IMEDI /  24 თებერვალი 2021, 16:10 / სანდო წყარო

ამირან გამყრელიძე: ბოლო კვირების განმავლობაში, ყველაზე დიდ თავყრილობებზე, ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია, მისი განაწილების უსამართლობა

ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე

დაახლოებით 130 ქვეყანაა, სადაც ჯერ არ დაწყებულა ვაქცინაცია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 209 მლნ ადამიანი იყო აცრილი მთელ მსოფლიოში და ამ ტემპით, როგორი ტემპითაც დღეს მიმდინარეობს ვაქცინაცია მსოფლიოში, გათვლილია, რომ დასჭირდება 5 წელი, რათა მოცვა 75%-ზე ავიდეს და შეიქმნას ე.წ. კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი, რაც ძალიან ბევრია.

„ძალიან ძლიერი ქვეყნები, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები, გეგმავს, რომ დაამთავროს ვაქცინაცია. ახლა 200 მლნ დოზა დამატებით შეისყიდა ბაიდენის ადმინისტრაციამ და ცდილობენ, რომ დაამთავრონ ის ივლისის ბოლოს. ისრაელმა გამოაცხადა, რომ მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს მოსახლეობის იმუნიზაცია. დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე მეტი, 2-ჯერადი დოზით, აცრილი ჰყავს პატარა ქვეყანას, გიბრალტარს 37%, შემდეგ მოდის ისრაელი 34 %-ით, მე-3 სეიშელი - 22%-ით, მე-4-ზეა სერბეთი - 7 %-ით, მე-5-ზე შტატები - 5.9%-ით და შემდეგ მოდის მალტა - 4,2%-ით. რაც შეეხება აბსოლუტურ ციფრში, თუ ვის რამდენი ჰყავს აცრილი, ყველაზე მეტი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში - 64 მლნ, შემდეგ მოდის ჩინეთი - 40 მლნ, გაერთანებული სამეფო - 18 მლნ და შემდეგ ინდოეთმა გადმოინაცვლა - 11მლნ, შემდეგ არის ისრაელი, რომელსაც 100 მოსახლეზე ყველაზე მეტი ჰყავს აცრილი - 82 ადამიანი ერთი აცრით, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ საჭიროა 2 აცრა გარკვეული დროის გამოტოვებით, რათა მყარი იმუნიტეტი შეიქმნას“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინა დღეს იქცა ძალიან ძლიერ იარაღად სხვადასხვა ქვეყნის ხელში.

„ძალიან დიდი უსამართლობაა, თუ თქვენ თვალს ადევნებდით ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ყველაზე დიდ თავყრილობებს, როგორიც იყო დიდი 7-იანის შეხვედრა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, იანვარში დავოსის ეკონომიკური ფორუმი და ა.შ. ყველგან ნომერ პირველ საკითხად იდგა ვაქცინა და რაც მთავარია საკითხი მისი უსამართლობისა, მისი განაწილების შესახებ. დღეს, ვაქცინებით, რომელიც ამ ეტაპზე, 15 პროცენტია მთლიანი მოსახლეობის დარეზერვებული, ძირითადად იცრებიან და დიდი მოცვა აქვთ მდიდარ ქვეყნებს, როდესაც საშუალო და დაბალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო მექანიზმებით არ ხდება. ამიტომ იყო მოწოდება დიდი 7-იანის პირველი პირების, რომ მოხდეს ეს გადანაწილების მექანიზმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

14 აპრილი 2021, 09:15

საზოგადოება

არჩილ თალაკვაძე: ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია

ქართული ენა ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი თავგადასავალია, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დედაენის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში.

14 აპრილი 2021, 09:00

მსოფლიო

მედია: ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს გამოიყვანს

ბრიტანეთი ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტს სრულად გამოიყვანს, ამის შესახებ გამოცემა the times წერს. მანამდე, ავღანეთიდან 11 სექტემბრამდე სამხედრო კონტინგენტის გამოყვანის შესახებ თეთრმა სახლმა განაცხადა.

14 აპრილი 2021, 08:41

ეკონომიკა

ბიტკოინმა ახალი რეკორდი დაამყარა

ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ მორიგი რეკორდი დაამყარა. ერთი ბიტკოინის ღირებულება 62 ათას დოლარამდე გაიზარდა.ექსპერტების აზრით, ბიტკოინის რეკორდული გაძვირება NASDAQ-ის ბირჟაზე, კრიპტობირჟა Coinbase-ს აქციებით ვაჭრობის დაწყებამ განაპირობა.

14 აპრილი 2021, 08:27

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდი და +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +18 გრადუსსა და მზიან დღეს პროგნოზირებენ, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მაკა ბოჭორიშვილი

14 აპრილი 2021, 08:08

პოლიტიკა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში დღეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართება

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკას განიხილავენ დღეს ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიუროს სხდომაზე.

14 აპრილი 2021, 07:58

საზოგადოება

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს თარიღი 1978 წლის 14 აპრილის დრამატულ მოვლენებს უკავშირდება.

ზურაბ ქადაგიძე

14 აპრილი 2021, 01:08

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: კრიმინალი რურუას გამო, ვინმე ბაჩო დოლიძე პოლიციელთა უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს

ვინმე ბაჩო დოლიძე, „ნაცმოძრაობის“ ახალი სახე აქვეყნებს სამართალდამცველების ფოტოებს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ადანაშაულებს უკანონო ქმედებაში. მე ვეკითხები მას, სამართლებრივად 1) ირღვევა თუ არა პოლიციელების უდანაშაულობის პრეზუმცია? 2) მოქმედი ოპერატიული მუშაკის იდენტიფიკაცია,სამართლებრივი ახსნის გარეშე არის თუ არა დანაშაული?” – წერს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ნინო თანდილაშვილი

14 აპრილი 2021, 01:01

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი: „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტმა ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა

გარემოს დაცვითი კუთხით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი ერთ-ერთი კარგად შესწავლილია, რომელმაც ჩვენი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა.

