27 თებერვალი 2021, 12:44 / სანდო წყარო

ჩეხეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მკაცრდება

ჩეხეთში, კოვიდინფექციის გავრცელების მასშტაბის გამო, საგანგებო მდგომარეობა მკაცრდება. ორშაბათიდან, სამი კვირის განმავლობაში, მოსახლეობას საცხოვრებელი რაიონის გარეთ გასვლა ეკრძალება.

გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელი მგზავრობა იქნება. მნიშვნელოვნად შემცირდა იმ მაღაზიების სიაც, რომელიც კვლავ ღია იქნება: დაიხურა საკანცელარიო და ბავშვთა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიები. ამასთან, გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, დახურულია რესტორნები, სპორტული დარბაზი და გასართობი დაწესებულებები.

ჩეხეთი 11 მილიონამდე ინფიცირებულს ითვლის. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩეხეთში 14 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 23:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მოქალაქეები მშვიდად იყვნენ -„ქართული ოცნება“ ყველა პუნქტს შეასრულებს

ამდენ პროცესში, ყველაზე კონსტრუქციული და ყველაზე სახელმწიფოებრივად მოაზროვნე არის, იყო და რჩება „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა, სადაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 23:04

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ხვალ ბატონი შარლ მიშელი ჩამობრძანდება საქართველოში, რაც აჩვენებს იმას თუ რამდენი პრობლემა შევქმენით საკუთარი თავისთვისაც და როგორი კარგი მეგობრები გვყავს

„ფაქტობრივად, ჩვენ დავინახეთ რამდენად დაინტერესებულები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ამდენი დრო დახარჯეს ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად. ხვალ ბატონი შარლ მიშელი ჩამობრძანდება საქართველოში, რაც სრულიად მოულოდნელი ამბავი იყო ჩვენთვის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, რაც აჩვენებს იმას თუ რამდენი პრობლემა შევქმენით საკუთარი თავისთვისაც და როგორი კარგი მეგობრები გვყავს, რომ ასეთ დროს არ მიგვატოვეს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:59

პოლიტიკა

შარლ მიშელი: საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულდა, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე დისტანციურ რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას.

19 აპრილი 2021, 22:57

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ამ ეტაპზე არ უერთდებიან

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელისუფლებისა და ოპოზიური პარტიების ნაწილმა ხელი ოფიციალურად მოაწერეს. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“, „რესბუბლიკელები“.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:56

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ამ საღამოს ბრიუსელში ვარ, თუმცა ჩემი გული საქართველოშია

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირათ. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

სალომე სამადაშვილი

19 აპრილი 2021, 22:46

COVID19

სალომე სამადაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში

იმედი მაქვს, რომ სულ მალე ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციური სპექტრი სრულად იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, ყველაზე მრავალრიცხვოვანი ოპოზიციური პარტიის შემადგენლობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

19 აპრილი 2021, 22:38

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: ველოდებით სხვა წევრებს, ვისაც მანდატი აქვთ, რომ შემოუერთდნენ ამ პროცესს

მჯერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმოწერით ჩვენ შევძლებთ დავასრულოთ პოლიტიკური დევნა, შევძლებთ დამთავრდეს მტრობა ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმების დოკუმენტს ხელს აწერს.

შარლ მიშელი

19 აპრილი 2021, 22:36

პოლიტიკა

შარლ მიშელი ხვალ საქართველოს ვიზიტით ეწვევა

„ექვსი კვირის წინ საქართველოში ყველა თქვენგანს შევხვდი და გითხარით, რომ პოლიტიკური დიალოგი დაგეწყოთ. ერთმანეთს პრეზიდენტის სასახლეში შევხვდით. პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა. პირობა მოგეცით, რომ ჩართული ვიქნებოდი და ჩემი პირადი წარმომადგენელი, ბატონი დანიელსონი გამოვგზავნე. ჩემს დიპლომატიურ გუნდს დავავალე, ამ პროცესისთვის მხარი აქტიურად დაეჭირა. ექვსი კვირის შემდეგ პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისა და მამაცობისთვის, რომ თქვენი ინტერესები გვერდზე გადადეთ საქართველოს ინტერესების სახელით“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

