პირდაპირ ფილარმონიასთან მოვა. დღევანდელი პროტესტი მთლიანობაში არის მხოლოდ მსვლელობა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სამოქმედო გეგმის გაცნობით დასრულდება“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

26 თებერვალი 2021, 12:16

ეკონომიკა

შემოსავლების სამსახურმა TADAT-ის 14 კრიტერიუმი გააუმჯობესა

2020 წლის TADAT-ის შეფასების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 2016 წელთან შედარებით, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება TADAT-ის 8 ძირითადი მიმართულების 14 კრიტერიუმში აჩვენა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 გიორგი წერეთელი

26 თებერვალი 2021, 12:13

საზოგადოება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარედ გიორგი წერეთელი დაინიშნა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სეკუ კეიტა

26 თებერვალი 2021, 12:10

სპორტი

„დინამოს“ 26 წლის გვინეელი ფორვარდი შეემატა

„დინამოს“ 26 წლის გვინეელი ფორვარდი - სეკუ კეიტა შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის „დინამო“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცენტრალური თავდამსხმელი გვინეის ნაკრების წევრია და ეროვნული გუნდის ფორმით 7 მატჩი ჩაატარა.

ალუდა ღუდუშაური

26 თებერვალი 2021, 12:06

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რამით განსხვავებული იყოს, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველზე დადიოდა

„არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, რომ დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მიხეილ სააკაშვილი

26 თებერვალი 2021, 12:05

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ქართველების 60-70%-ს ჩემი საქართველოში დაბრუნება სურს

რაღაც მომენტში, აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ყოველთვის მინდოდა ქაოსის, სისხლისღვრისა და სამოქალაქო შეტაკებების თავიდან აცილება, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

ილჰამ ალიევი

26 თებერვალი 2021, 11:53

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: ნიკოლ ფაშინიანის მთავრობას სომხეთი უფსკრულისა და ნგრევისკენ მიჰყავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

26 თებერვალი 2021, 11:44

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 8,003 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 8,003 ადამიანს დაუდასტურდა, 146 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,333,844 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 25,742 პაციენტი ემსხვერპლა, 1,163,555 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

26 თებერვალი 2021, 11:42

თემა

გამოაცხადებს თუ არა შოტლანდია დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას? ქვეყანა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მეორე რეფერენდუმისთვის ემზადება