გურამ ნიკოალშვილი

14 აპრილი 2021, 00:51

ეკონომიკა

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას. „ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

ელენე ღუბიანური

14 აპრილი 2021, 00:49

ეკონომიკა

ელენე ღუბიანური: „ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1600-მდე მოქალაქე დასაქმდება

„ნამახვანჰესის“ პროექტის განსახორციელებლად 1 600-მდე მოქალაქე დასაქმდება, - ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ღუბიანურმა „იმედის ფაქტორში“ სოციალურ პაკეტებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ის, რომ „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანას მინიმალური სარგებელი დარჩება, მცდარია. ღუბიანურმა აღნიშნა, რომ მთი კომპანია სპეციფიკურ დანადგარებს შემოიტანს, რადგანაც საქართველოში ისინი არ იწარმოება, რაც შეეხება მუშახელს, პროექტით 1 600-მდე მოქალაქის დასაქმებაა გათვალისწინებული.

შსს

14 აპრილი 2021, 00:41

სამართალი

სოფელ გუმათში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 6 პირი დააკავეს.

ენტონი ბლინკენი ჟოზეფ ბორელი

14 აპრილი 2021, 00:39

მსოფლიო

ჟოზეფ ბორელმა და ენტონი ბლინკენმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს

აშშ-ის სახელმეწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს.

ამირან სალუქვაძე

14 აპრილი 2021, 00:38

ეკონომიკა

ამირან სალუქვაძე: ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით

ჰიბრიდული შეტევების გათვლაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას შეექმნას უარყოფითი განწყობა ამ ჰესთან და სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით. ამიტომ იქ მდგომი და სახლში მჯდომი ადამიანები უნდა გაიყოს ორ ჯგუფად: ვისაც სურს მოსმენა და გარკვევა, და ვის - არა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ანალიტიკოსმა, ამირან სალუქვაძემ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მერაბ ლომინაძე

14 აპრილი 2021, 00:26

ეკონომიკა

მერაბ ლომინაძე: მოხარულები ვართ, რომ არასამთავრობო სექტორი ჩართულია ამ პროცესში და აქტუალური საკითხები მათთან ერთად განიხილება

უკვე ჩამოყალიბდა შესაბამისი ჯგუფი, გაიმართა ორი შეხვედრა. იმედია, უახლოეს მომავალში ამ ექსპერტების ჩართულობით ვამცნობთ საზოგადოებას, რომ კვლევები ჯეროვნად ასახავს საჭიროებებს. ჩვენ მხოლოდ გამჭვირვალე პროცესის მომხრენი ვართ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ კომპანია ENKA Renewables-ის დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:23

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ინვესტორი არ იხდის გადასახადებს, რაც ტყუილია

ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკა“ გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, რადგან წელიწადში 30 მილიონ ლარს გადაიხდის მხოლოდ ადგილობრივ ბიუჯეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „იმედის ფაქტორში“ განაცხადა. მინისტრი ხეობაში ურანის საბადოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: როდესაც გვესმის, ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა

როდესაც ჩვენ გვესმის, რომ ხელშეკრულება კაბალურია, ეს მოდის ან საქმეში ჩაუხედავი ადამიანებისგან, რომელთაც რაღაც ყურმოკვრით აქვთ მოსმენილი და ხელშეკრულება წაკითხული არ აქვთ, ან განზრახ სუბიექტური შეფასებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესის“ პროექტზე საუბრისას განაცხადა. მინისტრმა ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

გიგა ბოკერია

14 აპრილი 2021, 00:13

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: IRI-ის ამ დასკვნას არა თუ არ ვენდობი, მიმაჩნია, რომ ძალიან ზედაპირული იყო

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია არაკომპეტენტურს უწოდებს IRI-ის დასკვნის კონკრეტულ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, რომ - „მიუხედავად იმისა, რომ დაფიქსირდა დისბალანსირებული შემაჯამებელი ოქმების შედეგების გადამოწმებისა და შესწორების საკმაოდ ბევრი შემთხვევა, რაც საფრთხეს უქმნის საარჩევნო პროცესის გამართულობას, მათი მასშტაბი არ ახდენს გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე“. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს

„ძალიან ბევრი სიკეთე შეიძლება მოიტანოს ასეთმა მსხვილმა ინვესტორმა და დარწმუნებული ვარ, გავა გარკვეული დრო და მოსახლეობა მეტი ნდობით მოეკიდება პროექტს და დარწმუნდება, რომ მართლაც ძალიან დიდი სიკეთის მომტანი არის ასეთი ინვესტორის ყოლა ხეობაში“, - აღნიშნა თურნავამ.

ნათია თურნავა

14 აპრილი 2021, 00:03

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია

ნამახვანი არაა თურქული ან ნორვეგიული პროექტი, ეს ჩვენი, ქართული ჰიდროელექტროსადგურია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

13 აპრილი 2021, 23:45

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ჰესის ზეგავლენა ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გამორიცხულია

ენგურჰესი ნამახვანჰესზე რამდენჯერმე დიდია თავისი სარკის ფართობით და ამ შემთხვევაშიც კი მაქსიმალური გავლენა რამდენიმე ასეული მეტრით არის შემოსაზღვრული. შესაბამისად, ტვიშის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე ზეგავლენა სრულიად გამორიცხულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ გარემოს დაცვის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.