IMEDI /  05 თებერვალი 2021, 21:41 / სანდო წყარო

ბელგიაში მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდა

ბელგია მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2021 წლის 1 აპრილამდე ახანგრძლივებს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

ბელგიიდან არააუცილებელი მგზავრობა და ქვეყანაში არააუცილებელი მიზნით შესვლა აკრაძულულია. ბელგია დაკეტილია ტურისტებისთვის. არ იცვლება გადაწყვეტილება არც მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მათთვის განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ქვეყანაში შესვლა ნებადართული არ არის.

ევროკავშირის ქვეყნებიდან მოგზაურობის დასაბუთუბის გარდა აუცილებელია COVID19-ზე ჩატარებული ტესტის წარდგენა, სავალდებულო კარანტინი და განმეორებითი ტესტის ჩატარება.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ყველაფერი მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად. პრემიერმა დღეს ეპიდემიოლოგიური ვითარება ექსპერტებთან და რეგიონალური მთავრობების წარმომადგენლებთან ერთად განიხილა.

ძალაში დარჩა კომენდანტის საათიც 22:00 საათიდან 06:00-მდე. დღესვე საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ -მინისტრის ხელმძღვანელობით საზოგადოებას გააცნო სილამაზის სალონებთან მიმართებით მიღებული შეთანხმება. კერძოდ, 13 თებერვლიდან ბელგიაში სილამაზის სალონებს შეუძლიათ მუშაობის განახლება, თუ ისინი მკაცრად დაიცავენ წესებს. წესებიდან უმთავრესია ჰიგიენის დაცვა, მხოლოდ წინასწარ დარეგისტრირებული კლიენტების მიღება და 10 წუთიანი ინტერვალის დაცვა კლიენტების მიღებას შორის . ეს დრო საჭიროა ვინტილაციისთვისა და სადეზინფექციო სამუშაოს ჩასატარებლად.

„ბელგიაში სტაბილური სიტუაციაა. წესების დაცვით და შეზღუდვების მიმართ პასუხიმგებლობის გამოვლენით შევძელით უმძიმესი კრიზისიდან გამოსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვირუსზე სრული კონტროლის დაწესებას. ჩვენ ვახერხებთ, რომ სკოლები და ბაღები ღია გვქონდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეზობელმა სახელმწიფოებმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა ეს ვერ მოახერხეს. ძალიან ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ. ყველა გადაწყვეტილების უკან ჩვენი და ჩვენი ოჯახების, საყვარელი ადამიანების სიცოცხლე და უსაფრთხოება დგას.მესმის ახალგაზრდების უკმაყოფილების. ზოგიერთი შეზღუდვა თითქმის ერთი წელია ძალაშია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ არამარტო ახალგაზრდებაზე, არამედ ხანდაზმულებზეც და მათ უსაფრთხოებაზე. მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეთ, რომ მთავრობას არ სურს შეზღუდვების ძალაში დატოვება იმაზე დიდი ხნით, ვიდრე ამის აუცილებლობა პანდემიამ მოგვიტანა. ერთი დღით ზედმეტადაც არ დარჩება ზომა, რომელიც ვირუსის გავრცელების შესამცირებლად არის დაწესებული. ვწუხვარ, რომ ჯერ საჭიროა შეზღუდვების გახანგრძლივება და ვამსუბუქებთ იმ ნაწილს, სადაც ამის შესაძლებლობას ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ- მინისტრმა ალექსანდრე დე კრომ.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აქტიური მონიტორინგი მიდის ვაქცინაციის პროცესის და ბელგია ბევრ ევროპულ სახელმწიფოსთან შედარებით დაწინაურებულია. „ვაქცინაციის პარალელურად ე.წ. აგრესიული ფორმით ტესტირება გაგრძელდება. ტესტირება ნიშნავს ჩვენი და გარშემომყოფების დაცვას. ეს არის სოლიდარობის გამოხატვის ფორმა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ფრანკნ ვანდენროუკმა.

დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციები გამკაცრდება 1 აპრილიდან და ვინც სავალდებულო ტესტს არ ჩაიტარებს, მათი მონაცემები პოლიციას გადაეცემა.

ყველა სიახლე

27 თებერვალი 2021, 16:01

სპორტი

„ევროპის უნივერსიტეტის“ გუნდი თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ფუტსალის ლიგის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს. სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ეროპის უნივერსიტეტი“ და თსუ 2 დაუპირისპირდნენ. დაძაბული შეხვედრა EU-ს სასარგებლოდ 3:2 დასრულდა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გია ვოლსკი

27 თებერვალი 2021, 15:50

პოლიტიკა

გია ვოლსკი: ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის

ინვესტორების წინააღმდეგ არის მიმართული ბევრი რამ, რასაც ოპოზიცია ჩადის, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეუშლის თუ არა ხელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება ინვესტორების მოზიდვას. მისივე თქმით, არ არსებობს მსოფლიოში რეიტინგი, სადაც საქართველოს წამყვანი ადგილი არ უკავია.

27 თებერვალი 2021, 15:48

საზოგადოება

რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოში განქორწინების მაჩვენებელზე. დეტალურად

2020 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში, საქართველოში 3 441 განქორწინება დარეგისტრირდა. მსოფლიო პანდემიის შემდეგ, არაერთმა მედიასაშუალებამ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ წყვილთა განქორწინების რაოდენობამ იმატა. თუ საქსტატის გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს პანდემიამდე პერიოდის, 2019 და 2018 წლების იმავე დროის მონაცემებს შევადარებთ, სურათი ასეთია...

მურმან დუმბაძე

27 თებერვალი 2021, 15:39

პოლიტიკა

მურმან დუმბაძე: ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა პარლამენტში ბოლომდე

ნიკა მელია ერთ რამეში შეცდა, რომ არ შეიჭრა ბოლომდე. უნდა შესულიყო ბოლომდე, ეს იყო მისი ამოცანა. ის ამბობს, რომ არ აპირებდა შეჭრას და ეს ძალიან ცუდია. მე რომ ვყოფილიყავი, ვიტყოდი, შევიჭრათ და შევიდეთ, - ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 15:07

რეგიონი

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. იგოეთში, გრაკალსა და სადგურ-მეტეხში სააღმზრდელო დაწესებულებების სამშენებლო სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა, - ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მამუკა საღარეიშვილის თქმით, მშენებლობები შეუფერხებლად მიმდინარეობს და სულ მალე პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღები მოემსახურებათ.

27 თებერვალი 2021, 15:05

COVID19

განათლების სამინისტრო: ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში, სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

კარვები

27 თებერვალი 2021, 14:25

პოლიტიკა

ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 კარავია გაშლილი

პარლამენტთან ოპოზიციის პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე 11 კარავია გაშლილი.

27 თებერვალი 2021, 14:10

საზოგადოება

სემეკის ორგანიზებით გამართული კონფერენცია ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ დადებითად შეფასდა

ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ 25-26 თებერვალს, სემეკის ორგანიზებით გამართული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“ დადებითად შეფასდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 14:02

სპორტი

ბაკურიანში თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ბაკურიანმა თხილამურებით ტრამპლინიდან ხტომაში საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა. ჩემპიონატში მონაწილეობა ადგილობრივმა სპორტსმენებმა 2 ასაკობრივ კატეგორიაში მიიღეს. 16 სპორტსმენი ერთმანეთს 55 და 30-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში შეეჯიბრნენ.

27 თებერვალი 2021, 13:58

COVID19

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო ლოკდაუნი გამოცხადდება

ოკლენდში კორონავირუსის ახალი შემთხვევის გამო, რომლის წარმომავლობაც ცნობილი არ არის, ხვალიდან ლოკდაუნი გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში 7-დღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება.

