imedi /  15 თებერვალი 2021, 20:20 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 9 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 765 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 230 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 047 843 შემთხვევა გამოვლინდა, 117 396 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 14:18

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი ჯერ კიდევ სასტიკი რეალობაა მოქალაქეებისთვის - ეს უნდა შეიცვალოს

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - დაწერა Twitter-ის გვერდზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების გაცნობის შემდეგ.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის

„COVID-19 დიდი გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ აღდგენის სტრატეგიაზე ვიმუშავებთ, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, შევეცდებით ჩვენი როლი შევასრულოთ ვაქცინაციის საკითხშიც, რათა გამოვაჩინოთ ჩვენი სრული სოლიდარობა. დღეს ჩემი ვიზიტი ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისადმი მხარდაჭერის გამოხატვის შესაძლებლობაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მიშელმა.

01 მარტი 2021, 14:09

სამართალი

გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის ფაქტზე პ.მ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პ.მ-მ სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავა არასრულწლოვნის შრომითი ტრეფიკინგის გეგმა.

01 მარტი 2021, 14:05

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატებს უსმენენ

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში კომუნიკაციების კომისიაში ვაკანტურ თანამდებობებზე ასარჩევ კანდიდატებს უსმენენ. კომისიაში არსებულ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად პრეზიდენტის მიერ ექვსი კანდიდატია წარდგენილი.

სინტია ორივო

01 მარტი 2021, 14:01

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს „ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების ცერემონიაზე

კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიება შერეულ ფორმატში ჩატარდა. მისი ნაწილი ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართა, თუმცა ტრადიციული წითელი ხალიჩის არარასებობის მიუხედავად, ცერემონიაში მონაწილეთა ჩაცმულობამ მაყურებელთა ინტერესი მაინც გამოიწვია.

01 მარტი 2021, 13:52

სპორტი

ნატალია ოთხმეზური ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია

ნატალია ოთხმეზური მე-2 და ყველაზე წარმატებულ სეზონს ატარებს ამერიკის ჯუნიორ კოლეჯთა ლიგაში. ქართველი კალათბურთელი კასპერის უნივერსიტეტის გუნდ “თანდერბერდსის” ღირსებას იცავს და ამ გუნდის უპირობო ლიდერია. ნატალიას წინამძღოლობით კასპერელებმა კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის მე-9 რეგიონში, სადაც 12 გუნდია თავმოყრილი, 12-დან 12 გამარჯვება მოიპოვეს და მთლიანი დივიზიონის რეიტინგში, რომელშიც 25 რეგიონი და დაახლოებით 250 გუნდია, მე-7 ადგილზე იმყოფება.

01 მარტი 2021, 13:48

სამართალი

შსს-მ გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.შ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მაია ბითაძე

01 მარტი 2021, 13:44

პოლიტიკა

მაია ბითაძე: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე 7 პროექტისაგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია IX მოწვევის პარლამენტში და დღეს ის მესამე მოსმენით განიხილეს.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 13:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი ხურვალეთში სტუმრობისას: ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის მეთქვა - მარტონი არ ხართ

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საკუთარი თვალით მენახა ადგილზე არსებული სიტუაცია. მოგეხსენებათ, ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირის მონიტორინგის მისია, იმ მიზნით რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სტაბილურობა და გატარდეს ნდობის აღდგენის მექანიზმები. ვიცით, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ვითარება ძალიან რთული და კომპლექსურია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივებისთვის მეთქვა, რომ ისინი არ არიან მარტო. ევროპა იჩენს ძალისხმევას მათი მშვიდობის, უსაფრთხოებასა და სტაბილურობისთივს“, - განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 13:36

პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე კომენტარს შარლ მიშელი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გააკეთებს

„საღამოს მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ოპოზიციის ლიდერებს. ამის შემდეგ, გვექნება მკაფიო მესიჯები. მოგვიანებით, ალბათ, დღეს საღამოს ან ხვალ დილით გავაკეთო პოლიტიკური განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე“ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ქობულეთის შემოვლითი გზა

01 მარტი 2021, 13:28

სამართალი

ქობულეთის შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის კმ10-კმ13 და კმ31 მონაკვეთებზე, ცხოველების დამცავი ლითონის მესერის (ღობის) მოწყობის სამუშაოები ტარდება. სამუშაოებს ხელშეკრულების საფუძველზე შპს „როუდ ქონსთრაქშენი“, იმერეთის და აჭარის რეგიონში საავტომობილო გზებზე არსებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებელი სამუშაოების ფარგლებში ასრულებს.

01 მარტი 2021, 13:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყება: ბაიდენის ადმინისტრაციამ თეირანის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უნდა შეცვალოს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აშშ-მა ირანს სანქციები უნდა მოუხსნას, თუ 2015 წლის ბირთვული შეთანხმების გადასარჩენად მოლაპარაკებების გამართვა სურს.

01 მარტი 2021, 13:15

რეგიონი

ზუგდიდში დამატებით 8 ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ ზუგდიდში, დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ახალი სისტემები მოეწყობა.

01 მარტი 2021, 13:08

საზოგადოება

საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3 - 4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

01 მარტი 2021, 12:55

პოლიტიკა

შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ის ევროკავშირის დამკვირვებლების თანხლებით შევიდა ხურვალეთში, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.

01 მარტი 2021, 12:52

რეგიონი

კახეთის რეგიონში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა

2021 წლის 1-ლი მარტიდან, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, კახეთის რეგიონში, ახმეტის რაიონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 4 სექცია ამოქმედდა, - ამის შესახებ ინფორმაციას 112 ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სულ საქართველოს მასშტაბით უკვე 1 213 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.

01 მარტი 2021, 12:50

პოლიტიკა

პარლამენტში EPLO-ს რეგიონულ ოფისთან დადებული შეთანხმება განიხილეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) შორის სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება განიხილეს.

დავით ყაზარაშვილი

01 მარტი 2021, 12:45

სამართალი

დავით ყაზარაშვილი: სასამართლო პროცესებზე შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები უკვე გამოკვეთილია, არავინ დაიჯერებს ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულთა ტყუილები სასამართლო პროცესებზე უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც ადვოკატები ჰყვებიან, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. საქმის პროკურორის განცხადებით, ამ ეპიზოდში ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავეა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში. ყაზარაშვილის თქმით, სწორედ მათ სცემეს ახალგაზრდა ფეხბურთელს, რის შემდეგაც მდინარე არაგვში ჩააგდეს.

01 მარტი 2021, 12:44

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11 571 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 333 პაციენტი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 12:43

საზოგადოება

კერძო სკოლებს მოსწავლისთვის ფინანსური დავალიანების გამო სტატუსის შეწყვეტაზე ვალდებულებები უწესდებათ - რა წერია კანონპროექტში

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ იმსჯელეს. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ამილახვარმა გააცნო.