imedi /  16 თებერვალი 2021, 21:26 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 7 906 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 906 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 90 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის 2 602 034 შემთხვევა გამოვლინდა, 27 652 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 489 624 - გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

ლადო ბენდიანიშვილი

07 მარტი 2021, 21:10

პოლიტიკა

ლადო ბენდიანიშვილი: ბერა ივანიშვილის ოჯახის დაცვის თანამშრომლებმა, რომლებიც 2011 წელს ჩემთან მოვიდნენ, ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა კომენტარებისგან, რომელიც მუქარად შეიძლებოდა აღქმულიყო

„რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახში მოვიდა დაცვის სამი თანამშრომელი, რომლებმაც გვითხრეს, რომ ისინი, როგორც ოჯახის დაცვა, დაინტერესდნენ იმით, რომ ბერას მისამართით არის მასირებული შეტევა, მუქარები საკმაოდ დიდი ჯგუფისგან და აინტერესებდათ რა საფუძველი ჰქონდა ამას, რაზეც ვუთხარი რომ ჩემი მხრიდან არანაირი მუქარა არ ყოფილა და არც რაიმე კონკრეტული პრეტენზია არ მქონდა მასთან. ამაზე ოჯახის თანდასწრებით ძალიან ზრდილობიანად მთხოვეს თავი შემეკავებინა ისეთი კომენტარებისგან, რომელიც შეიძლებოდა მუქარად აღქმულიყო. რა თქმა უნდა გავითვალისწინე, რადგან დამუქრება არც მანამდე მიფიქრია. იქიდან არანაირ მუქარას და დაშინებას და მით უმეტეს დასჯას ადგილი არასოდეს ჰქონია“,- წერს ლადო ბენდიანიშვილი.

სუსი

07 მარტი 2021, 20:35

სამართალი

პოლიციამ ხურვალეთთან საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა

უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე

07 მარტი 2021, 19:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, ძალადობა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა, ეს პარტია მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან ვერ ამაღლდა

„აშკარაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!“ - წერს კობახიძე.

„რეინჯერსი შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

07 მარტი 2021, 19:51

სპორტი

10-წლიანი პაუზის შემდეგ „რეინჯერსი" შოტლანდიის ჩემპიონი გახდა

სტივენ ჯერარდის გაწვრთნილმა „რეინჯერსმა" შოტლანდიის „პრეიერ ლიგის" ჩემპიონობა „დანდი იუნაიტედსა" და „სელტიკს" შორის ფრედ ანგარიშით 0-0 დასრულებული შეხვედრის შედეგად გაიფორმა. გლაზგოელებს სხვადასხვა დროს მოგებული აქვთ: შოტლანდიის თასი 33-ჯერ, შოტლანდიის ლიგის თასი 27-ჯერ, ევროპის თასების გამარჯვებულთა თასი 2-ჯერ, უეფას სუპერ თასი ერთხელ და უეფას თასი, ასევე ერთხელ.

07 მარტი 2021, 19:35

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: უკანონო მოსმენა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა

„ჩანაწერთა ფაბრიკაცია, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნამუშევარი, საგულდაგულოდ დამონტაჟებული და „საჭირო მომენტისთვის“ იყო გადანახული. ორი დღის წინ გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის უაღრესად პოზიტიური შეფასება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამავე დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საკუთარ თავზე აიღო მედიატორის როლი, რაც ბუნებრივია, პროცესის დეესკალაციის და მოლაპარაკებების კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელების გარანტი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტორებმა და მოლაპარაკების ჩაშლის მიზანმა განაპირობა გაყალბებული ჩანაწერების გამოქვეყნება. რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია - ის სიყალბეზეა დაფუძნებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

07 მარტი 2021, 19:25

პოლიტიკა

ქართული ოცნება: საზოგადოებამ მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, გაყალბებული საუბარი როგორც მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ათობით ჩანაწერიდან ამოღებული სიტყვებისა და ფრაზებისაგან შედგება

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე) „კუდის“ მიერ, ორ კერძო პირს შორის უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია, სადაც ერთ მხარეს არის საქველმოქმედო ფონდი, „ქართუს“ პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, მეორე მხარეს კი არასრულწლოვანი ბერა ივანიშვილი, თუმცა არც ასეთი ჩანაწერის გამოქვეყნებას მოერიდნენ. ისინი, სასოწარკვეთილების ამგვარი გამოხატვით, კიდევ უფრო ინადგურებენ საკუთარ თავს, რადგან ცივილიზებულ სამყაროში ასეთი, საბჭოთა, „კაგებეს“ მეთოდების გამოყენება აბსოლუტურად ამორალური და მიუღებელია. უკანონო მოსმენა, მოსმენილის შენახვა, დამონტაჟება-ფაბრიკაცია, მისი გამოყენება, ძალადობა, მკვლელობა და ა.შ. ნაციონალური მოძრაობის ხელწერაა. რაც შეეხება ქართულ ოცნებას და მათ ლიდერებს, ისინი მსგავს მეთოდებს არ იყენებდნენ არც პოლიტიკაში მოსვლამდე და არც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ.

07 მარტი 2021, 19:17

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენოს

„მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“,- ნათქვამია განცხადებაში.