27 თებერვალი 2021, 13:56

COVID19

როგორია კოვიდსტატისტიკა სკოლებში. განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, Covid-19 მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0.1%-ს და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 0.03%-ს დაუდასტურდა, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

27 თებერვალი 2021, 13:44

კულტურა

პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად კონკურსი გამოცხადდა

კონკურსის პირობების თანახმად, ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 75 წუთზე ნაკლები. ეროვნულ კინოცენტრში პროექტის განაცხადი პროდიუსერმა უნდა წარადგინოს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. პროექტის რეჟისორი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც რეჟისორია ისეთი ფილმის, რომელსაც მოგებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სხვა კონკურსი და დასრულებული არ არის.

27 თებერვალი 2021, 13:37

საზოგადოება

ხვალ საქართველოში ტემპერატურა მცირედით დაიკლებს

28 თებერვალს, საქართველოში, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მთაში და მაღალმთაში მოთოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით 2-3 გრადუსით დაიკლებს, ღამის საათებში ყინვა შესუსტდება, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ანალოგიური ამინდი მოსალოდნელია 1-ელ მარტსაც.

27 თებერვალი 2021, 13:36

ტაბლოიდი

ლედი გაგას დაუბრუნეს გატაცებული ძაღლები, რომელთა მპოვნელსაც ის 500 000 დოლარს ჰპირდებოდა

ამერიკელ მომღერალ და მსახიობ ლედი გაგას დაუბრუნეს დაკარგული ძაღლები - ფრანგული ბულდოგები კოჯი და გუსტავი, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გაიტაცეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლოს-ანჯელესის პოლიცია ავრცელებს.

ნათია თურნავა

27 თებერვალი 2021, 13:11

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გლობალური პანდემიის მიუხედავად, სარეიტინგო სააგენტოები ენდობიან საქართველოში გატარებულ რეფორმებს

Standard & Poor's-ის ანგარიშში აღნიშნულია სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, ეფექტური ანტიპანდემიური ღონისძიებები, რეფორმების კურსისადმი ერთგულება - ეს არის საფუძველი, რომელიც მათ ძველი რეიტინგის შენარჩუნების საშუალებას აძლევს. ეს აამაღლებს საერთაშორისო ნდობას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნებას.

27 თებერვალი 2021, 13:07

მსოფლიო

ერაყში, ანტისამთავრობო აქციაზე 5 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყში, ქალაქ ნასირიაში, ანტისამთავრობო აქციაზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 175-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა უმეტესობას ცეცხსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაჭრილია 120 ადამიანი. დაშავებულთა შორის უსაფრთხოების ძალების 57 წარმომადგენელია.

კახა კალაძე

27 თებერვალი 2021, 12:58

სპორტი

„მილანმა“ კახა კალაძეს დაბადების დღე მიულოცა. ვიდეო

საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტანს, კახა კალაძეს 43 წელი შეუსრულდა და მილანურმა კლუბმა მას დაბადების დღე სპეციალური ვიდეოთი მიულოცა.

27 თებერვალი 2021, 12:57

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,534 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,534 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 439 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,234,720 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 85,743 ადამიანი გარდაიცვალა.

27 თებერვალი 2021, 12:48

თემა

რა არ უნდა გააკეთოთ, თუ გინდათ, რომ თქვენმა ნოუთბუქმა დიდხანს იმუშაოს

ლეპტოპის შეძენა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ყველას უნდა, რომ მან დიდხანს იფუნქციონიროს და ამ ხნის განმავლობაში პრობლემა არ შეექმნას. თუმცა ხშირად მომხმარებლები გაჯეტისადმი მინიმალურ მზრუნველობასაც კი არ იჩენენ, რის შედეგადაც ის გამოუსადეგარი ხდება. საინტერესოა, რა არ უნდა გააკეთოთ, რათა თქვენმა კომპიუტერმა უფრო დიდხანს იცოცხლოს?

27 თებერვალი 2021, 12:44

COVID19

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობა იქნება. მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მაღაზიების სიაც, რომელიც კვლავ ღია იქნება: დაიხურა საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. ამასთან, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, სპორტული დარბაზი და გასართობი დაწესებულებები.