imedi /  20 თებერვალი 2021, 10:49 / სანდო წყარო

ბოლო 24 საათში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

კორონავირუსი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში 19 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 268097 შემთხვევაა დადასტურებული, 261066 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3425 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2021, 00:11

ტაბლოიდი

კატა რომელიც პატრონმა მარტო დატოვა „ატირდა“. ვიდეო

ვიდეო უსაფრთხოების კამერამ საოცარი მომენტი დააფიქსირდა, „სევდიანი კატა“, რომელიც პატრონმა სახლში მარტო დატოვა კამერაში თვალცრემილიანი იყურება. ამის შესახებ ინფორმაციას UniLad-ი ავრცელებს. ბრიტანული ჯიშის კატის ვიდეომ სოციალური ქსელები დაიპყრო და მილიონობით მოწონება დაიმსახურა.

ბრიტანული შტამი

27 თებერვალი 2021, 23:58

COVID19

ცნობილია, სულ რამდენ ადამიანს დაუდასტურდა საქართველოში კორონავირუსის ბრიტანული შტამი

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ამ შტამის გავრცელების რისკი არსებობს, თუმცა მას ახალი, განსაკუთრებული გართულებები არ ახასიათებს. გამყრელიძის თქმით, ბაზარზე არსებული ვაქცინები ე.წ. ბრიტანულ შტამზეც მოქმედებენ.

27 თებერვალი 2021, 23:48

ტექნოლოგიები

Toyota იაპონიაში მომავლის ქალაქს აშენებს

​​​​​​​კომოანია Toyota-მ იაპონიაში ჭკვიანი ქალაქის მშენებლობა დაიწყო. ქალაქი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის დარგში მოწინავე ტექნოლოგიების გამოსაცდელი პოლიგონი იქნება, - ამის შესახებ Independent წერს.

ნიკოლ ფაშინიანი

27 თებერვალი 2021, 23:18

მსოფლიო

სომხეთის პრემიერმა პრეზიდენტს გენშტაბის მეთაურის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოსთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის, ონიკ გასპარიანის გათავისუფლების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა.

27 თებერვალი 2021, 22:55

მსოფლიო

შავ ზღვაში ნატოს სწავლება დაიწყო

შავი ზღვის პორტ კონსტანცაში ნატოს ეგიდით საერთაშორისო წვრთნა „პოსეიდონ 21“ დაიწყო. ინფორმაციას რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს. სამხედრო-საზღვაო წვრთნა 6 მარტს დასრულდება.

ამირან გამყრელიძე

27 თებერვალი 2021, 22:43

COVID19

ამირან გამყრელიძე: ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია

„ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.

პეტერ არტურ გოტი

27 თებერვალი 2021, 22:22

მსოფლიო

ნიუ-იორკის მაფიის ბოსი გარდაიცვალა

ჩრდილოეთ კაროლინის ფედერალურ ციხეში ნიუ იორკის მაფიის ბოსად წოდებული პეტერ არტურ გოტი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News იტყობინება. 81 წლის განგსტერის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. პეტერ გოტი გამბინოს მაფიოზურ კლანს სათავეში 2002 წელს, ძმის, ჯონ გოტის გარდაცვალების შემდეგ ჩაუდგა.

27 თებერვალი 2021, 22:18

სამართალი

გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო

თბილისში, გლდანის მეოთხე მიკრორაიონში სროლა იყო. Imedinews-ის ინფორმაციით, დაშავდა ერთი კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აქცია საოკუპაციო ხაზთან

27 თებერვალი 2021, 22:10

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ტარდება საპროტესტო აქციები

ჩვენ ცალსახად ვიზიარებთ იმ საპროტესტო მუხტს, რაც ოკუპაციასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოებაში, თუმცა სიფრთხილეა საჭირო, როცა საოკუპაციო ხაზთან ხორციელდება საპროტესტო აქციები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

27 თებერვალი 2021, 21:43

პოლიტიკა

სუსი: საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად უკანონოდ საქართველოს 80-დან 160-მდე მოქალაქეს აკავებენ

უკანონო დაკავებები არის რუსული ოკუპაციის შედეგი და 2008 წლიდან დღემდე ეს მაჩვენებელი დრამატულად არაა შეცვლილი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

თამთა გოგუაძე

27 თებერვალი 2021, 21:21

პოლიტიკა

თამთა გოგუაძე: უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველა ბერკეტს იყენებს

უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იდგმება ყველა ნაბიჯი და გამოყენებულია ყველა ბერკეტი მის გასათავისუფლებლად, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „შაბათის ქრონიკაში“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამთა გოგუაძემ განაცხადა.