დაკავება

07 მარტი 2021, 19:17

სამართალი

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

თენგიზ ცერცვაძე

07 მარტი 2021, 19:01

COVID19

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევა - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

„არის შეტყობინებები სხვადასხვა ადამიანებისგან, რომ მათ რეინფიცირება ჰქონდათ. ჯერ ასეთი ავადმყოფები იგზავნებიან ლუგარის ლაბორატორიაში, რომ გამოკვლეული იქნეს მათი დაავადების გამომწვევი შტამის გენეტიკური თავისებურებები. ჯერ არც ერთი შემთხვევა, მართლა რეინფიცირების არ დადასტურებულა ჩვენთან. ანუ, ის, ვინც ამბობს, რომ ხელახლა დაემართა, ჯერ არ დადასტურდა, რომ დაინფიცირებულია სხვა შტამით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

კანე ტანაკა

07 მარტი 2021, 18:43

სპორტი

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი იაპონიაში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღებს მონაწილეობას

ტანაკა 1903 წელს დაიბადა. მას 4 შვილი, 5 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი ჰყავს. 103 წლამდე ის თავისი ოჯახის მაღაზიაში მუშაობდა. ქალმა ორჯერ დაამარცხა კიბო. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ტანაკას წარსულზე ლაპარაკი არ უყვარს და ყურადღებას აწმყოსა და მომავალზე ამახვილებს.

რომის პაპი ფრანცისკე

07 მარტი 2021, 18:13

მსოფლიო

პაპმა ფრანცისკემ ერაყში, ისლამური სახელმწიფოს მიერ განადგურებული სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცა

ლოცვის შემდეგ პაპი ქარაქოშში ქრისტიანებს შეხვდა. ხვალ კი ირბილში, მასობრივი მესის ჩასატარებლად ჩავა. ფრანცისკე სტადიონზე იქადაგებს და მის მოსასმენად სავარაუდოდ 10 ათასამდე ადამიანი მივა.

07 მარტი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 403 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 403 ადამიანს გამოუვლინდა, 3 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 236,768 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 3,241 ადამიანი. ვირუსისგან 229,718 პაციენტი განიკურნა.

07 მარტი 2021, 17:46

სამართალი

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია მოკლა

თელავში 30 წლამდე კაცმა სავარაუდოდ მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გოშაძის ქუჩაზე მოხდა. მკვლელობის ფაქტზე გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მინდინარეობს (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი).

07 მარტი 2021, 17:11

სპორტი

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა

საბა ლობჟანიძის შესრულებული საგოლე გადაცემის შედეგად, „ანკარაგუჩუმ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურის დაპირისპირება, სადაც საბა ლობჟანიძის „ანკარაგუჩუმ“ გასვლით შეხვედრაში ჩემპიონატის ათეულში მყოფი „კარაგუმრუკი“ ანგარიშით 1-0 დაამარცხა. მატჩში ერთადერთი გოლი სტუმართა ნახევარმცველმა ალფერ ფოთუქმა, სწორედ ქართველი ფორვარდის საგოლე გადაცემის შედეგად გაიტანა.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2021, 17:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ ჩანაწერებზე: ესაა უსუსური მცდელობა, ჩაშალონ გარკვეული მოლაპარაკებები და ქვეყნის დემოკრატიული განვითარება

ესაა მათი ბოლო „პოლიტიკური იარაღი“. ყველა სხვა მინდორზე, რასაც პოლიტიკა ჰქვია, ისინი დამარცხდნენ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

07 მარტი 2021, 17:06

საზოგადოება

ბექა ფერაძე: მიუხედავად იმისა, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცეებში სარესტორნო ბიზნესი იხსნება, ცოცხალი მუსიკის შესრულება კვლავ შეზღუდვად რჩება

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ, 8 მარტიდან რეგულაციების ნაწილი მსუბუქდება, 1-ელ აპრილამდე კვლავ შეზღუდვად რჩება სარესტორნო ბიზნესში ცოცხალი მუსიკის შესრულება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კულტურული ღონისძიების მასშტაბი გაცილებით დიდია და როგორც ხალხის მობილობის გაკონტროლება, ასევე, რეგულაციების დაცვა ძალიან ძნელია.

იაგო ხვიჩია

07 მარტი 2021, 16:49

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი გამოგდებულია, იმისთვის რომ მოლაპარაკების პროცესს საფრთხე შეექმნას

„შესაბამისად ბევრი უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მოლაპარაკების პროცესის წინ ასეთი ჩანაწერების გამოგდება იკითხება, როგორც პირდაპირი მიზანი, მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდეს“, - განაცხადა ხვიჩიამ.

07 მარტი 2021, 16:33

სპორტი

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა კი მარცხით დაასრულა

ამერიკის სტუდენტური ლიგის რეგულარული სეზონი სანდრო მამუკელაშვილმა - ორმაგი დუბლით, მისმა გუნდმა სეტონ ჰოლმა კი მარცხით დაასრულა. სეტონ ჰოლი ბოლო ტურში სენტ ჯონსს სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ მამუკელაშვილის გუნდმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგო, საბოლოოდ 71:81 დამარცხდა.

დავით მათიკაშვილი

07 მარტი 2021, 16:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და გაყალბებულ სიუჟეტებს, ამიტომ ამ კონტექსტით თუ ვიმსჯელებთ მელაძისგან და „ნაციონალური მოძრაობისგან“ გასაკვირი ნამდვილად არაფერია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოლაპარაკების ჩასაშლელად ყველა გზას იყენებს.

ჰასან როუჰანი

07 მარტი 2021, 16:24

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტმა ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესრულებისკენ დაბრუნების წინაპირობა დაასახელა

„როგორც კი აშშ უკანონო სანქციებს მოხსნის და მუქარისა და ზეწოლის პოლიტიკაზე უარს იტყვის, ირანი მზად არის დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების შესასრულებლად“, - განაცხადა როუჰანიმ.