მამუკა ხაზარაძე

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტის ხელის მოწერისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:35

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში მოიწვია

„დიდი მადლობა ბატონ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ თქვენი ჩართულობა ნიშნავს ევროკავშირის ჩართულობას. ეს ნიშნავს ორ რამეს: ერთი ის, რომ საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია და მეორე - საქართველო, მისი სტაბილურობა და დემოკრატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის“.

ვახტანგ მეგრელიშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: თუ გვინდა ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ

ევროპულ სტრუქტურებსა და ნატო-ში ინტეგრაცია თუ გვინდა, ერთმანეთთან ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

19 აპრილი 2021, 22:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლის არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში

ამ შეთანხმებას ხელს ვაწერ, რადგან 31 ოქტომბერს ქართველი ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანი ბოლომდე აისახოს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რთულ ვითარებაში, როდესაც გარეთ პანდემიაა, მხოლოდ პარტიებს შორის თანხმობით შეიძლება ასეთი სიძნელეების დაძლევა.

არჩილ თალაკვაძე

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას

ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

19 აპრილი 2021, 22:28

პოლიტიკა

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიებმა ხელი მოაწერეს

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარტიები ხელს აწერენ. პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებიან წარმომადგენლები შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან: „ქართული ოცნება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „მოქალაქეები“. ასევე დავით ბაქრაძე და სალომე სამადაშვილი.

ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი 2021, 22:25

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის

მე ვარ ძალიან ამაყი, რომ დღეს ამ საერთო შეთანხმებას ვაწერ ხელს, ვინაიდან ეს დღე ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ვიბრძოდით უკეთესი საქართველოსთვის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც პარტიების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტს ეწერება ხელი.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:24

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ვიცი, უამრავი ადამიანი ამ დოკუმენტის ხელმოწერას იმედის თვალით უყურებ

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო, - ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

ბადრი ჯაფარიძე

19 აპრილი 2021, 22:23

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: ეს არის დოკუმენტი, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ქვეყანაში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მოითხოვდა კომპრომისს ყველა მხრიდან, ჩვენ მოვახერხეთ ეს კომპრომისი გაგვეკეთებინა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ორბელიანების სასახლეში განაცხადა, სადაც შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე – „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია იმართება.

დავით ბაქრაძე

19 აპრილი 2021, 22:21

პოლიტიკა

დავით ბაქრაძე: ხელს ვაწერ შეთანხმებას, რადგან ეს სჭირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს

ამ შეთანხმებით უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების არსებობა, შევამციროთ პოლარიზაცია და გავხსნათ გზა უკეთესი არჩევნებისკენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის სასახლეში, დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს შეთანხმება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს სჭირდება და ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა დაინახონ, რომ ქართული საზოგადოება იმსახურებს დახმარებას, თანადგომას და უკეთეს მომავალს.

სალომე ზურაბიშვილი

19 აპრილი 2021, 22:16

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, ბევრი გამოწვევაა გველოდება

ძალიან მოხარული ვარ, რომ წინ ეს შესაძლებლობა გვექნება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ყველასთვის, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონიაზე. მისივე განცხადებით, ქვეყანას წინ ბევრი გამოწვევა ელის.

კელი დეგნანი

19 აპრილი 2021, 22:09

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული კომპრომისული შეთანხმების ხელმოწერისთვის

საქართველოს ეყო პოლიტიკური გამბედაობა, ჩაბმულიყო ამ პროცესში. მადლობა პარტიებს პრეზიდენტ მიშელის მიერ მოწოდებული შეთანხმების ხელმოწერისთვის, რომელიც კომპრომისს ეფუძნებოდა“ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.