14 თებერვალი 2021, 11:21 / სანდო წყარო

რომელი შეზღუდვები იხსნება ხვალიდან. დეტალურად

15 თებერვლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით:

🔹 ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

🔹 კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა;

🔹 მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება.

🔹 ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით და სხვადასხვა პროგრამით.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსწავლეებისთვის უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა უზრუნველყოფილი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.

პირბადეების მოხმარებასთან დაკავშირებით განსხვავებული რეკომენდაციაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. კერძოდ, მოსწავლეს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ეძლევა შესაძლებლობა, სკოლის ტერიტორიაზე პირბადის გარეშე გადაადგილდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსწავლის მშობელმა განცხადებით უნდა მიმართოს სკოლის დირექციას. დასწრებითი სწავლების პირობებში სამინისტრომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ხელშეწყობის მიზნით, სკოლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავა. განახლებული რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას დაეხმარება, სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს“, - აღნიშნავს მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.

უწყების ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებისა და ინვენტარის მარაგით, სკოლებში მოწესრიგებული და გამართულია სველი წერტილები, ზედმიწევნით არის დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სამინისტროს რეკომენდაციები.

თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. ამავე შესაძლებლობით სარგებლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე.

სამინისტრო განმარტავს, რომ სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში, გაგრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ასეთ დროს სკოლა მიმართავს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, კონკრეტული კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმში თუ მთლიანად სკოლა.

ყველა სიახლე

09 მარტი 2021, 14:56

რეგიონი

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 3409 ლარი შეეფარდა.

გიორგი ფანგანი

09 მარტი 2021, 14:51

ეკონომიკა

სემეკ-ის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების ახალი პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის საკითხების შესახებ საერთაშორისო შეხვედრა გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გიორგი ფანგანმა ისაუბრა ბაზრის მონიტორინგის საკითხების მნიშვნელობაზე, მის სპეციფიკასა და ახალ ენერგეტიკულ ბაზარზე, რომელიც 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.

ანზორ ჩუბინიძე

09 მარტი 2021, 14:48

სამართალი

ანზორ ჩუბინიძე: აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა მოისმინა, მოდელირებულია

„ქრონიკა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს ესაუბრა. ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ უკანონო ჩანაწერების გავრცელება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მისივე თქმით, აუდიო ჩანაწერი, რომელიც მაყურებელმა ერთ-ერთი ტელეარხის ეთერით, მოისმინა, მოდელირებულია. როგორც ანზორ ჩუბინიძე იხსენებს, 2010-2011 წლებში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადებდა, ხშირი იყო მუქარა მისი ოჯახის წევრების, უფრო კონკრეტულად კი ბერა ივანიშვილის მიმართ. მაშინ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურს ხელმძღვანელობდა და მისი უშუალო ვალდებულება იყო ჩართულიყო საქმეში და შეემოწმებინა, საფრთხე რამდენად რეალური იყო.

09 მარტი 2021, 14:44

სპორტი

რაგბის კავშირის არჩევნებთან დაკავშირებით სამინისტრო ყველას მოუწოდებს, რომ კანონით დადგენილი წესებით იმოქმედონ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო რაგბის არჩევნებთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ყველას მოუწოდებს, საარჩევნო ყრილობა ხვალ მაქსიმალურად მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს. თავი აარიდონ დესტრუქციულ ქმედებებს და დაიცვან რაგბის ოჯახის ღირსებას. სამინისტრო ყოველთვის ყველა სპორტულ ორგანიზაციას მოუწოდებს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის შემთხვევაში იმოქმედოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებში.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:42

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მთავარია გაირკვეს, ვინ ჩაწერა უკანონოდ არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი და რა მიზნით

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღესაც იმიტომ ვერ ბრუნდება, რომ როგორც მაშინ იყვნენ ვანოზე და ქარდავაზე, ისე დგანან დღეს და ამისგან თუ არ გათავისუფლდნენ, მათ პოლიტიკური მომავალი არ აქვთ, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

კელი დეგნანი
ირაკლი ღარიბაშვილი

09 მარტი 2021, 14:37

პოლიტიკა

კელი დეგნანი ირაკლი ღარიბაშვილს: აშშ-ი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის ამოქმედება, კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირება და უსაფრთხოების ძლიერ ნიშნულზე შენარჩუნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხების ფართო სპექტრი.

09 მარტი 2021, 14:33

რეგიონი

ბათუმში წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვს

აჭარის მთავრობის სახლთან წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა აქციას მართავს. შეკრებილები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის მონაწილეები 1989 წელს სტიქიის შედეგად დაზარალდნენ, სამი წლის წინ მათ ბათუმში ბინები გადაეცათ და ახლა ამ ბინების გარემონტებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ თორნიკე რიჟვაძე მათ არ შეხვდება ისინი ჰესის პიკეტირებას მოახდენენ.