Washington Post

27 თებერვალი 2021, 21:18

საზოგადოება

The Washington Post-ი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებმაც მოიპოვეს საპარლამენტო მანდატები გასული წლის შემოდგომის არჩევნებში, უნდა მიიღონ კიდეც ისინი

2003 წელს ბატონი სააკაშვილი წინ მიუძღოდა რევოლუციას ავტოკრატიული მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი ამ კრიზისიდან. ამის ნაცვლად ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს, რომელიც ადრე შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარეობდა, - ამის შესახებ The Washington Post-ის სარედაქციო საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.

ნიკა მელია

27 თებერვალი 2021, 21:15

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ნიკანორ მელიას შეუძლია სატელეფონო ზარის უფლებით სარგებლობა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ტყუილს უწოდებს ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნიკანორ მელიას პენიტენციური დაწესებულებიდან დარეკვის უფლება არ აქვს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნიკანორ მელიას სატელეფონო ზარის განხორციელება მხოლოდ დაკავებიდან ორი დღის განმავლობაში არ შეეძლო, ვიდრე საბანკო ბარათი დაუმზადდებოდა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 21:14

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პროკურატურას უკან არ დაუხევია

მისი თქმით, ოპონენტებს რაც აწყობთ, იმაზე საუბრობენ ხოლმე, ერთ ფრაზას ამოიკითხავენ და თუ რამე კრიტიკულია, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, ამავე დროს კი პარლამენტში შესვლაზე მოწოდებას აიგნორებენ. მამუკა მდიმარაძის განცხადებით, დიალოგი ახლაც შესაძლებელია, თუ ოპონენტები ამ ქვეყანაზე იფიქრებენ იმ დროს, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე, ისედაც ფორსმაჟორშია ქვეყანა უკვე ერთი წელია და ამაზე კიდევ ფორსმაჟორის დამატება ძალიან ცუდი საქციელია.

ბორის ნემცოვი

27 თებერვალი 2021, 21:02

მსოფლიო

ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობიდან 6 წელი გავიდა. ტრაგიკული თარიღი მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში აღნიშნეს. მოსკოვში გამართულ აქციაში მონაწილეობა 7,8 ათასამდე ადამიანმა მიიღო. პოლიტიკოსის მკვლელობის ადგილას მივიდნენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩები. ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ბოსტონსა და ევროპის ქალაქებში. ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 2015 წელს მოკლეს.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:50

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო პოლიტიკას, ეს უკვე პარადოქსია

როდესაც ოპოზიციის გამოსვლებია, ან თუნდაც „ნაცმოძრაობის“ ოფისში შეხვედრები, ყოველი მეორე მათი თქმითაც კი რუსეთთან დაკავშირებული პირია. კრემლში მოსიარულე ხალხი ატარებს ამ ქვეყანაში ანტისაოკუპაციო აგიტაციას, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „შაბათის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, რომ ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ

„როდესაც ჩვენ გვაკრიტიკებენ, იქვე ამბობენ, ჩვენი ოპონენტები პარლამენტში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ხვდებოდა, კანონის ზემიდწევნით დაცვას ასეთი კრიტიკა მოჰყოლოდა, კანონის ზედმიწევნით დაცვის წინააღმდეგ ბოლოს არავინ წავიდა.

მამუკა მდინარაძე

27 თებერვალი 2021, 20:28

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ქმედებას ქვეყნის შიგნით სახელი ჰქვია და მას სახელი ქვეყნის გარეთაც დაერქმევა

„ასეთი კრიტიკა მოსალოდნელიც იყო და კიდევ მეტ მუშაობას საჭიროებს ჩვენი მხრიდან, რომ დეტალურად იცოდეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებმაც, რა მდგომარეობაში აყენებენ კონკრეტული ადამიანები, პარტიები ქვეყანას, საკუთარ სახელმწიფოს, ამ პანდემიის ფონზე“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ თქვა, როდის დაიწყება და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ კოვიდგადატანილ მოქალაქეებს კვლევისთვის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით კოვიდგადატანილი ადამიანების კვლევა მომდევნო კვირაში დაიწყება. ამის შესახებ 1tv.ge წერს.მისივე თქმით, კვლევის შედეგად, ჯანდაცვის სპეციალისტებს ზუსტად ეცოდინებათ კოვიდგადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.

თენგიზ ცერცვაძე

27 თებერვალი 2021, 20:11

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენი ოპონენტები ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ყველა მეზობელმა ქვეყანამ დაიწყო ვაქცინაცია, ისინი ჩვენსავით ელოდებიან ევროპულ და ამერიკულ ვაქცინებს

მწარმოებლებმა ვერ აწარმოეს ვაქცინების ის რაოდენობა, რაც დაგეგმილი ჰქონდათ და ამიტომ, ვაქცინები დააკლდა ყველას, მაგრამ მდიდარმა ქვეყნებმა მისცეს თავს ფუფუნება, რომ ლამის ერთი წლით ადრე, წინასწარ შეესყიდათ ვაქცინების სერიოზული რაოდენობა, – ამის შესახებ „ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.