შოტლანდია მორიგი რეფერენდუმისთვის ემზადება. ქვეყნის მთავრობა კონკრეტულ ვადას უახლოეს რამდენიმე კვირაში განსაზღვრავს. დიდი ბრიტანეთისგან შოტლანდიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ რეფერენდუმზე დაყენებული საკითხიც ჩამოყალიბების პროცესშია. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა The National-ი ავრცელებს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ პირველი რეფერენდუმი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ შოტლანდიელთა 55%-ი დიდ ბრიტანეთში დარჩენის მომხრე იყო. თუმცა 2016 წელს, როდესაც Brexit-ის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში ჩატარებული რეფერენდუმის მონაწილეთა უმეტესობა ევროკავშირის დატოვების მომხრე იყო, შოტლანდიელებმა საპირისპირო მოსაზრება დააფიქსირეს. ამის შემდეგ მალევე შოტლანდიის მმართველმა პარტიამ (შოტლანდიის ნაციონალური პარტია, რომელიც ტრადიციულად მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას და რომელმაც Brexit-ის რეფერენდუმამდე რამდენიმე თვით ადრე გაიმარჯვა) მიზნად დაისახა ქვეყანაში ახალი რეფერენდუმის ჩატარება. შოტლანდიის ნაციონალურ პარტიაში აღნიშნულ გადაწყვეტილებას სიტუაციის რადიკალური ცვლილებით ხსნიან. შოტლანდიას, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ევროკავშირის დატოვების პერსპექტივა ელის. ეს, დემოკრატიის თვალსაზრისით, მიუღებელია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის დატოვების შესახებ გამართული კენჭისყრით მნიშვნელოვნად იცვლება ის გარემოებები, რომლის პირობებშიც, 2014 წელს, შოტლანდიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა, - განმარტა შოტლანდიის პირველმა მინისტრმა და პარტიის ლიდერმა ნიკოლა სტარჯენმა. მან ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე პირობა დადო, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ხელახალი რეფერენდუმი ჩატარდებოდა. თუმცა ასევე განმარტა, რომ მზად არის ზუსტი თარიღი ოფიციალურ ლონდონთან განიხილოს. საბოლოოდ კი სტარჯენის მთავრობამ რეფერენდუმის პროექტის შესახებ მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში განაცხადა. ამავდროულად, პირველმა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახალხო გამოკითხვის ჩატარება მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. რეფერენდუმი შოტლანდიელებს არჩევნის საშუალებას მისცემს. სწორედ ეს არის დემოკრატია, - განაცხადა ნიკოლა სტარჯენმა. უკვე მაისში შოტლანდიაში მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. 129-კაციან პარლამენტში შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას 64 მანდატი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმრავლესობამდე მხოლოდ ერთი ხმა აკლია. როგორც სააგენტო Savanta ComRes-ის მიერ შოტლანდიაში 2021 წლის თებერვალში ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით The National-ი წერს, მომავალი არჩევნების შედეგების მიხედვით, პარლამენტში მოხვედრა მმართველი პარტიის 71 დეპუტატს შეუძლია. ამის შემდეგ, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას რეფერენდუმის პროექტის დამტკიცება ხმათა უმრავლესობით უპრობლემოდ შეეძლება. დიდი მხარდაჭერით სარგებლობს თავად ნიკოლა სტარჯენი. კორონავირუსის პანდემიის დროს მის საქმიანობას შოტლანდიელთა 74%-ი დადებითად აფასებს - წერს The Wall Street Journ-ი. შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ქმედებებს მოსახლეობის 19% -ი ემხრობა. გარდა ამისა, ბორის ჯონსონმა შოტლანდიის გამოყოფის საწინააღმდეგო კამპანია უკვე დაიწყო. მან განაცხადა, რომ დაუსრულებელი საუბრები რეფერენდუმზე ახლა სრულიად შეუსაბამოა და 2014 წლის საყოველთაო კენჭისყრაც სავსებით საკმარისი იყო. ამავდროულად, გამოკითხვების თანახმად, შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრეთა რიცხვი სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, აღნიშნული კატეგორია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის მსურველებს უკვე აღემატება. სააგენტო Savanta ComRes- ის მიერ 2021 წლის 4-9 თებერვალს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა 47%-ი მხარს უჭერს დამოუკიდებლობას, 42%-ი წინააღმდეგია, დაახლოებით 10% -ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. The Guardian-ის ინფორმაციით, შოტლანდიელები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ისინი ევროკავშირის ბაზარზე ზღვის პროდუქტების გატანას ვეღარ შეძლებენ. ამის მიზეზი, Brexit-ის ძალაში შესვლის შემდეგ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის საბაჟო ბარიერების გაჩენაა. ამავდროულად, გამოცემა ციტირებს ამონარიდს ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და ჰონგ კონგის უნივერსიტეტის თებერვლის მოხსენებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდი ბრიტანეთის დატოვება შოტლანდიის ეკონომიკისთვის 2-3-ჯერ უფრო მძიმე დარტყმა იქნება, ვიდრე - Brexit-ი. ბრიტანელებზე მოდის შოტლანდიის ექსპორტის 61%-ი და იმპორტის 67%-ი, რაც ევროკავშირთან შოტლანდიის ვაჭრობის მოცულობაზე დაახლოებით ოთხჯერ მეტია. ამის საპასუხოდ შოტლანდიის ეკონომიკის მინისტრმა ფიონა ჰისლოპმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობას შორსმიმავალი სარგებელი მოაქვს. როგორც ევროკავშირის დამოუკიდებელი წევრი და Brexit-ით გამოწვეული ზარალისგან თავისუფალი, შოტლანდია გახდება უზარმაზარი ერთიანი ბაზრის (ევროკავშირის) ნაწილი, რაც დიდი ბრიტანეთის ბაზარს 7-ჯერ აღემატება, - განმარტა მან. ამის მაგალითად ჰისლოპმა ირლანდიის ეკონომიკა მოიყვანა. ევროკავშირში გაწევრიანების წყალობით, დამოუკიდებელმა ირლანდიამ დიდ ბრიტანეთზე სავაჭრო დამოკიდებულება მკვეთრად შეამცირა და ეკონომიკის დივერსიფიკაცია ევროპისკენ მიმართა. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, ქვეყნის ეროვნულმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებელს გადააჭარბა, - განაცხადა შოტლანდიის ეკონომიკის მინისტრმა. თუმცა როგორც The Economist-ი აღნიშნავს, შეიძლება რეფერენდუმს იურიდიული დაბრკოლება შეექმნას. თეორიულად, ლეგიტიმური საყოველთაო სახალხო კენჭისყრა მხოლოდ ოფიციალური ლონდონის სანქციით არის შესაძლებელ. ბრიტანეთის მთავრობამ, დევიდ კამერონის ხელმძღვანელობით, ასეთი ნებართვა 2014 წლის რეფერენდუმზე გასცა, მაგრამ ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ის ასე არ მოიქცევა. სტარჯენი კი ამბობს, რომ ის ამ დაბრკოლებას გვერდს აუვლის. კენჭისყრა გაფორმდება როგორც კონსულტატიური რეფერენდუმი, რისი უფლებაც შოტლანდიის მთავრობას აქვს. მისივე განმარტებით, შოტლანდიის მთავრობა ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერ სამართლებრივ წინააღმდეგობას მტკიცედ შეეწინააღმდეგება. როგორც The Economist-ი ვარაუდობს, რეფერენდუმის ლეგიტიმურობის შესახებ დავას მხარეები უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტენ. გამოცემის აზრით, მაშინაც კი, თუ სახალხო კენჭისყრის ჩატარებას კანონიერად აღიარებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტაციური რეფერენდუმის სამართლებრივი შედეგი რეალური დამოუკიდებლობა იქნება.