ვახტანგ ჭარაია

09 მარტი 2021, 14:33

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია „ნამახვანი ჰესზე“: მსგავსი პროექტების განხორციელებას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ გამოვიყენოთ ჰიდრორესურსები, იმისთვის რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს, ინკლუზიური იყოს, ყველა ჩაერთოს, შემოსავლები მივიღოთ და აქედან გამომდინარე ცხოვრების დონე გაუმჯობესდეს და მივიღოთ უკეთესი ქვეყანა, - ეს განცხადება პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე მსჯელობენ, „თსუ-ის“ ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭარაიამ გააკეთა.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:29

პოლიტიკა

თეა წულუკიანი ოპოზიციას: თქვენი ხელისუფლებაში ყოფნა იდგა იმ ვანოზე, რომლისაც დღეს გრცხვენიათ

ჩემთვის ყველაზე დიდ „ჟურნალისტს“ ნიკა გვარამიას პირდაპირ ეთერში წამოსცდა, მელაძემ რა კარგი ჩანაწერი გააკეთაო. ეს არის გაკეთებული ფაბრიკაცია უკანონო ჩანაწერების, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

09 მარტი 2021, 14:24

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

თამთა მეგრელიშვილი

09 მარტი 2021, 14:18

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ოპოზიციას: ხომ გჯერათ, რასაც საუბრობთ? შებრძანდით პარლამენტში, შექმენით საგამოძიებო კომისია და ამ საქმეში მაინც შეიტანეთ თქვენი წვლილი

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“.

09 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აკირა იმამურას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართვლო-იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებები მიმოიხილეს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში

იმედია, ნიკა მელია მიხვდება, რომ სულ უფრო ნაკლებად იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა ვინც მელიას არწმუნებს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა პატიმრობაზე გადის, მას ინსტრუმენტად იყენებენ.

კარლეს პუჩდემონი

09 მარტი 2021, 14:13

მსოფლიო

ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის

მგონია, რომ ოპოზიციის მიზანი მოლაპარაკებები და შეთანხმების მიღწევა არ არის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებზე ოპოზიცია შეთანხმების მიღწევის რეალურ სურვილს აჩვენებს.

თეა წულუკიანი

09 მარტი 2021, 14:05

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის დამქაშებს მივმართავ, ქართველმა ხალხმა ხელისუფლებიდან სწორედ იმიტომ გაგიშვათ, რომ ფარულად იწერდით ბავშვებს, ამ ბავშვებს შორის აღმოჩნდა ბერა ივანიშვილიც

„მიზანია ის, რომ ჩანაწერების რაღაც ფაბრიკაციით, უკანონოდ თქვან, რომ ღარიბაშვილთან სალაპარაკოდ არ დავჯდები. ეს არის ერთადერთი მიზანი. სინდისთან მწყრალი განცხადებები იყო თქვენი ეთერიდან, „მთავარსა“ და „ტვ პირველს“ ვგულისხმობ, უსინდისო განცხადებები ისმოდა, მაგალითად ისეთი, რომ გინდათ, საზოგადოებას დააჯეროთ, ვითომ, დღეს ოჯახს მოკიდებული, უკვე დიდი კაცი ბერა ივანიშვილი ელაპარაკება პრემიერს და ეს არის მათი დღევანდელი საუბარი, სირცხვილია. ე.ი. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოდის ხელისუფლებაში სწორედ ამიტომ და მათ კარგად უნდა გაიგონ, რომ დღესაც დგანან ვანოსა და მეგის ქარდავას საქმიანობაზე, აქვთ რაღაც უკანონო ჩანაწერები, ჭრიან, კერავენ და ცდილობენ, მიაღწიონ მთავარ მიზანს, რომ ქვეყანაში შეიქმნას არეულობა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:59

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: ჰიდროლოგიური მონაცემები დეტალურადაა შესწავლილი

„მაქსიმალური ჩამონადენი გათვლილია 10 000 წლიან განმეორებადობაზე, კერძოდ, მაქსიმუმის მაქსიმუმზე 4900 კუბურ მეტრზე. ლაჯანურიდანაც კი, მაქსიმალურად რომ გამოუშვან წყალი ჯამში 4900 კუბურ მეტრს ვერ მიაღწევს. შესაბამისად, მაქსიმალურად კონსერვატორული გათვლებია წარმოდგენილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

09 მარტი 2021, 13:56

სპორტი

საქართველოს რაგბის კავშირი 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირმა 10 მარტს ჩანიშნულ საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც კონკრეტულ ჯგუფს მოუწოდებს თავი შეიკავოს დესტრუქციული ქმედებებისგან და დარჩეს სამართლებრივ სივრცეში.

ნათია თურნავა

09 მარტი 2021, 13:47

ეკონომიკა

ნათია თურნავა: “ნამახვანი ჰესის” შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები

„ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები, ამის დასაბუთების ვალდებულება და მექანიზმი მკაფიოდაა აღწერილი ხელშეკრულების დანართში და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

09 მარტი 2021, 13:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესზე”: მშენებლობის პროცესში, შეიძლება გამოჩნდეს დამატებითი გარემოებები, რომლებიც ასევე უნდა იყოს განხილული და გათვალისწინებული

დამატებით ჩატარდა გეოლოგიური კვლევა ჰესის შენობის განთავსების ტერიტორიაზე, წყალმიმღების ტერიტორიაზე, ასევე გამოკვლეული იქნა გვირაბის განთავსების ტერიტორია და წყალსაცავის დონის ცვლილების გავლენა მეწყერსაშიშ უბნებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.